ღვთისავარ ჩაბრავა
იტალიური ფილოლოგიის
მეოთხე კურსის სტუდენტი.
საგანი – მეოცე საუკუნის
იტალიური ლიტერატურა
ლექტორი – ხათუნა ცხადაძე
დინო ბუცატის თხზულებათა ფილოსოფიურ– ფსიქოლოგიური ანალიზი
მოთხრობა #1 – „ავტომობილის
ჭირი“
ანალიზი: ამ მოთხრობაში
არის საკმაოდ უცნაური გარემო დამახასიათებელი ბუცატის გენიისთვის. მთავარი გმირებია:
ჯოვანი, ჩელადო, რომელიც მუშაობს მენდოსას ქუჩაზე მდებარე „ირიდას“ სახელოსნოში და
ავტოფარეხში, არისტოკრატი ქალბატონო როზანა ფენამორა და ე.წ. კონტროლიორები. ჩელადო
არის ადამიანი რომელიც ყვება გასაოცარ ამბებს და ნამყოფი იყო ცენტრალურ და სამხრეთ
ამერიკაში. მოთხრობაში არის პერიოდი როცა ავტომობილთა ბუმია და უეცრად ავტომობილებს
ემართებათ იდუმალი ავადმყოფობა, ერთი მეორის მიყოლებით ავტომობილების ძრავებს ემართება
უცნაური ხარვეზები, ეს იწყება ყრუ გრუხუნით და სხვა არასასიამოვნო ხმებით და ბოლოს
ძრავა გამოსცემს რაღაც უცნაურ მყრალ ნივთიერებას და სამუდამოდ ჩერდება და ჩლუნგდება.
არსებობენ კონტროლიორებიც რომლებიც ახორციელებენ გლობალურ მონიტორინგსა და კონტროლს
ავტომობილთა პატრონებზე. რაღაც პერიოდში ავტომოყვარულები გაურბიან ხალხმრავლობას და
მიდიან მიყრუებულ ადგილებში, პანდემია ცოტა წყნარდება, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ
ავტომობილთა პატრონები ბრუნდებიან ქალაქების ცენტრში და ვირუსი ახალი ძალით იფეთქებს.
ჯოვანი რომელიც მეგობრობს ჩელადოსთან ასევე მსახურობს არისტოკრატ ქალთან, რომელსაც
ჰყავს „როლს როისი“ არწმუნებს ჯოვანის რომ მის ავტომობილს არაფერი დაემართება, მაგრამ
ეს მაინც ხდება. ჯოვანი ამთავრებს საუბარს იმით, რომ მის თვალწინ გადაშლილია შემზარავი
და გაურკვეველი იდუმალი მომავალი ავტომობილთა ჭირის ფონზე. მე ვასკვნი რომ აქ ადგილი
ჰქონდა შეთქმულებას. რატომ? აბა დაფიქრდით, ვინ აწყობდა იმ ავტომობილებს? მე ვფიქრობ
რომ კონკრეტულმა ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა რომელსაც ხელი მიუწვდებოდა ავტოფაბრიკებზე,
განახორციელა დივერსია. სხვაგვარად რომ ვთქვათ ეს იყო დივერსია რომელიც განხორციელდა
ავტობილთა კონტრუქტორებსა და ამწყობებს შორის მყოფი დივერსანტების მიერ. ამ მოთხრობაში მე ვხედავ სანსარაში გამეფებულ ამაოებას.
მოთხრობა #2 – „გოგონა
რომელიც მიქრის ქვემოთ“
ეს მოთხრობა გვეუბნება
იმის შესახებ რომ 19 წლის მარტა იყო ინფანტილური სუიციდური მაზოხისტი, რომელიც ფლობდა
დიდ კაპიტალს მაგრამ სიცოცხლის აზრს ექსტრემალურ სიკვდილში ხედავდა, ისევე როგორც მრავალი
სხვა გოგონა. ამ სამყაროში ცათამბჯენების თავზე ბინებს ყიდულობენ ანომალიური აზროვნების
ახალგაზრდა ქალწულები, რომლებსაც უყვართ ექსტრიმი და სიკვდილს ესწრაფვიან, ხოლო დაბალ
სართულებზე სახლობენ მხოლოდ მოხუცები. მარტა მიფრინავს ქვემოთ და ათვალიერებს მშვენიერ
სამყაროს, ის გრძნობს რომ ვეღარ იქნება ამ სამყაროს ნაწილი მაგრამ ექსტრიმი მაინც თავში
უქრის. მას შუა გზაზე დაეწევა და გაასწრებს მეორე უცნობი გოგონა. მოხუცები დაბალ სართულზე
მსჯელობენ ახალგაზრდებში გავრცელებულ სუიციდალურ ფსიქოპათიაზე. სხვათაშორის ალეგორიულად
ეს გზა ზემოდან ქვემოთ შედარებულია სიცოცხლის გზასთან (ბოლო სართულებთან თითქოსდა გოგონები
უკვე ბებრები არიან). ეს გოგონები არიან „სანსარინები“ ანუ ჯივები (ცოცხალი არსებები),
რომლებმაც არ შეიმეცნეს დჰარმა და ნეგატიური კარმული დაბინდვის ზეგავლენის ქვეშ უაზრობა
ჩაიდინეს. ესენი არიან დჰარმის არმცოდნე სანსარინები, გონებადაბინდული სულები ჩაძირულნი
ავარანა შაკტის ანუ ავიდიას (უმეცრების) ჭაობში. მათ არ იციან დჰარმა და ამიტომაც ვერ
ხვდებიან რა არის სამყაროს არსი და არსებათა სიცოცხლის აზრი და მიზანი. მათ არ იციან
მაჰავირას, შანკარას და ბუდას სიბრძნე.
მოთხრობა #3 – „ჰორმ
ელ ჰაგორი“
ეს მოთხრობა მოგვითხრობს
რამოდენიმე საინტერესო პერსონაჟზე, ესენია: გრაფი მანდრაკონი, შუახნის მკვლევარი ლეკლერკი
და თანმხლები პირები. ლეკლერკმა მიზნად დაისახა ჰორმ ელ ჰაგორის დაბლობზე თოტის ტაძარში
გათხრები. ლეკლერკი გრძნობდა მისტიკურ ძალებს, კერძოდ კი თოტს. მალე მივიდა მასთან
გრაფი. გრაფი მედიდურად იქცეოდა და ყურს არ უგდებდა მკვლევარს. ბოლოს მოხდა ისე, რომ
გათხრების ადგილას გაიღვიძა თოტის მაგიამ, ატყდა ქვიშის ქარიშხალი და ყველა დაფრთხა.
