იუდას
სახარება
THE GOSPEL OF JUDAS
კოპტურიდან თრგმანი:
Rodolphe Kasser, Marvin Meyer, and Gregor Wurst,
in collaboration with Francois Gaudard
THE GOSPEL OF JUDAS
კოპტურიდან თრგმანი:
Rodolphe Kasser, Marvin Meyer, and Gregor Wurst,
in collaboration with Francois Gaudard
(33)
შესავალი
იესოს მიერ იუდა ისკარიოტელისათვის ვნების კვირამდე სამი დღით ადრე გამხელილი საიდუმლო.
იესოს საქვეყნო საქმეები
ქვეყნად მოვლენილი იესო სჩადიოდა სასწაულებსა და საოცარ საქმეებს, რათა გადაერჩინა კაცობრიობა. რადგანაც ზოგი [გაჰყვა] ჭეშმარიტ გზას, ზოგი კი ძველებურად სცოდავდა, მოწოდებულ იქნა თორმეტი მოწაფე.
ის ესაუბრებოდა მათ ამ ქვეყნის საიდუმლოებებსა და იმაზე, თუ რა იქნებოდა ბოლოს. ხშირად ის ეცხადებოდა მოწაფეებს არა თავისი სახით, არამედ გაერეოდა მათში შეუმჩნევლად ბავშვის სახით.
სცენა 1. იესოს საუბარი მოწაფეებთან: ღვთის სადიდებელი თუ ევქარისტია.
ერთხელ ის მოვიდა იუდეაში თავის მოწაფეებთან, და ნახა რომ ისინი შეგროვილიყვნენ ერთად და ღმერთს ადიდებდნენ. როცა ის [მიუახლოვდა] თავის მოწაფეებს, (34) რომლებიც მადლს აღუვლენდნენ ღმერთს - პურის მომცემელს - [მას] გაეცინა.
მოწაფეებმა ჰკითხეს [მას]: "მასწავლებელო, რად დასცინი [ჩვენს] სამადლობელ ლოცვას? ჩვენ ხომ ისე ვიქცევით, როგორც საჭიროა".
მან უპასუხა: "მე თქვენ არ დაგცინით. ასე იმიტომ კი არ იქცევით, რომ ასეთია თქვენი ნება, არამედ იმიტომ, რომ ასე [იქნება] განდიდებული თქვენი ღმერთი".
მათ უთხრეს: " მასწავლებელო, შენ ხომ [...] ჩვენი ღმერთის შვილი ხარ".
იესომ უთხრა მათ: "რა იცით ვინა ვარ? [მე] ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ - არცერთმა კაცთაგანმა თქვენს შორის არ იცის ეს".
მოწაფეთა განრისხება
როცა მოწაფეებს ესმათ ეს, აღშფოთდნენ და განრისხდნენ და გულში გმობა დაუწყეს მას.
იესომ კი, შენიშნა რა მათი [უგუნურება, უთხრა] მათ: "რატომ გადაიზარდა თქვენი აღტყინება განრისხებაში? თქვენმა ღმერთმა, რომელიც თქვენშია და [...] (35) ჩასახა რისხვა [შიგ] თქვენს სულებში. [მოვიდეს] ნებისმიერი თქვენგანი, რომელიც [საკმარისად ძლიერია] კაცთა შორის, გამოიჩინოს ადამიანის სრულყოფილება და დადგეს ჩემს პირისპირ".
მათ უთხრეს ერთხმად: "ჩვენ ვართ ძლიერები".
მაგრამ ვერ შესძლო მათმა სულებმა წარმსდგარიყვნენ [მის] პირისპირ, გარდა იუდა ისკარიოტელისა. იუდა წარუდგა მას, მაგრამ ვერ გაუსწორა თვალი მანაც, და მიაბრუნა სახე გვერდზე.
იუდამ [უთხრა] მას: "მე ვიცი ვინ ხარ შენ და საიდან მოხვედი. შენ ბარბელოს უკვდავი სამეფოდანა ხარ. და მე არა ვარ ღირსი წარმოვსთქვა მისი სახელი, ვინც შენ გამოგგზავნა".
