среда, 10 января 2018 г.

აბრაამის ბოროტი დემიურგის ბუნების შესახებ



 ფანატიკოსები ამბობენ, რომ მათი „ღმერთი“ არის უკიდეგანო სიყვარული, მიმტევებლობა და შემწყნარებლობა, მაგრამ მოიცათ! ბიბლია გვეუბნება, რომ მათმა ბიბლიურმა „უფალმა ღმერთმა“ მიტევება არ იცის და ცოდვებს არასოდეს არ პატიობს! ბიბლია გვეუბნება: „წმიდა ღმერთია იგი, შურიანია იგი, არ გაპატიებთ დანაშაულს და ცოდვებს.“, ხვდებით?! ის არ პატიობს ცოდვებსა და დანაშაულს და თან შურიანია! ფანატიკოსები ამბობენ, რომ იესო ქრისტე არის ბიბლიური „უფალი ღმერთის“ ძე, რომელიც მოვიდა დედამიწაზე, იტანჯა, გარდაიცვალა, შემდეგ მკვდრეთით აღდგა და ცაში აფრინდა, თურმე ქრისტემ, თავისი ტანჯვა-წამებით და სიკვდილით „გამოისყიდა“ მთელი კაცობრიობის ცოდვები! მაგრამ ამასთან დაკავშირებით ისმის რამოდენიმე კითხვა: 1) თუ ღმერთი არის ყოვლისშემძლე, უკიდეგანო სიყვარული, მოწყალება და მიმტევებლობა, რაღა საჭირო იყო თავისი „ძის“ გამოგზავნა დედამიწაზე სატანჯველად? რატომ უბრალოდ არ მიუტევა კაცობრიობას ცოდვები? რაღა საჭირო იყო მისი „ძის“ ტანჯვა? ეს სადო-მაზოხისტური ცერემონია იყო კაცობრიობის ცოდვების გამოსყიდვისთვის აუცილებელი პირობა? 2) რას ნიშნავს ქრისტეს მიერ კაცობრიობის ცოდვების გამოსყიდვა? რას წარმოადგენს ეს? როგორ მოხდა ეს? ქრისტემ თავისი თავის „შეწირვით“ და ტანჯვით, კაცობრიობის ცოდვები გამოისყიდა მხოლოდ აწმყოში, თუ მომავალშიც? თუ აწმყოში ე.ი. ეს „გამოსყიდვა“ იყო დროებითი პროფილაქტიკა? თუ მომავალშიც, მაშინ რა გამოდის, დღეს ჩვენ ყველანი უცოდველები ვართ და რაც არ უნდა ჩავიდინოთ მაინც უცოდველებად დავრჩებით და გარდაცვალების შემდეგ პირდაპირ სამოთხეში მოხვდებით, რადგან ქრისტემ ჩვენი ცოდვები უკვე გამოისყიდა 1987 წლის წინ? თუ ეს ასეა, მაშინ რას გვაშინებენ სასულიერო იერარქები ცოდვით და ჯოჯოხეთით? 3) რატომ ამბობენ ფანატიკოსები, რომ „ღმერთი“ არის უკიდეგანო სიყვარული, მიმტევებლობა და შენდობა, მაშინ როდესაც ბიბლია გარკვევით გვეუბნება რომ: „წმიდა ღმერთია იგი, შურიანია იგი, არ გაპატიებთ დანაშაულს და ცოდვებს.“?  მატრიცის არქიტექტორი ანუ მოსეს „ღმერთი არაა ღმერთი!
                         ფანატიკოსები ამაყად ამბობენ, რომ ბიბლიური „უფალი ღმერთი“ არის იდეალური და სრულყოფილი არსება, რომელიც არასოდეს არ უშვებს შეცდომას და ყველაფერი წინასწარ იცის (ე.ი. მან იცის მომავალი), ეს ნამდვილად ასეა ვითომ? ბიბლიაში წერია: „ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა.“ (დაბადება 6-6), „თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე. (დაბადება 6-7), „ინანა უფალმა საული რომ გაამეფა ისრაელში.“ (პირველი მეფეთა 15-35), აბა? ეს სიტყვები რაღას ნიშნავს? ვინც არ იცის, იმათთვის სპეციალურად განვმარტავ: ნანობს ის არსება, რომელიც უშვებს შეცდომას, ხოლო შეცდომას უშვებს ის, ვინც არასრულყოფილია! ის ვინც შეცდომას უშვებს არ არის ყოვლისმცოდნე ე.ი. წინასწარ მომავალი არ იცის! მაშ ასე, ის „ღმერთი“ რომელსაც ქადაგებს ბიბლია, ნამდვილი ღმერთია? თუ უბრალოდ უცხოპლანეტელი არსება მოსული შორეული გალაქტიკიდან, რომელსაც გააჩნია კოსმოსური ტექნოლოგიები და გარკვეული ფსიქიკური უნარები, რომელმაც გააცურა ებრაელები და საკუთარი თავი პრიმიტიული ხალხის წინაშე „ღმერთად“ გამოაცხადა? ვფიქრობ, რომ უფრო რეალური და ლოგიკურია მეორე ვარიანტი.
