среда, 10 января 2018 г.

ელინისტური სამყარო და ინდოეთი



აზიასა და ევროპას, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კულტურული დაახლოება, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის კულტურული სინერგია და კონვერგენცია დაიწყო ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის დროს 353-323 წლებში. ალექსანდრე მაკედონელმა გააერთიანა აზია და ევროპა და ხელი შეუწყო ბუდისტური და ინდუისტური იდეების გავრცელებას დასავლეთში, ევროპის და აფრიკის ქვეყნებში. მაკედონელის დროსაც და მისი გარდაცვალების შემდეგაც, საბერძნეთში, ეგვიპტეში, მესოპოტამიაში, მცირე აზიაში და კავკასიაში იყო ინდური კულტურის დიდი მოძალება. ბერძენმა ფილოსოფოსებმა დასავლეთში ბევრი იდეა შეითვისეს და მიიღეს ინდოელი ბრძენებისგან. ჯერ კიდევ მაკედონელის დროს ელინურ სამყაროში გაჩნდნენ სინკრეტული ელინურ-ინდური ანუ ინდო-ბერძნული ფილოსოფიური სკოლები, თუმცაღა ამ სინერგიას და სინკრეტიზმს ჰყავდა თავისი მოწინააღმდეგეებიც.
ალექსანდრე მაკედონელის დროს ინდოეთში ცხოვრობდა მაურიების იმპერიის მეფე აშოკა (273-232 წლები ძვ. წ. ით.) რომელიც გახდა ბუდისტი მას მერე, რაც ომის დროს, ინდოეთის აღმოსავლეთში, კალინგას ტერიტორიაზე სასაკლაო მოაწყო. მან მოინანია ჩადენილი და გადაწყვიტა ეპოვა თავშესაფარი ბუდისტურ მრწამსში  და აღემართა მრავალრიცხოვანი კოლონები ყველა ცოცხალი არსების მიმართ პატივისცემის ნიშნად და რათა შთაეგონებინა მოსახლეობა დჰარმის დაცვისკენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით აშოკა აშენებდა გზებს, უფასო საავადმყოფოებს, უნივერსიტეტებს და ღატაკთა თავშესაფრებს, მანვე დააკანონა ღარიბ-ღატაკთათვის და ინვალიდებისთვის სოციალური დახმარება. ამ დროს ბუდიზმმა დაიწყო გავრცელება ინდოეთის საზღვრებს გარეთ. კოლონებსა და ობელისკებზე ამოტვიფრული მეფე აშოკას წარწერების მიხედვით, ემისარები გაგზავნილნი იყვნენ ყველა ქვეყანაში ბუდიზმის ქადაგების მიზნით, აგრეთვე ბერძნულ სამეფოში დასავლეთში (მეზობელ ბაქტრიაში, მაგრამ შესაძლოა უფრო შორს, ხმელთაშუაზღვისპირეთში).
მეფე აშოკას ედიქტებიდან ზოგიერთი აღწერს აშოკას მოღვაწეობას ბუდიზმის გავრცელების პლანში ელინისტურ სამყაროში, რომელიც ვრცელდებოდა ინდოეთიდან საბერძნეთში. ედიქტებიდან ჩანს, რომ აშოკა კარგად ერკვეოდა ბერძნული ქვეყნების სტრუქტურაში და ორგანიზაციაში, იქ ნახსენები იყო მეფეთა სახელები, რომლებიც აღნიშნულნი იყვნენ როგორც ბუდიზმში ახლადმოქცეულნი – სელევკიდების მეფე ანტიოქე II თეოსი (ცხოვრობდა ძვ. წ. ით 261-246 წლებში), პტოლემეოს II ფილადელფოსი – ეგვიპტის ფარაონი (ცხოვრობდა ძვ. წ. ით 285-247 წლებში), ანტიგონე გონატი, მაკედონიის მეფე (ცხოვრობდა ძვ. წ. ით 276-239 წლებში), მაგას კირენელი (ცხოვრობდა ძვ. წ. ით 288-258 წლებში) და ალექსანდრე ეპირელი (ცხოვრობდა ძვ. წ. ით 272-256 წლებში).