იესოს საუბარი იუდასთან განმარტოებით
იესო ხედავდა, რომ იუდას თავი სხვებზე აღმატებულად მიაჩნდა, და უთხრა: "მოსცილდი დანარჩენთ და მე შენ მოგიყვები სამეფოს საიდუმლოებებს. შენ შეიძლება მოხვდე იქ, მაგრამ ეს შენ დიდ მწუხარებას მოგიტანს. (36) რადგან ვიღაცა დაიკავებს შენს ადგილს, რათა თორმეტნი [მოწაფენი] კვლავ სრულად იყონ თავიანთ ღმერთთან".
იუდამ უთხრა: "როდის მეტყვი ამას, და [როდის] იქნება მოდგმის გაბრწყინების დიდი დღე?"
მაგრამ როცა მან ეს სთქვა, იესომ დასტოვა იგი.
სცენა 2: იესო მოწაფეებთან ბრუნდება
ამ ამბის შემდეგ დილას იესო კვლავ მოწაფეებთან [დაბრუნდა].
მათ ჰკითხეს: " მასწავლებელო, სად იყავი და რას აკეთებდი, რაც ჩვენგან წასული იყავი?"
იესომ უპასუხა: "მე ვიყავი სხვა დიდ და წმინდა მოდგმასთან".
მოწაფეებმა ჰკითხეს: "უფალო, რა მოდგმაა ეს, ჩვენზე დიდი რომ არის და ჩვენზე წმინდა, ამ ქვეყნისა არ არის?"
იესომ ეს რომ მოისმინა, გაიცინა და სთქვა: "რა გესაქმებათ თქვენ ამ მძლავრ და წმინდა მოდგმასთან? (37) ჭეშმარიტად გეუბნებით [მე] თქვენ, რომ ვერავინ ამ დროში დაბადებული ვერ იხილავს მას [მოდგმას], ვერავინ ვარსკვლავთა ანგელოზების ჯარიდან ვერ იმბრძანებლებს მათზე, ვერცერთი მოკვდავი ვერ მიეახლება მას, რადგან ეს მოდგმა არ მოდის [...] რომლებიც მოდიან [...]. მოდგმა მათი, ვინც [თქვენს] შორისაა, კაცთა მოდგმაა [...] ძალა, რომელიც [...] სხვა ძალები{ს} [...] რომელთაც თქვენ განაგებთ" .
ამის გაგონებაზე [მისი] მოწაფეები აღშფოთდნენ. მათ სიტყვა ვერ დაძრეს.
შემდეგ დღეს იესო ისევ მივიდა [მათთან]. მათ უთხრეს [მას]: " მასწავლებელო, ჩვენ გნახეთ შენ [ხილვაში], ჩვენ საოცარი რამ [გვესიზმრა...] ღამე [...]".
[მან სთქვა]: "[თქვენ] რატომ [... როცა] ეწევით თვითგვემას?"
(38)
მოწაფეების ხილვა სასახლისა და ამის განსჯა
მათ [სთქვეს: "ჩვენ ვიხილეთ] დიდებული [სასახლე დიდი] სამსხვერპლოთი [, და] თორმეტი კაცი - ჩვენი აზრით ღვთისმსახურები - და სახელი; და სამსხვერპლოსთან ხალხის ბრბო იცდიდა, [სანამ] ღვთისმსახურები [... და ჩაატარეს] ღვთისმსახურება. ჩვენ [კი] ბოლომდე დავრჩით.
[იესომ ჰკითხა:] "როგორ გამოიყურებოდნენ ღვთისმსახურები?"
მათ [უპასუხეს: "ზოგი...] ორი კვირა; [ზოგი] მსხვერპლად სწირავდა [თავის] შვილებს, სხვები - ცოლებს, ლოცავდნენ [ან] გმობდნენ ერთმანეთს; ზოგი მამათმავლობდა; სხვები ვინმეს [ჰკლავდნენ], სჩადიოდნენ მრავალ ცოდვასა და დანაშაულს. და სამსხვერპლოს [წინ] მდგარნი ახსენებდნენ შენს [სახელს], (39) და მათი მანკიერების ყოველი საქციელით მსხვერპლშეწირვა სულ უფრო სრული ხდებოდა [...]".
