среда, 10 января 2018 г.

ბოროტი დემიურგის ბუნება



ისრაელის ღმერთი არის ბოროტი, მზაკვარი, ვერაგი, როგორც თავად ამბობს ეჭვიანი და შურიანი, შურისმაძიებელი, აგრეთვე თავკერძა, თავხედი, ამპარტავანი, სიძულვილით, ზიზღით, ღვარძლით, ბოღმით და მთელი მსოფლიოს კაცთა მოდგმის ხალხების დამონებისა და დამორჩილების მძაფრი სურვილით აღსავსე, მაწყევარი და შეუბრალებელი, ფსიქიკურად არასტაბილური სადისტი ბოროტი სული, რომელსაც სურს გაანადგუროს სხვა ღმერთები, რომელთა არსებობას საკუთარი პირით აღიარებს, სურს, რომ მთელი მსოფლიოს ხალხებმა მხოლოდ ის ადიდონ, მიუხედავად იმისა რომ თავადაც ძალიან კარგად იცის, ერთადერთი ღმერთი რომ არაა, რაც დასტურდება მოციქულ პავლეს სიტყვებში: „არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი“ (პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ, თავი 8, სტროფი 5). ისრაელის „ღმერთი“ საკუთარი პირით ამბობს რომ მისი განგებით ე.ი. მისი ნებით მსოფლიოს ხალხები შეიკრიბებიან და მისი შურის ცეცხლში დაინთხევიან! ის აცხადებს რომ ისაა მიზეზი ომებისა და მომავალშიც არ მოიშლის თავისას! ის მსოფლიო ომით იმუქრება! იეღოვას სურს ნებისმიერ ფასად მოიპოვოს აბსოლუტური ძალაუფლება ადამიანებზე და მათი უპირობო და სრული აღიარება, ამისათვის ის მზადაა სამეფოები ერთმანეთს შეაჯახოს და სისხლი დაღვაროს, მაშ ასე, მას სისხლი წყურია! ხედავთ? ისრაელის ღმერთი აღსავსეა ყოველგვარი ბოროტებითა და სიძულვილით, ის სწორედ ის კაცისმკვლელია რომელზედაც იესო ქრისტე ლაპარაკობს იოანეს სახარებაში: „თქვენი მამა არის ეშმაკი და მისი გულისთქმის შესრულება გწადიათ, ის კაცისმკვლელი იყო დასაბამიდან და ვერ დადგა ჭეშმარიტებაში, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება, როცა სიცრუეს ამბობს თავისას ამბობს რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 44). ამას ამბობს ქრისტე და ის მართალია, ეს დასტურდება ამგვარად: „თქვა მოსემ: ასე ამბობს უფალი: შუაღამისას გამოვალ შუაგულ ეგვიპტეში“ (გამოსვლა, თავი 11, სტროფი 4). „მოკვდება ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყნად ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან პირმშომდე მხევლისა, ხელსაფქვავებს რომ უზის; მოკვდება ყოველი პირუტყვის პირველმოგებული“ (გამოსვლა, თავი 11, სტროფი 5). „ ატყდება დიდი გლოვა მთელს ეგვიპტეში, რომლის მსგავსი არ ყოფილა და არც იქნება“ (გამოსვლა, თავი 11, სტროფი 6).  „შუაღამისას მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან დილეგში მჯდარი პატიმრის პირმშომდე და პირუტყვის ყოველი პირველმოგებული“ (გამოსვლა, თავი 12, სტროფი 29). „ფეხზე დადგა იმ ღამით ფარაონი, მისი მორჩილები და მთელი ეგვიპტე; შეიქნა დიდი გლოვა ეგვიპტეში, რადგან არ იყო სახლი, სადაც მკვდარი არ ყოლოდათ“ (გამოსვლა, თავი 12, სტროფი 30). „როცა იძულებით გვაკავებდა ფარაონი, მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, კაცის პირმშოდან პირუტყვის პირმშომდე.