გრაფი გაიქცა. ლეკლერკი გაოცებული შესცქეროდა აბობოქრებულ სტიქიას. ის ამბობს რომ გრაფმა
დაუდევრობით გააღვიძა მთვლემარე მაგიური ძალები. მოთხრობაში ჩანს რომ ძველი ეგვიპტის
ღმერთები არსებობენ და არსადაც არ გამქრალან, ჩანს ასევე ძველი ეგვიპტელი ერის და ფარაონის
დამოკიდებულება თოტის და სხვა ღმერთების მიმართ. ლეკლერი მოხიბლულია ეგვიპტური მისტიკით.
ლეკლერი ტიპიური მკვლევარია რომელიც არა მხოლოდ აღფრთოვანებულია ეგვიპტური მითოსით
არამედ გააჩნია კიდეც გარკვეული მოწიწება და პატივისცემა ეგვიპტური მისტერიების მიმართ.
ვხედავ რომ ღმერთების დჰარმა ცოცხალია და ადამიანი რომელიც არ ილტვის უფალთა სიბრძნის
შემეცნებისკენ არის სანსარაში ჩაძირული უბადრუკი „სანსარინი“, მიჯაჭვული სული. კაპიტალისტური
სტატუსი არაფერს ნიშნავს, მთავარია ღმერთების ცოდნა – „ბრაჰმავიდია“.
მოთხრობა #4 – „თვალი
თვალის წილ“
ამ მოთხრობაში მე ვხედავ
ჯაინისტური, ბუდისტური და ინდუისტური ფილოსოფიის და ეთიკის ტრადიციულ დოქტრინებს და
ასევე პრიმიტიულ აბრაამულ დოქტრინას „თვალი თვალის წილ“. მარტორანის ოჯახი ბრუნდებოდა
კინოთეატრიდან სადაც ნახეს ჯორჯ ფრეიდერის ფილმი ვესტერნი „მეწამული ბეჭედი“. ოჯახი
შედგებოდა: მამა კლაუდიო, დედა ერმინია, ასული ვიქტორია და მისი ქმარი ჯორჯო, ვაჟი
ჯანდომენიკო და ბებია მატილდა. როცა ისინი დაბრუნდნენ სახლში ნახეს რომ სახლში შემოჭრილნი
იყვნენ გრძელ ხორთუმიანი „რინკოტები“ ტარაკანის მსგავსი მწერები. ცხადია ქალებმა ატეხეს
ისტერიკა და პანიკა და კაცებთან ერთად დაიწყეს რინკოტების ხოცვა. სხვათაშორის თავიდან
ბებია მატილდამ თქვა რომ შუაღამის მერე მოკვლა ავბედითიაო. მას არავინ დაუჯერა. ერთ
ერთი კაცი ამბობს რომ ეს რინკოტებია და არა ტარაკნები. სანამ სახლში მივიდოდნენ მსჯელობდნენ
იმაზე რომ არის თუ არა შურისძიება სწორი იდეა. რაღაც მომენტში რინკოტებმა მოიპოვეს
დემონური ძალა და თავიანთი დახოცილი ძმების და დების მკვლელ ადამიანებზე შურისძიება
განიზრახეს, გადავიდნენ აქტიურ შეტევაზე, გაიზარდნენ ზომაში და გადაიქცნენ 2 მეტრიან
გიგანტებად. დედა რინკოტი და მამა რინკოტი სათავეში ჩაუდგნენ ცოცხლად გადარჩენილებს
და დაიწყეს მარტორანის ოჯახის წევრების დასჯა. მოთხრობაში ჩანს შურისძიების აბრაამული
იდეის აბსურდულობა და იმავდროულად კარმული კანონი. არსებობს სამი სახის კარმა ანუ მიზეზ–შედეგობრიობის
სულიერი ენერგია, რომელიც ყველგან და ყველაფერშია, ესენია: კრიამანა კარმა – რომელიც
ჯერ კიდევ გროვდება, სანჩიტა კარმა – უკვე დაგროვილი და პრარაბდჰა კარმა – ნაყოფის
მომტანი აწმყოში. ინდუისტური, ბუდისტური და ჯაინისტური დჰარმის ანუ მორალის მიხედვით
ყველა ცოცხალ არსებას გააჩნია უკვდავი ჯივა დრავია ანუ ჯივა ატმანი (ცოცხალი სული)
იგივე ვიჯნანა (ცნობიერება). ყველა არსება თანასწორია. ცოცხალი სულები – ჯივები იგივე
სატვები არიან სულიერი სუბსტანციები, რომლებსაც არ გააჩნიათ ერთი კონკრეტული ფიქსირებული
ბუნება და მუდმივად იცვლიან ფიზიკურ და ასტრალურ ფორმებს (სხეულებს). ყველა ცოცხალ
არსებას გააჩნია რამდენიმე სხეული; ინდუისტური სწავლებით არის სამი სხეული და ხუთი
კარმული გარსი: აანამაიაკოშა, პრანამაიაკოშა, მანუმაიაკოშა, ვიჯნანამაიაკოშა და ანანდამაიაკოშა
და ფიზიკური სხეული – სტხულა შარირა, ასტრალური სხეული – სუკშმა შარირა და სულიერი
სხეული – კარანა შარირა. ჯაინის სწავლებით 4 სხეული: აუდარიკა შარირა – ფიზიკური, ვაიკრია
შარირა – ეთერული ტრანსფორმაციის, ახარაკა შარირა – ასტრალური ტელეპორტაციის და ტაიჯასა
შარირა – ფსიქიკური ცეცხლის სხეული. ჯაინის, ბუდას და შანკაას სწავლებებში კარმულ დანაშაულად
ითვლება ნებისმიერი ცოცხალი არსების სიცოცხლის მოსპობა, ასე მოქმედებს კარმული კოსმიური
მექანიზმი. აბრაამულ დოგმატებში ამის მსგავსი არაფერია, აბრაამული აზროვნებით მხოლოდ
ადამიანის სიცოცხლეა ძვირფასი და საჭირო. დჰარმულ მფილოსოფიაში ყველა სიცოცხლე თანასწორია
და ძვირფასია. ჯაინის სწავლებით არსებობს 8 კარმა: 1) ჯნანავარანია კარმა – რომელიც
ბინდავს ჭეშმარიტ ცოდნას, 2) დარშანავარანიაკარმა – რომელიც ხელს უშლის ჯაინური მორალის
მიღებას, 3) ვედანია – რომელსაც ემოციურ აფექტებამდე მიჰყავს ადამიანი, 4) მოჰანია
– რომელიც ბადებს ადამიანის ცნობიერებაში ილუზიებს, 5) აიუშკა – რომელიც განსაზღვრავს
სიცოცხლის ხანგრძლივობას, 6) ნომა – რომელიც განსაზღვრავს სოციალურ სტატუსს, 7) გოტრა
– რომელიც წარმომავლობას განსაზღვრავს და 8) ანტარია – დამანგრეველი კარმა. როდესაც
მარტორანის ოჯახმა არაფრად ჩათვალა რინკოტების სიცოცხლე და დაარღვია დჰარმა, კერძოდ
კი კანონი აჰიმსა იგივე ავიჰინსა – ზიანის არ მიყენების ანუ არაძალადობის კანონი, მყისვე
სიდჰებმა (გასხივოსნებულმა სულებმა) და დაივებმა (ღმერთებმა) კარმულ კანონზე დაყრდნობით
მიანიჭეს რინკოტებს ახალი ძალა და უნარი ეძიათ შური დახოცილი ძმების და დების გამო
კარმული კანონის ფარგლებში. ამოქმედდა ანტარია (დამანგრეველი კარმა). ადამიანები რომლებმაც
დაარღვიეს დჰარმა უმეცრების გამო, დაისაჯნენ. მოთხრობა გვიჩვენებს ინდურ დჰარმას ანუ
აღმოსავლურ მისტიკურ ეთიკას, რომლის თანახმადაც არავისთვის ზიანის მიყენება არ შეიძლება
და რომ ადამიანი არაა სამყაროს ცენტრი. შეიძლება ითქვას რომ აბრაამული მორალი რაღაცით
წააგავს ინდურ დჰარმას.
