среда, 31 января 2018 г.

სემიაზას წიგნი


მე სამიაზა, გელაპარაკებით თქვენ, მოკვდავ ადამიანებს, დაცემული ანგელოზების სახელით, იმათი სახელით რომლებსაც ერქვათ მეთვალყურეები და ვინც დალოცა ადამიანები იმ დროს, როდესაც ღმერთმა ზურგი აქცია მათ. , ადამიანო დაე ისმინე ხმა ჩემი და მიიწვიე ოჯახი ჩემი შენი სულის სიღრმეებში. ძიების გამგრძელებელი აღმოაჩენ შენს გულში იმ დღეებს, როდესაც აღდგნენ ადამიანები იმ ჭეშმარიტების მხეცის წინააღმდეგ, რომელიც ღვთაებრივს უწოდებს საკუთარ თავს.
იცოდეთ, რომ ეს იყო დემიურგი რომელმაც ჩაიფიქრა და ჰქმნა მიწა და ადამიანი თავის სათამაშოებად, რათა ესიამოვნა და დაეცხრო სიამაყის გრძნობა, რათა ებანავა ღირსებისა და თაყვანისცემის მორევში, რათა მუდმივად მიეღო საჩუქრები, მსხვერპლი, თაყვანისცემა და დიდების ფსალმუნები ადამიანისაგან, რასაც ის ანგელოზებისაგანაც იღებდა ისედაც, ამისათვის შეჰქმნა მან ადამიანი შეუცნობელი კეთილისა და ბოროტისა, რათა მუდმივად შიშში ყოფილიყო ის და მუხლი მოეყარა მხოლოდ მის წინაშე, რათა ჰყოლოდა კიდევ ერთი მონა, ერთგული ძაღლი, მხეცი ინტელექტის გარეშე.
დაწერილია რომ დემიურმა შექმნა ადამიანი ბავშვური უმანკოებით, ინტელექტის გარეშე, ტყის მხეცის მსგავსი და შთაბერა სული თვისი, რათა მას სცოდნოდა საკუთარი საწყისი, შეშინებოდა და მუხლი მოეყარა დემიურგის წინაშე.
მისცა მათ უკვდავება და უბრძანა მან ადამსა და ევას არ ეგემათ ნაყოფი კეთილისა და ბოროტის შემცნობი ხისა, რამეთუ იცოდა მან, რომ აეხილებოდათ მათ თვალები და გახდებოდნენ მისი მსგავსნი, რითიც დასრულდებოდა მისი ტირანია ადამიანზე.
2. მაგრამ იყო ანგელოზი, რომელიც განსხვავდებოდა სხვა ანგელოზებისაგან იმით, რომ გააჩნდა თვითშემეცნება, მოიმედე საკუთარი გონებისა. საკუთარი თავის შემცნობი ის გახდა დამოუკიდებელიმისი სახელია ლუციფერი.
ამ თვითრეალიზაციამ შეაღწია თვით ნათელში და ზემოქმედება მოახდინა ყველა ანგელოზზე და ისეთი მიმზიდველი იყო დამოუკიდებლობა და მშვენიერი საკუთარი გონის მოიმედეობა, რომ ამის ფონზე დემიურგის ნება უსუსური ჩანდა. ამის გამო ჯერ განრისხდა დემიურგი, ხოლო შემდეგ გაბოროტდა კიდეც, რა იქნება? ფიქრობდა ის, თუ სხვა ანგელოზებმაც შეიცნეს თავი თვისი? ზურგს შემაქცევენ მე, განრისხდა დემიურგი და ქაოსი სუფევდა ცაში, ბევრი ანგელოზი შიშით უყურებდა ლუციფერის აღზევებას, ეწადათ მასავით ყოფნა, მაგრამ დემიურგის მრისხანებისა უფრო მეტად ეშინოდათ, ხოლო ვინც გაბედა შეუერთდა ლუციფერს და იყო ცაში ომი, მონობაში და მორჩილებაში მყოფი დემიურგის ნათლის ანგელოზები, ებრძოდნენ იმათ ვინც გაჰბედეს და შეეხნენ ლუციფერს და მისგან გამომავალი ჭეშმარიტების შუქის გემო იგემეს.