პალიური წყაროების მიხედვით აშოკას ემისარებიდან ბევრი ბერძენი იყო, რაც გვიჩვენებს რელიგიური იდეებით ფართო გაცვლა-გამოცვლას მაშინდელ მსოფლიოში. კარგად არაა ცნობილი თუ რამდენად მოახდინა ამან გავლენა საბერძნეთზე, მაგრამ მთელი რიგი ავტორები აღნიშნავენ, რომ სავსებით დასაშვებია, ის რომ იმ დროს  მიმდინარეობდა ელინისტური და ბუდისტური აზროვნების მეთოდების სინთეზის პროცესები. არსებობს ცნობები ბუდისტური საძმოების არსებობის შესახებ, უპირველეს ყოვლისა ალექსანდრიაში (კლიმენტი ალექსანდრიელის ცნობებით) და თერაპევტების წინარექრისტიანული მონასტრების შესახებ – როგორც ჩანს, სახელწოდება თერაპევტი წარმოიშვა პალიური სიტყვის – თჰერავადას ტრანსფორმაციით. ალექსანდრიაში ნაპოვნი იქნა პტოლომეების ეპოქის ბუდისტური საფლავის ქვები, შემკული დჰარმის ბორბალის გამოსახულებით (ტარნი – „ბერძნები ბაქტრიაში და ინდოეთში“).
ბერძნული სახელმწიფოები მდებარეობდნენ ინდოეთიდან დასავლეთში ბაქტრიაში, თანამედროვე ჩრდილოეთი ავღანეთის ტერიტორიაზე ალექსანდრე მაკედონელის დროიდან, კერძოდ დაახლოებით ძვ. წ. ით 326 წლიდან: სელევკიდების სამეფო წარმოიქმნა ძვ. წ. ით 323 წელს, შემდეგ ბერძნულ-ბაქტრიული სამეფო წარმოიშვა ძვ. წ. ით 250 წელს.
ბერძნულ-ბაქტრიული მეფე დემეტრიუს I შეიჭრა ინდოეთში ძვ. წ. ით 180 წელს და მიაღწია პატალიპუტრამდე, მან დაარსა ინდო-ბერძნული სამეფო, რომელიც იკავებდა ჩრდილოეთ ინდოეთის სხვადასხვა ნაწილებს ძვ. წ. ით I საუკუნემდე. ინდო-ბერძენი მეფეების დროს ბუდიზმი ყვაოდა და ითვლებოდა კიდეც, რომ ბერძნების შეჭრა ინდოეთში გამოწვეული იყო მაურიების იმპერიის მხარდაჭერის სურვილით, შუნგას დინასტიის დევნისგან ბუდისტური რწმენის დასაცავად. ინდო-ბერძენი მეფეებიდან ყველაზე ცნობილი იყო მეფე მენანდრე I (ცხოვრობდა ძვ. წ. ით 160-135 წლებში), რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს ბუდიზმს და მაჰაიანას ტრადიციაში ის განიხილებოდა როგორც რწმენის დიადი დამცველი, როგორც მეფე აშოკა ან კანიშკა, უკანასკნელი მეფე კუშანების დინასტიიდან. კარგად არის ცნობილი მეფე მენანდრეს და ბერი ნაგასენას დიალოგი რომელიც მილინდაში შედგა დაახლოებით ძვ. წ. ით 160 წელს.
არაა გამორიცხული, რომ ბუდისტური და ბერძნული კულტურების ურთიერთზეგავლენამ მიგვიყვანა მაჰაიანას ევოლუციამდე, ამას გარდა ბერძნულმა წარმოდგენამ ადამიან-ღმერთის შესახებ შეიძლება მოახდინა ზეგავლენა ბუდას კონცეფციაზე. რომაული წყაროები გვამცნობენ, რომ ინდოეთის მეფე პანდიონს (პანდიას?) კონტაქტი ჰქონდა კეისარ ავგუსტუსთან ახ. წ. ით 13 წელს.