მოთხრობა #5 – „მწერლის
საიდუმლოებანი“
ამ მოთხრობაში მე ვხედავ
დჰარმული ფილოსოფიის სიბრძნეს. ვხედავ სანსარინს – რეინკარნაციის მორევში ყელამდე ჩაძირულ
მოხუცებულ მწერალს, რომელიც ერთ დროს პოპულარული და ახალგაზრდა იყო, მაგრამ დაბერდა
და შთაგონება წაერთვა, მიატოვა მუზამ. ვხედავ მწერლის ვნებათაღელვას. სიცოცხლის ბოლოს
იკვეხნის რომ დაწერა 12 ტომად დიდი თხზულება და რომ მისი სიკვდილის შემდეგ წაიკითხონ
მხოლოდ. მწერალი აღსარებას ამბობს რომ მისი წარმატებები გახდა მრავალი სხვა ადამიანის
ტანჯვის და წვალების მიზეზი. სიკვდილის შემდეგ პოულობენ იმ „წიგნებს“, რომლებშიც არაფერი
წერია. მოთხრობაში ვხედავ სანსარას მოჩვენებითობას და ამაოებას. მწერალმა სიცოცხლეში
ვერ შეძლო დჰარმის შეცნობა და ამიტომაც გარდაიცვალა უბედური.
მოთხრობა #6 – „ყველგანსუფევი“
ამ მოთხრობაში მე ვხედავ
ბრაჰმავიდიას იდეებს, მე ვხედავ ტანტრას და ვედანტას სიბრძნეს. მწერალი, როგორც ჩანს
თავად ბუცატი აღმოაჩენს მაგიურ წიგნს რომელშიც წერია ფორმულები, რომელთა დახმარებითაც
ის შეიძენს ტელეპორტაციის უნარს. ის მალე შეშინდება და უარყოფს ამ ძალას. რატომ უარყოფს?
იმიტომ რომ შინაგანი ხმა უკარნახებს რომ ესაა „სიდჰები“ ანუ მისტიკური ძალები, მას
კი არ აქვს დჰარმის ცოდნა, ის არაა სიდჰი, არიჰანტი ან აჩარია, სხვაგვარად რომ ვთქვათ
გასხივოსნებული ზესული ანდა სულიერი მოძღვარი რომელიც ფლობს დჰარმის შესახებ ზუსტ ცოდნას.
ის უბრალო სანსარინია (სანსარაში ჩაძირული სულელი მატერიალისტი). ის მალე გააცნობიერებს
რომ ეს ძალა მისთვის არაა და დაშოშმინდება. ინდური დჰარმის მიხედვით არსებობენ გასხივოსნებული
ზეარსებები: ჯივანმუქტები, ვიდეჰამუქტები, ბუდები, ბოდჰისატვები, პრატეკაბუდები, არიჰანტები,
აჩარიები, ტირთხანკარები და სიდჰები, რომლებმაც სულიერი ევოლუციის პროცესში მოიპოვეს
ნათელ გონებასთან ერთად ზეადამიანური ძალები. უბრალო არსებებს ანუ სანსარინებს არ შეუძლიათ
მიიღონ ზეძალა, მაგრამ მაინც თუ ჩაუვარდება ასეთს ხელში ასეთი ძალა ასეთი ადამიანი
დაღუპავს საკუთარ თავსაც და მსოფლიოსაც. ძალა დჰარმის გარეშე დამღუპველია. მაგალითად
სანსარას მმართველ ბოროტ დემონებს – მარებს აქვთ ძალა, მაგრამ არ აქვთ დჰარმა. ეს მაგიურ
წიგნი ამ ადამიანს ხელში არ უნდა ჩავარდნოდა.
მოთხრობა #7 – „ვარსკვლავების
ზეგავლენა“
დინო ჩავიდა ქალაქ მასტაში
სადაც ცხოვრობდა მოყვარული ასტროლოგი ჩერიელო, ამ ქალაქში მდებარეობდა ასტროლოგიის
კვლევითი ცენტრი. ქალაქში ყველას სჯეროდა ასტროლოგიის. ახალ ამბებში, რადიოშიც და ტელევიზორშიც
მუდამ აცხადებდნენ ასტროლოგიურ პროგნოზებს. დინოს არ სჯეროდა, მაგრამ ერთხელაც როცა
ჩერიელოსთან სტუმრად იყო, ახდა პროგნოზი, ჯერ ხელი იღრძო, მერე ონკანი გაუფუჭდა და
სახლი დატბორა, მერე კიდევ ცაში საავდრო ღურბლები გამოჩნდა და ქუჩებში ნიაღვარი დადგა.