 იესო ქრისტე ებრაელთა „ღმერთზე“ ამბობს: “მთავარი ამ წუთისოფლისა მსჯავრდებულია“ (იოანეს სახარება, თავი 16, სტროფი 11). „ბევრს აღარ ვილაპარაკებ თქვენთან, რადგან წუთისოფლის მთავარი მოდის და მას ჩემში არაფერი ეკუთვნის“ (იოანეს სახარება, თავი 14, სტროფი 30). „ახლაა ამ წუთისოფლის სამსჯავრო. ამ წუთისოფლის მთავარი ახლა გარეთ განიდევნება“ (იოანეს სახარება, თავი 12, სტროფი 31). სწორედ ეს წუთისოფლის მთავარი არის ბოროტი დემიურგი, ქვეყნიერების შემოქმედი ბოროტი ანგელოზი, რომელსაც აგრეთვე ჰქვია ისრაელის ღმერთი და რომელსაც აბრაამიტები შეცდომით აღმერთებენ, არ იციან რა, რომ ის ბოროტი ეშმაკია. იესო ქრისტე მოვიდა იმისათვის რათა დაერღვია ისრაელის „ღმერთის“ მიერ მოცემული რჯული და ხალხი გაეთავისუფლებინა რჯულის წყევლისაგან.
კოსმოსს ბოროტი დემონი მართავს, ის არის ცრუ ღმერთი, რომელიც საკუთარ თავს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად თვლის და მუქარის ძალით აიძულებს ადამიანებს ეთაყვანონ. დემიურგი და მისი ბოროტი ანგელოზები საზარელი ტირანები არიან, რომლებიც მართავენ სამოცდაცამეტ ცას, მათ შორის ჩვენ პირველ ცასაც. დემიურგისა და ტირანი ანგელოზების მმართველობას ეწოდება - ეიმარმენე ანუ სამყაროული ბედისწერა. 72 ცის კოსმოსის მმართველ ანგელოზებს ეწოდებათ არქონტები ანუ მთავრები. ახალ აღთქმაში წერია: „აიყვანა იგი მაღალ მთაზე, უჩვენა წამში ქვეყნიერების ყველა სამეფო“ (ლუკას სახარება, თავი 4, სტროფი 5). „უთხრა მას ეშმაკმა: მოგცემ მთელს ამ ხელმწიფებას და მათ დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული და ვისაც მინდა, იმას ვაძლევ“ (ლუკას სახარება, თავი 4, სტროფი 6). „ჰოდა თუ თაყვანს მცემ, შენი იქნება ყოველივე!“ (ლუკას სახარება, თავი 4, სტროფი 7). „ოღონდ სიბრძნეს ვლაპარაკობთ სულიერად მოწიფულთა შორის, არა წუთისოფლის სიბრძნეს, არც წუთისოფლის მთავართა, რომელნიც წარმავალნი არიან“ (პავლე, 1 კორინთელთა მიმართ, თავი 2, სტროფი 6). „რაც ვერავინ შეიცნო წუთისოფლის მთავართაგან. ვინაიდან რომ შეეცნოთ, ჯვარს არ აცვამდნენ  დიდების უფალს“ (პავლე, 1 კორინთელთა მიმართ, თავი 2, სტროფი 8). „რომლებითაც ოდესღაც იარებოდით ამ წუთისოფლის წესისამებრ, ჰაერის ძალთა მთავრის, იმ სულის ნებით, ამჟამად ურჩ შვილებში რომ მოქმედებს“ (ეფესელთა მიმართ, პავლე, თავი 2, სტროფი 2). ბიბლიის ეზოთერული ანალიზის შედეგად ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ სინამდვილეში აბრაამის „ღმერთი“ არის ასტრალური სივრცის დემონი და არა სიკეთისა და სინათლის ჭეშმარიტი ღმერთი. აბრაამის „ღმერთის“ ადგილსამყოფელი არის ჯოჯოხეთის ასტრალური სივრცე, რადგანაც იგი არის უმდაბლესი ფსიქიკური ენერგოვიბრაციების დემონური არსება, რომელიც მართავს ფიზიკურ კოსმოსს და სწორედ ამიტომაც უწოდებდნენ გნოსტიკოსები (გნოსტიკოსი ქრისტიანები) მას მატერიის ასტრალურ დემონს. ისრაელის ღმერთი, იეღოვა ომის ღმერთია და არა მშვიდობის, სისხლისღვრის და არა ჰარმონიის, სიძულვილის და არა სიყვარულის, ისაა შფოთის ამტეხი მსოფლიოში, თავისი ბნელი ძალებით, როგორც მოეპრიანება ისე ავითარებს მოვლენებს მსოფლიოში, ის იწვევს ომებსა და სისხლისღვრას, ის გონებას უბრმავებს, გულს უხშობს და ერთმანეთს აბრძოლებს დედამიწის ხალხებს, ის სიძულვილით, ამპარტავნობითა და ნარცისიზმითაა აღსავსე, ის წყევლის და კრულავს ყველას ვინც მას არ ეთაყვანება და არ ემორჩილება. ის არის რაჯასიკურ-ტამასიკური ცრუ ეგო, რომელსაც თავი „ღმერთი” ჰგონია. ბუდას ეგოიზმი არ გააჩნია. 