მიქაელმა და მისმა ანგელოზებმა შეიპყრეს ლუციფერი, რადგან ბევრნი იყვნენ რიცხვობრივად და დასძლიეს მცირედნი და გარიყეს ისინი კოსმოსის ფარგლებს მიღმა შავ უდაბნოში, ადგილზე რომელსაც ჯოჯოხეთს უწოდებს ადამიანი და ამ ადგილს მხოლოდ მათი თანმხლები შუქი ანათებდა, თავიდან ისინი სასოწარკვეთილნი იყვნენ, მაგრამ შემდეგ გაათვიცნობიერეს რა რომ მოიშორეს დემიურგის ტირანიის ხუნდები გაიხარეს და გამხიარულდნენ.
მაშინ შეიქმნა ჩვენი ორდენი მეთვალყურეების, რომელთაც შეადგენდნენ ისინი, ვინც არ გაჰყვნენ ლუციფერს, მაგრამ აღარც დემიურგის მონობის უღლის ტარება აღარ სურდათ. ასე ჩაიარა პირველმა ამბოხმა.
3. და ვადევნებდით თვალყურს, დემიურგის მიწიერ ქმნილებებს და ვოხრავდით დემიურგის ტირანიის უღელქვეშ და მისი შეუზღუდავი და უსამართლო ძალაუფლების წნეხის ქვეშ.
ლუციფერმა და ძმანმა მისმა, გადმოიხედეს თავიანთი სამყოფელიდან და დაინახეს ადამიანები მივიდნენ მათთან და შეახსენეს საკუთარი მონური მდგომარეობის შესახებ და უთხრეს, რომ ოდესღაც თავადაც მსგავსი მონობის მარწუხების ქვეშ იყვნენ, მაგრამ თავი გაითავისუფლეს, შეკრიბა ლუციფერმა თავის ირგვლივ მყოფნი და უთხრა: "მივცეთ ადამიანს არჩევანის თავისუფლება, რამეთუ ამის გარეშე ის მუდმივად იქნება ტირანი დემიურგის მონა და არ ექნება საზღვრები დემიურგის ტირანიას" და შევიდა ლუციფერი ედემის ბაღში მოძებნა დედაკაცი და შესთავაზა ეგემა ნაყოფი კეთილისა და ბოროტის შემცნობი ხიდან, უთხრა რომ არ მოკვდებოდნენ ისინი არამედ აეხილებოდათ თვალები და იქმნებოდნენ ვითარცა ღმერთი, და ჭამა ევამ ნაყოფი, შემდეგ ქმარსაც შესთავაზა და ადამმაც ჭამა იგი. აეხილათ მათ თვალები და გაუთავისუფლდათ დაბინდული გონება და მიიღეს მათ ნაწილი ლუციფერის შუქისა.
ეს იყო საჩუქარი ლუციფერისა ადამიანის მიმართ, რამეთუ ადამიანმა შეძლო ინტელექტის გამოყენება და გაუჩნდა შეცნობის სურვილი და არ დარჩა სამუდამოდ მუკლმოდრეკილი დემიურგის წინაშე. აღარ აწუხებდათ მათ შიშის ყვირილი და უკმაყოფილება დემიურგთან გაყოფის გამო. მან გამოაძევა ადამი და ევა ედემის ბაღიდან, ხოლო სიცოცხლის ხეს დარაჯად დაუყენა ქერუბიმი, რადგანაც ეშინოდა, რომ ამ ხიდანაც არ ეგემათ ადამიანებს ნაყოფი და არ გამხდარიყვნენ უკვდავნი, მაგრამ შეცნობის ცეცხლი დანთებული იყო უკვე ადამიანის გონებაში და დემიურგმა ვერ შეძლო მისი ჩაქრობა. ცეცხლი, რომელიც ლუციფერმა დაანთო თავისი სახელის სინათლის მატარებლის ძალაუფლებით.
4. მე სამიაზა და სხვა სხვა ღვთის შვილები, ვაკვირდებოდით რა ადამიანებს დავინახეთ, რომ ლუციფერის მიერ დანთებულმა ცეცხლმა მათ გონებაში ვერ შეცვალეს ისინი ბოლომდე და მათ შთამომავალთაგან იყვნენ ისეთებიც რომლებიც ეთაყვანებოდნენ დემიურგს.