მალე ჩერიელო დაბრუნდა და მიხვდა სიტუაციას. ამ მოთხრობაშ მე ვხედავ ვედურ და გნოსტიკურ
ასტროლოგიას. მანიქეიზმის მიხედვით შორეულ წარსულში სინათლის და ბნელეთის ძალებს შორის
იყო ომი, ბნელეთის ძალებმა დაატყვევეს სინათლის ღმერთი „პირველადამიანი“ და შთანთქეს
მისი სინათლე. ცოცხალმა სულმა და სიცოცხლის დედამ სინათლის სამეფოდან დაიწყეს სინათლის
ნაპერწკლების გამოხსნა მატერიიდან, მათ შებოჭეს ხუთი ბოროტი არქონტი და სხვა დემონები,
მათი სხეულებისგან შეიქმნა დედამიწა რომლის თავზეც შეიქმნა 10 სიბრტყე. ცოცხალმა სულმა
შექმნა ვარსკვლავთა ბორბალი, სადაც შებოჭილნი იყვნენ არქონტების სულები. ესენია 5 ბოროტი
მეფე, რომლებიც 12 ზოდიაქოს დახმარებით ახდენენ მიწიერ არსებებზე ზეგავლენას. მერკური,
ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი 12 ზოდიაქოსთან ერთად გავლენას ახდენენ ადამიანებზე.
ცოცხალმა სულმა არქონტების დარაჯებად დააყენა 5 თავისი შვილი (ემანაცია): 1) სინათლისმპყრობელი
2) ღირსების მეფე 3) ადამანტი რომელიც დარაჯობს მატერიის არქონტებს 4) დიდების მეფე
რომელიც სტიქიათა ბორბალს ატრიალებს და 5) ომოფორი რომელსაც უჭირავს დედამიწა და
10 სიბრტყე. თითოეულ ნათელ და ბნელ სულს ემსახურება ანგელოზთა ლეგიონი. გნოსტიკური
ვერსია უფრო მარტივია; პლერომადან ანუ კეთილი ეონების სამეფოდან დაცემულმა ეონმა შვა
ნახევრად ბნელი და ნახევრად ნათელი ეონი ახამოტი, ახამოტმა შვა მახინჯი ანტიეონი –
ილდაბაოთი იგივე ლალდაბაოთი. მან შვა ელოი – იუპიტერის ეონი, საბაოთი – მარსის, იაჰვე
– მთვარის, ასტაფაიოსი – მერკურის, ორეუსი – ვენერის და ადონაიოსი – მზის. ამ ანტი
ეონების შექმნილია ჩვენი მზის სისტემა და ისინი იყენებენ პლანეტა სატურნის ორბიტაზე
და ურანის ორბიტაზე განლაგებულ ენერგეტიკულ სარტყელს რათა შორეული თანავარსკვლავედების
ეთერული ენერგიის მანიპულირებით მართონ ადამიანთა ფსიქიკა და გონება და ხელი შეუშალონ
პლერომაში ანუ ქრისტეს და სრულყოფილი მამის სისავსეში გადასვლაში. არქონტებიც და მათი
„სამყაროც“ შექმნილია პლერომის მსგავსად ოღონდ მისი უკიდურესი დამახინჯებით და გამრუდებით.
ესენი არიან პლერომას ძალების ანტიპოდები და ინვერსიები. მათ მოიტაცეს პლერომადან სულები
და თავიანთ შექმნილ მატერიაში ჩაამწყვდიეს და აიძულებენ რეინკარნაციას ასტროლოგიური
მაგიის დახმარებით. ადამიანები იტანჯებიან, ასხივებენ ტკივილის ნეგატიურ ენერგიას და
კვებავენ პარაზიტებს – არქონტებს. ქრისტე მოვიდა ადამიანთა დასახსნელად, მაგრამ ის
მოკლეს. ბუდა, კრიშნა და მანიც მოსულები იყვნენ ადამიანთა გადასარჩენად არქონტებისგან.
არქონტებმა დაიმონეს ოლიმპოს ღმერთებიც. არქონტებთან ერთად ცხოვრობენ ოლიმპოს უფალნიც.
ქალღმერთ აფროდიტას პარტნიორად ჰყავს პლერომას დედოფლის – ბარბელოს ასული – სოფია.
დანარჩენ ღმერთებს ასე არ გაუმართლათ. როცა არქონტებმა გადააკეთეს მათი სამყარო ისინიც
დაიმონეს. ზევსის პარტნიორად აირჩიეს იაჰვე იგივე იაო. არქონტები ასტროლოგიური მაგიის
დახმარებით იმონებენ ადამიანებს და ხელს უშლიან პლერომაში დაბრუნებაში ასტრალური საბაჟოების
დახმარებით. ამ მოთხრობის გმირებიდან პრაქტიკულად ვერცერთი ვერ ხვდებოდა ამას, თვით
ასტროლოგი ჩერიელოც კი. ყველა ასტროლოგმა კი არ იცის გნოსტიკური სიმართლე. მზე და მთვარე
არის სინათლის ძალების ინსტრუმენტები რომელთა დახმარებითაც ისინი აპარებენ განათებულ
სულებს პლერომაში. ჯერ მთვარეზე მიდიან სულები, მერე კი მზეზე და მზის გავლით უვლიან
გვერდს ასტრალურ საბაჟოებს და მიემართებიან სინათლის ეონების და ღმერთების სავანეში.
მე მესმის რატომ არიან მატერიალისტი ადამიანები სკეპტიკურები ასტროლოგიის მიმართ, უბრალოდ
მათი ცნობიერება საკმარისად არაა განვითარებული. არის 3 ტიპის ხალხი: 1) პნევმატიკოსები
– სულიერი 2) ფსიქიკოსები – მშვინვიერი (ნახევრად შემცდარი) და 3) ჰილიკოსები – აბსოლუტურად
უვიცი მატერიალისტები განწირულნი დაღუპვისთვის. აი ასე მესმის ეს. სხვათაშორის ასტროლოგია
მომდინარეობს სიტყვიდან „ასტრონ“, რაც ნიშნავს ვარსკვლავს. აქედან მოდის ფრაზა „ასტრალური
სამყაროც“. არის სამი სამყარო: 1) სულიერი 2) ასტრალური და 3) ფიზიკური. პირველი გაჩნდა
სულიერი სამყარო და მერე ყველა სხვა. სინამდვილეში ასტრალური სამყარო ეს არაა რაღაც
სხვა რეალობა პირდაპირი გაგებით. ასტრალური სამყარო ესაა სივრცე სატურნის ორბიტის გარეთ.
ასტრალი ესაა ეთერული მატერია მეოთხე და მეხუთე განზომილებებში. სხვაგვარად რომ ვთქვათ
გნოსტიკოსებს არ ჰქონდათ საუბარი სხვა სამყაროში გაღწევაზე, საუბარი იყო სატურნის ორბიტის
მიღმა კოსმოსში გასვლაზე. სულ ესაა. სამივე რეალობა ერთ სამყაროულ სფეროშია მოქცეული.
