ფორმალურად
არსებობს ორი მარადიული სუბსტანცია: 1) მსოფლიო მატერია და 2) მსოფლიო
სული. ორივე უქმნელია და მარადიული. მაგრამ ფაქტობრივად მატერია
ნომინალურია, ხოლო სული რეალური. უფრო მეტსაც ვიტყვი, მატერია არის
არასწორად აღქმული სული. ანუ დუალიზმი მატერიასა და სულს შორის ფიქციურია.
სინამდვილეში არსებობს მხოლოდ უპიროვნო მსოფლიო სული. მატერიაში რაც არის
ყველაფერი (ათეისტური კოსმოპოლიტიზმით დაწყებული, ნაციზმით და რელიგიური
ფაშიზმით დამთავრებული) ილუზიაა ანუ მცდარი აღქმა რეალობის. არსებობს
მხოლოდ სულიერი სუბსტანცია. მატერიალური სუბიექტები = უპიროვნო სულიერი
ცნობიერების (პარაბრაჰმანის) ილუზორული პერსონიფიცირებული და საგნობრივი
მოდუსები (მოდიფიკაციები) გაჩენილი არასწორი აღქმის შედეგად. ატომური ბომბი
შექმნილია ილუზიებში ჩაძირული ადამიანის მიერ. კაპიტალიზმი = ილუზია.
რელიგია = ილუზია. ნაციონალიზმი = ილუზია. რეალურია მხოლოდ უპიროვნო
ღმერთი, რომელსაც არც რელიგია სჭირდება, არც ფული და არც ნაციები.
Комментариев нет:
Отправить комментарий