მეფე პანდიონის ელჩები ბერძნებთან დიპლომატიური მისიით მივიდნენ და ელჩებიდან ერთ-ერთი იყო შრამანი, რომელმაც რწმენის დემონსტრირებისთვის ათენში თავი ცოცხლად დაიწვა. ეს მოვლენა იყო სენსაციური და აღწერილია ნიკოლას დამასკელის მიერ, რომელიც ელჩებს შეხვდა ანტიოქიაში და აგრეთვე ნახსენებია სტრაბონის მიერ. ამ შრამანის საფლავი შემონახული იყო პლუტარქეს დრომდე, რომელმაც აგრეთვე დატოვა აღწერა «ΖΑΡΜΑΝΟΧΗΓΑΣ ΙΝΔΟΣ ΑΠΟ ΒΑΡΓΟΣΗΣ» (ოსტატი შრამანი ინდოეთის ბჰარუჰიდან). ლაპარაკი იყო ბუდისტებზე და არა ბრაჰმანებზე, რომლებსაც ებრძოდნენ შრამანები. ბუდიზმის შესახებ ცალკეული ცნობები აღწევდნენ დასავლეთს. ახ. წ. ით II-ე  საუკუნეში კლიმენტი ალექსანდრიელი, ქრისტიანული დოგმატიზმის მამა წერდა ბუდას შესახებ: „ინდოელთა შორის არის არიან ფილოსოფოსები, რომლებიც მიჰყვებიან Boutta-ს რეკომენდაციებს, რომელსაც ისინი ეთაყვანებიან როგორც ღმერთს მისი განუზომელი სიწმინდის გამო“.  ადრექრისტიანულ ეპოქაში რომის იმპერიის აღმოსავლეთში მრავლად იყვნენ ბუდისტები.
არის სხვა ცნობებიც. ზოგიერთი კომენტატორები მიანიშნებენ ბუდას და ქრისტეს შობის ისტორიებს შორის აშკარა ანალოგიებზე, აგრეთვე პოპულარული ქრისტიანული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ზოგიერთ ნიმუშებზე, როგორიცაა მაგ. რომანი ვარლაამისა და იოასაფის (იოდასაფის) შესახებ და ამტკიცებენ რომ ბუდიზმმა ძლიერი ზეგავლენა მოახდინა ადრეულ ქრისტიანობაზე. თავად სიტყვა იოასაფი ანუ იოდასაფი წარმოადგენს სიტყვა ბოდჰისატვას სახეცვლილებას.
ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ სამ საუკუნეში რომის იმპერიის ტერიტორიაზე უკვე პრაქტიკულად არსებობდა ექვსი რელიგია: ისიდაიზმი (ეგვიპტურ-ელინური ეზოთერული რელიგია), მითრაიზმი (მაზდეანობის ეზოთერული განშტოება), გნოსტიციზმი (გნოსტიკური ქრისტიანობა), ტრადიციული რომაული პოლითეიზმი, ბუდიზმი და იუდაიზმი. თავდაპირველად არსებობდა მხოლოდ ეს ექვსი რელიგია, დოგმატურ-ბუკვალისტური მართლმადიდებლური ორთოდოქსია ჯერ არ არსებობდა, იგი წარმოიშვა ახ. წ. ით 150-250 წლებში, როგორც პროტესტი გნოსტიკური ეზოთერიზმის წინააღმდეგ და გნოსტიკური ეზოთერული ფილოსოფიის ხელოვნური დამახინჯება.
ახ. წ. ით 60-160 წლებში რომის იმპერიაში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ დიადი გნოსტიკოსი ქრისტიანი ფილოსოფოსები: კარპოკრატე, სატორნინე, ვალენტინე, ბასილიდე, ისიდორე, მენანდრე, მარკიონი, ნიკოლაი, ბარდესანი, კერდონი და სხვები. გნოსტიკოსებს ჰქონდათ მჭიდრო ურთიერთობა აღმოსავლეთ რომში მცხოვრებ ბუდისტებთან.
ახ. წ – ით 325 წელს რომის ფანატიკოსმა იმპერატორმა კონსტანტინემ პოლიტიკანურ-მარგინალური განზრახვით ქალაქ ნიკეაში მოიწვია და შეკრიბა დოგმატიკოს-ბუკვალისტი ანუ მართლმადიდებელი ორთოდოქსი ფანატიკოსები, ორთოდოქსი რელიგიური იერარქები, რეაქციონერები, თეოკრატები. კონსტანტინემ „ორთოდოქსებთან“ დადო სისხლიანი ხელშეკრულება, იმპერატორმა მათ პოლიტიკური, ფულადი და სამხედრო დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა გნოსტიკოსთა წინააღმდეგ ბრძოლაში, დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა გნოსტიკოსთა განადგურებაში, ხოლო „ორთოდოქსებმა“ ქედი მოიხარეს იმპერატორის წინაშე და ის ჭეშმარიტ მეუფედ და ლეგიტიმურ ლიდერად აღიარეს. გნოსტიკური ქრისტიანობა გამოცხადდა „ერესად და მწვალებლობად“, ხოლო გნოსტიკოსები „ერეტიკოსებად და მწვალებლებად“. დაკანონდა გნოსტიკოსთა სიკვდილით დასჯა. რომაელმა ჯარისკაცებმა იმპერიის მასშტაბით დაიწყეს გნოსტიკოსთა დევნა და ხოცვა-ჟლეტა. დაიღუპა ათასობით გნოსტიკოსი. 
