არ
აქვს მნიშვნელობა რომელი რეჟიმის წინააღმდეგ აპროტესტებ. რეზულტატი მუდამ
ერთია. როცა გამოდიხარ რეჟიმის წინააღმდეგ; იქნება ეს რეჟიმი "ლიბერალური",
კონსერვატიული, ფაშისტური თუ ბოლშევიკური.... არ აქვს არავითარი
მნიშვნელობა... მინიმუმ ფეხებზე დაგიკიდებენ ანუ მიიღებ – სრულ იგნორს,
მაქსიმუმ – დაგარბევენ და დაგლეწავენ. გავიხსენოთ ამერიკაში
ანტიკაპიტალისტური პროტესტების ტალღა ნიუ იორკში და რითი დამთავრდა
(დარბევით და დალეწვით...). სხვათაშორის ლიბერალური რჟიმი ყველაზე საშიშია,
თავისი ფსევდოინტელექტუალისტური დემაგოგიური სოფიზმის გამო.
უყვართ
ლიბერალებს ხალხის ტკბილი სიტყვებით გაბრუება და ეს ბოლშევიკურ მათრახზე
უარესია. ლიბერალები არაფრით სჯობიან ბოლშევიკებს. იცით რატომ? ისინი
პრაქტიკულად ყოველგვარ "თავისუფლებას" აძლევენ მასებს, გარდა ყველაზე
უმთავრესისა და ესაა ცრუ თავისუფლება, დეგრადაციის გზა. ლიბერალიზმი =
კაპიტალიზმზე დაფუძნებული თავისუფლება = თავისუფალი და ცარიელი კუჭი.
ლიბერალური კაპიტალიზმის პირობებში ოლიგარქები არიან თავისუფლები და
ყველაზე რეალურად თავისუფლები სწორედ ისინი არიან. ლიბერალიზმი =
ეკონომიკური ეთიკის არქონა. რეზულტატში ვიღებთ ამას: თავისუფალი ბაზრის
გარანტირების შედეგად, ბანდიტ ოლიგარქებს ეძლევათ ბურთი და მოედანი,
აგროვებენ ქონებას სუსტების ჩაგვრის და ძარცვის ხარჯზე და ეს მოქმედებს ასე
– ვისაც მეტი ფული აქვს იმას თავისუფლებაც მეტი აქვს და ვისაც ნაკლები...
ნაკლები, ვისაც არაფერი აქვს, იმას ხვიშტები და ბიშტები :)))
ლიბერალიზმი
თავისუფლებაა ხომ? :))) კარგით... იმაზე რაღას ვიტყვით რომ "ჯანსაღი
კონკურენციის" პირობებში შედეგად ვიღებთ სოციოეკონომიკურ დისპროპორციას და
ასიმეტრიას? ადამიანთა დიდ ნაწილს უწევს საარსებო მინიმუმზე გაძლება და
მიზერული რესურსებით "დაკმაყოფილება"... მაშინ როცა ოლიგარქები ღრეობენ
რესტორნებში და ტყნაურობენ ბოზებთან 13 ვარსკვლავიან სასტუმროებში... განა
შეუძლია ლიბერალური "თავისუფლების" პირობებში ღატაკს ადგეს და რაიმე
საჭმელი ან სამოსი ფულის გადახდის გარეშე "აიღოს" ანდა ელექტრობის
გადასახადი არ გადაიხადოს? :)))) ასეთს იმწამსვე ცოცხლად დამარხავენ და
"ხალხის მტრადაც" შერაცხავენ. ლიბერალიზმის დროს მხოლოდ ოლიგარქები არიან
თავისუფლები, ხოლო საშუალო და დაბალი კლასი შესაბამისად სანახევროდ მონები
და 100% მონები არიან. კაპიტალიზმი = ეკონომიკური იერარქიულობა = ასიმეტრია
= უსამართლობა დაკანონებული. ლიბერალების "თავისუფლება" = ილუზია.
ლიბერალიზმი ქადაგებს მდიდართა თავისუფლებას და ღატაკთა მონობას. სწორედ
ამას ამბობს თავისუფალი ბაზრის მთავარი პრინციპი "ეკონომიკის ნებაზე
მიშვება" :))) ანუ ოლიგარქებისთვის სრული კარტ ბლანშის მიცემა, ხოლო
სხვებისთვის ხვიშტების.
Комментариев нет:
Отправить комментарий