понедельник, 29 января 2018 г.

უძველესი ზეცივილიზაციები და დაღუპული მატერიკები (ლემურია, ატლანტიდა, მუ, ჰიპერბორეა)



პლანეტა დედამიწამ უკანასკნელი 600 მილიონი წელი, რაც უკვე არსებობს გონიერი ადამიანების ცივილიზაცია (უკანასკნელი არქეოლოგიური მონაცემების თანახმად), გადაიტანა ურიცხვი სტიქიური თუ ტექნოგენური კატაკლიზმა. აღსანიშნავია, რომ ყოველ 26 000 წელიწადში ერთხელ ხდება მაგნიტური პოლუსების გადაადგილება და მაგნიტური ველის სრული ინვერსია, აგრეთვე რაღა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებული ბრუნვის ღერძის დახრის კუთხის ცვლილება და მრავალი სხვა კატასტროფული ფიზიკური მოვლენა.. 
დედამიწაზე მრავალ რელიგიაში, მაგ. ინდუიზმში, ბუდიზმში, სიქჰიზმსა და ჯაინიზმში, დაოსიზმსა და ლამაიზმში, ქრისტიანობასა და ისლამში და მრავალ სხვა სწავლებაში მრავლად მოიპოვება ცნობები  უძველესი არქაული პროტოცივილიზაციების შესახებ, რომელნიც, დღევანდელი გადმოსახედით, გამაოგნებელ ცოდნასა და ტექნოლოგიებს ფლობდნენ და განადგურდნენ საზარელი კატასტროფების შედეგად.
„ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი“ წერია დაბადების წიგნის (ბიბლიის პირველი წიგნის) მეთერთმეტე თავის პირველ სტროფში და ეს სულაც არ არის სიცრუე, იმ ფაქტს, რომ შორეულ წარსულში დედამიწაზე არსებობდა ერთიანი და ერთი ზეცივილიზაცია, რომელიც საოცარ ცოდნასა და ტექნოლოგიებს ფლობდა, ადასტურებს დედამიწის ყველა რელიგია და მოძღვრება, როგორც აღმოსავლურები, ისევე დასავლურები. მაიას ხალხის, ძველი ბერძნების, კელტების, ინდოელების, ჩინელების და სხვა ხალხთა წინარეისტორიული რელიგიური გადმოცემების თანახმად დედამიწაზე შორეულ წარსულში არსებობდნენ მატერიკები, რომლებიც დღეისათვის ჩვენთვის უცნობნი არიან და უკვე აღარც არსებობენ. ოკულტური მონაცემების თანახმად, შორეულ ჩრდილოეთში, ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის ტერიტორიაზე დედამიწის ხალხთა გადმოცემებით, არსებობდა ლეგენდარული მატერიკი, სადაც ზეგონიერი მაგიური არსებები ცხოვრობდნენ, რომლებიც კოსმიურ ტექნოლოგიებს ფლობდნენ, ბერძნები მას ჰიპერბორეას უწოდებდნენ, რაც ნიშნავს „ყველაზე შორი ჩრდილოეთით“. ბერძენთა თქმით, ეს იყო ადგილი, სადაც თავად ღმერთები და ქალღმერთები მკვიდრობდნენ, ხოლო ძველინდოელები მას შვეტადვიპას ეძახდნენ და მიიჩნევდნენ რომ იგი უზენაესი ქალღმერთის, შაკტის ზეციური განზომილების ასევე შვეტა დვიპას, მიწიერი კორელაცია და ანალოგი იყო, გერმანელები ამ ჩრდილოეთის მატერიკს ტულეს ეძახდნენ და აგრეთვე მიიჩნევდნენ, რომ იქ ღმერთები სახლობდნენ.. 
მსოფლიოს ხალხთა უძველესი გადმოცემებით და ზოგიერთი მეცნიერის (მიშელ კრემო, რიჩარდ ტომსონი, არმან დე კვარტეფატე, რიჩარდ სტრატონი, კესიდი, ალექსანდრ ვლადიმიროვი, ერნესტ მულდაშევი, ერიხ ფონ დანიკენი, დევიდ აიკი, გრემ ჰენკოკი, რიჩარდ ჰოგლანდი) გამოკვლევების თანახმად, შორეულ წარსულში  დედამიწას გარს ეკრა ე.წ. წყლის ორთქლის ფარი, რომელიც იმდენად თანაბრად ანაწილებდა მზის სითბოს, სინათლესა და ზომიერ რადიაციას პლანეტის მთელს გლობუსზე, რომ მთელ პლანეტაზე ზომიერი ტენიანი ტროპიკული ანუ სემიჰუმიდური კლიმატი იდგა, შესაბამისად ჩრდილოეთის ყონულოვანი ოკეანეც არ იყო ყინულოვანი და საერთოდაც იქ უზარმაზარი კონტინენტი - ჰიპერბორეა (შვეტადვიპა) მდებარეობდა.  
ჰიპერბორეა - ძველი ბერძნული მითების თანახმად
ჰიპერბორეა არის ზღაპრული ქვეყანა, სადაც მარად გაზაფხულია, მზე ექვს თვეს არ ჩადის. მდებარეობს შორეულ ჩრდილოეთში ზამთრის მიწების გადაღმა. ჰიპერბორეელები ბედნიერები და უზრუნველები იყვნენ, ცხოვრობდნენ ხანგრძლივად, არ იცოდნენ შუღლი და ომები, მძიმე შრომა, სიბერე და დაავადებები.
ჰიპერბორეას ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ოკეანოსი - მდინარე, რომელიც გარს ერტყმის დედამიწას; სამხრეთით - მითიური რიფეის მთები. მთავარი მდინარე იყო ერიდანოსი, რომელიც ოკეანიდან სამხრეთით მიედინებოდა. მდინარე ერიდანოსის სანაპიროებზე ალვები ქარვას ისხამდა, მის წყლებში თეთი გედების გუნდები ცხოვრობდნენ. მარადიული ზაფხულის პირობებში მარცვლეული წელიწადში ორჯერ იძლეოდა მოსავალს. მაგრამ ყველაზე მშვენიერი ადგილი იყო მდიდარი, ლამაზი ტყით დაფარული აპოლონის ბაღი.
ჰიპერბორეას სამხრეთით იცავდა რიფეის მთების გადაულახავი თოვლიანი მწვერვალები. ეს იყო ქარის ღმერთის - ბორეასის სამფლობელო, რომელსაც გრილი სუნთქვა მოჰქონდა ზამთრის მიწებიდან სამხრეთში. მთის მწვერვალებზე ცხოვრობდნენ გრიფონები - არწივისთავიანი და ლომისტანიანი მტაცებელი ფრინველები, ხოლო ხეობები დასახლებული იყო სასტიკი, ცალთვალა არიმასპების ტომებით
ჰიპერბორეა თეოკრატული ქვეყანა იყო. მას მართავდა აპოლონის სამი ქურუმი, გიგანტი მეფეები - ბორეადები, ძენი ან შთამომავლები ღმერთ ბორეასისა. დედაქალაქში იყო მრავალი მრგვალი ტაძარი და ჰეკატომბები, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ ღმერთებს. ჰიპერბორეელები მუსიკალური ხალხი იყო, საღვთო დღესასწაულებზე მართავდნენ სიმღერისა და ცეკვის ფესტივალებს
ჰიპერბორეა რამდენიმე მითში მოიხსენიება. ერთ-ერთია მითი ფაეტონზე, ბიჭზე, რომელმაც სცადა მზის ეტლის მართვა, რაც ვერ შეძლო და ზევსმა ელვით განგმირა. ფაეთონის ალმოდებული სხეული ჩავარდა ჰიპერბორიის მდინარე ერიდანოსში. მის ნაპირთან შეკრებილი მწუხარე დები - ჰელიადები გადაიქცნენ ქარვამდინარე ალვის ხეებად. ფაეტონის მეგობარი კიკნოსი თავადაც გადახტა მდინარეში, მეგობრის დაღუპვის ადგილას, ღმერთებმა იგი გედად აქციეს. შემდეგში ჰიპერბორეელები, როცა დაიღლებოდნენ სიცოცხლით, ხტებოდნენ მდინარეში და გედებად იქცეოდნენ.
ჰიპერბორეაში იმოგზაურა გმირმა პერსევსმა, რომელიც ეძებდა ღმერთების საგანძურის მცველ ნიმფებს, ან გრაიებს, რომლებმაც გორგონას ადგილსამყოფელი მიასწავლეს. ასევე ამ მხარეში ორჯერ მოხვდა ჰერაკლე. პირველად , როცა არტემიდეს ოქროს ირემს მისდევდა, ხოლო მეორედ ატლასის ასულებისთვის ოქროს ვაშლები რომ მოეპარა
გამოჩენილი მეცნიერი, ედვარდ შიურე თავის წიგნში „დიადი განდობილები“ წერს: „თეთრის რასის აყვავებას ჩრდილო პოლუსის გრილი ქროლვა უწყობდა ხელს. ბერძნული მითოლოგია მათ ჰიპერნორეელებს უწოდებს. ისინი თეთრთმიანები და ცისფერთვალებანი იყვნენ, დაიძრნენ ჩრდილოეთიდან, გამოიარეს ტყეები, გზას ჩრდილოეთის ციალი უნათებდათ“.