სთქვეს ეს და გაჩუმდნენ, შეწუხებულნი.
იესო უხსნის სასახლის ხილვას
იესომ უთხრა მათ: "რად დამწუხრებულხართ? ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ, ის ღვთისმსახურები, რომლებიც იმ სამსხვერპლოსთან იდგნენ, ჩემს სახელს ახსენებდნენ. და კიდევ გეტყვით - ჩემი სახელი სწერია ამ [...ზე] ვარსკვლავთა მოდგმისა ადამიანთა მოდგმის მიერ. [და მათ] დარგეს ჩემს სახელზე ხე უნაყოფო, მათდა სამარცხვინოდ".
იესომ უთხრა მათ: "ის, ვინც მონაწილეობდა მსხვერპლშეწირვაში - თქვენ იყავით. ის იყო ღმერთი, რომელსაც თქვენ მსახურებთ, და თქვენა ხართ ის თორმეტი, ვინც თქვენ იხილეთ. პირუტყვი, რომელსაც მსხვერპლად სწირავდნენ - ეს ის ხალხია, ვინც თქვენ შეიყვანეთ შეცდომაში (40) იმ სამსხვერპლოს წინ. [...] დადგება და ამგვარად გამოიყენებს ჩემს სახელს, და ღვთისმორჩილთა თაობანი უერთგულებენ მას. შემდეგ დადგება სხვა, [გარყვნილთაგანი,] შემდგომ [იქნება] ვინმე ბავშვთამკვლელთაგანი, შემდეგ მამათმავალი, და ასკეტი, და სხვა უწმინდურები, ავაზაკები და ცოდვილები, და ისინი იტყვიან: ჩვენ ანგელოზთა სწორნი ვართ. ისინი არიან მნათობნი, რომლებიც მიიღებენ ყველაფერს. რამეთუ კაცთა მოდგმისაგან თქმულა: - აი, ღმერთმა მიიღო თქვენი მსხვერპლი ღვთისმსახურის ხელიდან - შეცდომის მსახურისაგან. მაგრამ არის ღმერთი - სამყაროს უფალი - რომელიც ბრძანებს: ბოლო ჟამს ისინი შერცხვენილნი იქნებიან".
(41)
იესომ უთხრა: "შეწყვიტეთ [მსხვერპლშეწირვა], სამსხვერპლოზე თქვენი შეწირული [...] თქვენს ვარსკვლავებსა და ანგელოზებზე მაღლა დგანან, და უკვე მიღწეული აქვთ თავიანთი დასასრული. ვითომ [დაგიჭერიათ] ისინი, და ეხლა გაუშვით [- - - დაზიანებულია 15-მდე სტრიქონი - - -]
მოდგმა [...]. ვერცერთი მეპურე ვერ დააპურებს ყველა სულდგმულს (42) [ცის]ქვეშეთში. და [...] მათ [...] და [...] ჩვენ და [...].
იესომ უთხრა: "შეწყვიტეთ ჩემთან ბრძოლა. ყველას თქვენ-თქვენი ვარსკვლავი გაქვთ და ყველა [თქვენგანი... - - - დაზიანებულია 15-მდე სტრიქონი - - -]
(43)
სადაც [...] ვინც მოვიდა [... გაზაფხული] ხეებისათვის [...] ამჟამად [...] დროში [...] მაგრამ ის მოვიდა რათა დაარწყულოს ედემის ბაღი, და [მოდგმა], რომელიც იქნება ბოლოს, რადგან [ის] არ წაბილწავს [გზას] ამ მოდგმისას, არამედ [..] იქნება უკუნითი უკუნისამდე".
იუდა ეკითხება იესოს იმ მოდგმისა და კაცთა მოდგმის შესახებ
იუდამ ჰკითხა [მას: "რაბი], რა ნაყოფს მოგვცემს ის მოდგმა?"
