მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეგზოპლანეტა (ექსტრასოლარული (მზის გარეთა) პლანეტა) — პლანეტა, რომელიც მოძრაობს არა მზის,
არამედ სხვა ვარსკვლავის, ვარსკვლავური ნარჩენის ან ყავისფერი ჯუჯის
გარშემო. აღმოჩენილია 1800-ზე მეტი ეგზოპლანეტა (2015 წლის 29 იანვრის მონაცემებით: 1888 პლანეტა 1187 პლანეტურ სისტემაში, რომელთაგან 477 მრავალვარსკვლავური სისტემაა).[2] არსებობენ ე. წ. თაღლითი პლანეტები,
რომლებიც არც ერთი ვარსკვლავის გარშემო არ ბრუნავენ და განცალკევებულად არსებობენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი გაზური გიგანტებია,
რა შემთხვევაშიც ისინი ხშირად აღიქმებიან სუბ-ყავისფერ ჯუჯებად, როგორც WISE 0855-0714.[3]
კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა
ასევე აღმოაჩინა რამდენიმე ათასი[4][5] კანდიდატი პლანეტა,[6][7] რომელთა 11%-ის არსებობა შესაძლოა არ დადასტურდეს.[8] საშუალოდ, თითო ვარსკვლავზე ერთი პლანეტა მოდის.[9] ხუთიდან ერთ მზის
მსგავს[10] ვარსკვლავს კი „დედამიწის ზომის“[11] პლანეტა ჰყავს სასიცოცხლო ზონაში
დედამიწიდან 12 სინათლის წლის მანძილის დისტანციაში.[12][13] თუ გავითვალისწინებთ, რომ ირმის ნახტომში
200 მილიარდი[14] ვარსკვლავია, 11 მილიარდი პოტენციურად სასიცოცხლო დედამიწის ზომის
პლანეტა უნდა იყოს ჩვენს გალაქტიკაში, ხოლო თუ წითელი ჯუჯებიც
იგულისხმება, ეს რიცხვი 40 მილიარდამდე იზრდება.[15] ირმის ნახტომში არსებული თაღლითი პლანეტები შესაძლოა ტრილიონამდე ზრდიდეს ამ რიცხვს.[16]
TrES-3b-ისა და იუპიტერის ზომების შედარება. ამ ეგზოპლანეტის ორბიტალური პერიოდი 31 დღეა და ცხელ იუპიტერადაა
კლასიფიცირებული, რადგან ზომით დიდია და ვარსკვლავთან ახლოსაა, ამის გამო კი ის ერთ-ერთი ყველაზე ადვილად დასაფიქსირებელი პლანეტაა ტრანზიტული მეთოდით.
თუ დადასტურდა, უახლოესი ეგზოპლანეტა იქნება ალფა კენტავრი Bb, მაგრამ მის არსებობა საეჭვოა. აქამდე აღმოჩენილთა შორის თითქმის ყველა ეგზოპლანეტა ირმის ნახტომში
მდებარეობს, თუმცა მცირე რაოდენობით ექსტრაგალაქტიკური პლანეტების აღმოჩენის ალბათობაც არსებობს. 2014
წლის მარტის მონაცემებით, ყველაზე ნაკლებად მასიური პლანეტა არის PSR
B1257+12 A, რომელიც სულ რაღაც 2 მთვარის
მასისაა. ყველაზე მასიური პლანეტა, რომელიც NASA Exoplanet Archive-შია შეტანილი, არის DENIS-P
J082303.1-491201b,[17][18] რომელიც 29 იუპიტერის მასაა, თუმცა პლანეტის უმეტესი განმარტების თანახმად, ის ზედმეტად მასიურია პლანეტისთვის და შესაძლოა ყავისფერი ჯუჯა
იყოს. არსებობს პლანეტები, რომლებიც იმდენად ახლოსაა დედავარსკვლავთან, რომ მათი ორბიტალური პერიოდი რამდენიმე საათია, ხოლო, ამის საპირისპიროდ, არსებობს პლანეტები, რომელთა ორბიტალური პერიოდი ათასობით წელიწადი იჭიმება დედავარსკვლავთან სიშორის გამო. ზოგი კი იმდენად შორსაა, რომ რთულია იმის თქმა, საერთოდ არის თუ არა გრავიტაციულად დაკავშირებული ვარსკვლავთან.
ეგზოპლანეტების აღმოჩენამ ინტერესი არამიწიერი სიცოცხლის ძიებაშიც აღძრა, განსაკუთრებით იმ პლანეტებზე, რომლებიც თავიანთი დედავარსკვლავის გარშემო სასიცოცხლო ზონაში
მდებარეობს, სადაც თხევად წყალს (აქედან გამომდინარე, სიცოცხლეს) შეუძლია არსებობა. პლანეტის სიცოცხლიანობის კვლევა აგრეთვე მოიცავს სხვა მრავალ ფაქტორს.[19]
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარსკვლავის სიკაშკაშეზე დაფუძნებული სისტემის მაგალითი სხვადასხვა ტიპის ვარსკვლავების სასიცოცხლო ზონის წინასწარმეტყველებისთვის. პლანეტებისა და ვარსკვლავების ზომების, ორბიტის სიგრძეების და სასიცოცხლო ზონის ზომების მასშტაბები არასწორია.
სასიცოცხლო ზონა — ასტრონომიასა და ასტრობიოლოგიაში რეგიონი ვარსკვლავის გარშემო, რომელშიც პლანეტური მასის ობიექტებს საკმარისი ატმოსფერული წნევით შეუძლია წყალი თხევად მდგომარეობაში შეინარჩუნოს.[1][2] სასიცოცხლო ზონის საზღვრები გამოითვლება დედამიწის ბიოსფეროს მოთხოვნილებების მიხედვით — მისი პოზიციით მზის სისტემაში
და მზისგან
მიღებული გამოსხივებით. რადგანაც თხევადი წყალი მნიშვნელოვანია სიცოცხლისთვის, რის გამოც დედამიწაზე არსებობს იგი, სასიცოცხლო ზონის ბუნება და მასში შემავალი ობეიქტები მიჩნეულია, რომ ხელს უწყობს დედამიწის მსგავსი არამიწიერი სიცოცხლისა და ინტელექტის გავრცელების განსაზღვრაში.
მას შემდეგ, რაც 1953 წელს ცნება სასიცოცხლო ზონა შემოვიდა,[3] მრავალი პლანეტა იქნა აღმოჩენილი მასში. ასეთი პლანეტები დედამიწაზე ბევრად მასიურია (სუპერ-დედამიწები
და გაზური გიგანტები)
და მათი აღმოჩენა ძალიან მარტივია. 2013 წლის 4 ნოემბერს ასტრონომებმა კეპლერის კოსმოსური მისიის
მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ შესაძლოა 40 მილიარდი დედამიწის ზომის პლანეტა იყოს „ირმის ნახტომში“, რომელიც მზის
მსგავსი და წითელი ჯუჯა
ვარსკვლავების გარშემო სასიცოცხლო ზონაში ბრუნავს.[4][5] მათი შეფასებით, ამათგან 11 მილიარდი მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო უნდა ბრუნავდეს.[6] მეცნიერთა თქმით, უახლოესი ასეთი პლანეტა 12 სინათლის წლის დაშორებით უნდა იყოს.[4][5] სასიცოცხლო ზონა ასევე განსაკუთრებული ინტერესის სფეროა ბუნებრივი თანამგზავრების სიცოცხლიანობის შემსწავლელთათვის, რადგან სასიცოცხლო ზონაში არსებული პლანეტური მასის მთვარეების რაოდენობა შესაძლოა პლანეტების რაოდენობას აჭარბებს.[7]
მომდევნო ათწლეულებში სასიცოცხლო ზონის ცნება სიცოცხლის მთავარი კრიტერიუმი იყო. არამიწიერი თხევადი წყლის მტკიცებულების აღმოჩენის შემდეგ მიჩნეულია, რომ მისი შესამჩნევი რაოდენობა სასიცოცხლო ზონის გარეთ არსებობს. სხვა ენერგიის წყაროების დახმარებით, როგორიცაა მიქცევა-მოქცევით გათბობა,[8][9] რადიოაქტიური დაშლა[10] ან არაატმოსფერული ძალებით მინიჭებული წნევა, შესაძლოა თხევად წყალზე დამოკიდებული სიცოცხლის ძირითადი გარემო ვარსკვლავთშორის სივრცეშიც კი არსებობდეს — თაღლით პლანეტებზე
ან მათ თანამგზავრებზე.[11] გარდა ამისა, მეცნიერებმა სხვა სასიცოცხლო ზონების ცნება შემოიტანეს, სადაც შესაძლოა ალტერნატიულ ბიოქიმიაზე დაფუძნებული ჰიპოთეტური სიცოცხლისთვის ხელსაყრელი არაწყლოვანი გამხსნელები არსებობდეს.[12] 2013 წელს სასიცოცხლო ზონაზე წარმოდგენა კიდევ უფრო გაფართოვდა იმ დაკვირვების შემდეგ, რომ სიცოცხლის ქიმია შესაძლოა დიდი აფეთქებიდან,
რომელიც 13,8 მილიარდი წლის წინ მოხდა, მალევე დაიწყო, სასიცოცხლო ეპოქის განმავლობაში, როდესაც სამყარო სულ რაღაც 10-17 მილიონი წლის იყო.[13][14][15] პანსპერმიის ჰიპოთეზის
თანახმად, მეტეოროიდებით, ასტეროიდებითა და მზის სისტემის
სხვა მცირე სხეულებით გავრცელებული მიკროსკოპული სიცოცხლე შესაძლოა მთელ სამყაროში არსებობდეს.[16] თუმცა, დედამიწა ერთადერთი ადგილია ცნობილთა შორის სამყაროში, სადაც სიცოცხლე არსებობს.[17][18]
Комментариев нет:
Отправить комментарий