среда, 10 января 2018 г.

დემიურგის რისხვა


ბიბლიური "ღმერთი" ამბობს: „მე მარტო ვწურავდი ღვინოს და ხალხთაგან არავინ იყო ჩემთან. ვწურავდი ჩემი რისხვისას და ვწნეხავდი ჩემი მძვინვარებისას, და მისი სისხლი მოესხურა ჩემს სამოსელს და შევბღალე ჩემი ტალავარი“ (ესაია 63-3), „რადგან შურისგების დღე ჩემს გულშია და ჩემ გამოსყიდულთა წელიწადი დამდგარია.“ (ესაია 63-4). „მიმოვიხედე და არ იყო შემწე, დავიქანცე და არ იყო მშველელი: ჩემმა მკლავმა მიხსნა მე და ჩემმა რისხვამ მიშველა მე.“ (ესაია 63-5). „დავთრგუნე ხალხები მძვინვარებით და დავათვრე ჩემი რისხვით, მიწაზე დავღვარე მათი სისხლი“ (ესაია 63-6), თქვენი აზრით ეს რას უნდა ნიშნავდეს? ბიბლიური „შემოქმედი“ (ტირანი ცრუღმერთი) ამბობს საკუთარი პირით: ხალხთაგან არავინ იყო ჩემთან“ და აგრეთვე განაგრძობს: „დავთრგუნე ხალხები მძვინვარებით და დავათვრე ჩემი რისხვით, მიწაზე დავღვარე მათი სისხლი“, იერემია წინასწარმეტყველის წიგნში ბიბლიური უფალი ღმერთი საკუთარი პირით აცხადებს: „აჰა მოგისევთ უნასებს და დაგგესლავენ, ამბობს უფალი.“ (იერემია 8-17), „დამძალა ვარამმა, გული შემიღონა“ (იერემია 8-18), „აჰა, მოთქვამს ჩემი ასული, ჩემი ერი, შორი ქვეყნიდან: ნუთუ აღარ არის უფალი სიონში? ნუთუ აღარ არის მისი მეუფე? რატომ გამაჯავრეს თავიანთი კერპებით, უცხოთა ამაოებებით?“ (იერემია 8-19), „ამიტომაც ასე ამბობს საბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, შევაჭმევ ამ ხალხს აბზინდას და შევასმევ მოწამლულ წყალს“ (იერემია 9-14), „გავფანტავ ხალხებში, რომლებიც არასოდეს გაუგიათ არც მათ და არც მათ მამა-პაპას; მახვილს დავადევნებ უკან, ვიდრე საბოლოოდ არ მოვსპობ“ (იერემია 9-15), „უფალი კი ჭეშმარიტი ღმერთია, ის არის ცოცხალი ღმერთი და მარადიული მეფე. მისი რისხვისგან ირყევა მიწა, ვერ უძლებენ მის წყრომას ხალხები“ (იერემია 10-10), „მითხრა უფალმა: ნუ ილოცებ ამ ხალხისათვის მის სასიკეთოდ.“ (იერემია 14-11), „შეუდგებიან მარხვას, მაგრამ მე არ მოვისმენ მათ ვედრებას. მომიტანენ აღსავლენს და შესაწირავს, მაინც არ შევიტკბობ მათ, რადგან მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით ვაპირებ მათ ამოწყვეტას“ (იერემია 14-12), „ეჭვიანი და შურისმგებელი ღმერთია უფალი; შურისმგებელია უფალი და რისხვიანი; შურს მიაგებს უფალი თავის მოწინააღმდეგეთ და ჯავრს არ შეარჩენს თავის მტრებს.