იესომ უპასუხა: "სული ყოვლის კაცთა მოდგმისაგანისა მოკვდება. ხოლო ისინი, როცა განასრულებენ დროს ქვეყანაზე, და სული მათი გაეყრება ხორცს, მათი ხორცი მოკვდება, სულები კი იცოცხლებენ და ამაღლდებიან ზეცად".
იუდამ ჰკითხა: "და სხვა კაცთა მოდგმისანი რაღას იზამენ?"
იესომ უპასუხა: "შუძლებელია (44) დათესო [ქვაზე] და მოიმკა მოსავალი. [ასევე...] [წაბილწული] მოდგმა [...] და გახრწნილი სოფია [...] ხელი, რომელმაც შექმნა მოკვდავნი, რათა მათი სულები ამაღლდნენ სამუდამო სამეფოში. [ჭეშმარიტად] გეტყვით თქვენ, [...] ანგელოზი [...] ძალა, რომელიც იხილავს [...] მათ, ვინც [...] წმინდა მოდგმის [...]".
სთქვა ეს იესომ და წავიდა.
სცენა 3: იუდას ხილვა და იესოს ახსნა
იუდამ უთხარა: "მასწავლებელო, როგორც მოუსმინე სხვებს, მომისმინე მეც. მე მქონდა საოცარი ხილვა".
იესომ მოუსმინა და გაიცინა: "შენ რაღას წვალობ, მეცამეტე სულო? მაგრამ მოყევი, აგიტან შენც!"
იუდამ უთხარა: "მე ვიხილე ჩემი თავი, და თორმეტი მოწაფე ქვებით მქოლავდნენ და (45) [სასტიკად] მდევნიდნენ. და მე დავბრუნდი იქ, სადაც [...] მეგულებოდი. მე ვიხილე [სახლი...], იმხელა, რომ ჩემი თვალები ვერ გასწვდა, დიდი ხალხით გარშემორტყმული, მწვანე ტოტებით [იყო] გადახურული, და სახლში იყო [ბევრი ხალხი...- - - დაზიანებულია 2 სტრიქონი - - -], უთხრა: "მასწავლებელო, მიმიღე მეც იმ ხალხში".
[იესომ] უპასუხა: "იუდა, შენი ვარსკვლავი გაცდუნებს შენ!" მან განაგრძო: "არცერთ მოკვდავს არ ძალუძს შესვლა იმ სახლში, რომელიც შენ იხილე, იმიტომ, რომ ის სახლი წმინდანებისათვისაა. იქ ვერ განაგებს ვერც მზე და ვერც მთვარე, ვერც დღე, წმინდანები კი მუდამ იქნებიან იქ, უკუნითი უკუნისამდე წმინდა ანგელოზებთან ერთად. აჰა, აგიხსენი მე შენ სამეუფეოს საიდუმლონი (46) და გაგრძნობინე ვარსკვლავთა ცდუნების შესახებ; და [...] გაგზავნა [...] თორმეტ ჟამზე".
იუდა ეკითხება თავისი შიშის შესახებ
იუდამ ჰკითხა: "მასწავლებელო, რამდენად დასაშვებია, რომ ჩემს თესლს განაგებდნენ მეუფენი?"
იესომ უპასუხა: "მოდი, მე [- - - დაზიანებულია 2 სტრიქონი - - -], მაგრამ შენ ძალიან დამწუხრდები, როცა იხილავ სამეფოს და ყველა მის მოდგმას".
როცა მოისმინა ეს, იუდამ უთხრა: "რით იქნება ჩემთვის კარგი ეს? შენ ხომ განმაცალკევე მე ამ მოდგმისაგან!"
იესომ უპასუხა: "შენ იქნები მეცამეტე, და წყეულ იქნები სხვა მოდგმათაგან, და იქნები მათი მბრძანებელი. ბოლო დღეებში ისინი დასწყევლიან შენს აღზევებას (47) წმინდა [მოდგმამდე]".
იესო უხსნის იუდას კოსმოლოგიას: სული და თვითქმნილი
იესომ უთხრა: "[მოდი], მე მოგიყვები შენ იმ [საიდუმლოებების] შესახებ, რომელიც არ იცის [არცერთმა] კაცმა.