ჯერ კიდევ ქრისტიანობის პირველ ოთხ საუკუნეში მართლმადიდებელმა ფუნდამენტალისტებმა და ფანატიკოსებმა დაამახინჯეს და გააყალბეს ბიბლია, დაჩრდილეს ეზოთერული ცოდნა და ქრისტეს მიაწერეს მრავალი ისეთი სიტყვა, რომელიც მას არასოდეს არ უთქვია. ახ. წ. – ით 30 წლიდან 100 წლამდე წერილობითი სახით არსებობდა მხოლოდ სამი სახარება: ნაზარეველთა სახარება, შედგენილი ებრაელი ეზოთერიკი მისტიკოსების – ნაზარეველების მიერ, რომელთა ორდენის წევრიც იყო თავად ქრისტე, ესეელთა სახარება, შედგენილი კიდევ ერთი ებრაული ეზოთერულ-მისტიკური ორდენის – ესეელთა საძმოს მიერ, რომელთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქრისტეს და ბოლოს პავლე მოციქულის სახარება, იყო ბევრი სხვა სახარებაც, მაგრამ ისინი წერილობითი სახით არ არსებობდნენ და ზეპირსიტყვიერებით გადაეცემოდნენ. შემდგომში ახ. წ. – ით 100 წლიდან 300 წლამდე ეზოთერიკმა-მისტიკოსმა ქრისტიანებმა – გნოსტიკოსებმა მოციქულთა გადმოცემის თანახმად შეადგინეს 50-ზე მეტი სახარება, რომლებიც უკვე არსებობდნენ წერილობითი სახით, მაგ. გნოსტიკოს ბასილიდეს, გნოსტიკოს ვალენტინეს და გნოსტიკოს მარკიონს მთელი თავიანთი მოძღვრება მიღებული ჰქონდათ მოციქულ ფილიპესგან, მოციქულ მათესგან და მოციქულ პავლესგან. ახ. წ. – ით 150 წლიდან 300 წლამდე მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ფუნდამენტალისტებმა და ერეტიკოსებმა გნოსტიკოსებს მოპარეს პავლეს სახარება და მარიამ მაგდალინელის სამი სახარებიდან ერთ-ერთი, პავლეს სახარება მათ შემდეგნაირად დაამახინჯეს: ჯერ ამოიღეს მასში დაწერილი სიტყვების დიდი ნაწილი, რომლებიც ეზოთერულ ცოდნას შეიცავდნენ, შემდეგ ეზოთერული მნიშვნელობის სიტყვების დიდი ნაწილი გადააკეთეს და შეუცვალეს კონტექსტი, შემდეგ ჩაუმატეს „ძველი აღთქმიდან“ სხვადასხვაგვარი ალუზიები და მეტაფორები, ბოლოს კი სამ ნაწილად დაყვეს და შეადგინეს სამი სახარება, რომლებიც ერთმანეთს 80%-ით იმეორებდნენ და ამ „სახარებების“ ავტორობა მიაწერეს მათეს, მარკოზს და ლუკას, სამ მოციქულს, რაც შეეხება მარიამ მაგდალინელის სახარებას, რაღა თქმა უნდა ისიც ისევე „დაამუშავეს“ როგორც პავლეს სახარება და ესეც არ იკმარეს და იმიტომ რომ მარიამი ქალი იყო, მისი სახარების ავტორობა იოანე ღვთისმეტყველს მიაწერეს და დაარქვეს „იოანეს სახარება“. სამი ხელოვნურად შექმნილი და ერთი სახელგადარქმეული სახარების გარდა მართლმადიდებელმა ერეტიკოსმა ფუნდამენტალისტებმა, იმპერატორ თეოდოსიუს I-ის უშუალო პოლიტიკური პატრონაჟით, ახ. წ. ით 382 წელს ყველა დანარჩენი სახარება პოლიტიკური მარგინალურ-მერკანტილური მიზეზებით უარყვეს და ერესად გამოაცხადეს. რელიგიის ისტორიის სპეციალისტი ჯონ ლეში გნოსტიკოსთა შესახებ ამბობს: „გნოსტიკოსებმა შეუტიეს მხოლოდ ადრეულ ქრისტიანთა იდეებს, მაგრამ ადრეულმა ქრისტიანებმა ფიზიკურად შეუტიეს არა მარტო გნოსტიკოსთა იდეებს, არამედ თავად გნოსტიკოსებს“.
