ბიბლიური „ღმერთი“ სასტიკად აფრთხილებს ებრაელებს,
რომ თუ არ დაემორჩილებიან ბრმად და უსიტყვოდ, მრავალგვარ უბედურებებს და
კატასტროფებს მოუვლენს და გაანადგურებს. ბიბლიური ზეციური დიქტატორი განადგურებით
ემუქრება ყველას ვინც უარს აცხადებს მორჩილებაზე.
ისრაელის „ღმერთი“ ანუ უცხოპლანეტელი ბოროტი რეფტოიდი, აბრაამის და მოსეს
„უფალი“ ებრაელებს შემდეგნაირად ემუქრება: „თუ არ დამიჯერებთ და არ შეასრულებთ ამ ჩემს მცნებებს,“ (ლევიანნი
26-14). „თუ არად ჩააგდებთ ჩემს წესებს, თუ ისე შეიძულებთ ჩემს სამართალს, რომ არ შეასრულებთ არცერთ ჩემს მცნებას და დამირღვევთ აღთქმას,“ (ლევიანნი
26-15). „მაშინ ამგვარად მოგექცევით: მოგივლენთ შიშისზარს, ჭლექსა და ცხროებას, თვალის დამავსებელს და სულის შემაღონებელს. ფუჭი იქნება თქვენი დათესილი, რადგან მტრები შეგიჭამენ.“ (ლევიანნი
26-16). „პირს ვიზამ თქვენსკენ და დაუმარცხდებით თქვენს მტრებს, გაგიბატონდებიან
მოსისხლენი; გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ.“ (ლევიანნი
26-17). „და თუ მაინც არ დამიჯერებთ, შვიდგზის მოგიმატებთ სასჯელს თქვენი ცოდვებისთვის.“ (ლევიანნი 26-18). „გავტეხავ თქვენი სიჯიუტის ძალას, რკინად ვაქცევ თქვენს ცას, სპილენძად - თქვენს მიწას,“ (ლევიანნი 26-19). „ფუჭად დაილევა თქვენი ძალ-ღონე: არ მოგცემთ მიწა თავის მოსავალს და ქვეყნის ხეები - თავის ნაყოფებს.“ (ლევიანნი 26-20). „თუ კიდევ გამიწევთ წინააღმდეგობას და არ მოისურვებთ ჩემს ყურისგდებას, შვიდგზის დაგცხებთ თქვენი ცოდვებისათვის.“ (ლევიანნი 26-21). „მოგისევთ გარეულ მხეცებს და გაგიწყვეტენ შვილებს; გაგიწყვეტენ საქონელს, თქვენც დაგლევენ და დაცარიელდება თქვენი გზები.“ (ლევიანნი 26-22). „თუ ამითაც არ ისწავლით ჭკუას და კიდევ გამიწევთ წინააღმდეგობას,“ (ლევიანნი
26-23). „მეც წამოვალ თქვენს წინააღმდეგ და შვიდგზის დაგცხებთ თქვენი
ცოდვებისათვის.“ (ლევიანნი 26-24). „მოვავლენ თქვენზე შურისმგებელ მახვილს აღთქმის შურისგებად და თქვენ შეიხვეტებით თქვენ-თქვენს ქალაქებში. ჭირს შეგყრით და მტრის ხელში ჩაცვივდებით.“ (ლევიანნი 26-25). „როცა გაგიწყვეტთ პურის სახსარს, ათი დედაკაცი ერთ თონეში დაიწყებს თქვენი პურის ცხობას. წონით გამოგიგზავნიან თქვენს პურს, შეჭამთ და ვერ გაძღებით.“ (ლევიანნი
26-26). „თუ მაშინაც არ დამიგდებთ ყურს და გამიწევთ წინააღმდეგობას,“ (ლევიანნი
26-27). „მეც გამოვალ თქვენს წინააღმდეგ რისხვით და შვიდგზის დაგსჯით თქვენი ცოდვებისთვის.“ (ლევიანნი 26-28). „თქვენი ვაჟების ხორცს დაუწყებთ ჭამას და თქვენი ასულების ხორცს შეჭამთ.“ (ლევიანნი 26-29). „გაგინადგურებთ ბორცვებს და ამოგიყრით მზის სვეტებს, დავახვავებ თქვენს გვამებს თქვენი კერპების ნანგრევებზე და შეგიძულებს თქვენ ჩემი სული.“ (ლევიანნი 26-30). „გავაუდაბურებ თქვენს ქალაქებს და დავაცარიელებ თქვენს საწმიდარებს; აღარ ვიყნოსავ თქვენგან ნაკმევ კეთილსურნელებას.“ (ლევიანნი
26-31). „დავაცარიელებ ქვეყანას თქვენი მტრების განსაცვიფრებლად, რომლებიც იქ დასახლდებიან.“ (ლევიანნი 26-32). „მიმოგფანტავთ ხალხებში და გაშიშვლებულ მახვილს დაგადევნებთ. დაცარიელდება თქვენი ქვეყანა და გაუდაბურდება თქვენი ქალაქები.“ (ლევიანნი
26-33). „მაშინ ამოიგებს მიწა თავის შაბათებს მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც
დაცარიელებული იქნება. როცა თქვენი მტრების ქვეყანაში იქნებით, მაშინ იუქმებს მიწა, ამოიგებს თავის შაბათებს.“ (ლევიანნი
26-34). „იუქმებს მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც არ უუქმია თქვენს შაბათებში, როცა იქ ცხოვრობდით.“ (ლევიანნი
26-35). „დანარჩენებს გულს გაგილაჩრებთ მტრების ქვეყნებში. გაფრენილი ფოთლის ხმა
შეგაშინებთ და გაიქცევით, თითქოს მახვილს გაურბოდეთ. დაეცემით, მდევარი კი არავინ იქნება.“ (ლევიანნი
26-36). „წაიფორხილებენ ერთმანეთზე, თითქოს მახვილს გაურბოდნენ. მდევარი კი არავინ იქნება. ღონე არ გეყოფათ, რომ მტრებს აღუდგეთ.“ (ლევიანნი
26-37). „დაიღუპებით ხალხებში და შეგჭამთ თქვენი მტრების მიწა.“ (ლევიანნი 26-38). აი ასე წყევლის და ემუქრება
უმეცარი ქრისტიანების, იუდაისტების და მუსულმანების მიერ „ღმერთად“ შერაცხული
უცხოპლანეტელი დემონი-რეფტოიდი საკუთარ „რჩეულ ერს“.
Комментариев нет:
Отправить комментарий