გნოსტიკოსი ქრისტიანები მათ უწოდებდნენ – "არქონტებს" და "დემიურგებს",
საიენტოლოგები უწოდებენ – "ტეტანებს", ხოლო ბუდისტები – "მარებს".
გნოსტიკოსთა მტკიცებით სატურნის ორბიტის ჩათვლით სამყაროს მართავენ ბოროტი
ელოჰიმები იგივე დემიურგები და არქონტები, ისინი არიან კენომას ანუ ტყუილის
და უკუნი სიბნელის სამეფოს ბოროტი ლორდები. ისინი არიან ენერგეტიკული
ვამპირები. ისინი არიან გამრუდებული ცნობიერების მქონე დეგენერატიული მავნე
არსებები. მათ ეზიზღებათ კეთილი ეონები და ადამიანები. ისინი არიან
ეგოცენტრისტები და მიზანთროპები, სასტიკები. კენომა არის ჩვენი სულების
ციხე. საიენტოლოგები ამტკიცებენ რომ ადამიანთა სულებში სახლობენ
ენერგეტიკული პარაზიტები – "ტეტანები". ბუდა ამბობდა რომ არსებობენ ორი
ტიპის "მარები" ანუ ბოროტი დემონები (ცრუ ღმერთები): 1) გარეგანი მარები,
რომლებიც მართავენ ფიზიკურ კოსმოსს ანუ ჩვენს ციხეს და 2) შინაგანი მარები,
რომლებიც სახლობენ ჩვენს "ვიჯნანებში" ანუ ცნობიერებაში, ეს უკანასკნელნი
არიან შინაგანი ენერგეტიკული პარაზიტები. გნოსტიკოსებიც, საიენტოლოგებიც და
ბუდისტებიც არიან მართლები. ეს რეალურად ასეა. ამ მოსაზრებას იზიარებს
ბრიტანელი კონსპიროლოგი დევიდ აიკიც. მარები ბუდას ებრძოდნენ და ცდილობდენ
ხელი შეეშალათ გასხივოსნებაში და ხალხისთვის დჰარმის გადაცემაში, მაგრამ
კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ბუდამ გაიმარჯვა. ახლა ჯერი ჩვენზეა. ბუდას,
ქრისტეს და ჰაბარდის დახმარებით ჩვენც გავიმარჯვებთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий