ბიბლიაში, განსაკუთრებით ძველ აღთქმაში, მრავალი
ღმერთის, მრავალი ღვთაების არსებობა უკვე დადასტურებულია. დადასტურებულია ისიც რომ
ბიბლია გენოთეიზმსა და სუპრამონოთეიზმს ქადაგებს, ძველი აღთქმაც და ახალი აღთქმაც,
თეოსოფებმა, ეზოთერიკოსებმა, ოკულტისტებმა, ანთროპოსოფებმა და ბიბლიის
დამოუკიდებელმა მკვლევარებმა კარგა ხანია გამოიკვლიეს და გამოიტანეს დასკვნა რომ
ბიბლია შეიცავს არა ერთი არამედ მრავალი ღმერთის არსებობის შესახებ
მტკიცებულებებს, რომლებიც ჩანან როგორც რაღაც გამოუცნობი ერთიანი კოსმიური,
სამყაროული ღვთაების ფრაგმენტები ანუ იპოსტასები, მოდუსები(ასოები). მოვიყვან
მტკიცებულებებს ამის დასადასტურებლად, აი, ინებეთ: „ახლა კი ვიცი, რომ ყველა ღმერთზე დიდია უფალი“ (გამოსვლა, თავი 18,
სტროფი 11). „შენ შთანთქავ ყველა ხალხს, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
ნუ შეიწყნარებს მათ შენი თვალი. არ სცე თაყვანი მათ ღმერთებს“ (მეორე რჯული, თავი 7, სტროფი 16). „თუ დაივიწყებ უფალს, შენს
ღმერთს, თუ გაყვები უცხო ღმერთებს“ (მეორე რჯული, თავი 8, სტროფი 19). „რადგან
უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და
საშინელი ღმერთი“ (მეორე რჯული, თავი 10, სტროფი 17). „უარყავით ღმერთები,
რომლებსაც ემსახურებოდა თქვენი მამა-პაპა“ (იესო ნავეს ძე, თავი 24, სტროფი 14).
„არ იქნება ჩვენგან უფლის დავიწყება, უცხო ღმერთების სამსახური“ (იესო ნავეს ძე,
თავი 24, სტროფი 16). „თუ მიატოვებთ უფალს და
უცხო ღმერთების სამსახურსშეუდგებით, უბედურებას დაგათევთ უფალი“ (იესო ნავეს
ძე, თავი 24, სტროფი 20). „მაშ უარყავით უცხოთა ღმერთები თქვენს შორის რომ არიან,
და გული მიაბრუნეთ უფლის, ისრაელის ღმერთისაკენ“ (იესო ნავეს ძე, თავი 24, სტროფი
23). „უფალი ჩადგა საღვთო კრებულში,
ღმერთებს შორის ქმნა სამართალი“ (ფსალმუნნი, ფსალმუნი ასაფისა, თავი 81,
სტროფი 1). „მე ვთქვი: თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ ყველანი“
(ფსალმუნნი, ფსალმუნი ასაფისა, თავი 81, სტროფი 6). „არ არსებობს შენი მსგავსი
ღმერთებს შორის, უფალო“ (ფსალმუნნი, ლოცვა დავითის, თავი 85, სტროფი 8). „რადგან
დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთებზე საშიშია ის“ (ფსალმუნნი, თავი
95, სტროფი 4). „არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი“ (პავლე, 1 კორინთელთა მიმართ, თავი 8, სტროფი 5). ძველ აღთქმაში არაერთხელაა ნახსენები სიტყვა ღმერთი, რაც
ორიგინალში წერია როგორც „ელოჰიმ“, მაგრამ
პრობლემა იმაშია, რომ ეს სიტყვა არ ნიშნავს „ღმერთს“, სიტყვა „ელოჰიმს“ ამგვარად
თარგმნიან ორთოდოქსი აბრაამიტი
დოგმატიკოსები, ასეთია ამ სიტყვის მათეული ტრადიციული გაგება, სინამდვილეში კი
სიტყვა „ელოჰიმ“ ითარგმნება როგორც
„ღმერთები“, სწორედ ასე ფიქრობს მრავალი
მეცნიერი, მაგალითად, ერიხ ფონ
დანიკენი, კრისტოფერ დანი, გრემ ჰენკოკი, ფილიპ კოპენსი, დევიდ აიკი და ა.შ.