“ (ნაუმი 1-2), ხედავთ რას ამბობს ბიბლიური უფალი ღმერთი საკუთარი პირით? პირდაპირ გამაოგნებელია! უკაცრავად, მაგრამ ამგვარი ნეგატიური ადამიანური ფსიქიკური ვნებებით და სურვილებით შეპყრობილი არსება როგორ შეიძლება იყოს ღმერთი? განა შესაძლებელია, რომ არსება რომელიც „უსევს უნასებს“ ხალხს, „ასმევს მოწამლულ წყალს“, „ჯავრობს“, არსება რომელიც „თავის წყრომას ანთხევს ხალხებს“, არსება რომელიც ამბობს, რომ „მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით მოსპობს“ ადამიანებს თავისუფალი აზროვნების გამო და იმის გამო რომ მის წინაშე ქედს არ იდრეკენ, არსება რომელიც არის „ეჭვიანი და შურისმაძიებელი“, იყოს იდეალური ზეარსება და ჭეშმარიტი ღმერთი? რაღა თქმა უნდა შეუძლებელია! ეს „უფალი ღმერთი“ ამბობს: „მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით ვაპირებ მათ ამოწყვეტას“ და ეს არსება არის ჭეშმარიტი ღმერთი?! ნუთუ თქვენ ამისი მართლა გჯერათ ფანატიკოსებო? აქ აშკარაა ერთი უმარტივესი ჭეშმარიტება, რომელსაც უმეცრებასა და სულიერ სიბნელეში მყოფი ბევრი ფანატიკოსი ადამიანი არ მიიღებს, კერძოდ ის, რომ ეს არსება არ არის ღმერთი, რომ ეს არსება სინამდვილეში ლოგიკურად და რაციონალურად თუ გავაანალიზებთ, სხვა არავინაა თუ არა ბოროტი სასტიკი და პირსისხლიანი დემონი. თუ ეს არსება არის „ჭეშმარიტი ღმერთი“, მაშინ რატომ ავლენს ის დემონურ ბუნებას? რატომ აკეთებს ამდენ და ამგვარ ბოროტებებს? რას ნიშნავს მისი სიტყვები, სადაც ის ამბობს რომ „დათრგუნა ხალხები მძვინვარებით და დაათრო რისხვით და მიწაზე დაღვარა მათი სისხლი“? განა ასეთი სიტყვები შეიძლება თქვას ნამდვილმა კეთილმა ღმერთმა? ცხადია, რომ არა! აქედან გამომდინარე ჩვენ საქმე გვაქვს არა ღვთაებასთან, არამედ დემონ მაქციასთან, რომელიც საკუთარ თავს ღმერთად ასაღებს და ატყუებს კაცობრიობას.  ერთხელ ბიბლიური „ღმერთი“ განურისხდა დავით ისრაელის მეფეს და ამის გამო მთელს ისრაელს შავი ჭირი მოუვლინა, ამ ე.წ. „ღმერთის“ რისხვით შავი ჭირისგან 70 000 ადამიანი დაიღუპა, აი რა წერია ბიბლიაში: „მოავლინა უფალმა შავი ჭირი ისრაელში იმ დღიდან დათქმულ დრომდე. და გაწყდა დანიდან ბერშებამდე სამოცდაათი ათასი კაცი“ (მეორე მეფეთა 24-15), ცხადზე ცხადია, რომ ეს არსება არაა ღმერთი! ეს აშკარად დემონია, რადგანაც შეუძლებელია ამგვარი არსება იყოს ღმერთი! არსება, რომელიც ერთი კაცის დანაშაულის გამო ხოცავს 70 000 უდანაშაულო ადამიანს, შეუძლებელია ღმერთი იყოს! ძველი აღთქმის „უფლის“ ამგვარი მოქმედება არის ტამასის მოდუსის გამოვლინება. უდანაშაულო ადამიანების, სამოცდაათი ათასი ადამიანის ამოხოცვა წარმოადგენს აშკარად ტამასის მოდუსის გამოვლინებას და მოქმედების სფეროს, ამგვარი მოქმედება აშკარად და ცხადად არის ტამასის მოდუსში მყოფი ფსიქიკური არსების მოქმედება. ეს „უფალი“ აშკარად რაჯასიკურ-ტამასიკური დემონია. ძველი აღთქმის „უფალმა“ დაარღვია დჰარმული სწავლების ერთ-ერთი უმთავრესი აღთქმა, აჰიმსა-ვრატა ანუ არაძალადობა, ცოცხალი არსებებისთვის ზიანის მიყენებისგან თავშეკავება და გააკეთა სრულებით საპირისპირო ანუ ჰიმსა (ძალადობა, ძალმომრეობა, ზიანის მიყენება, დატანჯვა, მოკვლა, დახოცვა).

Комментариев нет:

Отправить комментарий