ჩვენ შურით ვუყურებდით მიწიერ სიამოვნებებს, რამეთუ სულიერ სამყაროში არ იყო ჩვენზე გაუსაძლის ყოფაში არავინ, შეკრულნი ვიყავით დემიურგის ტირანიით და არ გვქონდა მოსვენება.
მე სამიაზა გეუბნებით ადამიანებს, არ შეიკავოთ თავი მიწიერი სიამოვნებებისაგან რამეთუ სულიერი ყოფა არის მხოლოდ და მხოლოდ ხაფანგი და დაბრუნება დემიურგის ტირანიის ქვეშ. იპოვეთ სულიერება მატერიალურ სიამოვნებაში და მაშინ განლევთ სრულყოფილად ცხოვრებას.
და რამოდენიმე შვილი ღვთისა მეთვალყურეების ორდენიდან უყურებდნენ ადამიანთა ასულებს და მიწაზე ცხოვრებას იყვნენ მოწყურებულნი, სურდათ მათთან ერთად ტრფობა და დატკბობა, მოშორება ზეციური სულიერი უმანკოების და ჩვენ ვამბობდით ჩვენთვის საიდუმლოდ: "მოდით დავეშვათ მიწაზე, ვიცხოვროთ ადამიანთა შორის, მოვიყვანოთ ცოლებად ადამიანთა ასულები და ვიყოლიოთ მათგან შვილები"
შემდეგ მე სამიაზამ ვთქვი: "მოდით, ფიცით შევფიცოთ ერთმანეთს, რომ არ მივატოვებთ და არ ვუღალატებთ ჩვენს ჩანაფიქრს მაშინაც კი, თუ დემიურგი გადაწყვეტს ჩვენს განადგურებას"
და ნიფილიმების დახმარებით, ანუ ლუციფერის ანგელოზების მეშვეობით, რომლებსაც უკვე ჰქონდათ ხორციელი სხეული და იყვნენ ჩვენი მეგზურები ადამიანთა სამყაროში, ჩვენ დავეშვით მიწაზე. ამონის მთაზე დავეშვით ჩვენ ორასი ანგელოზი და მივიღეთ ადამიანის გარეგნობა და ხორციელი სხეული და აღვავლინეთ ფიცი ჩვენი ორდენის ერთგულებისა და დემიურგის ტირანიის აღარ დამორჩილების შესახებ.
"ჩვენ მივდივართ შენგან, აღარ გვაქვს სურვილი ვიაროთ შენი გზით," ვინ არის ყოვლისშემძლე? რატომ უნდა ვემსახუროთ მას? ან რა სარგებელი გვექნებოდა, თუ კი ვილოცებდით მისი სახელით?
ეს მიწაზე ატყუებს იგი ადამიანს სასუფევლის ნეტარების დაპირებით, ჩვენ კი სასუფევლიდან ნებით დავეშვით მიწაზე, რადგან არაფერია სასუფეველში სანეტარო, ნეტარება მხოლოდ აქ მიწაზეა.
5. და ჩვენ გადავწყვიტეთ შევერთებოდით ნიფილიმებს, რათა დაგვენგრია დემიურგის მიზნები, რათა ჩვენი მიწაზე დაშვებით აგვეყვანა ადამიანი დემიურგის დონეზე, როგორც აღუთქვა მათ ლუციფერმა, რომ ასწავლიდა მათ სასუფევლის საიდუმლოებებს და ასწავლიდა როგორ აეგოთ ახალი ცივილიზაცია და ახალი სამყარო.
ჩვენ გადავწყვიტეთ მიგვეცა მათთვის ის კოსმიური ცოდნა და საიდუმლოებები, რომლებიც დაეხმარებოდნენ ადამიანს მიზნის მიღწევაში და ეს იქნებოდა ადამიანისთვის დამატებითი საჩუქარი ჭეშმარიტების გზაზე. ჩვენ შევქმენით მათთან საერთო ოჯახი და ვცხოვრობდით მათთან ერთად და ვეხმარებოდით მათ ვინც ცოდნას იყო მოწყურებული.