ისმინე: არის ჟამი დიდი და უსასრულო, რომლის სიდიდე ანგელოზთა არცერთ მოდგმას არ უხილავს, [რომელშიც] არის დიდი უხილავი [სული],
რომელიც არ უხილავთ ანგელოზთა თვალებს,
რომელსაც
არ
მისწვდომია
გულის
წადილი,
და რომელსაც არ ჰქვია სახელი.
"და გაჩნდა იქ შუქმფენი ღრუბელი. მან სთქვა: "მოვიდეს ანგელოზი და წარმომიდგეს მე!"
დიდი ანგელოზი - სხივოსანი, ღვთიური, თვითქმნილი - გამოვიდა ღრუბლიდან. მას მოჰყვა ოთხი ანგელოზი სხვა ღრუბლიდან და თაყვანი სცეს თვითქმნილ ანგელოზს. თვითქმნილმა სთქვა: (48) "იქმნას [...], და იქმნა [...]. და [შექმნა] მან პირველი მნათობი მის მბრძანებლად. მან სთქვა: "იქმნან ანგელოზნი და ემსახურონ [მას]", და იქმნენ უამრავნი ურიცხვნი. მან სთქვა: "[იქმნას] შუქმფენი ეონი", და იქმნა იგი. შექმნა მან მეორე მნათობი მის მბრძანებლად ურიცხვ ანგელოზთან ერთად, და მის სამსახურად. ასე შექმნა მან დანარჩენი შუქმფენი ეონები. დაუწესა მათ მბრძანებლობა მათზე, და შეუქმნა მათ დამხმარედ უამრავი ანგელოზი.
ადამასი და მნათობები
" ადამასი იყო იმ პირველ შუქმფენ ღრუბელში, რომელიც არასოდეს უხილავთ იმ ანგელოზებს, რომელთაც ღმერთებს ეძახიან. ის (49) [...] რომ [...] სახედ [...] და ხატად [ამ] ანელოზისა. მან შექმნა უხრწნელი [მოდგმა] სეთისა, რომელიც [...] თორმეტი [...] ოცდაოთხი [...]. მან შვა უხრწნელი მოდგმის სამოცდათორმეტი მნათობი, სულის ნებით. ამ 72 მნათობმა კი შვეს 360 მნათობი უხრწნელი მოდგმისა, სულის ნებით, რათა ყოფილიყო ხუთი თითოეულ მათგანზე.
"თორმეტი მნათობის თორმეტი ეონი შეადგენს მამას მათსას, და ექვსი ზეცაა ყოველ ეონში, ანუ სულ 72 ზეცა 72 მნათობისათვის, და ყოველ (50) [მათგანში ხუთი] სამყაროა, [სულ] 360 [სამყარო...]. მათ მიეცათ ძალაუფლება და [დიდი] ჯარი ანგელოზთა [ურიცხვთა], დიდებისა და თაყვანისცემისათვის, [ხოლო შემდეგში კი] უმანკო სულები ყველა ეონთა და ზეცათა და მათს სამყაროთა დიდებისა და თაყვანისცემისათვის.
ზესკნელი (კოსმოსი, ქვეყანა), ქაოსი და ქვესკნელი
"ამ უკვდავთა ერთობლიობა წოდებულია ქვეყანად, ანუ ჯოჯოხეთად, მამისა და 72 მნათობის მიერ, რომლებიც არიან თვითქმნილთან და მის 72 ეონთან. აქ იქმნა პირველი ადმიანი თავისი უხრწნელი თვისებებით, ხოლო ეონი, რომელიც იქმნა მის მოდგმასთან ერთად, ეონი, რომელშიც არის ღრუბელი შემეცნებისა და ანგელოზი, არის სახელად (51) ელ. [...] ეონ [...] მას შემდეგ [...] სთქვა: 'იქმნას 12 ანგელოზი [რათა] განაგოს ქაოსი და [ქვესკნელი]'. და აჰა, ღრუბლისგან იშვა [ანგელოზი], რომლის სახე ცეცხლით იყო განათებული დ სისხლით შებილწული. სახელი მისი იყო ნებროთი, რაც ნიშნავს 'მოჯანყეს'. ზოგი მას იალდაბაოთს ეძახდა. მეორე ანგელოზი - საკლასი - გამოვიდა იმავე ღრუბლიდან. მაშინ ნებროთმა შექმნა ექვსი ანგელოზი დამხმარედ, ისევე როგორც საკლასმა, და გახდა 12 ანგელოზი ზეცაში, რომელიც დაინაწილეს მათ.