ებრაული ელოჰიმები იგივე არსებები არიან, რაც შუმერული ანუნაქები, თუ კარგად
დავაკვირდებით ანალოგია გამაოგნებლად აშკარაა. ძველი აღთქმის „უფალი ღმერთი“,
იეღოვა (იეჰოვა) ელოჰიმი სასტიკი და სისხლისმსმელი არსებაა, რომელიც ადამიანებს
სისხლისღვრისაკენ აქეზებს და რელიგიურ შეუწყნარებლობას ქადაგებს, ის ვერ იტანს
როდესაც მას არ ეთაყვანებიან და სჯის ყველას ვინც მას უარყოფს. ის არ აძლევს
ადამიანებს თავისუფალ არჩევანს არამედ ართმევს და აშინებს. იეღოვა
ძმათამკლვლელობას, ახლობლის მიერ ახლობლის მოკვდინებას ბრძანებს. „ჩადგა მოსე
ბანაკის ჭიშკარში და თქვა: ვინც უფლისაა ჩემთან! და შეგროვდნენ მასთან ლევიანები“
(გამოსვლა, თავი 32, სტროფი 26). „უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი:
მახვილი შეიბას ყველამ მოიარეთ ბანაკი ჭიშკრიდან ჭიშკრამდე და მოკალით ძმამ ძმა,
მეგობარმა მეგობარი, ნათესავმა ნათესავი“ (გამოსვლა, თავი 32, სტროფი 27). „მოსეს
სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევიანები, სამი ათასამდე კაცი გაწყდა იმ დღეს“ (გამოსვლა, თავი 32, სტროფი 28). ეს მოქმედება, რომელიც ჩაიდინეს
ლევიანებმა და მოსემ, არის რაჯასიკურ-ტამასიკური მოქმედება, რაჯასი არის ვნება,
აგრესია და ძალადობა, ხოლო ტამასი არის უსამართლობა, შიში და სიძულვილი, მოსე და
ლევიანები იმყოფებოდნენ რაჯასიკურ-ტამასიკური ბიბლიური ცრუ ღმერთის დაბალი
ენერგოვიბრაციული ველის ზეგავლენის ქვეშ. ძველი აღთქმის „უფლის“ მსგავსი საქციელი
არის დჰარმულ მოძღვრებებში მიღებული უმთავრესი მცნების აჰიმსა-ვრატას ანუ არაძალადობის აღთქმის დარღვევა, რომლის არსი
მდგომარეობს იმაში, რომ არ მიაყენო არცერთ ცოცხალ არსებას სამყაროში ზიანი. ძველი
აღთქმის „უფალი“ ბრძანებს მკვლელობას, ხოლო
ქრისტე ძმათასიყვარულს, მოყვასის სიყვარულს ქადაგებს, მეტიც, ის მტრის სიყვარულსაც
კი ქადაგებს. „თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე
მტერი შენი“ (მათეს სახარება, თავი 5, სტროფი 43). „მე კი გეუბნებით“ გიყვარდეთ
თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და
ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით“ (მათეს სახარება, თავი 5, სტროფი 44). ბიბლიური მამაღმერთი, ძველი აღთქმის ღმერთი
ცოდვის ჩამდენის მოკვლას ბრძანებს, არავის არ პატიობს ცოდვას, მან არ იცის შენდობა
და ამიტომაც ქადაგებს: „ვინც თავის მამას და დედას შეურაცყოფს, უნდა მოკვდეს.
თავისი მამა და თავისი დედა შეურაცყო, მასზეა მისი სისხლი“ (ლევიანნი, თავი 20,
სტროფი 9). „ვინც გათხოვილ ქალთან იმრუშებს, ვინც თავისი ახლობლის ცოლთან
იმრუშებს, უნდა მოკვდეს, როგორც მემრუშე კაცი, ისე მემრუშე ქალი“ (ლევიანნი, თავი
20, სტროფი 10). „ვინც მამის ცოლთან დაწვება, თავის მამას სიშიშვლეს ახდის,
ორივენი უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი“ (ლევიანნი, თავი 20, სტროფი 11).
„ვინც თავის რძალთან დაწვება. ორივენი უნდა მოკვდნენ“ (ლევიანნი, თავი 20, სტროფი
12). „ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან... უნდა მოკვდნენ“
(ლევიანნი, თავი 20, სტროფი 13). „ვინც ცოლად ითხოვს ქალიშვილს და მის დედას, ეს გარყვნილება
იქნება. ცეცხლში უნდა დაიწვან კაციცა და ქალებიც...“ (ლევიანნი, თავი 20, სტროფი 14). ხოლო ქრისტე სრულებით საპირისპიროს
ქადაგებს, ცოდვილთ შეუნდობს ცოდვებს და არ სჯის, ის მოწყალე უფალია. „მწიგნობრებმა
და ფარისევლებმა მიიყვანეს ქალი რომელიც მრუშობაზე წაესწროთ და შუაში ჩააყენეს“
(იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 3). „უთხრეს მას: „მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა
წასწრებული“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 4). „მოსემ კი რჯულში მცნებად დაგვიდო ასეთების ჩაქოლვა. შენ რაღას იტყვი?“ (იოანეს
სახარება, თავი 8, სტროფი 5). „უთხრა მათ: „ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველად
მან ესროლოს ქვა!“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 7). ბიბლიური
„უფლისგან“ განსხვავებით ბუდა კატეგორიულად კრძალავს სიკვდილით დასჯას, რადგან
კეთილია.
Комментариев нет:
Отправить комментарий