Li Lith была разъярен.
რატომ არ უნდა იყო "ნატლაკი ქალი"?
"ნატლაკი ქალი" - ნუთუ არ იმსახურებს ამ სიტყვათშეთანხმების ავტორი ერთ პოსტს? (ანონიმურობა დაცულია)
სანამ გოგონები ერთ რამეს არ გააცნობიერებთ, რომ საკუთარი სხეული და ცხოვრება მხოლოდ თქვენი საკუთრებაა და არა თქვენი მშობლების, მღვდლების, სანათესაოს, მეზობლების, ოჯახის ღირსების, ტრადიციების, მამა-პაპის, წინაპრების, ჟუჟუნა - მაყვალას, სადედამთილო-სამამამთილოსი და მომავალი ღორი ქმრების, მანამ მოგიწევთ, აიტანოთ ზემოხსენებული და მსგავსი დამამცირებელი ეპითეტები ე.წ. "ვაჟკაცებისგან"
სანამ არ მიხვალთ დასკვნამდე, რომ თქვენ, 18 წლის ასაკიდან, ზრდასრული ადამიანები ხართ და ისე შეგიძლიათ წარმართოთ თქვენი ცხოვრება, როგორც ეს თავად მოგესურვებათ და არა ისე, თუ როგორ სურს ეს "ბიცოლა იამზეს", ან "ბიძია ჯემალას", მანამ ყოველგვარ განვითარებაზე საუბარი ზედმეტია.
როდესაც 20-25 წლის გოგო მამისა და ძმისგან ითხოვს ნებართვას, რომ გაუშვან სადღაც, (გადავსებულია რეგიონული ქალაქები ღამისა თუ სტრიპტიზ კლუბებით 😀 :D), საიდანაც არაუგვიანეს 8 საათისა დაბრუნდება, არის ამაზრზენი და გულისამრევი, უფრო გულის ამრევი კი, იმ ძმებისა და მამების ბანდაა, რომლებიც გველეშაპებივით დასდგომიან თავზე, ოჯახში, ყველა მდედრობით სქესს და რომ შეეძლოთ, ლამის, თავად შეირთავდნენ ცოლებად საკუთარ ქალიშვილებსა თუ დებს, ოღონდ სხვა კაცმა "მათი ქალი არ იხმაროს". (ციტატაა, ჩემს ლექსიკაში მსგავსი გულისამრევი დამოკიდებულება სექსუალური ცხოვრების მიმართ არ არსებობს).
სანამ ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა (თუკი ამას ურთიერთობა შეიძლება ეწოდოს) პრიმიტივიზმის უმდაბლესი საფეხურის საზღვრებს არ გასცილებია, მანამ სხვა სფეროების განვითარებაზე საუბარი ზედმეტია.
სადაც ახალგაზრდების 80%-ს პირადი ცხოვრება არ გააჩნიათ და შეყვარებულობა, რომელიღაც დუქნის წყალ-წყალა ყავის დალევით შემოიფარგლება, რადგან მერე, "ვინმე ანზორამ" ენები არ დაარხიოს, ისაო, ვალერას გოგო გაბოზებულაო, გუშინ ვნახე ბიჭთან ერთადო, მანამ განვითარებაზე საუბარი ზედმეტია.

სანამ პრიმიტიული ვაჟკაცები ქალში მხოლოდ საქალწულე აპკს ხედავენ და
პრეტენზიებით გამოდიან, აქაოდა, მე არაქალიშვილი როგორ მეკადრება,
დამიხედეთ, რა ვაჟკაცი გახლავართ, მე ჩემი ღირსება გამაჩნიაო, მანამ
ყოველგვარ განვითარებაზე საუბარი ზედმეტია.
თურმე, ის აღარ კმარათ, რომ ქალი, ლამის 40 წლის, უსექსობისგან დანევროზებული ელის ამ, თეთრ ცხენზე ამხედრებულ ღორს, ახლა, ისიც მოუნდათ, ქალს სხვისთვისაც არ უნდა ჰქონდეს ნაკოცნიო. თურმე, ესეც მათ ღირსებას ლახავს და "ასეთ გოგოს კუხნის ქალი სჯობს, სხვისი ნატლაკი მაინც არააო". (ნატლაკი ქალი - აი, რას ნიშნავს კოცნა პრიმიტივი ვაჟკაცისთვის).
ახლა კი, ისმის კითხვა: კი, მაგრამ, რა დამსახურებისთვის უნდა მოგართვან ლანგრით თქვენმა მომავალმა ქალიშვილმა ცოლებმა თავიანთი საქალწულე აპკი? რომელი ღირსებისთვის, რითი დაიმსახურეთ თქვენ ის, რომ ქალმა ლამის კლიმაქსამდე გელოდოთ?
50%, თუ მეტი არა, სრული უვიცები ხართ ნებისმიერ საკითხში, ერთადერთი, რაშიც წარმატებას აღწევთ, ესაა ძალისმიერი ქცევა, ანუ სიმხეცე და მუჭების ქნევა, რასაც თქვენს აპკიან ცოლებსაც არ აკლებთ უმეტეს შემთხვევაში.
რომელი ღირსებისთვის დაიმსახურეთ თქვენ, რომ შაჰ-აბასივით წამომიჯდეთ და ხელის დაქნევით მიიღოთ ის, რასაც მოისურვებთ, და შემდეგ, თუკი 39 წლის ასაკში, "ნევროზიანმა ქალიშვილმა" ვინმეს აკოცა, თურმე თქვენი ღირსების შელახვაა.
პრიმიტივიზმის უმდაბლესი საფეხურია თქვენი მენტალიტეტი და უფრო პრიმიტივია ის ქალი, რომელიც ასეთ ღორს ელის, აჰაო, აბა მე რა ქალი ვარ, თუ ქმარს ქალწული არ ჩავბარდიო...
იქნებ კანიბალიზმიც შემოგვეღო მეტი მრავალფეროვნებისთვის? თორემ თქვენი ჰორიზონტი ისედაც ვერ წვდება ველური, პრიმიტიული ტომების შემოგარენს.
პ.ს. ამ პოსტს ჰყავს კონკრეტული ადრესატები, გარკვეული მიზეზების გამო არ ვაქვეყნებ მათ სახელებს. ამიტომ, აქ არ შემომიხტეს ვინმე "წამაყვალო გოგო", ან "ჯემალას მსგავსი ტიპი", ...
ვინც საკუთარი თავი ამოიცნოთ, გთხოვთ, დააჭიროთ ღილაკს, რომელსაც "წაშლა" ჰქვია.
ნუ დაიწყებთ მტკიცებას, არიქა, სად ხდება ეგრეო. მშვენივრად ვიცი, სად რა ხდება...

Комментариев нет:
Отправить комментарий