მეუფენი და ანგელოზები
"თორმეტმა მეუფემ უთხრა თორმეტ ანგელოზს: 'ყოველი თქვენგანი (52) [...] და მათ [...] მოდგმა [- - - დაზიანებულია 1 ხაზი - - -] ანგელოზები':
პირველი არის [ს]ეთი, რომელიც არის სახელად ქრისტე.

[მეორე]
არის
არმათოთი,
რომელიც
არის
[...].
[მესამე]
არის
გალილა.
[მეოთხე]
არის
იობელი.
[მეხუთე]
არის
ადონაიოსი.
ეს ხუთი მეუფებს ქვეყანაზე, უპირველეს ყოვლისა ქაოსზე.
ეს ხუთი მეუფებს ქვეყანაზე, უპირველეს ყოვლისა ქაოსზე.
ადამიანის
შექმნა
"შემდეგ საკლასმა უთხრა თავის ანგელოზებს: 'შევქმნათ ადამიანი სახედ და ხატად ჩვენად'. შექმნეს მათ ადამი და ცოლი მისი ევა, რომელსაც ღრუბელში ერქვა ზოე. რამეთუ ყველა მოდგმა ამ სახელით ეძებს კაცს, და ყოველი მათგანი ამ სახელს არქმევს ქალს. ამჯერად საკლასს არ (53) უბრძა[ნებია ...] გარდა [...] მოდგ[მას...] ეს [...]. და უთხრა მეუფემ ადამს: 'შენ იცოცხლებ დიდხანს, შენს შვილებთან ერთად.' "
იუდას კითხვები ადამისა და ადამიანთა ბედის შესახებ
იუდამ ჰკითხა იესოს: "რას ნიშნავს დიდხანს სიცოცხლე?"
იესომ უპასუხა: "რატომ გიკვირს რომ ადამმა, მის მოდგმასთან ერთად, იცხოვრა თავისი წილი ცხოვრება იქ, სადაც მიიღო თავისი სამეფო, და იმდენი, რამდენიც მისმა მეუფემ?"
იუდამ ჰკითხა იესოს: "ადამიანის სული კვდება?"
იესომ უპასუხა: "იმიტომ უბრძანა ღმერთმა მიქაელს ადამიანთა სულები ეთხოვებინა მათთვის, რათა მათ შესძლებოდათ ღმერთის მსახურება, ხოლო გაბრიელს უბრძანა ეჩუქებინა სულები დიდი მოდგმისათვის, რომელსაც არა ჰყავს მბრძანებელი მათზე - ანუ spirit და soul. ამდენად, [დანარჩენი] სულები (54) [- - - დაზიანებულია ერთი ხაზი - - -].
იესოს მსჯელობა იუდასა და სხვების უზნეობაზე
"[...] სხივი [- - - 2 ხაზი თითქმის არ იკითხება - - -] გარშემო [...] დაე [...] სული [რომელიც] შენშია, იყოს [ამ] ხორცში ანგელოზთა მოდგმას შორის. მაგრამ ღმერთმა ინება [მისცემოდა] ცოდნა ადამსა და მას, ვინც მასთან იყო, რათა ქაოსისა და ქვესკნელის მეუფეებს ვერ ემბრძანებლათ მასზე.
იუდამ ჰკითხა იესოს: "და რა უნდა ჰქნან ამ მოდგმათ?"