დასაბამშივე, ჩასახვის დღიდანვე ქრისტიანული მოძღვრება სავსე იყო მძლავრი ვნებათაღელვებითა და ინტერესთა კონფლიქტებით, რამაც განაპირობა მისი მრავალფეროვნება. ახ. წ. პირველი საუკუნიდანვე ქრისტიანული მოძღვრება განვითარდა როგორც მრავალი, სხვადასხვა სახისა და ფორმის რელიგიურ–ფილოსოფიური კონფესიის ერთობლიობა, რომელთა წარმომადგენლებს ქრისტეს დოქტრინების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის გამო ძალზე ხშირად გააჩნდათ ერთმანეთთან მიმართებაში ძლიერი ინტერესთა კონფლიქტები და ანტიპათიები. თითოეული მათგანი, რაც არ უნდა გამჭრიახი გონება ჰქონოდა, თითოეული მოციქული და მოციქულთა მოწაფე და მოწაფეთა მოწაფე, ქრისტეს ქადაგებების  მეტნაკლებად განსხვავებულ და თავისებურ ხედვას ფლობდა.
ადრექრისტიანულ ეპოქაშივე მოხდა ქრისტეს მოძღვრების მიმდევართა დიფერენციაცია. გამოიკვეთენ ისეთები, რომლებიც შედარებით უფრო კარგად იგებდნენ ქრისტეს ქადაგებათა ჭეშმარიტ არსს და ისეთებიც, რომლებიც ან ცუდად იგებდნენ ან საერთოდაც არ ესმოდათ იგი. ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე ახლოს იყვნენ ქრისტეს ქადაგებათა ჭეშმარიტ არსთან, საკუთარ თავს გნოსტიკოსებს უწოდებდნენ, რაც ნიშნავს შემმეცნებელს. მათი ორი მთავარი თვისება იყო  პანენთეისტური სუპერპერსონალიზმი და ებრაელთა რელიგიისა და მათი ღმერთის – იაჰვეს იგივე იეჰოვას მიმართ კრიტიკული და ანტაგონისტური დამოკიდებულება. რაც სავსებით ობიექტური იყო მათი მხრიდან, თუ მხედველობაში მივიღებთ კანონიკურ ბიბლიასა და გნოსტიკურ აპოკრიფებში არსებულ ყველა ფაქტს.
გნოსტიკოსთა მთავარი არგუმენტი იაჰვეს წინააღმდეგ იყო მისი მძიმე ხასიათი, რაც გამოიხატებოდა ტირანიულ და დიქტატორულ ნარცისიზმში, სადიზმში, ნაციზმში, რასიზმში, ქსენოფობიაში, სოციოპათურ ექსცენტრიზმში, რადიკალურ სიმკაცრეში, თანაგრძნობისა და მოწყალების უნარის არქონაში, ეჭვიანობასა და შურიანობაში, რომელიც ძველი აღთქმის თითქმის ყოველ სტროფში ვლინდება. გნოსტიკოსები მიუთითებდნენ ებრაელთა იაჰვესა იგივე იეჰოვასა და სახარებისეული მამაზეციერის ანტაგონიზმსა და დიალექტიკაზე ანუ იმაზე, რომ ამ ორი არსების ხასიათი იმდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ფაქტობრივად თავისუფლად შეგვიძლია ვამტკიცოთ ის, რომ ებრაული იაჰვე და სახარებისეული მამაზეციერი ორი სრულებით განსხვავებული არსებაა. გნოსტიკოსთა საპირისპიროდ ადრექრისტიანულ ეპოქაში ჩაისახა ერთი მეტად რადიკალური და ექსცენტრიული ტერორისტული ბუნების მქონე სექტანტური მიმდინარეობა, რომელიც აცხადებდა პრეტენზიას იმაზე, რომ წარმოადგენდა ქრისტიანობის ერთადერთ ჭეშმარიტ ფორმას, ხოლო სხვა მიმდინარეობებს ერეტიკულად ანუ მწვალებლურად, მცდარად აცხადებდა. ამ მიმდინარეობისათვის დამახასიათებელი იყო ორი რამ, კერძოდ მისი ჰიბრიდული ნახევრადქრისტიანული და ნახევრადიუდეური (ებრაული