ჰიპერბორეის შესახებ ცნობების სისტემატიზაცია მოახდინა ანტიკური ხანის ისტორიკოსმა პლინიუსმა თავის „უკიდურესი ჩრდილოეთის აღწერაში“, სადაც ნათქვამია: „მთელი ექვსი თვე გრძელდება მათთან დღე და ამდენივე ხანი ღამე. ამ ქვეყანაში სასიამოვნო ტენიანი კლიმატია. მათი ქალაქები და სოფლები ტყეებსა და მთებშია ჩამალული, სადაც თავიანთ ღვთაებებს ეთაყვანებიან, მათ არ იციან მტრობა და ავადმყფობა, ისინი არასდროს ბერდებიან და არ კვდებიან, ჯუჯები ღამით გამოქვაბულში იმალებიან“.
შემდეგ მოხდა რიგითი გლობალური კატასტროფა, რომლის შედეგად არქტიკული მატერიკი წყალმა შთანთქა, გოლფსტრიმის თბილმა დინებამ, რომელიც არქტიდას ათბობდა, მიმართულება შეიცვალა. შემცირდა ატმოსფეროში სათბურის გაზები პროცენტული მაჩვენებელი, გაქრა წყლის ორთქლის ფარი, რომეიც დედამიწას გარს ეკრა, პლანეტაზე ტროპიკულ კლიმატს უზრუნველყოფდა და ადამიანთა და სხვა ცოცხალ არსებათა სიცოცხლეს ახანგრძლივებდა ზედმეტი რადიაციის ეკრანირებით. სანამ ფარი არსებობდა, ადამიანები ასობით და ათასობით წელი ცხოვრობდნენ, რასაც ადასტურებს ბიბლია და აღმოსავლური წმინდა წიგნები, რადგანაც ცნობილია, რომ რადიაცია თანდათან, სწრაფად თუ ნელა, ბიოლოგიური ორგანიზმის გენეტიკური კოდის, დნმ-ს გაცვეთას იწვევს, ააქტიურებს სიკვდილის გენს, რაც იწვევს სწრაფ დაბერებას და გენეტიკურ სნეულებებს. საბოლოოდ ჰიპერბორეისაგან თითოოროლა ერთიბეწო კუნძულების გარდა არაფერი დარჩა.
ზოგიერთი მეცნიერი დღესაც ეთანხმება იმ აზრს, რომ ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ადგილას ადრე დიდი მატერიკი ან მსხვილი კუნძულების არქიპელაგი არსებობდა. მაგალითად, ჯერ კიდევ 1965 წელს საბჭოთა მეცნიერი გაკელი, წერდა: „ცენტრალური არქტიკის საბჭოთა გამოკვლევების შედეგები, რომლებიც სულ სხვანაირად აშუქებენ მის ბუნებას, ლეგენდარული არქტიდის რეალურობაზე მიუთითებენ“. მეცნიერის აზრით, ყინულოვანი ოკეანის ფსკერის რელიეფის დეტალური გამკვლევის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 5000 წლის წინ არქტიკის იერსახე სულ სხვანაირი იყო. მენდელეევისა და ლომონოსოვის წყალქვეშა მთაგრეხილები ზღვის დონის ზემოთ იყვნენ ამომართულები, ფრანც იოსების, შპიცბერგენის და ნოვოსიბირსკის კუნძულების ფართობი ბევრად მეტი იყო და ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის აკვატორიაში არსებობდა მსხვილი არქიპელაგი.
დედამიწის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს ყინულის ოთხკილომეტრიანი შრით დაფარული მატერიკი ანტარქტიდა. ტრადიცულად ითვლებოდა, რომ ანტარქტიდა ბოლო 50 მილიონი წელი ყინულითაა დაფარული. მაგრამ 1990 წელს გეოლოგებმა ყინულში ტროპიკული ხეების მოყინული ნარჩენები აღმოაჩინეს, რომელთა ასაკი 2-3 მილიონი წელია. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ უძველეს დროს აქ იყო ტროპიკულ ტყეთა სამფლობელო. ითვლება რომ ეს მიწიერი სამოთხე დაუსახლებელი იყო, მაგრამ ყველა ასე არ მიიჩნევს. ამის დასტურად გამოდგება ერთი გეოგრაფიული რუკა, რომელიც 1513 წელს ადმირალმა პირი რეისმა შეიძინა კონსტანტინოპოლში. მასზე გამოსახულია ანტარქტიდა ყინულის გარეშე, როგორც იგი გამოიყურებოდა ძველი წელთაღრიცხვით 13000-4000 წლებში, ამ რუკის სიზუსტე შეამოწმა მფრინავმა ჰაროლდ ოლმეიერმა, რომელმაც დაასკვნა, რომ „გეოგრაფიული მოხაზულობები ზუსტად შეესაბამება ყინულის ქუდის ქვეშ ჩატარებულ სეისმოდაზვერვის მონაცემებს - ეს იმას ნიშნავს რომ ზემოთხსენებული რუკა გამყინვარებამდე შედგა“. იგი ანტარქტიდის მცხოვრებლებს უნდა შეედგინათ. ორინტია ფინეიას 1531 წელს შედგენილ რუკაზე გამოსახულია მთები და მდინარეები ანტარქტიდის მიწაზე.
როდესაც კლიმატური კატაკლიზმა მოხდა, არქტიდის მოსახლეობას სამხრეთით დაიძრა. ბრიტანეთში არსებობს თქმულება, თუ როგორ მოვიდნენ ბრიტანეთში ჩრდილოეთიდან ღვთიური ხალხი - ქალღმერთ დანუს შვილები და თან მოიტანეს სამი ჯადოსნური არტეფაქტი: ძალის შუბი (კვერთხი), სიცოცხლის თასი და დაუმაცხებელი მახვილი, ეს უკანასკნელი შემდგომში წოდებულ იქნა ექსკალიბურად და ბრიტანეთის მეფის ლეგანდარული მეფის - არტურ პენდრაგონის ხელში ჩავარდა, რომელიც გახლდათ დიადი მეფის, უტერ პენდრაგონისა და ლედი იგრეინას ძე. არქტიდელთა ნაშთები ნაპოვნი იქნა რუსეთშიც, ოცდამეერთე საუკუნეში მეცნიერებმა ურალისპირეთში აღმოაჩინეს არქტიდელთა ქალაქის არკაიმის ნაშთები.. 
ლეგენდარული ჰიპერბორეა ანუ არქტიდა იყო ლემურიამდელი ცივილიზაცია, რომელზეც კიდევ უფრო ნაკლები ცნობები მოიპოვება, ვიდრე ლემურიაზე.
ლემურია ანუ კუმარი კანდამი იყო მი6თიური კონტინენტი ინდოეთის ოკეანეში. ინდოეთის ოკეანეში ლემურიის, როგორც მაღალი ცივილიზაციის მატარებელი მიწის შესახებ გადმოცემები, მსოფლიოს ბევრი ხალხის თქმულებებშია დაცული.
ლემურიადაკარგული კონტინენტია. მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებში მცხოვრები გამოჩენილი ანთროპოსოფის რუდოლფ შტაინერის მტკიცებით, მსოფლიო ისტორიის საიდუმლო სამალავიაკაშის ქრონიკებიგვაუწყებენ, რომ დედამიწის მოსახლეობის დიდი წინაპრები ლემურიელები იყვნენ.
ლემურია _ მითიური კუნძული (ან კონტინენტი) ინდოეთის ოკეანეში. ლემურია, როგორც მიწა განვითარებული ცივილიზაციით, ინდოეთის ოკეანეში, მოხსენიებულია სხვადასხვა ხალხების მოთოლოგიებში. სახელი მომდინარეობს შემდეგი მოსაზრებიდან: ბევრი ცხოველი და მცენარე გავრცელებულია ზოგიერთი კონტინენტის მხოლოდ სამხრეთ სანაპიროებზე. მე–19 საუკუნეში (მანამ სანამ ტექტონიკური ფილების მოძრაობას აღმოაჩნდნენ), მეცნიერები ვარაუდოდნენ, რომ ამ სახეობებმა იქ მათი თანამედროვედროებითი სახმელეთო ხიდებისმეშვეობით შეაღწიეს. ამის პირველი მაგალითია ლემურია _ თეორიული მიწა ინდოეთის ოკეანეში, რომელიც ზოოლოგმა . სკლეიტერმა მოიგონა 1864 წელს, რათა პირდაპირ გადაეყვანა ლემურები აფრიკიდან ინდოეთში. ჩარლზ დარვინმა შენიშნა რომ ამ მიმდინარეობის მომხრეები ძალიან შეიჭრნენ როლში და დაიწყეს მსგავსი ხიდების დიდი რაოდენობითაღმოჩენა”. შედეგად ეს დასახელება სამეცნიერო სპეკულაციების საბაბი გახდა. 