“ (გამოსვლა, თავი 13, სტროფი 15). ხოლო ქრისტეს ბავშვები უყვარს, მათ ლმობიერად ექცევა, იფარავს და ქადაგებს: „უთხრა „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში“ (მათეს სახარება, თავი 18, სტროფი 3). „შეხედეთ აბუჩად არ აიგდოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი, გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში ყოველთვის ხედავენ ჩემი ზეციური მამის სახეს“ (მათეს სახარება, თავი 18, სტროფი 10). „მაშინ მიიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო და ელოცა მათთვის, მოწაფეები კი კიცხავდნენ მათ“ (მათეს სახარება, თავი 19, სტროფი 13). „ხოლო იესომ უთხრა: „გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან მაგათნაირებისათვისაა ცათა სასუფეველი“ (მათეს სახარება, თავი 19, სტროფი 14).  ახლა მაინც ხვდებით ადამიანებო რას ვცდილობ რომ გამცნოთ? ახლა მაინც არ გჯერათ ჩემი? განა რა ხალხი ხართ ასეთი, ამგვარი გულქვა და ბოროტი კაცისმკვლელი „ღმერთისა“ რომ გწამთ?! ქრისტე ამბობს რომ იუდეველთა, ისრაელის ხალხთა, ებრაელთა ღმერთი არის არა ღმერთი არამედ ცრუღმერთი, სიცრუისა და ბოროტების სული, სატანა ანუ ეშმაკი, ის ამბობს რომ ისაა კაცისმკვლელი და რომ მასში არაა ჭეშმარიტება, მეტი რაღა გინდათ?! ნუთი ასე ძნელია ფაქტების გაანალიზება და მათი ერთმანეთთან დაკავშირება? ბიბლიური „უფალი“ ამბობს: „შორსმყოფი ჭირისაგან მოკვდება და ახლოსმყოფი მახვილით დაეცემა; დარჩენილი და ალყაშემორტყმული შიმშილით მოკვდება. ასე ამოვწურავ მათზე ჩემს რისხვას“ (ეზეკიელი, თავი 6, სტროფი 12). „და მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, როცა მათი მკვდრები ეყრებიან მათ კერპებს შორის, მათ სამსხვერპლოთა შორის, ყოველ მაღალ ბორცვზე, მთათა ყოველ მწვერვალზე, ყოველი ხემხვიანის ქვეშ, ყოველი რტომრავალი მუხის ქვეშ, ადგილებში, სადაც უკმევდნენ თავიანთ კერპებს“ (ეზეკიელი, თავი 6, სტროფი 13). „ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ხელს მოვუღერებ ედომს და გავუწყვეტ კაცსა და პირუტყვს, და უდაბნოდ ვაქცევ; თემანიდან დედანამდე მახვილით დაეცემიან“ (ეზეკიელი, თავი 25, სტროფი 13). „აღვასრულებ შურისგებას ედომზე ჩემი ერის, ისრაელის ხელით და მოექცევიან ედომს ჩემი რისხვისა და გულისწყრომისამებრ; მაშინ მიხვდებიან ჩემს შურისგებას, ამბობს უფალი ღმერთი“ (ეზეკიელი, თავი 25, სტროფი 14). „ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ხელს მოვუღერებ ფილისტიმელებს, ამოვძირკვავ კრეტელებს და მოვსპობ მათ ნატამალს ზღვის ნაპირზე“ (ეზეკიელი, თავი 25, სტროფი 16). „აღვასრულებ მათზე დიდ შურისგებებს რისხვის სასჯელით და მიხვდებიან, როცა მე, უფალმა დავატეხე ჩემი შურისგება“ (ეზეკიელი, თავი 25, სტროფი 17). „ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა მოვავლენ შენზე მახვილს და ამოგიწყვეტ კაცსა და პირუტყვს“ (ეზეკიელი, თავი 29, სტროფი 8). „ამიტომ, აჰა, შენზე ვარ და შენს მდინარეზე, ოხრად ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას და გავაუდაბურებ სევენეს ციხე-სიმაგრიდან ქუშის საზღვრამდე“ (ეზეკიელი, თავი 29, სტროფი 10). „გაუდაბურდება გაუდაბურებულ ქვეყანათა შორის და მისი ქალაქები ნაოხარ ქალაქთა შორის იქნებიან“ (ეზეკიელი, თავი 30, სტროფი 7). „მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, როცა ცეცხლს წავუკიდებ ეგვიპტეს და ყოველი მისი შემწე გაცამტვერდება“ (ეზეკიელი, თავი 30, სტროფი 8). „ამოვაშრობ მდინარეებს და ბოროტეულთა ხელში ჩავაგდებ ქვეყანას, გავაუდაბურებ ქვეყანას და მის სისავსეს უცხოთა ხელით; მე უფალმა, ვთქვი“ (ეზეკიელი, თავი 30, სტროფი 12). „ასე ამბობს უფალი ღმერთი: გავანადგურებ კერპებს და აღვგვი ღმერთუკეებს ნოფიდან, აღარ იქნებიან მთავარნი ეგვიპტის ქვეყნიდან და შიშისზარს დავცემ ეგვიპტის ქვეყანას“ (ეზეკიელი, თავი 30, სტროფი 13). „გავაუდაბურებ ფათროსს, ცეცხლს წავუკიდებ ცოყანს და მსჯავრს დავდებ ნოს“ (ეზეკიელი, თავი 30, სტროფი 14). „გადმოვანთხევ ჩემს რისხვას სინზე, ეგვიპტის ციხე-სიმაგრეზე და მოვსპობ ნოს სიმრავლეს“ (ეზეკიელი, თავი 30, სტროფი 15). „ცეცხლს წავუკიდებ ეგვიპტეს, ჭირი დაადგება სინს, დასანგრევად გახდება ნო და ნოფს მტერი ეყოლება მარადდღე“ (ეზეკიელი, თავი 30, სტროფი 16). „ონის და ფი-ბესეთის ჭაბუკები მახვილით დაეცემიან და ქალწულები ტყვეობაში წავლენ“ (ეზეკიელი, თავი 30, სტროფი 17). „ადამის ძევ! მკლავი გადავუმტვრიე ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და აჰა, არ შეხვეულა სამკურნალოდ, არ შეკრულა არტახებში, რომ მომაგრებულიყო მახვილის დასაჭერად“ (ეზეკიელი, თავი 30, სტროფი 21). „ამიტომ ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ფარაონზე ვარ, ეგვიპტის მეფეზე: გადავუმტვრევ მას მკლავებს - მრთელს და მოტეხილს და ხელიდან მახვილს გავაგდებინებ“ (ეზეკიელი, თავი 30, სტროფი 22). ყოველივე ამას ამბობს ისრაელის ღმერთი, ებრაელთა ღმერთი და ყოველივე ამის შემდეგ მართლმადიდებელ დოგმატიკოსებს უნდათ დაგვაჯერონ რომ ეს „უფალი“ რომელიც ცეცხლს უკიდებს ეგვიპტეს, ეს „უფალი“ რომელიც ანადგურებს ამორეველებს, ედუმელებს, მოაბელებს, ფერიზეველებს, იებუსეველებს, ხივიელებს, ქანაანელებს, გირგაშეველებს, ხეთელებს და მიდიელებს, ანადგურებს ე.წ. „რჩეული ერის“ ხელით და მათ აძლევს მიწას რომელიც მათი არაა და არცა არასდროს ყოფილა, „უფალი“ რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალის დემოსტრირებისათვის ჟლეტს ეგვიპტის ქვეყანაში ყველა სულიერის პირმშოს, ყოველ პირველშობილ ყრმას, „უფალი“ რომელიც წაღმა-უკუღმა, მარჯვნივ-მარცხნივ ჟლეტს და ხოცავს, წყევლის და კრულავს ყველას ვინც მას არ ეთაყვანება, „უფალი“ რომელიც ძალითა და დაშინებით აიძულებს ხალხებს სცენ თაყვანი, „უფალი“ რომელიც საკუთარი პირით აღიარებს რომ მსოფლიო ომებს აწყობს, არის ჭეშმარიტი ღმერთი! არა! მე გადაჭრით ვაცხადებ ამგვარი აბსურდული იდეის მიღებაზე უარს! რამეთუ ჩემი ღმერთი მშვიდობის ღმერთია და არა ომისა, მას არ ყავს ერთი ერი ამორჩეული სიყვარულისათვის, მას ყველა უყვარს, ყველა და ყველაფერი უყვარს და თან უანგაროდ! ჩემი ღმერთი არავის არ წყევლის, ის არ წყევლის მათ ვინც მას არ აღიარებს და არ ეთაყვანება! ბიბლიური „უფლის“ ამგვარი მოქმედება არის რაჯასი და ტამასი, რაჯასის მოდუსი ესაა ვნება, აგრესია და ძალადობა, ხოლო ტამასი – უმეცრება, შიში და უსამართლობა, რომლებიც ადამიანს აშორებენ სულიერი თვითცნობიერებისგან. ბიბლიური „უფალი“ ამბობს: „აღვასრულებ შურისგებას ედომზე“, შურისგება არის ტამასის მოდუსი.  ბუდას, განსხვავებით ბიბლიური „უფლისაგან“ არ გააჩნია „შურისგების“ გრძნობა.