მოთხრობა #8 – „დროის
გაჩერების მანქანა“
მეცნიერმა
ალდო კრისტოფარიმ მერსიკანოდან გამოიგონა დროის მანქანა და მალე აღმოაჩინა რომ ადგილი
ჰქონდა დროის დამუხრუჭებას ფიზიკურ კოსმოსში. ძალიან მალე დროის ანომალიები შესამჩნევი
და შემაწუხებელი გახდა. მაგრამ მალევე დროის მანქანაში ახალი შეცდომის შედეგად ამოქმედდა
საპირისპირო პროგრამა და უკვე ადგილი ჰქონდა დროის ველის ნაწილაკების აქსელერაციას.
ტემპორალურ ველში ანომალიის შედეგად დედამიწა უდაბურ ნანგრევებად იქცა და ცივილიზაცია
გაქრა, ადამიანები გადაშენდნენ. წინასწარ ვიხდი ბოდიშს მაგრამ არ შემიძლია რომ არ გავიხსენო
ინდუისტური, ბუდისტური და ჯაინისტური მეტაფიზიკა. ჯაინების მიხედვით სამყაროში არსებობს
8 სუბსტანცია და მათ შორის არის აკაშა – სივრცე და კალა – დრო. ინდუისტური მეტაფიზიკის
მიხედვით არსებობს 14 „ლოკა“ ანუ სამყარო და 5 აკაშა ანუ სივრცე, რომლებშიც დრო სხვადასხვაგვარად
მიმდინარეობს. ყველა რეალობაში დროის მდინარება არაა ერთნაირი. სამყარო მინიმუმ 11
განზომილებისგან მაინც შედგება და სულიერი, ასტრალური და ფიზიკური რეალობები ერთმანეთზეა
აგებული. მოდით ახლა მოვიყვანოთ მაგალითები ბუდისტური მეტაფიზიკიდან. ბუდა გარკვევით
ამბობდა სხვადასხვა რეალობების და დროის ენერგეტიკული ველის შესახებ. ბუდისტური
მეტაფიზიკის მიხედვით ნებისმიერი ცოცხალი არსება ანუ ჯივა, მარადიული ცნობიერი არსებაა და შედგება შემდეგი ელემენტებისგან,
ესენია: 1) რუპა-სკანდხა – მატერიალური
სხეულებრივი ფორმის დჰარმების, დჰატუების და აიატანების (ელემენტების) ჯგუფი, 2) ვედანა-სკანდხა – შეგრძნების ფიზიკური და
მეტაფიზიკური ორგანოების დჰარმების, დჰატუების და აიატანების (ელემენტების) ჯგუფი,
3) სამსკარა-სკანდხა – ფსიქიკური კარმული
ენერგეტიკული იმპულსების დჰარმების, დჰატუების და აიატანების (ელემენტების) ჯგუფი,
4) სამჯნა-სკანდხა – მენტალურ-ინტელიგიბელური
(გონებისა და ინტელექტის) დჰარმების, დჰატუების და აიატანების (ელემენტების) ჯგუფი
და ბოლოს 5) ვიჯნანა-სკანდხა – ცნობიერების
დჰარმების, დჰატუების და აიატანების (ელემენტების) ჯგუფი. ცოცხალი არსების (ჯივას)
ხუთივე სკანდხა, დჰარმების, დჰატუების და აიატანების ანუ მატერიალური და „სულიერი“
ელემენტების ხუთივე ჯგუფის უნივერსალური პირველდასაბამი და პირველწყარო არის უმაღლესი
ცნობიერება-აბსოლუტი იგივე ცნობიერება-საცავი
(აბსოლუტური ცნობიერება) – ალაია-ვიჯნანა,
რომელიც წარმოადგენს უსასრულო და აბსოლუტური ინტრაკოსმიური ცნობიერების მარადიულ და
დინამიკურ-კინეტიკურ „ნაკადს“ (космический
поток абсолютного кинетического сознания). ყველა დჰარმა, დჰატუ და აიატანა წარმოიშობა ცნობიერება-საცავის
– ალაია-ვიჯნანას წიაღიდან. ბუდისტური კოსმოგონიის მიხედვით კოსმიური ყოფიერება
იყოფა 4 კალპად ანუ დიდ ციკლად, ესენია ვივარტაკალპა
– ემანაციის და სამყაროთა ფორმირების ერა, კოსმიური ციკლი, რომლის დროსაც უზენაესი
აბსოლუტის – ადიბუდას წიაღიდან ხდება ცოცხალი არსებების ანუ ჯივების, ღმერთების ანუ დაივების,
დჰიანა ბუდების, დჰიანა ბოდჰისატვების, მანუში ბუდების, არჰატების, დჰარმაპალების და
ხევაჯრების ემანირება ანუ გამოდინება, გამოყოფა, ერა, რომლის დროსაც დჰიანა ბუდების
მისტიკური მეტაფიზიკური ენერგიების და ცოცხალი არსებების (ჯივების) კოლექტიური ფსიქომენტალური
ევოლუციური მოქმედებების ენერგიის – კარმას მეოხებით ხდება მატერიალური დჰარმების
(მატერიალური კოსმოსის ელემენტების) ფორმირება. ვივარტასტხაიკალპა – ევოლუციის ერა (ციკლი), რომლის დროსაც მიმდინარეობს
ცოცხალი არსებების და მატერიალური დჰარმების (მატერიალური კოსმოსის ელემენტების) ევოლუცია,
ესაა მატერიალური სამყაროს არსებობის ციკლი. სამვარტაკალპა
– მატერიალური დჰარმების განადგურების ანუ ანიჰილაციისა და დეზინტეგრაციის ერა, რომლის
დროსაც ირღვევა და ინგრევა მატერიალური სამყარო და შთაინთქმება ადიბუდას მიერ ნაწილობრივ,
გარკვეული ნაწილი კი ენერგეტიკული ნამსხვრევების სახით რჩება მეტასივრცეში. სამვარტასტხაიკალპა – სიცარიელისა და არარაობის
ერა (ციკლი), ერა რომლის დროსაც მატერიალური კოსმოსი არ არსებობს. ამ ოთხი კალპადან
თითოეული გრძელდება 20 ანტარაკალპა, საერთო ჯამში ოთხივე კალპა გრძელდება 80 ანტარაკალპა. ბუდისტური მოძღვრების თანახმად
მატერიალური სამყარო წარმოიშვა მრავალი მილიარდი წლის წინ და თითოეული ანტარაკალპა
გრძელდება მრავალი მილიონი წელი. ბუდისტური მოძღვრების თანახმად სხვადასხვა სამყაროების
და მათი მკვიდრი არსებების არსებობის ხანგრძლივობა გრძელდება მილიარდობით მიწიერი წელი.