ინდური მითოლოგია

მაჰაბჰარტაში”, “მატსია-პურანაშიდა სხვა ძველ ტექსტებში ლაპარაკია, ღმერთების მტრებით, დემონი ასურებით დასახლებულ ქალაქზე, რომელიცჩაიძირა ოკეანის წყლებში და გაქრა ღმერთების თვალთახედვიდან”. შეიძლება ეს გახდა მიზეზი მითისა დვარაკზე, ქალაქაზე, რომელიც ზღვამ ჩაყლაპა კრიშნას სიკვდილიდან 7 დღის შემდეგ. დვარაკა უნდა ყოფილიყო დღევანდელი ბომბეის ტერიტორიაზე. ამ მითებმა, მიზეზი მისცეს შუა საუკუნეებში სამხრეთ კონტინენტის შესახებ მითებს გაჩენას, სადაც იყო პირველი პოეტური აკადემია (სანგა) შივას თაოსნობით. თქმულების თანახმად ამ აკადემიამ 4400 . იარსება. 

მადაგასკარის მითოლოგია

მადაგასკარი ლემურიის ჰიპოთეზაში ცალკე ადგილს იკავებებს. კუნძულის ადგილობრივ მაცხოვრებლებს შემონახული აქვთ პოეტური ხელოვნების უძველესი ტრადიციები, სადაც მოთხრობილია კუნძულის ისტორია. ადგილობრივი მითების თანახმად, კუნძული ადრე შორეულ აღმოსავლეთში მდებარეობდა. ასევე მოხსენიებულია დიდი წყალდიდობაც.
მიუხედავად იმისა, რომ კუნძული ძალიან ახლოსაა აფრიკასთან, მადაგასკარზე არსებული ცხოველებისა და მცენარეების უმეტესობა ენდემურია, მათი რაოდენობა კი იმდენად დიდია, რომ სავსებით შესაძლებელია, კუნძული რომელიმე კონტინენტის ნაწილად ჩაითვალოს. ამასთან, ადგილობრივი მაცხოვრებლები ნეგროიდულ რასას არ განეკუთვნებიან.
ევროპული მითოლოგია

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ვერსიები, რომ აფრიკას სამხრეთიდან ჯერ კიდევ ეგვიპტურმა, რომაულმა და ფინიკიურმა ექსპედიციებმა შემოუარეს, ევროპელებმა ინდოეთში რეგულარულად ცურვა მხოლოდ მე–15 საუკუნეში დაიწყეს. ევროპაში ლემურიის შესახებ ლეგენდებს იშვიათად აღიქვამდნენ სერიოზულად. მოგვიანებით ეგვიპტელები ლემურიას მოიხსენიებდნენ როგორც ატლანტიდის საპირწონეს (ან პირიქით _ ატლანტიდის დამატებად). უკვე მე–20 საუკუნეში, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მადაგასკარსა და ინდოეთს შორის არანაირი კონტინენტი არ არსებობდა, ლემურიის თეორიის მომხრეებმა გამქრალი კონტინენტი წყნარ ოკეანეშიგადაიტანეს”, თუმცა ამ ვერსიამ დიდი გავრცელება ვერ ჰპოვა, რადგან იქ უკვეარსებობდაპაციფიდა.
ელენა ბლავატსკაიას მითოლოგია

ელენა ბლავატსკაიამ ლემურის წარმოშობის თავისი ვერსია წარმოადგინა. მან ივარაუდა, რომ ლემურიის მაცხოვრებლები კაცობრიობის საწყისი რასა იყო. პროფესორი რუდოლფ შტაინერი ამტკიცებდა, რომ სამყაროს ისტორიის საიდუმლო საცავი  აკაშას ქრონიკები  ასევე ასახელებენ ლემურიის მაცხოვრებლებს ადამიანების წინაპრებად.
ბლავატსკაიასაიდუმლო დოქტრინაშიცხადად და არაორაზროვნად მიანიშნებს კონტინენტ ლემურიაზე, რომელიც არსებობდა ატლანტიდამდე ბევრად ადრე.
ლემურია, როგორც ჩვენ ვეძახდით მესამე რასის კონტინენტს, მაშინ გიგანტური ქვეყანა იყო. ის ფარავდა მთელ სივრცეს ჰიმალაის ძირიდან, რომელიც მას შიდა ზღვებისგან ყოფდა (მდებარეობდა დღევანდელი ტიბეტის ადგილას), მონღოლეთამდე და შამოს დიდ უდაბნომდე; ჩიტაგონგიდან დასავლეთის მიმართულებით ჰარვარდისკენ და აღმოსავლეთ მიმართულებით ასსამისკენ. შიდა ზღვიდან ლემურია ვრცელდებოდა სამხრეთისკენ იმის გავლით, რასაც დღეს ჩვენ სამხრეთ ინდოეთს, ცეილონსა და მუმატრას ვეძახით. შემდეგ სამხრეთისკენ შეიცავდა მადაგასკარს მარჯვნიდან და ტასმანიას მარცხნიდან. და ანტარქტიდის არქტიკულ სარტყელამდე რამდენიმე გრადუსითიმოშრებით. შვედეთი და ნორვეგია იმ დროს ლემურიის განუყოფელ ნაწილს შეადგენდნენ. ასევე ატლანტიდა ევროპის მხრიდან და აღმოსავლეთ და დასავლეთ ციმბირი, და კამჩატკა აზიის მხრიდან წარმოადგენდნენ ლემურიის ნაწილებს.

მეცნიერული კვლევები

ატლანტიდისაგან განსხვავებით, ლემურიის შესწავლაზე ექსპედიციები პრაქტიკულად არ გაგზავნილა, რაც სულაც არაა გასაკვირი. არამრავალრიცხოვანმა კვლევებმა ვერ აღმოაჩინეს დიდი კონტინენტის ან კუნძულის არსებობის ვერანაირი კვალი.