ახალი აღთქმის მამაღმერთი იესო ქრისტეს მამა, არ მართავს ადამიანთა ნებას, მათ აძლევს სრულ ნების თავისუფლებას, მის ურჩ შვილებს არ აავადებს კეთრით! ის არ იმუქრება იმით რომ „გააუდაბურებს ქვეყანას“ ან ვინმეს „პურის კვერთხს გადაუმტვრევს“, მარტო იმიტომ რომ ის ვიღაცა მას არ ადიდებს! მე უარს ვაცხადებ მივიღო ღმერთი რომელიც იწყევლება და იკრულება და არ მაინტერესებს რა მიზეზით! მე უარს ვაცხადებ მივიღო ყრმათა მკვლელი არსება „ჭეშმარიტ ღმერთად“! მე უარს ვაცხადებ „ჭეშმარიტ ღმერთად“ მივიღო ის ვინც აწყობს ომებს და ხალხებს ერთმანეთთან აბრძოლებს, ვინც ხალხებით ისე თამაშობს როგორც მოჭადრაკე ჭადრაკის ფიგურებით! მე უარს ვაცხადებ მივიღო არსება, რომელიც ციდან ადამიანებს ქვებს უშენს, „კეთილ და ჭეშმარიტ ღმერთად“! მე უარს ვაცხადებ მივიღო „ღმერთი“ რომელიც იმუქრება რომ ქვეყნიერების სისხლიან აღსასრულს მოაწყობს! მე უარს ვაცხადებ მივიღო „ღმერთი“ რომლის სახელია შურისმაძიებელი! მე უარს ვაცხადებ მივიღო „ღმერთი“ რომლის სახელით ე.წ. „რჩეულები“ კლავენ ე.წ. „არარჩეულებს“!