იესომ უპასუხა: "ჭეშმარიტად გეტყვი შენ, რომ მათ ნაცვლად ვარსკვლავები განასრულებენ. და როცა საკლასი განასრულებს დროს, მისთვის განკუთვნილს, მათ პირველ ვარსკვლავს იხილავს მოდგმა, და ისინი განასრულებენ იმას, რაც თქმული იყო მათთვის. მაშინ ისინი იმრუშებენ ჩემი სახელით და და დახოცავენ საკუთარ შვილებს (55) და ისინი [...] და [- - - დაახლოებით ექვსნახევარი სტრიქონი დაზიანებულია - - -] ჩემი სახელი, და იქნება [...] შენი ვარსკვლავი [მეცა]მეტე ეონზე".
სთქვა ეს იესომ და [გაიცინა].
[იუდამ ჰკითხა:] "მასწავლებელო, [რატომ დაგვცინი]?"
[იესომ] უპასუხა: "მე [თქვენზე კი არ] ვიცინი, არამედ იმაზე, თუ როგორ ცდებიან ვარსკვლავები, რამეთუ ეს ექვსი ვარსკვლავი ცდებიან თავიანთ ხუთ მეომართან ერთად, და ყველანი განადგურდებიან ყველა მათს ქმნილებებთან ერთად".
იესო მოუთხრობს ნათელცხებულებზე და იუდას ღალატზე
იუდამ უთხრა იესოს: "მაშინ რას იზამენ შენი სახელით ნათელცხებულები?"
იესომ უპასუხა: "ჭეშმარიტად გეტყვი [შენ], ეს ნათლობა (56) [...] ჩემი სახელით [- - - გამოტოვებულია 9 სტრიქონამდე - - -] მე. ჭეშმარიტად გეუბნები [მე] შენ, იუდა, [ის, ვინც] მსხვერპლს სწირავს საკლასს [...] ღმერთი [- - - გამოტოვებულია 3 სტრიქონი - - -] ყოველივე, რაც ბოროტებაა.
"მაგრამ შენ აღემატები მათ ყველას, რადგან მსხვერპლად მიიტან კაცს, რომელშიც ვარ მე".
უკვე დაჰკრა შენმა ნაღარამ,

აღივსო
შენი
რისხვა,
ჩაესვენა
შენი
ვარსკვლავი,
და შენი გული
[...] (57)
"ჭეშმარიტად [...] შენი ბოლო [...] იქნება [- - - გამოტოვებულია 2,5 სტრიქონამდე - - -], გლოვა [- - - გამოტოვებულია 2 სტრიქონამდე - - -] მეუფე, რადგან ის განადგურებულ იქნება. და აღზევდება მაშინ ხატი ადამის დიდი მოდგმისა, რამდენადაც ზეცის, მიწისა და ანგელოზთა წინაა დაყენებული ეს მოდგმა ეონთა მიერ. აჰა, მე ყველაფერი გითხარი. ასწიე თვალები და იხილე ღრუბელი და სინათლე მასში და ვარსკვლავები მის ირგვლივ. მათი გზამკვლევი ვარსკვლავი - შენი ვარსკვლავია".
იუდამ აიხედა და დაინახა შუქმფენი ღრუბელი, და შევიდა მასში. მიწაზე მდგომებმა გაიგონეს ღრუბლიდან ხმა, რომელიც ამბობდა: (58) [...] დიდი მოდგმა [...] ხატი [- - - გამოტოვებულია 5 სტრიქონამდე - - -].
დასასრული: იუდას ღალატი
[...] მათი მღვდელმთავრები აღშფოთდნენ, როცა {ის} შევიდა სასტუმრო ოთახში სალოცავად. მაგრამ რამდენიმე მწიგნობარი ფხიზლად აევნებდა თვალს, რათა ლოცვისას შეეპყროთ იგი, რადგან ეშინოდათ ხალხისა, რომლისთვისაც ის წინასწარმეტყველი იყო.
ისინი მივიდნენ იუდასთან და ჰკითხეს: "შენ რას აკეთებ აქ, იესოს მოწაფევ?"
იუდამ უპასუხა, როგორც მათ უნდოდათ. მიიღო ფული და გადასცა ის მათ.

Комментариев нет:
Отправить комментарий