მისმინე შვილო!
გნოსტიკოსი ლიბერტინისტი თუ ხარ და მერე რას ანონიმობ? თავი გეწონება, თუ რაა? თუ თავი გეწონება და მაშინ თავი წარადგინე და მითხარი, ეს და ეს ვარ. ამას და ამას მივდევარ. შენი სახელით მომწერე. ძალიან არაკაცურია ასე ანონიმობა. თუ მემალები და მერიდები და მაშინ და სულ ნუ მომწერ. მე დევნას და მაჯაზე ჩაბღაუჭებას კი არ დაგიწყებ და არც რამის მტკიცებას. დავიღალე ამ ანონიმური კომენტების წაშლით ბლოგში. არ დავდებ ამ შენს კომენტს ბლოგში. რაა ეს სასხვათაშორისოდ გადმოგდებული კომენტი? უზრდელობაა მაგარი. იცი შვილო, ვინ ვარ? რა გზით მივლია? რა შემიმეცნებია? არ იცი. რომ იცოდე, ამას არ მომწერდი. მაჰავიდია გიწერია არა მეილის მისამართად. ეტყობა წელი მოგწყვიტა აღმოსავლურმა ფილოსოფიამ. მაჰავიდია არა, მე-12 ავატარა კიდევ!
ჩემს ნარკვევში ჰარი პოტერზე სხვა ვერაფერი დაინახე? სხვა ვერა ნახე რა სათქმელი? )))))
ჯერ ერთი ეს.
მეორე: ჩემი გაქიაქების ჟინს შეუპყრიხარ და მე მასწავლი. სადაა ჰარი პოტერში გნოსტიციზმის უარყოფა? სად რა დაინახე? მაშ დევიდ აიკი ვნახო, არა? "როგორმე ვნახო"
მისი ლექციები. )))))))))
ჩემს ფილოსოფიაშია გნოსტიციზმის ძლიერი ფესვი. როგორმე წაიკითხე ჩემი იუდას ფენომენოლოგია, ბოლო ჟამის გოლემი. სატანაელის ენქირიდიონი. მე კი ნუ მირჩევ აიკის როგორმე წაკითხვას. ეეეეე!!!!!! ჯერ სადაა
გურჯისტანი და კიდევ სად იქნება გნოსტიკოსო მაჰავიდია!
ეხლა გამახსენდა ადრე მოწერილი მსგავსი კომენტები და სიმწრით მეცინება. ეს ნარკვევი ჰარი პოტერზე არაა სტატია. სტატია როგორაა? ასეთი ენით სტატიებს ვინ წერს? ეეეე და კიდევ ეეეეე!!!!!!
მაშ ტვინის განძრევაა საჭირო, არა? ეს რა მომწერე? ))))) ვთქვათ, აი
ახლა როგორმე წავიკითხე დევიდ აიკის ლექციები და მერე? შემდეგ რის წაკითხვას მირჩევ?
ჩემზე უმცროსი ჩანხარ. წაგიკითხავს რაღაცეები და მოძღვრად დაჯდომას ეჩქარები. ფრიდრიხ ნიცშე ნეიმად გაქვს. ბოლო დროს წამოვიდნენ ჯეელები და ნიცშე ევასებათ მაგრად. მარა ეს წუთიერი გატაცებაა. გატაცება გამოწვეულია იმით, რომ ჩმორიკების ლეგიონია საქართველოში და სუნთქვაც ჭირს. რაღაც ამაღლებულს და კაცურს ეძებენ.
მე მყავდა აქ ფრენდები ნიცშეანელი ბიჭები და წავშალე, რადგან ძალიან სლაბები იყვნენ და ენას კი არ აყენებდნენ. ძირითადად მათ წაკითხული აქვთ ერეკლე ტატიშვილის თარგმანი ზარათუსტრაზე და ასევე ფილოსოფიის ისტორიის სახელმძღვანელოები ნიცშეზე.
სერიოზულად გირჩევ, თუ რუსულად და ინგლისურად კითხულობ. ნახე ჩემი რუსული და ინგლისური იუდა და გოლემი. აი აქაა გაბნეული გნოსტიციზმის მარგალიტები. შემეცნებით წინსვლას გისურვებ.
ვიპოვე შენი ბლოგი და ერთს გირჩევ. მოეშვი ამ ეზოთერიკასა და ფილოსოფიას, სანამ მძიმედ დაგაავადმყოფებს.
ჩემი სურათი რას დაგიდია ჩემს ბლოგში?
"იდიოტოკრატია
და აბსურდი". "მორალისტი
ანტიეზოთერი" რა სათაურია?
ავად ხარ, ვერ ხედავ? არა, მე არ გიყვარვარ და რას დებ ჩემს სურათს მანდ? ზურაბ კიკნაძისათვის თავს დავდებო. დადე მერე. მე ჩემი სათქმელი ვუთხარი და თავად მიპასუხოს. ვხედავ ქალაქში ზურაბს და არაფერს მეუბნება. შენ რა გინდა? თავად გამცეს პასუხი.
ზედმეტად დახლართული ენით წერსო. თუ ეგრეა და ნუ ნახულობ ჩემს ბლოგს. იყავი და იეზოთერისტე შენთვის. მაგ ენას შენ ვერ გაიგებ, რადგან აქამდე არ გაგიგია.
მაგას პორნო სძულს და მე მიყვარსო. ))))) მერე გიყვარდეს
და იყავი.
ვინ ხარ? რა გინდა? ჩემი გშურს შენ და ეგ ჩემი ფოტო მიტო გიდევს მანდ. რას დაძვრები ან ჩემს ბლოგში და ან ჩემს ფბ-ში? რა ბრჭყალებში სვამ ჩემს სამეცნიერო წოდებას? ვის დასცინი, შე საცოდავო? წადი, ტოლი და სწორი ნახე და იმათთან იბალამუტე ამ შენი ეზოთერიკით. მითხარი ვინ ხარ და შევხვდეთ.
Unknown
прокомментировал(а) ваше сообщение "იდიოტოკრატია და აბსურდი ანუ მორალისტი ანტიეზოთერი ...":
უზნეო ყოფილა, გოჩა და არ ეყვარები, აბა რა იქნება?! :) <3 მე მიყვარხარ და საუკეთესო მეგობრად გთვლი. :) <3
უზნეო ყოფილა, გოჩა და არ ეყვარები, აბა რა იქნება?! :) <3 მე მიყვარხარ და საუკეთესო მეგობრად გთვლი. :) <3
Комментариев нет:
Отправить комментарий