ბიბლიაში, განსაკუთრებით ძველ აღთქმაში, მრავალი ღმერთის, მრავალი ღვთაების არსებობა უკვე დადასტურებულია. დადასტურებულია ისიც რომ ბიბლია გენოთეიზმსა და სუპრამონოთეიზმს ქადაგებს, ძველი აღთქმაც და ახალი აღთქმაც, თეოსოფებმა, ეზოთერიკოსებმა, ოკულტისტებმა, ანთროპოსოფებმა და ბიბლიის დამოუკიდებელმა მკვლევარებმა კარგა ხანია გამოიკვლიეს და გამოიტანეს დასკვნა რომ ბიბლია შეიცავს არა ერთი არამედ მრავალი ღმერთის არსებობის შესახებ მტკიცებულებებს, რომლებიც ჩანან როგორც რაღაც გამოუცნობი ერთიანი კოსმიური, სამყაროული ღვთაების ფრაგმენტები ანუ იპოსტასები, მოდუსები(ასოები). მოვიყვან მტკიცებულებებს ამის დასადასტურებლად, აი, ინებეთ: „ახლა კი ვიცი, რომ ყველა ღმერთზე დიდია უფალი“ (გამოსვლა, თავი 18, სტროფი 11). „შენ შთანთქავ ყველა ხალხს, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი. ნუ შეიწყნარებს მათ შენი თვალი. არ სცე თაყვანი მათ ღმერთებს“ (მეორე რჯული, თავი 7, სტროფი 16). „თუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, თუ გაყვები უცხო ღმერთებს“ (მეორე რჯული, თავი 8, სტროფი 19). „რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და საშინელი ღმერთი“ (მეორე რჯული, თავი 10, სტროფი 17). „უარყავით ღმერთები, რომლებსაც ემსახურებოდა თქვენი მამა-პაპა“ (იესო ნავეს ძე, თავი 24, სტროფი 14). „არ იქნება ჩვენგან უფლის დავიწყება, უცხო ღმერთების სამსახური“ (იესო ნავეს ძე, თავი 24, სტროფი 16). „თუ მიატოვებთ უფალს და  უცხო ღმერთების სამსახურსშეუდგებით, უბედურებას დაგათევთ უფალი“ (იესო ნავეს ძე, თავი 24, სტროფი 20). „მაშ უარყავით უცხოთა ღმერთები თქვენს შორის რომ არიან, და გული მიაბრუნეთ უფლის, ისრაელის ღმერთისაკენ“ (იესო ნავეს ძე, თავი 24, სტროფი 23). „უფალი ჩადგა საღვთო კრებულში, ღმერთებს შორის ქმნა სამართალი“ (ფსალმუნნი, ფსალმუნი ასაფისა, თავი 81, სტროფი 1). „მე ვთქვი: თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ ყველანი“ (ფსალმუნნი, ფსალმუნი ასაფისა, თავი 81, სტროფი 6). „არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთებს შორის, უფალო“ (ფსალმუნნი, ლოცვა დავითის, თავი 85, სტროფი 8). „რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთებზე საშიშია ის“ (ფსალმუნნი, თავი 95, სტროფი 4). „არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი“ (პავლე, 1 კორინთელთა მიმართ, თავი 8, სტროფი 5). ძველ აღთქმაში  არაერთხელაა ნახსენები სიტყვა ღმერთი, რაც ორიგინალში წერია როგორც „ელოჰიმ“, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს სიტყვა არ ნიშნავს „ღმერთს“, სიტყვა „ელოჰიმს“ ამგვარად თარგმნიან ორთოდოქსი აბრაამიტი დოგმატიკოსები, ასეთია ამ სიტყვის მათეული ტრადიციული გაგება, სინამდვილეში კი სიტყვა „ელოჰიმ“ ითარგმნება როგორც „ღმერთები“, სწორედ ასე ფიქრობს მრავალი მეცნიერი, მაგალითად, ერიხ ფონ დანიკენი, კრისტოფერ დანი, გრემ ჰენკოკი, ფილიპ კოპენსი, დევიდ აიკი და ა.შ. ებრაული ელოჰიმები იგივე არსებები არიან, რაც შუმერული ანუნაქები, თუ კარგად დავაკვირდებით ანალოგია გამაოგნებლად აშკარაა. ძველი აღთქმის „უფალი ღმერთი“, იეღოვა (იეჰოვა) ელოჰიმი სასტიკი და სისხლისმსმელი არსებაა, რომელიც ადამიანებს სისხლისღვრისაკენ აქეზებს და რელიგიურ შეუწყნარებლობას ქადაგებს, ის ვერ იტანს როდესაც მას არ ეთაყვანებიან და სჯის ყველას ვინც მას უარყოფს. ის არ აძლევს ადამიანებს თავისუფალ არჩევანს არამედ ართმევს და აშინებს. იეღოვა ძმათამკლვლელობას, ახლობლის