ლემურია მხატვრულ ლიტერატურაში  
ამერიკელი დრუნვალო მელქისედეკის წიგნშიცხოვრების ყვავილის ძველი საიდუმლონათქვამია, რომლემურიის არსებობის ფაქტი აღიარებულ იქნა 1910 წელს და დაკავშირებულია მარჯნებთან. წყნარ ოკეანეში 550 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილ იქნა მარჯნის რგოლები, რომლებიც აღდგომის კუნძულიდან უზარმაზარ ტერიტორიაზეა გაშლილი”.
ფანდრე ნორტონის ფანტასტიკურ რომანშიოპერაცია ძიება დროში” (1967 .) მთავარი გმირი ხვდება 1980 წლიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე12 ათასწლეულში ატლანტიდაში, შველის ლემურიელ მებრძოლს და შედეგად გადაარჩენს სამყაროს დატბორვსაგან. ატლანტიდა და ლემურია რჩებიან მსოფლიო რუქაზე.
ლემურიის კონტინენტი სავარაუდოდ აფრიკასა და ინდოეთს შორის მდებარეობდა. ეს სახელი უწოდა ინგლისელმა ზოოლოგმა ფილიპ . სლეიტერმა, რომლის აზრით, ეს ხმელეთი შესაძლებელია ადამიანისა და ანთროპოლოგიური მაიმუნის შუალედური არსების - ”დაკარგული რგოლისსამშობლო ყოფილიყო. იგი მიიჩნევდა, რომ ერთ დროს ინდოეთის ოკეანეში არსებული ხმელეთი ერთმანეთთან აკავშირებდა აფრიკას და ინდოეთს, ასევე მადაგასკარსა და სამხრეთ აზიის ქვეყნებს. ეს იყო გარკვეულისახმელეთო ხიდი”, რომლითაც ლემურები და სხვა მაიმუნისმაგვართა ჯიშის ცხოველები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ორ კონტინენტზე
ცნობილი ფსიქოლოგი და ოკულტისტი ელენა ბლავატსკაია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა კავშირი მაჰატმას საძმოსთან (ეთერულ არსებებთან, რომელთა შტაბიც ტიბეტში მდებარეობს). მათ გაუმხილეს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის ნამდვილი ისტორია. ბლავატსკაია წერდა, რომ დედამიწაზე ადამიანთა სულ შვიდმა რასამ უნდა იცხოვროს. თანამედროვე ადამიანები მეხუთე რასას მივეკუთვნებით, ჩვენს შემდეგ კიდევ ორი განსხვავებული რასა დასახლდება. მეექვსე რასა იქნება ჩვენზე მეტად განვითარებული, ისინი კვლავ დაბრუნდებიან ლემურიაზე, ხოლო ბოლო - მეშვიდე რასა საერთოდ დატოვებს დედამიწას და ცხოვრებას თვიდან დაიწყებს პლანეტა მერკურზე. დედამიწაზე ასევე არსებობენ ქვე-რასები, რომლებიც მთავარი რასებისაგან წარმოიშვნენ. მაგალითად, მეოთხე რასის (ატლანტიდელების ) შთამომავლები არიან ავსტრალიელი აბორიგენები, პაპუასები და ჰოტენტოტები
ბლავატსკაიას თქმით ზოგ ლემურიელს ოთხი ხელი ჰქონდა, ხოლო სხვებს კეფაზე ჰქონდათ მესამე თვალი, რომლითაც გონებით ხედვა შეეძლოთ. მათ ჰქონდათ ტელეპატიის უნარი და შეეძლოთ მთების გადადგმა მხოლოდ ნების ძალით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ფლობდნენ სისტემატურ (მყარ) ტვინს, ჩვენეული გაგებით.
ბლავატსკაიას გარდაცვალების შემდეგ (1891 .), მისმა მოსწავლემ ნა ბეზანტმა განაგრძო წერა ლემურიასა და მისი მოსახლეობის შესახებ. მისი ცნობით, ლემურიელებს ათვისებული ჰქონდათ მთელი სამხრეთ ნახევარსფერო ჰიმალაის მთებიდან ანტარქტიდამდე და ატლანტიკის ოკეანის ცენტრალური ნაწილი
იგივე საკითხზე წერდა ბრიტანელი თეოსოფი . სკოტ-ელიოტი. მან მნიშვნელოვნად შეავსო ცნობები ლემურიაზე ტიბეტელი ეთერული მაგისტრების დახმარებით. 1896 წელს გამოსცა წიგნიამბავი ატლანტიდისა და დაკარგული ლემურიისასადაც გამოაქვეყნა მსოფლიო რუკები, რომლებზეც ნაჩვენებია დედამიწის განვითარების სხვადასხვა ეტაპები, რომლებიც მიაწოდეს ტიბეტელმა მაჰატმას მაგისტრებმა.
1932 წელსლოს-ანჯელეს თაიმსისჟურნალისტმა ედუარდ ლანსერმა განაცხადა, რომ იპოვა ლემურიელთა დასახლება შასტას მთის ფერდობზე, ჩრდილოეთ კალიფორნიაში. როცა მატარებლით ორეგონში მიემგზავრებოდა, მისი ყურადღება მიიპყრო მთაზე უცნაური ფერის სინათლემ. გამცილებელმა უთხრა, რომ იქ ლემურიელები თავიანთ რიტუალებს ატარებდნენ. ჟურნალისტი დააინტერესა ამან და გადაწყვიტა ეპოვა და შეესწავლა ეს უცნაური არსებები, რომლებიც იყვნენ დედამიწის პირველი მოსახლეების შთამომავლები. მთასთან ახლოს, პატარა ქალაქ ვიდში, უამბეს, რომ ლემურიელები თავიანთ რიტუალებს ატარებდნენ დღისითაც და ღამითაც, მაგრამ მათ წმინდა დასახლებაში შეღწევა არავის შეეძლო. თუმცა ერთმა ადგილობრივმამკვლევარმაგაიგო უფრო მეტი მათ შესახებ, იგი მუდმივად აკვირდებოდა მთას ძლიერი ასტრონომიული ტელესკოპით. ეს იყო პროფესორი ედგარ ლარკინი. ის ყვებოდა, რომ მთაზე შენიშნა ბრწყინვალე ტაძარი, მოპირკეთებული მარმარილოთი და ონიქსით, რომელიც მაიას იუკატანის უდიდეს ტაძარს მეტოქეობას გაუწევდა. მოსახლეობას ეშინოდა ლემურიელთა ტერიტორიაზე გადასვლა, თუმცა ჩანდა ისინი მშვიდობიანი და მეგობრული ხალხი იყვნენ. მათ უბრალოდ სურდათ ეცხოვრათ ისე, როგორც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ ოდესღაც, მშობლიური მიწების ოკენაში ჩაძირვამდე.
საგაზეთო წერილში ლანსერი წერდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად ხვდებოდნენ ლემურიელებს და აღწერდნენ მათ, როგორც ფეხშიშველ, მაღალ, ლამაზ, კეთილშობილ მამაკაცებს, მოკლედ შეჭრილი თმით, ატარებდნენ თეთრ მოსასხამებს. სოფლელებს ისინი მოსწონდათ, რადგან ყიდულობდნენ მათგან დიდი რაოდენობით გოგირდს, მარილს და ღორის ქონს და გულუხვად იხდიდნენ სუფთა ოქროთი, რასაც მოიპოვებენ შანტას მთის მაღაროებში
ამ სენსაციურ ისტორიაში დიდ ინტერესს იწვევდა, თუ როგორ არხერხებდნენლემურიელებიყველასთვის შეუმჩნეველნი ყოფილიყვნენ. ლანსერი ამბობდა, რომ ისინი იყენებდნენ ტიბეტელი მაგისტრების წმინდა ძალებს, რომლის მეშვეობითაც მათ სოფელს დამცავი უხილავი საზღვარი შემოავლეს. მისი განცხადებით, მათ თანამედროვე ადამიანზე გაცილებით მეტი მეცნიერული ცოდნა აქვთ. თუმცა ათასობით წელია ამერიკაში ცხოვრობენ, ახსოვთ თავიანთი წინაპრების რიტუალები და ატარებენ მას მთაზე
სხვა მკველვარების ჩვენებებმა გული გაუტეხეს ხალხს, ვისაც ლანსერის მონათხობი სჯეროდა. მათ მთაზე მსგავსი დასახლების კვალიც ვერ იპოვეს. ”გამოჩენილი პროფესორილარკინი ადგილობრივი დილეტანტი ოკულტისტი აღმოჩნდა, რომელიც თავისი მცირემასშტაბიანი ტელესკოპით ვარსკვლავებს აკვირდებოდა
მიუხედავად ამისა შანტის მთა და ლანსერის ისტორია ხშირად ხდება ოკულტისტთა დავის საგანი. ზოგი თვლის, რომ მან ისტორია შეთხზა ფრედერიკ. . ოლივერის წიგნისორი პლანეტის ბინადარნიგავლენით. წიგნი გამოიცა 1894 წელს. ავტორმა გამოიყენა ფსევდონიმი "Phylos The Tibetan". მთხრობელი მოულოდნელად ხვდება ერთ-ერთ ოსტატს (ჩინელ ბრძენს, სახელად ქუონგს) იმავე მთაზე, სადაც სასულიერო საზოგადოება ინახავდა წინაპართა ცოდნას. იგი მიიღეს თავიანთ წრეში, შემდეგ კი, სულიერი სხეულით წაიყვანეს სამოგზაუროდ პლანეტა ვენერაზე. მათ ასევე ასწავლეს როგორ გაეხსენებინა წინა ინკარნაციები ატლანტიდადან მოყოლებული
ასევე ლანსერი ალბათ იცნობდა სკოტ-ელიოტის წიგნებსაც, მისი ისტორია ლემურიაზე მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი არ უნდა ყოფილიყო . სკოტ-ელიოტი ახსენებს არსებებს იმდროინდელ ვენერადან, როცა პლანეტა თავის ძველ ორბიტაზე მოძრაობდა მარსსა და იუპიტერს შორის, რომელსაც უწოდებდნენ „"Lords of The Flame" . ვენერიანებს მაღალი ცივილიზაცია აქვთ თავიანთ პლანეტაზე, მათ ასწავლეს ლემურიელებს როგორ მიეღწიათ უკვდავებისთვის ინკარნაციათა განმეორებით
შესაძლებელია ვენერიელებს ასევე უწოდებდნენასტეროიდელებს”, რომლებსაც აღწერდნენ როგორც პატარა ადამიანებს, მცხოვრებსმეხუთე პლანეტაზე”, რომლის ორბიტა იყო ახლანდელ ასტეროიდთა ქამრის ადგილას.