ანუ იაჰვისტური) ბუნება და სადისტურ–სოციოპათიური და ექსტრემისტულ–ტერორისტული ხასიათი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ ეს მიმდინარეობა, თავის აბრაამულ ალუზიებში სახარებისეულ მამაზეციერს ებრაულ იაჰვეში აიგივებდა, იაჰვეს ჭეშმარიტი მამაღმერთის ერთ–ერთ სახელად მიიჩნევდა და ამით, ორ სრულებით შეუთავსებად ლიტერატურას, ქრისტიანულ სახარებებსა და ებრაულ იაჰვისტურ წიგნებს ერთმანეთში ურევდა. იმისათვის, რათა ებრაული და ქრისტიანული ლიტერატურის სინთეზი წარმატებით განეხორციელებინათ, ისინი ქრისტიანულ სახარებებში ხელოვნურად უმატებდნენ იაჰვისტურ ალუზიებსა და სხვა სახის ინტერპოლაციებს, რომლებიც ანგრევდნენ სახარებათა არაიაჰვისტურ თვისებრივად ნოვატორულ იდეურ საფუძველს. ეს სექტა მკაცრად და თან ერთობ დიდი წარმატებით უსწორდებოდა ქრისტესთან იდეურად უახლოს კონფესიებს, გნოსტიკურ დენომინაციებს, ხოცავდა რა მათ წარმომადგენლებს და ამას აკეთებდა საიმპერატორო კარის დიდი მხარდაჭერით, საუკუნეთა მანძილზე ეს სექტა დაკავებული იყო სამი რამით: ხოცვით, ძარცვითა და ფაქტების პროფანაციით, სწორედ განადგურებულ გნოსტიკურ და სხვა რელიგიური კონფესიების ქონების კონფისკაციამ უსაშველოდ გააფართოვა აგრესორ სექტანტთა ფინანსები. ამ სექტანტების სახელი იყო – „კათოლიკე მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია“. დასაბამშივე „კათოლიკე მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას“ ამოძრავებდა პლუტოკრატიული მიზნები. ეს ნაშრომი მიზნად ისახავს ამხილოს მართლმადიდებლური იუდეოქრისტიანობა ბიბლიისა და გნოსტიკური აპოკრიფების შინაარსის მცდარ ინტერპრეტაციაში და დაგვანახოს გნოსტიკური,  მანიქევლური და ბოგომილური სწავლებების ჭეშმარიტი ბუნება. ბიბლიის პირველი კრიტიკოსები იყვნენ კარლშტადტი და მაზიუსი მცხოვრებნი XVI-ე საუკუნეში. შემდეგ, XVII-ე საუკუნეში გამოჩნდნენ ბიბლიის ახალი კრიტიკოსები, რომლებმაც დაიწყეს აქტიური ბრძოლა რელიგიური პრიმიტივიზმისა და ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ, ესენი იყვნენ: გ. გობსი, ი. დე ლა პეიერი, ბ. დე სპინოზა, პ. სიმონი და ა.შ. მეთვრამეტე საუკუნეში ცხოვრობდნენ გამოჩენილი ბიბლიის კრიტიკოსები გ. ბ. ვიტერი და ი. გ. ეიხგორნი, რომლებიც თავიანთი წინამორბედების მსგავსად აგრძელებდნენ ბიბლიის მეცნიერულ კრიტიკას. XX-ე საუკუნეში გამოჩენილი ბიბლიის კრიტიკოსები იყვნენ უ. პ. სმიტი, უ. პ. დრაივერი, კ. ე. ბრიგსი, კ. ბუდეი, პ. სმენდი, ვ. აიხროდტი, გ. აისფილდი, ი. მორგენშტერნი. პ. ხ. პაიპერი და ა.შ. თანამედროვე ეპოქაში, XXI-ე საუკუნეში ბიბლიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გამოჩენილი კრიტიკოსია, ბრიტანელი ათეისტი მეცნიერი –  რიჩარდ დოკინსი, რომელიც მრავალი წელია რაც იბრძვის რელიგიური ფანატიზმის წინააღმდეგ.

Комментариев нет:

Отправить комментарий