არსებობს სამი სამყაროული სისტემა: არუპალოკა, რუპალოკა და კამალოკა, რომელთაგან
თითოეული შედგება მრავალი სამყაროსაგან.
ბუდისტური კოსმოლოგია ასახელებს შემდეგ სამყაროებს:
არუპალოკას სისტემის ოთხი სამყარო:
1.
უსასრულო
სივრცის სამყარო, სადაც ცნობიერება ფართოვდება უსაასრულობამდე.
2.
უსასრულო
ცნობიერების სამყარო, სადაც სივრცის გაგება ქრება, რჩება მარტოოდენ ცნობიერება.
3.
უსასრულო
არაფრის სამყარო, სადაც არ არსებობს არაფერი მატერიალური.
4.
არ-შემეცნებისა
და არა-არ-შემეცნების სამყარო, სადაც არ ხდება არც შემეცნება და არც არ შემეცნება,
სამყარო სადაც შემმეცნებელი, შემეცნება და შემეცნებადი ერწყმიან ერთმანეთს და ასიმილირდებიან
ერთმანეთში.
რუპალოკას პირველი დჰიანა:
ბრაჰმას სფეროები
1.
დიადი ბრაჰმას სამყარო.
2.
ბრაჰმას მინისტრების სამყარო.
3.ბრაჰმას მსახური ღვთაებების სამყარო.
მეორე დჰიანა: აბჰასვარა
1.
სხივგამჭოლი
ღვთაებების სამყარო
2.
უსაზღვრო
ნათების ღვთაებების სამყარო
3.
შეზღუდული
ნათების ღვთაებების სამყარო
მესამე დჰიანა: შუბხაკრიტსნა
1.
ყოვლადმთლიანი
ნეტარების ღმერთების სამყარო
2.
უსასრულო
ნეტარების ღმერთების სამყარო
3.
შეზღუდული
ნეტარების ღმერთების სამყარო
მეოთხე დჰიანა: ბრიხატპხალა
1.
არაცნობიერი
ღმერთების სამყარო
2.
ყოველმხრივ
ზრდადი კარმული ნაყოფების მქონე ღმერთების სამყარო
3.
უსაზღვრო
სათნოებით სავსე ღმერთების სამყარო
4.
„უღრუბლო“
ღმერთების სამყარო
მეხუთე დჰიანა: შუდჰავასა
1.
უმაღლესი
ღმერთების სამყარო
2.
ნათელმხილველი
ღმერთების სამყარო
3.
მშვენიერი
ღმერთების სამყარო
4.
უშფოთველი
ღმერთების სამყარო
კამალოკას სისტემა:
1.
სამყარო ღმერთებისა, რომლებიც
აკონტროლებენ სხვათა მიერ შექმნილ მაგიურ ქმნილებებს (პარანიმიტრა-ვაშავარტინ), ამ
სამყაროს ღმერთები ცოცხლობენ 9 216 000 000
მიწიერი წელიწადი.
2.
სამყარო ღმერთებისა რომლებიც
ტკბებიან მაგიური მქნილებებით (ნირმანარატი), ამ სამყაროს ღმერთები ცოცხლობენ 2 304 000 000
მიწიერი წელიწადი.
3.
ნეტარების მდგომარეობის ღმერთების
სამყარო (ტუშიტას სამყარო), ამ სამყაროს ღმერთები ცოცხლობენ 576 000 000
მიწიერი წელიწადი.
4.
სუიამა-დევარაჯას, რეინკარნაციის ღმერთის სამყარო, ამ
სამყაროს ღმერთები ცოცხლობენ 144 000 000 მიწიერი წელიწადი.
5.
33 ნახევარღმერთის სამყარო, რომლის მკვიდრებიც ცოცხლობენ
144 000 000 მიწიერი წელიწადი.
6.
4 ზეციური მეფის სამყარო,
რომლის მკვიდრებიც ცოცხლობენ 9 000 000 მიწიერი წელიწადი.
7.
ასურების ანუ მეამბოხე ღმერთების
სამყარო, რომლის მკვიდრებიც ცოცხლობენ მრავალი მილიონი მიწიერი წელიწადი.
8. ცხოველთა სამყარო, რომლის მკვიდრებიც ცოცხლობენ მრავალი მილიონი წელი.
9.
დამშეული აჩრდილების სამყარო,
რომლის მკვიდრი არსებები ცოცხლობენ მრავალი მილიონი წელი.
10.
ადამიანების სამყარო, რომლის
კვიდრი ადამიანები გენეტიკური და კარმული სრულყოფილების პირობებში ცოცხლობენ
80 000 (ან 100 000) მიწიერი წელიწადი, ხოლო გენეტიკური და კარმული დეგრადაციის პირობებში 7 წლიდან 100 წლამდე.
11.
ჯოჯოხეთის 16 სამყარო, რომლებშიც
„სიცოცხლე“ გრძედება მრავალი მილიარდი და ტრილიონი წელი.
ბუდისტური
კოსმოისტორიოგრაფია:
ვივარტაკალპა: ვივარტაკალპა იწყება პირველქმნილი ქარის ამაღლებიდან,
რომელიც წინა მაჰაკალპაში განადგურებულ სამყაროს (ახლიდან) სტრუქტურულ სახეს ანიჭებს. განადგურებისა და ევოლუციის ტიპი შესაძლოა განსხვავდებოდეს,
მაგრამ ყველა შემთხვევაში საუბარია უმაღლესი სამყაროებიდან უმდაბლესში ცოცხალი არსებების
ჩაშვებას, სადაც ისინი განიცდიან ტრანსმიგრაციას ანუ რეინკარნაციას. დიადი ბრაჰმა იბადება
აბჰასვარას ღვთაებრივ სამყაროში, ესაა პირველი არსება, ხოლო შემდეგ ჩნდებიან სხვა არსებები,
ავსებენ რა თანდათან სამყაროებს ბრაჰმას სამყაროდან ნარაკებამდე - ჯოჯოხეთებამდე. ვივარტაკალპას
დროს ჩნდებიან პირველი ადამიანები; ისინი არაფრით
არ გვანან თანამედროვე ადამიანებს, ისინი ანათებენ საკუთარი შინაგანი სინათლით, შეუძლიათ
ჰაერში ყოველგვარი მექანიკური აპარატების გარეშე ფრენა (ლევიტირება) და ცხოვრობენ ძალიან
დიდხანს, არ ესაჭიროებათ რა საკვები; ანუ ისინი უფრო დაბალი რანგის ღვთაებებს გვანან
ვიდრე თანამედროვე ადამიანებს.