მიერ ახლობლის მოკვდინებას ბრძანებს. „ჩადგა მოსე ბანაკის ჭიშკარში და თქვა: ვინც უფლისაა ჩემთან! და შეგროვდნენ მასთან ლევიანები“ (გამოსვლა, თავი 32, სტროფი 26). „უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მახვილი შეიბას ყველამ მოიარეთ ბანაკი ჭიშკრიდან ჭიშკრამდე და მოკალით ძმამ ძმა, მეგობარმა მეგობარი, ნათესავმა ნათესავი“ (გამოსვლა, თავი 32, სტროფი 27). „მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევიანები, სამი ათასამდე კაცი გაწყდა იმ დღეს“ (გამოსვლა, თავი 32, სტროფი 28). ეს მოქმედება, რომელიც ჩაიდინეს ლევიანებმა და მოსემ, არის რაჯასიკურ-ტამასიკური მოქმედება, რაჯასი არის ვნება, აგრესია და ძალადობა, ხოლო ტამასი არის უსამართლობა, შიში და სიძულვილი, მოსე და ლევიანები იმყოფებოდნენ რაჯასიკურ-ტამასიკური ბიბლიური ცრუ ღმერთის დაბალი ენერგოვიბრაციული ველის ზეგავლენის ქვეშ. ძველი აღთქმის „უფლის“ მსგავსი საქციელი არის დჰარმულ მოძღვრებებში მიღებული უმთავრესი მცნების აჰიმსა-ვრატას ანუ არაძალადობის აღთქმის დარღვევა, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ არ მიაყენო არცერთ ცოცხალ არსებას სამყაროში ზიანი. ძველი აღთქმის „უფალი“ ბრძანებს მკვლელობას,  ხოლო ქრისტე ძმათასიყვარულს, მოყვასის სიყვარულს ქადაგებს, მეტიც, ის მტრის სიყვარულსაც კი ქადაგებს. „თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი“ (მათეს სახარება, თავი 5, სტროფი 43). „მე კი გეუბნებით“ გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით“ (მათეს სახარება, თავი 5, სტროფი 44).   ბიბლიური მამაღმერთი, ძველი აღთქმის ღმერთი ცოდვის ჩამდენის მოკვლას ბრძანებს, არავის არ პატიობს ცოდვას, მან არ იცის შენდობა და ამიტომაც ქადაგებს: „ვინც თავის მამას და დედას შეურაცყოფს, უნდა მოკვდეს. თავისი მამა და თავისი დედა შეურაცყო, მასზეა მისი სისხლი“ (ლევიანნი, თავი 20, სტროფი 9). „ვინც გათხოვილ ქალთან იმრუშებს, ვინც თავისი ახლობლის ცოლთან იმრუშებს, უნდა მოკვდეს, როგორც მემრუშე კაცი, ისე მემრუშე ქალი“ (ლევიანნი, თავი 20, სტროფი 10). „ვინც მამის ცოლთან დაწვება, თავის მამას სიშიშვლეს ახდის, ორივენი უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი“ (ლევიანნი, თავი 20, სტროფი 11). „ვინც თავის რძალთან დაწვება. ორივენი უნდა მოკვდნენ“ (ლევიანნი, თავი 20, სტროფი 12). „ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან... უნდა მოკვდნენ“ (ლევიანნი, თავი 20, სტროფი 13). „ვინც ცოლად ითხოვს ქალიშვილს და მის დედას, ეს გარყვნილება იქნება. ცეცხლში უნდა დაიწვან კაციცა და ქალებიც...“ (ლევიანნი, თავი 20, სტროფი 14). ხოლო ქრისტე სრულებით საპირისპიროს ქადაგებს, ცოდვილთ შეუნდობს ცოდვებს და არ სჯის, ის მოწყალე უფალია.  „მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მიიყვანეს ქალი რომელიც მრუშობაზე წაესწროთ და შუაში ჩააყენეს“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 3). „უთხრეს მას: „მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 4). „მოსემ კი რჯულში მცნებად დაგვიდო ასეთების ჩაქოლვა. შენ რაღას იტყვი?“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 5). „უთხრა მათ: „ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველად მან ესროლოს ქვა!“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 7). ბიბლიური „უფლისგან“ განსხვავებით ბუდა კატეგორიულად კრძალავს სიკვდილით დასჯას, რადგან კეთილია.

Комментариев нет:

Отправить комментарий