კონტინენტ მუს (პაციფიდის) ზეცივილიზაცია

1880 წელს ბრიტანეთის არმიის ახალგაზრდა ოფიცერმა (შემდგომში ადმირალმა) და ოკულტისტმა ჯეიმს ჩერჩვორდმა ინდოეთში აღმოაჩინა უძველესი თიხის ფირფიტები ე.წ. „ნააკალას ცხრილები“, რომლის თანმხლები ტექსტები გვამცნობენ, რომ პირველი ადამიანები კონტინენტ მუზე (პაციფიდაზე) ჯერ კიდევ 50 000 000 წლის წინ გამოჩნდნენ. მუს მატერიკი გადაჭიმული იყო ჰავაის არქიპელაგიდან აღდგომისა და გალაპაგოსის კუნძულებამდე, ამგვარი თეორია აშკარად უპირისპირდება ოფიციალურ დარვინისტულ და აგრეთვე აბრაამულ რელიგიურ თეორიებს. თუმცა ჩერჩვორდის გულწრფელობა ეჭვს არ იწვევდა, არქეოლოგებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მისი სიხარული არ გაიზიარეს, საქმე ისაა,  რომ ჩერჩვორდმა არც არტეფაქტის აღმოჩენის ზუსტი ადგილის მითითება ისურვა და არც თავად არტეფაქტი უნახავს ვინმეს.
ჩერჩვორდი იმასაც ამტკიცებდა, რომ მექსიკაში ნაპოვნი წარწერებიანი ქვის ობიექტების ტექსტები „მუს წმინდა ხელნაწერთა“ ფრაგმენტებს მოიცავდა. ამ მოსაზრების განსამტკიცებლად ფრანგმა არქეოლოგმა ოგიუსტ ლე პლონჟენმა 1880 წელს გაშიფრა ერთ-ერთი მექსიკური ტექსტი ე.წ. „ტროანოს კოდექსი“.

ტროანოს კოდექსი (ფრაგმენტი):

„კანის 6 წელი, საკის თვის მულუკის მეთერთმეტე დღეს დაიწყო საზარელი მიწისძვრები, რომლებიც ჩუენის მეცამეტე დღემდე განუწყვეტლივ გრძელდებოდა, სანამ ჭაობიანი გორაკების ქვეყანა – მუს კონტინენტი მსხვერპლად არ შეიწირა. იგი ორჯერ ამოიზიდა და მერე ერთ ღამეში გაუჩინარდა, წყლისქვეშა ვულკანთა განუწყვეტლივ ცეცხლის ფრქვევით შეძრული მატერიკი მრავალგზის ამოიმართებოდა და ისევ უჩინარდებოდა, ბოლოს ათი შეუკავშირებელი ქვეყნის მიწა გაირღვა და გადაადგილდა სხვადასხვა მხარეს, რის მერეც ჩაიძირა და თან ჩაიტანა 7 აყვავებული ქალაქი თავის 64 000 000 მაცხოვრებელთან ერთად. ეს მოხდა ამ წიგნის დაწერამდე 8060 წლის წინ“. ასე იქნა აღწერილი მუს დაღუპვა მაიას ტომის ამ მატიანეში.
ამ მატიანეს მიხედვით, მუს ხალხი 10 ქვეყანაში ცხოვრობდა, მაგრამ ემორჩილებოდა ერთ მმართველს, რომელსაც ერქვა რა-მუ. იგი მართავდა სახელმწიფოს, რომელსაც „მზის იმპერიას“ ეძახდნენ. იმპერატორს თვლიდნენ მზის განსახიერებად, თუმცა ესმოდათ, რომ ღმერთი არ იყო. ძირითადი მოსახლეობა თეთრკანიანი იყო, მაგრამ სხვა რასების წარმომადგენლებიც ბინადრობდნენ. საინტერესოა, თუ როგორ მიაგნეს მეცნიერებმა მუს კვალს. ცნობილმა არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა იპოვა „ტიბეტური ლჰასის მატიანე“, რომელშიც წააწყდა ცნობებს მუს არსებობის შესახებ. „ტიბეტურ ლჰასის მატიანეში“ ნათქვამია: „ამ ქვეყნის მდიდარი ხალხი თავს ირთავდნენ თხელი ტანსაცმლით და უიშვიათესი ძვირფასი ქვებით“.
ძველინდურ წიგნში „ვალმიკები“ მოთხრობილია  იმაზე,  რომ მუელები მშვენიერი მეზღვაურები იყვნენ და მათი გემები მთელს მსოფლიოს უვლიდნენ „დასავლეთის ოკეანიდან აღმოსავლეთის ოკეანემდე, ჩრდილოეთის ზღვიდან სამხრეთის ზღვებამდე... ისინი იყვნენ მშვენიერი არქიტექტორები და ქვით აგებდნენ უზარმაზარ სასახლეებს, გოდოლებსა და ტაძრებს“.
წიგნში „ტიმეოსი“ ძველი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი წერს: „მუს ქვეყანაში 10 ერი ცხოვრობდა“. ანტიკურმა ისტორიკოსმა პლუტარქემ აღწერა კანონდმდებელი სოლონის შეხვედრა ეგვიპტელ ქურუმ სანხისთან, რომლის თქმითაც, მათ ჰქონიათ კულტურული და სავაჭრო კონტაქტი როგორც ატლანტიდელებთან ისე მუსთან, თუმცა მას მერე, რაც ორივე კონტინენტი ოკეანის სიღრმეში ჩაიძირა, ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილა იმ დღემდე დაახლოებით 9000 წლის წინ. ყველაზე საინტერესო ცნობები მუს შესახებ ნაპოვნია ფირფიტებზე, რომლებიც აღდგომის კუნძულებზე აღმოაჩინეს, მასში ნათქვამია: „როდესაც კუნძული შეიქმნა და წინაპართათვის ცნობილი გახდა, მას სერავდნენ მშვენიერი გზები, რომლებიც ქვებით იყო მოკირწლული ისე, რომ ერთ მახვილ კუთხეს ვერ შეამჩნევდით, იმდენად მჭიდროდ იყვნენ შეკავშირებულნი... ხეკე იყო გზების მშენებელი და ის იჯდა საპატიო ადგილზე იქ, საიდანაც გზები ყველა მიმართულებით იტოტებოდნენ“.
აღდგომის კუნძულებზე ამ გზების კვალი დღემდე შემორჩენილია, მათ შევხვდებით მარშალისა და გილბერტის კუნძულებზე. ნაპოვნია მაღალი სვეტები, რომლებიც უძველესი ორნამენტებით არიან მორთულები.
კუნძულ არორაეზე ნაპოვნია ბარელიეფი რომელზეც გამოსახულია პრინცესა არავალის მარაო, იმპერია მუს სამეფო გერბით – მზით.
ჩერჩვორდმა  რომელმაც იპოვა ე.წ. „ტროული მანუსკრიპტი“, დაადგინა რომ მისი ასაკი 3000 წელს ითვლიდა, აქედან დასკვნა: მუ 11 000 წლის წინ ჩაძირულა. ამ ლეგენდარულ მატერიკს მუს ეძახდა მაიას ტომი, რომელიც დღემდე ბინადრობს იუკატანის ნახევარკუნძულზე.

