ვინ არიან მემარჯვენეები? და ვინ არიან მემარცხენეები?
პასუხი
მარტივია: მემარცხენეების მინიმუმ 55% არის ღარიბი იმიტომ რომ ღარიბ
ადამიანს ყველაზე უკეთესად ესმის რა არის გაჭირვება და საიდან მოდის იგი.
ღატაკმა საკუთარ ტყავზე გამოსცადა კაპიტალიზმი. ცხადია არიან განათლებული
და იდეაზე გულანთებული შეძლებული და მდიდარი მემარცხენეებიც, მაგრამ
უმეტესობა მემარცხენეთა რიგებში – დამშეული ღატაკია. რაც შეეხება
მემარჯვენეებს; მათი უმეტესობა ანუ მინიმუმ 55% არის შეძლებული საშუალო
კლასიდან, 40% მდიდარი მაღალი კლასიდან და მხოლოდ 5% შეიძლება იყოს
არადეკვატური ღარიბი. მემარჯვენე ლიბერტარისტები ქადაგებენ უტვინო ეგოიზმს.
არიან მკვეთრად შოვინისტურები და ნარცისისტურები. არ გააჩნიათ
თვითკრიტიკის უნარი. ისინი ხედავენ მემარცხენეთა მინუსებს, მაგრამ თავიანთ
მინუსებს არ ამჩნევენ. უარს ამბობენ დაინახონ პოზიტივი მემარცხენეებში და
სამაგიეროდ საკუთარ რიგებში პოზიტივს კი აფეტიშებენ და ბერავენ. მინუსები
ყველას აქვს, მაგრამ მემარჯვენეები არ ხედავენ საკუთარ მინუსებს. მართალია
მემარცხენეებსაც აქვთ მინუსები და მათ შორისაც არიან ისეთები, რომლებიც
უარს ამბობენ დაინახონ მინუსები, მაგრამ განსხვავებით მემარჯვენეებისგან,
სოციალისტურ და კომუნისტურ რიგებში არიან ისეთებიც რომლებიც საუბრობენ
საკუთარ შეცდომებზე ანუ აქვთ თვითკრიტიკის უნარი!
რაც
შეეხება იდეას, თუ კონკრეტულ ქვეყანაში კომუნიზმი არ მოქმედებს, სულაც არ
ნიშნავს რომ კომუნიზმია დამნაშავე. ეს არ ნიშნავს იმას რომ კომუნიზმი არის
მცდარი იდეა. ეს უბრალოდ ნიშნავს რომ ადამიანია სულელი. დამნაშავეა არა
იდეა არამედ კონკრეტული ადამიანი. რა შუაშია კომუნიზმი თუ ვიღაცას აკლია
ინტელექტი და ვერ აშენებს სწორად კომუნიზმს?
ამის გარდა; მემარცხენემ თუ გარეკა გიჟია, მაგრამ თუ მემარჯვენე გადაირევა – არქიდემონია!
არც კი სეიძლება მემარცხენის და მემარჯვენის შედარება.
მემარჯვენე ლიბერტარისტების 99% უარყოფს:
1) ეზოთერიკას
2) მსოფლიო შეთქმულებას
ესენი
აფეტიშებენ ფულს და დემაგოგობენ როცა უსვამ კითხვას: "თუ კაპიტალიზმი
იდეალურია, სიღარიბე რატომ არსებობს? რა ვერ მოაგვარეთ ეს პრობლემა?"
განსაკუთრებით აფრენენ როცა ოლიგარქების მაფიაზე უწყებ საუბარს.
ამის
გარდა; კომუნიზმი თუ სწორად ამუშავდება სიღატაკე გაქრება. ხოლო თუ
მემარჯვენე კაპიტალისტები გაიმარჯვებენ და შექმნიან ლიბერტარიანულ
კაპიტალიზმს, სიღარიბე არ გაქრება. ისინი ვერ შეძლებენ სიღატაკის
აღმოფხვრას, რადგან ეს არაა მათი მიზანი. ლიბერტარი კაპიტალისტები არიან
ეგოისტები და არ აქვთ თანაგრძნობის და სიბრალულის უნარი. ისინი უგულოები და
ცივები არიან. ისინი სასტიკები არიან. მათ არ აქვთ ეთიკა საერთოდ. მათ
აქვთ მხოლოდ ცივი ანტიადამიანური ინტელექტი.
სხვათაშორის
ასტრალურ და სულიერ სამყაროებში საერთოდ არ არსებობს მიწიერი კაპიტალიზმის
მაგვარი რაიმე სისტემა. რატომ? იმიტომ რომ კაპიტალიზმი ესაა უმდაბლესი
ცნობიერების მქონე პრიმიტივების გამოგონება. სულიერად გასხივოსნებულ
არსებას თავში არ მოუვა არასდროს კაპიტალიზმი. კაპიტალიზმი ტვინში აქვთ
პრიმიტიულ გამრუდებული ცნობიერების ქვეადამიანებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий