суббота, 20 января 2018 г.

ტრანსჰუმანიზმი, კომუნიზმი და ეზოთერიკა (უტოპიის შესახებ)



მე თავიდანვე შემიყვარდა ჟაკ ფრესკო და მისი "პროექტი ვენერა" და პრინციპში ახლაც მიყვარს, მაგრამ ამ პიროვნებამ დამანახა მთელი რიგი მინუსები ფრესკოს ტექნოკომუნისტურ სოციალურ პროექტში. ალბათ ფრესკოს მიმდევრები დღემდე ვერ ხვდებიან ამას.
შემდეგი მინუსები:
1) სოციალისტები და კომუნისტები, მათ შორის ფრესკო და მისი მიმდევრებიც უარყოფენ კარმულ ფაქტორს ანუ მისტიკას
2) ისინი უარყოფენ გენეტიკურ ანუ ბიოლოგიურ ფაქტორს
3) ისინი გამოდიან პირადი საკუთრების წინააღმდეგ
4) ისინი ამტკიცებენ რომ ადამიანი უნდა იყოს უნივერსალი და გამოდიან ვიწრო სპეციალიზაციის წინააღმდეგ
ეს ყველაფერი არის აბსურდი. ადამიანი ვერ იქნება უნივერსალი, ეს ფიზიკურად შეუძლებელია, ჩვენ ყველანი განსხვავებულნი ვართ, თუნდაც გავხდეთ უნივერსალები, რა ერთ ადამიანს ერთდროულად 10 სამსახური უნდა ჰქონდეს? ეს აბსურდია. საჭიროა ვიწრო სპეციალიზაცია. აქ ვაწყდებით თავისუფალი ნების და ინდივიდუალობის ამბავს. პირადი საკუთრება უნდა არსებობდეს. რა ადამიანმა სპეციალურ ცენტრში ირბინოს ყოველ წამს თუ რაიმე ნივთი დასჭირდება? რატომ უნდა იყოს სხვადასხვა ნივთები საერთო სარგებლობის? ეს უაზრობაა. თითოეულ ინდივიდს უნდა ჰქონდეს საკუთარი პირადი ნივთები. საზიარო რომ იყოს ყველა ნივთი, ეს აბსურდია. რაც შეეხება კარმას და გენეტიკას, მემარცხენეები, მათ შორის ფრესკოს ხალხიც, უარყოფენ მათ! ეს აბსურდია! ისინი ამტკიცებენ რომ არსებობს მხოლოდ ფსიქოსოციალური ფაქტორი და ამაზეა ყოველივე დაფუძნებული. ეს აბსურდია. არსებობს გენეტიკური ფაქტორი და კარმული ფაქტორი. გენეტიკა და კარმა ბევრ რამეს წყვეტენ. ფრესკოს მიმდევრებს არ გამოუვათ ხელოვნურად ადამიანების გადაპროგრამება. ეს იქნება არა უტოპია არამედ ცივი დიქტატი. არ იქნება თავისუფალი შემოქმედება. კონკურენციას რაც შეეხება, ის რაღაც დოზით საჭიროა, ფრესკოს ვეთანხმები იმაში, რომ სავალუტო სისტემა არ უნდა იყოს და რესურსები უფასო გახდეს ყველასათვის, მაგრამ მას მაინც აქვს პატარა შეცდომები. თანამედროვე მემარცხენეებს სჭირდებათ ეზოთერიკა და ტრანსჰუმანიზმი. სწორედ ამაშია პრობლემა. ისინი უარყოფენ ეზოთერიზმს და გენეტიკას, როგორც მეცნიერებას. ფრესკო და მისი მსგავსები უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც იგნორს უკეთებენ გენეტიკას და უჯრედულ ინჟინერიას, ეს ცუდია.
უტოპიის შექმნა შესაძლებელია. მესმის რომ ბევრს კომუნიზმზე ახსენდება საბჭოთა ეკონომიკის კრახი, მაგრამ არა, შესაძლებელია იდეალური კომუნისტური სისტემის შექმნა, ოღონდ მხოლოდ ეზოთერიზმის და ტრანსჰუმანიზმის დახმარებით. საბედნიეროდ არიან ისეთი მემარცხენეებიც რომლებიც იღებენ ტრანსჰუმანიზმს და ეზოთერულ ფილოსოფიას.
დასკვნები თვითონ გააკეთეთ. სოციალური ფაქტორი ყველაფერს არ წყვეტს. არის სხვა ფაქტორებიც. იცოდეთ ეს!
მემარცხენეები სრულიად უარყოფენ გენეტიკურ ფაქტორს. მემარჯვენეები უარყოფენ სოციალურ ფაქტორს. ეს ცუდია. ორივენი ტენდენციურნი არიან.

Комментариев нет:

Отправить комментарий