ატლანტიდა: ტიტანებისა და ტიტანიდების ზეცივილიზაცია

გავიდა 23 საუკუნეზე მეტი იმ დროიდან, რაც ანტიკური ხანის დიდმა ბერძენმა ფილოსოფოსმა პლატონმა თავის დიალოგებში „ტიმეოსი“ და „კრიტიასი“ აღნუსხა ცნობები ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთში მდებარე ლეგენდარული მატერიკის შესახებ, რომელსაც პირველად უწოდა  ატლანტიდა. ანტიკურ ავტორებს ატლანტიდა წარმოედგინათ ისეთ სახელმწიფოდ, რომელიც საბერძნეთთან განვითარების ერთ დონეზე იმყოფებოდა, ზოგი ვერსიით,  უსწრებდა კიდეც და მას ეომებოდა, ხოლო ერთ-ერთი ომის დროს გრანდიოზული კატასტროფის შედეგად დაიღუპა. თვით ტერმინ „ატლანტიდას“ სხვა მნიშვნელობა მაინც არსებობს. ოკულტურ მეცნიერებებში რაღაც პროტოცივილიზაციას ვარაუდობენ, რომელიც ჩვენსას უსწრებდა და კატასტროფების მთელი სერიების შედეგად დაიღუპა, ამ უკანასკნელმა ეტაპმა პლატონის წიგნის დაწერამდე 9000 წლით ადრე ჩაიარა. პლატონის ნაამბობიდან მოყოლებული, მითიურ მატერიკზე და მის მკვიდრ ლეგენდარულ ხალხზე დავა არ შემწყდარა, პლატონიდან დღემდე ამ თემაზე 25 000 ტომი დაიწერა. ატლანტიდის ამბები პლატონმა ეგვიტეში მოგზაურობიდან 50 წლის შემდეგ აღწერა. „ოდეს საზარელი მიწისძვრანი და წყლით წარღვნანი, მძვინვარებდნენ გაშმაგებით“ . დიალოგებში ვკითხულობთ:  „ერთ ავბედით დღესა და ღამეში მთელი თქვენი მხედრობა ერთიანად უფსკრულში დაინთქა (აქ ეგვიპტელი ქურუმი ბერძენთა მხედრობაზე საუბრობს) და კუნძული ატლანტუსიც გაუჩინარდა, ზღვაში ჩაიძირა. ამიტომ დღესდღეობით სანაოსნოდ იქაური ზღვა გამოუსადეგარია და გამოუკვლეველი. ნაოსნობას აფერხებს შემდგარი ლაფის სიმრავლე, რაც ჩაძირული კუნძულის შემდეგ დარჩენილა“.
პოსეიდონის წილხვედრი მიწა
პლატონის ცნობებით, ატლანტისის გადარჩენილი მცირე ნაწილი ზღვის ღმერთ პოსეიდონს ერგო, რის გამოც ამ კუნძულს ეწოდა – „პოსეიდონისი“. პოსეიდონმა იქ თავისი მომაკვდავი ცოლის – კლიტოს მიერ შობილი შთამომავალნიც დაასახლა. პოსეიდონს 10 ვაჟი ჰყავდა, ამიტომაც ქვეყანა ათ ნაწილად დაყო და შვილებს გაუნაწილა, ცხრას არქონტ-მმართველობა უბოძა, ატლასი კი მეფედ დასვა, აქედან წარმოდგა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთში ოდესღაც მდებარე კონტინენტის სახელწოდება.

ატლანტების კანონები

ატლანტები პოსეიდონის მიერ დადგენილ კანონებს განუხრელად იცავდნენ. კანონები დიდ სტელაზე იყო ამოკვეთილი და პოსეიდონის ტაძარში ინახებოდა, სადაც სამსჯავრო ეწყობოდა. სამსჯავროს დაწყებამდე მსხვერპლშეწირვა იმართებოდა. დებდნენ ფიცს, რომ მსჯავრი სამართლიანი იქნებოდა. როგორც კი სამსხვერპლო კოცონი მინავლებას დაიწყებდა, შეუდგებოდნენ ბჭობას.  მთელი ღამის განსჯის შემდეგ, გამთენიისას გამოტანილ გადაწყვეტილებას ოქროს დაფებზე დაწერდნენ და მსხვერპლთან ერთად ტაძარში ტოვებდნენ.
კანონი კრძალავდა მეფეებს შორის დაპირისპირებას. არ შეიძლებოდა იმათ გვერდზე დადგომა, ვინც სამეფო გვარეულობის ამოხოცვას განიზრახავდა. გადაწყვეტილებებს, მსგავსად წინაპრებისა, მეფე და არქონტები ერთობლივად იღებდნენ. უპირატესობა ატლასთა გვარს ეკუთვნოდა, თუმცა რომელიმე სამეფო სახლეულს თვით მეფეც კი ვერ მიუსჯიდა სიკვდილს, თუ არქონტების უმრავლესობა თანახმა არ იქნებოდა.
ატლანტიდაზე მონაცემები ერთობ მწირია. სამაგიეროდ, მსოფლიოს ყველა ხალხს გააჩნია თავისი მითები და ლეგენდები, რომლებშიც მართალია, პირდაპირ პოსეიდონისი არ სახელდება, მაგრამ ატლანტიკის ოკეანეში ჩაძირულ კონტინენტზე აშკარად არის საუბარი. ყველა მითში არის აღწერილი ამ დიდი კატასტროფის ეპიზოდები.
ჩვენამდე მოღწეული წერილობითი წყაროები დაიწერა პლანტონამდე ბევრად ადრე.  ამ ტექსტებიდან განსაკუთრებით საინტერესოა ლეუვარდენის ბიბლიოთეკაში დაცული წერილი  „ურა ლინდა ბუქი“.


 ძველფრიზული ხელნაწერი:
 „მე, ჰიდო ტონომატ ოვირა ლინდა ვაკი, ვარიგებ ჩემს ვაჟს, ოკეს: გაუფრთხილდი ამ წიგნებს, როგორც თვალის ჩინს. ეს მთელი ჩვენი ხალხის ისტორიაა. შარშან  ისინი შენთან და დედაშენთან ერთად წყალდიდობისგან გადავარჩინე, საუბედუროდ, ხელნაწერები დასველდა და იძულებული შევიქენი გადამეწერა, ისინი დაიწერა ლეუდვერდში 3449 წელს „ადლანდის“  ქვეყნის დაძირვიდან“.
საინტერესოა, თუ რა დაძირვა იგულისხმება ლინდა ვაკის წიგნში. მეცნიერების ერთი ჯგუფის აზრით, ატლანტიდამ თავისი არსებობის მანძილზე მრავალჯერადი კატასტროფები გადაიტანა. პირველი სავარაუდო დიდი კატასტროფა პლეისტოცენის ეპოქაში დაახლოებით ძვ. წ. 800 000 წელს მომხდარა. მას მნიშვნელოვანი ცვლილებები შეუტანია პლანეტაზე ხმელეთის განლაგებაში. ატლანტიდას ჩამოშორდა ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელიც მეორე, 200 000 წლის წინ მომხდარი კატატროფის დროს ორად გაიყო, ჩრდილოეთის დიდ კუნძულად – რუტად და სამხრეთის მცირე მიწად – ლაითიად. ფორმა იცვალა ამერიკის კონტინენტმა და ჩაიძირა ეგვიპტე.
მესამე უდიდესი და ყველაზე საშინელი კატაკლიზმა მოხდა 80 000 წლის წინ. ლაითია მთლიანად გაქრა. რუტასგან უმნიშვნელო კუნძული – პოსეიდონისი დარჩა, ხოლო ეგვიპტე მეორედ დაიტბორა.
მეოთხე კატასტროფა 11 776 წლის წინ მოხდა, პოსეიდონისი უძლიერესმა მიწისძვრებმა შეარყია, მიწისძვრებს დაემატა პოლარული ყინულების მასიური დნობა გლობალური დათბობის ზეგავლენით, თავდაპირველად წარმოიშვა გიგანტური ცუნამი, მყინვარების დნობის შედეგად მსოფლიო ოკეანეში მილიონობით ტონა წყალი ჩავიდა, წყლის დარტყმითმა ტალღამ წალეკა და დაძირა ატლანტიდის დარჩენილი ნაწილი. ამ კატასტროფის შემდეგ ატლანტიდა მხოლოდ მითებისა და ლეგენდების სახით შემორჩა კაცობრიობის მეხსიერებაში. ამ დროს ეგვიპტე მესამედ დაიძირა, ხოლო საჰარა და გობის უდაბნო ამ დროს ზღვის ფსკერი იყო.