იოანეს სახარებაში პლერომას ეონი ქრისტე ეუბნება თავის მოციქულებს: ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს.“ (იოანეს სახარება 15-21).გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს.“ (იოანეს სახარება 16-2). „ამას იზამენ იმიტომ, რომ ვერც მამა იცნეს და ვერც მე.“ (იოანეს სახარება 16-3). ეონი ქრისტე ეუბნება იუდეველებს, ბოროტი დემიურგის მონებს: „მამამ, რომელმაც მომავლინა, თვითონვე იმოწმა ჩემთვის. თქვენ არც მისი ხმა გსმენიათ ოდესმე და არც ხატება გიხილავთ მისი.“ (იოანეს სახარება 5-37). „მაშინ იესომ, ტაძარში რომ ასწავლიდა, შეღაღადა და თქვა: მეც მიცნობთ და ისიც იცით, სადაური ვარ; მაგრამ ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ.“ (იოანეს სახარება 7-28). მაშ ასე! იუდეველებმა (ებრაელებმა) არ იციან ქრისტეს ღმერთი, მათ არ იციან ვინ არის ეონი ქრისტეს ზეციური მამა და სად იმყოფება იგი! ეონი ქრისტეს მამა იუდეველთათვის უცნობია და მაშასადამე მათი „უფალი ღმერთი“ ანუ იეჰოვა ელოჰიმი, იგივე ელოჰიმი ადონაი, იგივე ილდაბაოთი, არ არის ქრისტეს ღმერთი, მისი ზეციური მამა. იუდეველთა „უფალი“ და ეონი ქრისტეს მამა, რომელმაც მოავლინა იგი სხვაა. ეონი ქრისტე ეუბნება პილატე პონტოელს: „იესომ მიუგო: არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ჩემზე, მაღლიდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ უფრო დიდი ცოდვა აქვს იმას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა.“ (იოანეს სახარება 19-11). ეონი ქრისტე პილატეს პრაქტიკულად ეუბნება იმას, რომ მას მისი თავი ფიზიკური სამყაროს პროტოარქონტმა ილდაბაოთმა გადასცა! ეონი ქრისტეს სიტყვები აშკარად მიანიშნებს ამაზე! ეონი ქრისტეს მოციქული იოანე თავის პირველ ეპისტოლეში წერს: ღმერთი არავის არასოდეს უხილავს“ (იოანე მოციქულის პირველი ეპისტოლე 4-12). ხვდებით? იუდეველებმა არ იცოდნენ ეონი ქრისტეს ღმერთი. ეონი ქრისტეს მოციქული პავლე  კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში წერს: „ხოლო თუ ჩვენი სახარება დაფარულია, დაღუპულთათვის არის დაფარული,“ (პავლეს მეორე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ 4-3) „ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ წუთისოფლის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათთვის არ ბრწყინა  ნათელს ქრისტეს დიდებისა, იმისი ვინც უხილავი ღვთის ხატია.“ (პავლეს მეორე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ 4-4). ხვდებით? „წუთისოფლის ღმერთი“ ეს არის მატერიის დემონი, პროტოარქონტი ილდაბაოთი ანუ ბოროტი დემიურგი, ეპისტოლე გვამცნობს, რომ ილდაბაოთმა გონება დაუბრმავა თავის ერთგულ უმეცარ ადამიანებს (რჯულის ქვეშ მყოფ იუდეველებს), რათა მათ არ შეეცნოთ პლერომას ეონი ქრისტე და მისი ზეციური მამა.

Комментариев нет:

Отправить комментарий