четверг, 25 января 2018 г.

ჰიპერბორეა















ოკულტური მონაცემების თანახმად, შორეულ ჩრდილოეთში, ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის ტერიტორიაზე დედამიწის ხალხთა გადმოცემებით, არსებობდა ლეგენდარული მატერიკი, სადაც ზეგონიერი მაგიური არსებები ცხოვრობდნენ, რომლებიც კოსმიურ ტექნოლოგიებს ფლობდნენ, ბერძნები მას ჰიპერბორეას უწოდებდნენ, რაც ნიშნავს „ყველაზე შორი ჩრდილოეთით“. ბერძენთა თქმით, ეს იყო ადგილი, სადაც თავად ღმერთები და ქალღმერთები მკვიდრობდნენ, ხოლო ძველინდოელები მას შვეტადვიპას ეძახდნენ და მიიჩნევდნენ რომ იგი უზენაესი ქალღმერთის, შაკტის ზეციური განზომილების ასევე შვეტა დვიპას, მიწიერი კორელაცია და ანალოგი იყო, გერმანელები ამ ჩრდილოეთის მატერიკს ტულეს ეძახდნენ და აგრეთვე მიიჩნევდნენ, რომ იქ ღმერთები სახლობდნენ.. 
მსოფლიოს ხალხთა უძველესი გადმოცემებით და ზოგიერთი მეცნიერის (მიშელ კრემო, რიჩარდ ტომსონი, არმან დე კვარტეფატე, რიჩარდ სტრატონი, კესიდი, ალექსანდრ ვლადიმიროვი, ერნესტ მულდაშევი, ერიხ ფონ დანიკენი, დევიდ აიკი, გრემ ჰენკოკი, რიჩარდ ჰოგლანდი) გამოკვლევების თანახმად, შორეულ წარსულში  დედამიწას გარს ეკრა ე.წ. წყლის ორთქლის ფარი, რომელიც იმდენად თანაბრად ანაწილებდა მზის სითბოს, სინათლესა და ზომიერ რადიაციას პლანეტის მთელს გლობუსზე, რომ მთელ პლანეტაზე ზომიერი ტენიანი ტროპიკული ანუ სემიჰუმიდური კლიმატი იდგა, შესაბამისად ჩრდილოეთის ყონულოვანი ოკეანეც არ იყო ყინულოვანი და საერთოდაც იქ უზარმაზარი კონტინენტი - ჰიპერბორეა (შვეტადვიპა) მდებარეობდა.  
ჰიპერბორეა - ძველი ბერძნული მითების თანახმად
ჰიპერბორეა არის ზღაპრული ქვეყანა, სადაც მარად გაზაფხულია, მზე ექვს თვეს არ ჩადის. მდებარეობს შორეულ ჩრდილოეთში ზამთრის მიწების გადაღმა. ჰიპერბორეელები ბედნიერები და უზრუნველები იყვნენ, ცხოვრობდნენ ხანგრძლივად, არ იცოდნენ შუღლი და ომები, მძიმე შრომა, სიბერე და დაავადებები.
ჰიპერბორეას ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ოკეანოსი - მდინარე, რომელიც გარს ერტყმის დედამიწას; სამხრეთით - მითიური რიფეის მთები. მთავარი მდინარე იყო ერიდანოსი, რომელიც ოკეანიდან სამხრეთით მიედინებოდა. მდინარე ერიდანოსის სანაპიროებზე ალვები ქარვას ისხამდა, მის წყლებში თეთი გედების გუნდები ცხოვრობდნენ. მარადიული ზაფხულის პირობებში მარცვლეული წელიწადში ორჯერ იძლეოდა მოსავალს. მაგრამ ყველაზე მშვენიერი ადგილი იყო მდიდარი, ლამაზი ტყით დაფარული აპოლონის ბაღი.
ჰიპერბორეას სამხრეთით იცავდა რიფეის მთების გადაულახავი თოვლიანი მწვერვალები. ეს იყო ქარის ღმერთის - ბორეასის სამფლობელო, რომელსაც გრილი სუნთქვა მოჰქონდა ზამთრის მიწებიდან სამხრეთში. მთის მწვერვალებზე ცხოვრობდნენ გრიფონები - არწივისთავიანი და ლომისტანიანი მტაცებელი ფრინველები, ხოლო ხეობები დასახლებული იყო სასტიკი, ცალთვალა არიმასპების ტომებით
ჰიპერბორეა თეოკრატული ქვეყანა იყო. მას მართავდა აპოლონის სამი ქურუმი, გიგანტი მეფეები - ბორეადები, ძენი ან შთამომავლები ღმერთ ბორეასისა. დედაქალაქში იყო მრავალი მრგვალი ტაძარი და ჰეკატომბები, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ ღმერთებს. ჰიპერბორეელები მუსიკალური ხალხი იყო, საღვთო დღესასწაულებზე მართავდნენ სიმღერისა და ცეკვის ფესტივალებს
ჰიპერბორეა რამდენიმე მითში მოიხსენიება. ერთ-ერთია მითი ფაეტონზე, ბიჭზე, რომელმაც სცადა მზის ეტლის მართვა, რაც ვერ შეძლო და ზევსმა ელვით განგმირა. ფაეთონის ალმოდებული სხეული ჩავარდა ჰიპერბორიის მდინარე ერიდანოსში. მის ნაპირთან შეკრებილი მწუხარე დები - ჰელიადები გადაიქცნენ ქარვამდინარე ალვის ხეებად. ფაეტონის მეგობარი კიკნოსი თავადაც გადახტა მდინარეში, მეგობრის დაღუპვის ადგილას, ღმერთებმა იგი გედად აქციეს. შემდეგში ჰიპერბორეელები, როცა დაიღლებოდნენ სიცოცხლით, ხტებოდნენ მდინარეში და გედებად იქცეოდნენ.
ჰიპერბორეაში იმოგზაურა გმირმა პერსევსმა, რომელიც ეძებდა ღმერთების საგანძურის მცველ ნიმფებს, ან გრაიებს, რომლებმაც გორგონას ადგილსამყოფელი მიასწავლეს. ასევე ამ მხარეში ორჯერ მოხვდა ჰერაკლე. პირველად , როცა არტემიდეს ოქროს ირემს მისდევდა, ხოლო მეორედ ატლასის ასულებისთვის ოქროს ვაშლები რომ მოეპარა
გამოჩენილი მეცნიერი, ედვარდ შიურე თავის წიგნში „დიადი განდობილები“ წერს: „თეთრის რასის აყვავებას ჩრდილო პოლუსის გრილი ქროლვა უწყობდა ხელს. ბერძნული მითოლოგია მათ ჰიპერნორეელებს უწოდებს. ისინი თეთრთმიანები და ცისფერთვალებანი იყვნენ, დაიძრნენ ჩრდილოეთიდან, გამოიარეს ტყეები, გზას ჩრდილოეთის ციალი უნათებდათ“.
ჰიპერბორეის შესახებ ცნობების სისტემატიზაცია მოახდინა ანტიკური ხანის ისტორიკოსმა პლინიუსმა თავის „უკიდურესი ჩრდილოეთის აღწერაში“, სადაც ნათქვამია: „მთელი ექვსი თვე გრძელდება მათთან დღე და ამდენივე ხანი ღამე. ამ ქვეყანაში სასიამოვნო ტენიანი კლიმატია. მათი ქალაქები და სოფლები ტყეებსა და მთებშია ჩამალული, სადაც თავიანთ ღვთაებებს ეთაყვანებიან, მათ არ იციან მტრობა და ავადმყოფობა, ისინი არასდროს ბერდებიან და არ კვდებიან, ჯუჯები ღამით გამოქვაბულში იმალებიან“.
შემდეგ მოხდა რიგითი გლობალური კატასტროფა, რომლის შედეგად არქტიკული მატერიკი წყალმა შთანთქა, გოლფსტრიმის თბილმა დინებამ, რომელიც არქტიდას ათბობდა, მიმართულება შეიცვალა. შემცირდა ატმოსფეროში სათბურის გაზები პროცენტული მაჩვენებელი, გაქრა წყლის ორთქლის ფარი, რომეიც დედამიწას გარს ეკრა, პლანეტაზე ტროპიკულ კლიმატს უზრუნველყოფდა და ადამიანთა და სხვა ცოცხალ არსებათა სიცოცხლეს ახანგრძლივებდა ზედმეტი რადიაციის ეკრანირებით. სანამ ფარი არსებობდა, ადამიანები ასობით და ათასობით წელი ცხოვრობდნენ, რასაც ადასტურებს ბიბლია და აღმოსავლური წმინდა წიგნები, რადგანაც ცნობილია, რომ რადიაცია თანდათან, სწრაფად თუ ნელა, ბიოლოგიური ორგანიზმის გენეტიკური კოდის, დნმ-ს გაცვეთას იწვევს, ააქტიურებს სიკვდილის გენს, რაც იწვევს სწრაფ დაბერებას და გენეტიკურ სნეულებებს. საბოლოოდ ჰიპერბორეისაგან თითოოროლა ერთიბეწო კუნძულების გარდა არაფერი დარჩა.
ზოგიერთი მეცნიერი დღესაც ეთანხმება იმ აზრს, რომ ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ადგილას ადრე დიდი მატერიკი ან მსხვილი კუნძულების არქიპელაგი არსებობდა. მაგალითად, ჯერ კიდევ 1965 წელს საბჭოთა მეცნიერი გაკელი, წერდა: „ცენტრალური არქტიკის საბჭოთა გამოკვლევების შედეგები, რომლებიც სულ სხვანაირად აშუქებენ მის ბუნებას, ლეგენდარული არქტიდის რეალურობაზე მიუთითებენ“. მეცნიერის აზრით, ყინულოვანი ოკეანის ფსკერის რელიეფის დეტალური გამკვლევის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 5000 წლის წინ არქტიკის იერსახე სულ სხვანაირი იყო. მენდელეევისა და ლომონოსოვის წყალქვეშა მთაგრეხილები ზღვის დონის ზემოთ იყვნენ ამომართულები, ფრანც იოსების, შპიცბერგენის და ნოვოსიბირსკის კუნძულების ფართობი ბევრად მეტი იყო და ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის აკვატორიაში არსებობდა მსხვილი არქიპელაგი.
დედამიწის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს ყინულის ოთხკილომეტრიანი შრით დაფარული მატერიკი ანტარქტიდა. ტრადიცულად ითვლებოდა, რომ ანტარქტიდა ბოლო 50 მილიონი წელი ყინულითაა დაფარული. მაგრამ 1990 წელს გეოლოგებმა ყონულში ტროპიკული ხეების მოყინული ნარჩენები აღმოაჩინეს, რომელთა ასაკი 2-3 მილიონი წელია. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ უძველეს დროს აქ იყო ტროპიკულ ტყეთა სამფლობელო. ითვლება რომ ეს მიწიერი სამოთხე დაუსახლებელი იყო, მაგრამ ყველა ასე არ მიიჩნევს. ამის დასტურად გამოდგება ერთი გეოგრაფიული რუკა, რომელიც 1513 წელს ადმირალმა პირი რეისმა შეიძინა კონსტანტინოპოლში. მასზე გამოსახულია ანტარქტიდა ყინულის გარეშე, როგორც იგი გამოიყურებოდა ძველი წელთაღრიცხვით 13000-4000 წლებში, ამ რუკის სიზუსტე შეამოწმა მფრინავმა ჰაროლდ ოლმეიერმა, რომელმაც დაასკვნა, რომ „გეოგრაფიული მოხაზულობები ზუსტად შეესაბამება ყინულის ქუდის ქვეშ ჩატარებულ სეისმოდაზვერვის მონაცემებს - ეს იმას ნიშნავს რომ ზემოთხსენებული რუკა გამყინვარებამდე შედგა“. იგი ანტარქტიდის მცხოვრებლებს უნდა შეედგინათ. ორინტია ფინეიას 1531 წელს შედგენილ რუკაზე გამოსახულია მთები და მდინარეები ანტარქტიდის მიწაზე.
როდესაც კლიმატური კატაკლიზმა მოხდა, არქტიდის მოსახლეობას სამხრეთით დაიძრა. ბრიტანეთში არსებობს თქმულება, თუ როგორ მოვიდნენ ბრიტანეთში ჩრდილოეთიდან ღვთიური ხალხი - ქალღმერთ დანუს შვილები და თან მოიტანეს სამი ჯადოსნური არტეფაქტი: ძალის შუბი (კვერთხი), სიცოცხლის თასი და დაუმაცხებელი მახვილი, ეს უკანასკნელი შემდგომში წოდებულ იქნა ექსკალიბურად და ბრიტანეთის მეფის ლეგანდარული მეფის - არტურ პენდრაგონის ხელში ჩავარდა, რომელიც გახლდათ დიადი მეფის, უტერ პენდრაგონისა და ლედი იგრეინას ძე. არქტიდელთა ნაშთები ნაპოვნი იქნა რუსეთშიც, ოცდამეერთე საუკუნეში მეცნიერებმა ურალისპირეთში აღმოაჩინეს არქტიდელთა ქალაქის არკაიმის ნაშთები.. 
ლეგენდარული ჰიპერბორეა ანუ არქტიდა იყო ლემურიამდელი ცივილიზაცია, რომელზეც კიდევ უფრო ნაკლები ცნობები მოიპოვება, ვიდრე ლემურიაზე.


 არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც ჰიპერბორეა არ განადგურდა, იმდენად რამდენადაც ის მდებარეობს ფუღურო დედამიწის შიგნით, ჩრდილოეთი პოლარული წრის სიბრტყეზე, პოლარულ ნახევარსფეროში. ჰიპერბორეა არ მდებარეობდა დედამიწის ზედაპირზე. ადამიანებმა ყველაფერი არასწორად გაიგეს. კარტოგრაფმა მერკატორმა მეთექვსმეტე საუკუნეში გამოსახა არა ზედაპირი, არამედ მიწისქვეშა სამეფო – ასგარდი. 
დარვინმა, აინშტაინმა და ადამ სმიტმა დაღუპეს კაცობრიობა. მათ შექმნეს მატერიალისტური იდეოლოგია რომლითაც მოსპეს სულიერება და დააჩლუნგეს მასები. 
ამიტომაცაა რომ დღეს ადამიანთა დიდ ნაწილს ან აღარ სჯერა მისტიკის ან მწვალებლობად მიაჩნია იგი. 
მიწისქვეშა სამეფო დასახლებულია ელინური და ნორმანული ღმერთებით და ბნელი ანგელოზებით რომლებიც განუდგნენ ბოროტ ელოჰიმებს (არქონტებს). 
პოლუსებზე არის შესასვლელი (პორტალი) დედამიწის ცენტრში.

Комментариев нет:

Отправить комментарий