ატლანტოლოგთა ბიბლია

ახ. წ. 1882 წელს იმ დროის ცნობილმა ოკეანოგრაფმა და ეთნოგრაფმა – იგნატიუს დონელიმ  გამოსცა წიგნი „ატლანტიდა – მსოფლიო წაღვნამდე“, რომელიც დღემდე „ატლანტოლოგთა ბიბლიად“ იწოდება. წიგნში გამოთქმულია მოსაზრება, წარსულში ევროპასა და ამერიკას შორის მასიური მატერიკის არსებობის შესახებ. ფრანგმა მეცნიერმა ლუი ჟერმენმა პირველად გაამახვილა ყურადღება ატლანტიკის ოკეანის კუნძულების, აფრიკის, სამხრეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მცენარეული სამყაროს მსგავსებაზე, რაც ცარცული პერიოდისთვის ყოფილა დამახასიათებელი და ამჟამადაც შეიმჩნევა.

მეცნიერმა ედგარ დაკემ კი წამოაყენა გეოლოგიური მტკიცებულებები, რამაც გაამყარა მოსაზრება ევროპასა და ამერიკას შორის შორეულ წარსულში არსებული „შემაერთებელი ხიდის“ შესახებ: ეს „ხიდი“ სხვა არაფერია თუ არა დაღუპული მატერიკი-ო, მანვე ახსნა მრავალგზის ნახსენები საფლობის ამბავიც – ატლანტიკის ოკეანე სანაოსნოდ გამოუსადეგარი იყო ჭორომების გამო-ო. ჭორომებოს არსებობა დაკემ ჩაძირული კონტინენტით ახსნა.