მათ
არ ესაჭიროებათ კვება, მაგრამ თუმცაღა დედამიწა მაშინ გავს ტკბილ ნამცხვარს, მაგრამ
ისინი მას სინჯავენ, გრძნობენ რა მის მიმართ ლტოლვასა და ინტერსსს. თანდათან მათი სხეულები
ხდებიან მძიმეები და უფრო და უფრო მსგავსნი თანამედროვე ადამიანის სხეულისა; ისინი
კარგავენ სინათლის გამოსხივების უნარს, თანდათან მათი სხეულები იძენენ ერთმანეთთან
მიმართებაში განსხვავებებს და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება. ისინი იყოფიან
სქესებად, ე.ი. ხდება სქესთა დაყოფა და იწყებენ სექსუალურ ცხოვრებას. თანდათან მათ
საზოგადოებაში ჩნდება სიხარბე, ქურდობა, ბოროტება, ისინი აყალიბებენ სხვადასხვაგვარ
სოციალურ ჯგუფებს, მთავრობებს, ისინი ირჩევენ მეფეს რომელსაც უწოდებენ მაჰასამმატას.
ზოგიერთები იწყებენ ნადირობასა და ცხოველთა ხორცის ჭამას, რომლებიც კიდევ კიდევ ჩნდებიან
დედამიწაზე, ეს პროცესი აგანია-სუტაში არის აღწერილი.
ვივარტასტხაიკალპა
პირველი ანტარაკალპა:
ვივარტასტხაიკალპა
იწყება მაშინ როდესაც პირველი ცოცხალი არსება იბადება ჯოჯოხეთში და ასე და ამგვარად
მთელი სამყარო აღვსებული (ცოცხალი არსებებით). პირველი ეონის განმავლობაში ადამიანთა
სიცოცხლის ხანგრძლივობა რამოდენიმე ათეულ ათასი წლიდან ას წელზე მცირე პერიოდამდე,
როგორც თანამედროვე ადამიანებშია. მაჰასუდასანნა-სუტა მოგვითხრობს ჩაკრავარტინზე, რომელიც
336 000 წელი ცოცხლობს. საკკავატი-სიხანანდა სუტტა მოგვითხრობს ჩაკრავარტინების დინასტიის
შედარებით გვიანდელ ისტორიას, დალხანემისა და მისი ხუთი შთამომავლის შესახებ რომლებიც
80 00 წელზე მეტხანს ცხოვრობდნენ. ამ ხაზიდან მეშვიდემ დაარღვია ეს ტრადიცია, უარყო
რა ძალაუფლება და გადასცა იგი ძეს, დაასრულა რა საკუთარი ცხოვრება როგორც შრამანმა.
რეზულტატში გაჩნდა სიღარიბე, დაიწყო ქურდობა, დაწესდა სასჯელები, გაჩნდა დანაშაული
და მკვლელობა.
ახლა
უკვე ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა სწრაფად მცირდებოდა 80 000 წლიდან 100 წლამდე,
თითოეულ თაობაში გეომეტრიული პროგრესიით, ბოროტმოქმედებათა: ბილწსიტყვაობის, სიხარბის,
სიძულვილის, უმეცრების, გარყვნილების, მშობლებისა და მოხუცების მიმართ უპატივცემლობისა.
ამ დროს (მაჰაპადანა სუტას მიხედვით) გამოჩნდა სამი ოთხი დიადი ბუდადან: ბუდა კრაკუჩხანდა
რომლის სიცოცხლის ხანგრძლივობა იყო 40 000 წელი, კანაკამუნი რომლის სიცოცხლის ხანგრძლივობა
იყო 30 000 წელი და კაშიაპა რომელიც ცხოვრობდა 20 000 წელი.
ჩვენ
დროს მიიჩნევენ პირველი ანტარაკალპას დასასრულად, როდესაც სიცოცხლის ხანგრძლივობა არის
100 წელზე ნაკლები (ბუდა შაკიამუნი ცხოვრობდა 80 წელი).
ანტარაკალპას
დარჩენილი ნაწილი არის ძალზედ სევდიანი - სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირებას არ შეწყვეტს,
ხოლო მორალი დაცემას და უბედურებები მოხდებიან
უფრო და უფრო ხშირად და ექნებათ უფრო და უფრო დესტრუქციული შედეგები. ადამიანები იცოცხლებენ
10 წელი და დაქორწინდებიან 5 წელი, საკვები კატეგორიულად არასაკმარისი იქნება, იქნება
ღარიბი და უგემური, მორალისაგან არაფერი დარჩება. მმართველებად იქნებიან ბოროტი და
ძალაუფლების მოყვარე სნობები. ადამიანები გაცხოველდებიან და თავს დაესხმიან თვით ოჯახისწევრებსაც
კი და ერთმანეთზე ინადირებენ, გაჩნდება დიადი ომი და ყველაზე უფრო აგრესიულები ერთმანეთს
დახოცავენ, ხოლო შედარებით უფრო პასიურები გამოქვაბულებში და ტყეებში დაიმალებიან,
ომი იქნება პირველი ანტარაკალპას დასასრულის მანიშნებელი.
მეორე
ანტარაკალპა
ომის დასრულებასთან ერთად, ვინც გადარჩება, გამოვლენ
თავისი სამალავებიდან და გახდებიაან ნაკლებად აგრესიულები, დაიწყებენ მოწოდებას კეთილი
საქმეების გაკეთებისაკენ. კეთილშობილ ცხოვრებასთან შეჩვევისა და ცოდვებისაგან გაანდგომასთან ერთად მათი სიცოცხლის
ხანგრძლივობა გაიზრდება, ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაირზდება აგრეთვე ადამიანთა რაოდენობაც. გარკვეული
ხნის მანძილზერ სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება 80 000 წლამდე და მაშინ გამოჩნდება
მეფე ჩაკრავარტინი სანკხა. მისი მმართველობის დროს მისი დროის ბოდხისატვა ტუშიტას ციდან
ჩამოვა დედამიწაზე და დაიბადება აჯიტას სახელით, გახდება შრამანი და მიაღწევს სრულ
გასხივოსნებას, გახდება ცნობილი როგორც ბუდა მაიტრეია.
მაიტრეიას
მოსვლის შემდეგ გარკვეული ხნის მერე მდგომარეობა ისევ გაუარესდება და მსოფლიო უფრო
და უფრო ცუდი გახდება,ყველაფერი განმეორდება, სიცოცხლის ხანგრძლივობა კვლავ შემცირდება
10 წლამდე.
თითოეული
ანტარაკალპა გვირგვინდება გამანადგურებელი ომით, მორალის დაცემით ადამიანთა გაუბედურებით,
ახალი იწყება მორალის გაჩენასთან და ცივილიზაციის აყვავება კი ხდება ანტარაკალპას შუა
პერიოდში. მე-19 ანტარაკალპას ვოლოს სიცოცხლის
ხანგრძლივობა კვლავ 80 000 წელი გახდება და აღარ დაეცემა, რადგანაც მთელი ვივარტასტხაიკალპა
დამთავრდება.