ატლანტიდა ანუ რომაკა პურა*  

თეოსოფიური და ანთროპოსოფიური მოძღვრებების თანახმად, ატლანტიდა რეალურად არსებობდა და მასზე ბინადრობდა ტიტანებისა და ტიტანიდების მეოთხე სუპერრასა. ატლანტიდის შესახებ თავიანთ ნაშრომებში წერენ  ისეთი გამოჩენილი ეზოთერიკი მეცნიერები როგორებიცაა: თეოსოფიური საზოგადოების შემქმნელი, თეოსოფი ქალი ელენა ბლავატსკაია და ანთროპოსოფიური სწავლების დამფუძნებელი, ანთროპოსოფი რუდოლფ შტაინერი. ბლავატსკაია თავის ერთ-ერთ ნაშრომში ახსენებს ატლანტიდას და აცხადებს, რომ ძველი ინდუისტი ბრაჰმანები ძალიან კარგად იცნობდნენ ატლანტიდას, დასავლეთის ოკეანეში მდებარე გიგანტურ მატერიკს, რომელზეც გიგანტები და ტიტანები ცხოვრობდნენ და ამ მატერიკს უწოდებდნენ – რომაკა პურას.     
ინდუისტური ისტორიოგრაფიისა და ქრონოლოგიის თანახმად, ატლანტიდაზე ანუ იგივე რომაკა პურაზე  გიგანტები და ტიტანები ჯერ კიდევ რამდენიმე ასეული მილიონი წლის წინ გამოჩნდნენ, მათი მტკიცებით კონტინენტი ჩაიძირა დაახლოებით 12 000 წლის წინ, რაც ემთხვევა პლატონისა და ეგვიპტელების წყაროებში არსებულ მონაცემებს.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                              
ინდუისტური მოძღვრების თანახმად, კოსმიური ყოფიერება იყოფა ე.წ. კალპებად და პრალაიებად ანუ მეტაგალაქტიკური დროის დიდ ციკლებად. ინდუისტური სწავლებით, კალპა ეს არის „კოსმიური დღე“ ანუ დროის ციკლი, როდესაც მატერიალური ბუნება არსებობს და ვითარდება, ხოლო პრალაია ეს არის „კოსმიური ღამე“, რომლის დროსაც მატერია, მატერიალური დრო და სივრცე სრულიად ნადგურდება და შთაინთქმება კოსმიური ღმერთი-აბსოლუტის – პარაბრაჰმანის მიერ.    
 „კოსმიური ღამის“ დროს დგება სრული სიცარიელის ერა, როდესაც მატერიალური სამყარო არ არსებობს. მატერიალური კოსმოსის განზომილებები ანუ სამყაროები ემანაციის გზით იბადებიან ემანაციის ღმერთის – ბრაჰმას (სანსკრიტ. „ზრდა-განვითარება“) გონებიდან. ხოლო თავად ბრაჰმა იბადება მულტისამყაროს მეტასივრცეში მყოფი ღვთაებრივი არსების – მაჰავიშნუს (სანსკრიტ. მაჰავიშნუ – „დიადი ყოვლისგამჭოლი“) წიაღიდან ემანაციის გზით. თითოეული კალპა ესაა უფალი ბრაჰმას „დღე“ მეტაგალაქტიკური მასშტაბით, ხოლო პრალაია „ღამე“. 
 უფალი ბრაჰმა ცოცხლობს ასი ღვთაებრივი წელიწადი, რომელთაგან თითოეული შედგება 365 კალპასგან ანუ „კოსმიური დღისგან“ და 365 პრალაიასგან ანუ „კოსმიური ღამისგან“, თითოეული კალპა (კოსმიური დღე) შედგება 1000 მაჰაიუგასგან (სანსკრიტ. მაჰაიუგა – „დიადი ეპოქა“) ანუ „დიდი ეპოქისგან“, ხოლო თითოეული მაჰაიუგა შედგება 4 იუგასგან ანუ ეპოქისგან. ინდუისტური მოძღვრების თანახმად, თითოეული კალპა მაჰაიუგების გარდა იყოფა 14 მანვანტარად ანუ „მანუს ეპოქად“. მანუ ესაა კაცობრიობის სულიერი პატრიარქი და წინამძღოლი, მანუს მოვალეობაა კაცობრიობის დაცვა და მისი სულიერი ევოლუციის უზრუნველყოფა, ინდუისტური სწავლების მიხედვით, ჩვენს მზის სისტემას  თავისი ისტორიის მანძილზე ეყოლება 14 მანუ იმდენად, რამდენადაც ყოველ კალპაში არსებობს 14 მანუ, თითოეულ მანვანტარაში შედის 71 მაჰაიუგა. ინდუიზმის მიხედვით, თითოეული მაჰაიუგას შემადგენელი 4 იუგა-საგან (ეპოქა). ესენია: სატია-იუგა, ტრეტა-იუგა, დვაპარა-იუგა და კალი-იუგა.
 სატია-იუგა გრძელდება 1 728 000 მიწიერი წელი, ტრეტა-იუგა გრძელდება 1 296 000 მიწიერი წელი, დვაპარა-იუგა გრძელდება 864 000 მიწიერი წელი, ხოლო კალი-იუგა, ბოლო ეპოქა გრძელდება 432 000 მიწიერი წელი. აქედან გამომდინარე 4 იუგა ერთად ანუ ერთი მაჰაიუგა გრძელდება 4 320 000 მიწიერი წელი. ერთი მანვანტარა გრძელდება 306 720 000 მიწიერი წელი, ხოლო თოთხმეტივე მანვანტარა ერთად ანუ ერთი კალპა, ინდუისტური ისტორიოგრაფიის და ქრონოლოგიის თანახმად, შეადგენს 4 294 080 000 მიწიერ წელიწადს (4,3 მილიარდი წელიწადს), ამას დავუმატოთ 9 სანდხია ანუ შუალედური გარდამავალი პერიოდები (ციკლები) მანვანტარებს შორის, რომელთაგან თითოეულის ხანგრძლივობა უდრის 2 880 000 მიწიერ წელიწადს, ცხრავე შუალედური ციკლი ერთად უდრის 25 920 000 მიწიერ წელიწადს, თუ ამ ცხრა სანდხიას დავუმატებთ თოთხმეტი მანვანტარული ციკლის საერთო ხანგრძლივობას, გამოდის,  რომ დედამიწა წარმოიშვა 4 320 000 000 მიწიერი წლის წინ, მზე ცოტათი უფრო ადრე. თითოეული კალპა ისევე როგორც პრალაია უდრის 4 320 000 000 მიწიერ წელიწადს (ბრაჰმას ერთ კოსმიურ დღეში, ისევე როგორც ერთ კოსმიურ ღამეში შედის 1 576 800 000 000 მიწიერი დღე და ღამე), ხოლო საერთო ჯამში ორივე ციკლი (ბრაჰმას ერთი დღე და ერთი ღამე) უდრის 8 640 000 000 მიწიერ წელიწადს. ბრაჰმას 365 „დღე“ და 365 „ღამე“ ჯამში უდრის 3 153 600 000 000 მიწიერ წელიწადს ანუ ბრაჰმას ერთ ღვთაებრივ „წელიწადს“. ასი ასეთი „წელიწადი“ უდრის 315 360 000 000 000 მიწიერ წელიწადს (იხ. ინდუისტური წმინდა წიგნები: „მაჰაბჰარატა“, „რამაიანა“, „დევიბჰაგავატაპურანა“, „ვიშნუპურანა“, „შივამაჰაპურანა“, „რიგვედა“, „სამავედა, „იაჯურვედა“, „ათჰარვავედა“, „ბრაჰმანდაპურანა“, „აგნიპურანა“, „ვაიუპურანა“, „გარუდაპურანასაროდჰარა“, „კალიკაურანა“, „მატსიაპურანა“, „სკანდაპურანა“ და ა.შ.).
ამ გამოთვლებით  აშკარაა, რომ ინდუისტები და ათეისტი მეცნიერები ამტკიცებენ დაახლოებით ერთსა და იმავეს, კერძოდ იმას, რომ დედამიწა დაახლოებით ოთხნახევარი მილიარდი მიწიერი წლისაა, ხოლო მზე დაახლოებით ხუთი მილიარდი წლის, მაშინ როდესაც აბრაამიტი ქრისტიანი, იუდაისტი და ისლამისტი დოგმატიკოსები და მორწმუნეები, ბიბლიური ისტორიოგრაფიის საფუძველზე ამტკიცებენ, რომ არამარტო დედამიწა, არამედ მთელი მეტაგალაქტიკა სულ რაღაც 7807 მიწიერი წლისაა. რაც წარმოადგენს სრულ აბდაუბდას და აბსურდს.
ქრისტიანი და იუდაისტი ფანატიკოსების და ფუნდამენტალისტების მიერ არასწორად და დამახინჯებულად თარგმნილ ბიბლიაში, დაბადების წიგნში, პირველ და მეორე თავებში წერია, რომ ე.წ. „ღმერთმა“ „სამყარო ექვს დღეში შექმნა“. მართლაც დაბადების წიგნში ლაპარაკი მიდის დღეებზე, კანონიკურ თარგმანში წერია სიტყვა „დღე“ კალენდარული მნიშვნელობით, მაგრამ რეალურად ორიგინალში, დაბადების წიგნის დედანში, წერია ებრაული სიტყვა – „იომ“. სიტყვა „იომს“ გააჩნია ორი მნიშვნელობა, პირველი მნიშვნელობა არის ნამდვილად კალენდარული დღე, მაგრამ მეორე მნიშვნელობა არის არა კალენდარული დღე, არამედ გალაქტიკური წელიწადი. დიდი გალაქტიკური კოსმიური ციკლი, კოსმიური ერა, რომელთაგან თითოეული გრძელდება მრავალი მილიონი მიწიერი წელიწადი.
თითოეული მანვანტარა, რომელიც გრძელდება 306 720 000 მიწიერი წელიწადი, არის ერთი გალაქტიკური წელიწადი, დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მზე და დედამიწა დანარჩენ პლანეტებთან ერთად ერთ სრულ წრეს არტყამენ გალაქტიკის ცენტრში მდებარე შავი ხვრელის გარშემო, ანუ ესაა მზის სისტემის ერთი ორბიტული პერიოდი. უკანასკნელი ოთხნახევარი მილიარდი მიწიერი წლის განმავლობაში მზის სისტემამ უკვე ცამეტნახევარჯერ შემოუარა გალაქტიკის ბირთვს გარშემო. ინდუისტური მოძღვრებით, როდესაც მზის სისტემა მეთოთხმეტედ შემოუვლის გალაქტიკის ცენტრში მდებარე სუპერმასიურ შავ ხვრელს, იგი არსებობას დაასრულებს და განადგურდება.
ბუდისტური კოსმოგონიის მიხედვით, კოსმიური ყოფიერება იყოფა 4 კალპად ანუ დიდ ციკლად, ესენია ვივარტაკალპა – ემანაციისა და სამყაროთა ფორმირების ერა, კოსმიური ციკლი, რომლის დროსაც უზენაესი აბსოლუტის – ადიბუდას (სანსკრიტ. – თავდაპირველი სინათლის სიბრძნის) წიაღიდან ხდება ცოცხალი არსებების ანუ ჯივების, ღმერთების ანუ დაივების, დჰიანა ბუდების, დჰიანა ბოდჰისატვების, მანუში ბუდების, არჰატების, დჰარმაპალების და ხევაჯრების ემანირება ანუ გამოდინება, გამოყოფა. ერა, რომლის დროსაც დჰიანა ბუდების მისტიკური მეტაფიზიკური ენერგიებისა და ცოცხალი არსებების (ჯივების) კოლექტიური ფსიქომენტალური ევოლუციური მოქმედებების ენერგიის – კარმას მეოხებით ხდება მატერიალური დჰარმების (მატერიალური კოსმოსის ელემენტების) ფორმირება. ვივარტასტხაიკალპა – ევოლუციის ერა (ციკლი), რომლის დროსაც მიმდინარეობს ცოცხალი არსებებისა და მატერიალური დჰარმების (მატერიალური კოსმოსის ელემენტების) ევოლუცია. ესაა მატერიალური სამყაროს არსებობის ციკლი. სამვარტაკალპა – მატერიალური დჰარმების განადგურების ანუ ანიჰილაციისა და დეზინტეგრაციის ერა, რომლის დროსაც ირღვევა და ინგრევა მატერიალური სამყარო და შთაინთქმება ადიბუდას მიერ ნაწილობრივ, გარკვეული ნაწილი კი ენერგეტიკული ნამსხვრევების სახით რჩება მეტასივრცეში. სამვარტასტხაიკალპა – სიცარიელისა და არარაობის ერა (ციკლი), ერა რომლის დროსაც მატერიალური კოსმოსი არ არსებობს. ამ ოთხი კალპადან თითოეული გრძელდება 20 ანტარაკალპა, საერთო ჯამში ოთხივე კალპა გრძელდება 80 ანტარაკალპა. ბუდისტური მოძღვრების თანახმად, მატერიალური სამყარო წარმოიშვა მრავალი მილიარდი წლის წინ და თითოეული ანტარაკალპა გრძელდება მრავალი მილიონი წელი (იხ. ბუდისტური წმინდა წიგნი – „ტრიპიტაკა“). 

























Комментариев нет:

Отправить комментарий