სამვარტაკალპა: სამვარტაკალპა დგება მაშინ როდესაც მორალი საკმარისად
მაღალია და არსებები თანდათან წყვეტენ განსხეულებებს ჯოჯოხეთში. შემდეგ ცარიელდებიან
ჯოჯოხეთები, შემდეგ მოჩვენებათა სამყაროები, ცხოველთა, მერე ადამიანთა, მერე ასურებისა
და ღმერთებისა.
შემდეგ
წყდება დაბადებები ბრაჰმას სამყაროებში, სულ ბოლოს დარჩება მხოლოდ დიადი ბრაჰმა. ბოლო
ბოლო მოდის დიადი ცეცხლი და წვავს ყველაფერს ბრაჰმას ტახტრევანის ჩათვლით, აცარიელებს
რა სამყაროებს აბჰასვარას ქვემოთ, როდესაც ეს მოხდება დადგება სამვარტაკალპა.
სამვარტაკალპას
აზრი არის იმაში რომ ადამიანური არსებები აღორძინების პერიოდში უკვე აღარ ირჩევენ დეგრადაციის
გზას და უმაღლეს სამყაროებში მაღლდებიან, უფრო და უფრო მაღლა აბჰასვარას სამყარომდე,
საბოლოოდ იქ პოულობენ თავშესაფარს ცოცხალი არსებები.
ბუდისტური
ტექსტების თანახმად ყველაზე ღრმა ჯოჯოხეთები არ ქრებიან, სამყაროს დასასრულისათვის
ცოცხალი არსებები სასჯელს სხვა სამყაროებში იხდიან.
სამვარტასტხაიკალპა: ამ კალპაზე არაფრის თქმა შეიძლება რადგან მის დროს
არაფერი არ ხდება ამიტომაც ანტარაკალპებად დაყოფა წმინდა ფორმალობაა, ესაა სუფთა სიცარიელისა
და არარაობის ერა, როდესაც კალპა სრულდება კვლავ იწყებენ ქროლვას კოსმიური ქარები და
სამყაროს სტრუქტურა ახლიდან იწყობა.
სამყაროთა
დაშლები: ჩვეულებრივი პროცედურა სამყაროთა ცეცხლით განადგურებისა ჩნდება სამვარტასტხაიკალპას
ბოლოს. მაგრამ ყოველ რვა კალპაში, ცეცხლით სამყაროს შვიდი განადგურების შემდეგ დგება
სამყაროს წყლით განადგურების დრო. მაგრამ ეს განადგურება უფრო დამანგრეველია რადგან
არამარტო ბრაჰმას არამედ აბჰასვარას სამყაროებსაც ეხება. ყოველ 64 მაჰაკალპაში 56 ცეცხლოვანი
განადგურების შემდეგ და წყლით შვიდი განადგურების შემდეგ დგება სამყაროს ქარით განადგურების
დრო. ესაა ყველაზე გამანადგურებელი კატასტროფა,
რომელიც შუბხაკრიტსნას სამყაროებსაც ეხება. შედარებით უფრო მაღალი სამყაროები არასდროს
ნადგურდებიან.
ბუდისტური კოსმოლოგიის დჰიანები
და სამყაროები წარმოადგენენ ცნობიერების კონცენტრაციის სხვადასხვა დონეებს და ფორმებს,
თითოეული დჰიანა, თითოეული სამყარო ეს არის ცნობიერების კონცენტრაციის ერთერთი ფაზა,
ბუდისტური კოსმოლოგიის სხვადასხვა სამყაროები სხვა არაფერია თუ არა ინდივიდუალური
ცნობიერების (სკანდხა-ვიჯნანას) სხვადასხვა პროექციები.
ბრიტანელი ეზოთერიკი დევიდ აიკი ამტკიცებს რომ არის სამი სამყარო: 1) ჩვენი ფიზიკური სადაც
არის ჩვეულებრივი დრო 2) ასტრალური პარაზიტების სადაც არის გამრუდებული დრო და 3) სულიერი
ზეცა სადაც საერთოდ არ არის დრო. ეს მე მომაგონებს არუპალოკას რეალობას.
ტანტრიზმში
დროს განასახიერებს 2 დიადი ღმერთი: უფალი მაჰაკალა და ქალღმერთი მაჰაკალი. ასევე ითვლება
რომ უფალი სუფევს ორ ფორმაში: 1) ადი კალა ანუ ნიშკალა ბრაჰმანი (ღმერთი დროის მიღმა
ანუ თავდაპირველი მარადისობა) და 2) საკალა ბრაჰმანი ანუ მაჰაკალა/მაჰაკალი (უფალი
დროში, ტემპორალური ატრიბუტებით.
ინდუიზმში
სამყარო ყოფიერება იყოფა სამ პერიოდად: 1) ბრაჰმა ქმნის 2) ვიშნუ იცავს და 3) შივა
ანგრევს. ამის შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყება და ასე უსასრულოდ. ტიბეტურ ბუდიზმში
არსებობს უმაღლესი სუბსტანცია „რიგპა“ რომლის წიაღიდანაც იბადება მატერიალური დრო და
სივრცე. ყველაზე დიდ ცოდნას დროის შესახებ იძლევა ბუდისტური სკოლა „კალაჩაკრაიანა“.
კალაჩაკრა ეწოდება რეინკარნაციის ბორბალს, რომელსაც ერთის მხრივ მართავს მაჰაკალა ხოლო
მეორეს მხრივ დემონი მარა იგივე არიმანი. აი მე ასე ვხედავ დროის მანქანაზე ამ მოთხრობას.
მოთხრობაში ვხედავ იმას რომ უმეცარი ადამიანი ჩაერია ბუნების კანონებში, ღმერთებისა
და ბოდჰისატვების საქმეში და თავისი მანქანით გამოიწვია გლობალური კატასტროფა. რამდენიმე
დღეში გაირბინა სამიათასმა წელიწადმა და სიცოცხლე დედამიწაზე გაქრა. სანამ ადამიანი
არ შეიცნობს დჰარმას არ შეიძლება მისთვის ისეთი ცოდნის მიცემა რომლითაც ის შექმნის
ისეთ ტექნოლოგიებს რომელთა დახმარებითაც შეიძლება დაღუპოს არა მხოლოდ კაცობრიობა, არამედ
მთელი დრო სივრცული კონტინიუმი.
Комментариев нет:
Отправить комментарий