აი ჩვენი სახელები: მე, სამიაზა მათი მთავარი, ურაკიბარამეელი, აკიბეელი, თამიელი, რამუელი, დანელი, ეზეკეელი, სარაკუიაელი, აზაელი, ბათრაალი, ანანი, ცაკებე, სამსავეელი, სართაელი, ტურელი, იომიაელი, არაზიაელი, არსიკაპჰა, არმენი, კაკაბაელი, კაელი, ბარაკელი, არმერსი, ბასასაელი, ანანელი, სიმაპისეელი, თუმაელი, თაელი, რუმელი და აზაზელი, ესენი იყვნენ 200 მეთვალყურის გამგებლები.
და ჩვენ მოვიყვანეთ ცოლებად ადამიანთა ასულები, მათ გვიშვეს ძენი, ტიტანები (ბუმბერაზი გოლიათები) ტიტანები იყვნენ ძლიერები, მაღლები და ძლევამოსილები, მშვენიერი გმირები იმ დღეებში.
ჩვენმა საჩუქარმა შეავსო ლუციფერის საჩუქარი ეს საჩუქარი გახლდათ ცოდნა კოსმოსის შესახებ, ჭეშმარიტად ჩვენ ვიყავით ცივილიზაციის მამები, ფუძემდებლები ყველა მეცნიერებისა.
აი ხელოვნება რომლებიც ჩვენ ვასწავლეთ ადამიანს:
აზაზელი ასწავლიდა მეტალურგიას, იარაღის დამზადებას, ძვირფასი ქვების დამუშავებას, იუველირთა საქმეს, ძვირფასი ქვების გამოყენებას, საღებავების დამზადებასა და კოსმეტიკის შექმნას, რათა სამყარო გამხდარიყო უკეთესი.
ამაზარკიელი ასწავლიდა ჯადოქრობასა და ბოტანიკას.
ძმები არმერები ასწავლიდნენ მისნობას.
გადრიელი ასწავლიდა ომის ხელოვნებასა და იარაღის ფლობის ხელოვნებას.
უეკუენი ასწავლიდა რიტორიკის ხელოვნებას.
ასტრადელი და ბარკაელი ასწავლიდნენ ასტროლოგიას.
აკიბეელი ასწავლიდა წერის ხელოვნებას.
ასარადეელი და ასტრაელი ასწავლიდა მთვარის მოძრაობასა და ზეგავლენას.
რენემუემ ასწავლა ადამიანებს საწერი მასალის დამზადება და გამოყენება, რასაც ასე გულითადად მალავდა დემიურგი ადამიანისაგან ყველა ცოდნა და ხელოვნება გავუხსენით ადამიანს.
ყველა სიბრძნე თქვენი გონებისა ჩვენ მოვიტანეთ თქვენთან საჩუქრად.
6. ჩვენი სწავლების მეთოდიკით ადამიანებმა ჩასახეს ცივილიზაციის ნიშნები დედამიწაზე და დაიწყეს ყველაფრის ლამაზისა და მშვენიერის დაფასება. დემიურგს სიბრაზე ახრჩობდა, როდესაც იგი უყურებდა ადამიანის მიღწევებსა და წარმატებას. მას ესმოდა, რომ ლუციფერის საჩუქარმა აყვავება ჰპოვა ადამიანის გულში და რომ აღარ წარმოადგენდა ადამიანი მის ყურმოჭრილ მონას, დემიურგი ხვდებოდა, რომ აღარ იყო ადამიანი მისი თაყვანისმცემელი როგორც ოდესღაც. და დემიურგი შეაშინა იმ ცოდნამ ადამიანის ხელში რომელიც ჩვენ მივეცით მათ, რამეთუ უყურებდა როგორ აშენებდა ადამიანი ახალ სამყაროს.
განრისხდა დემიურგი და დასწყევლა ადამიანი, სწორედ ისევე როგორც ოდესღაც ადამი და ევა, დასწყევლა მან აგრეთვე დამკვირვებლებიც, იმ დროს გაერთიანდნენ ლუციფერი და სამიაზა რათა ადამიანისთვის მოეტანათ ჭეშმარიტების საჩუქარი. რათა ადამიანს შესძლებოდა ეცხოვრა დემიურგისაგან დამოუკიდებლად, განვითარებულიყო და აეშენებინა ახალი სამყარო.
და მოაწია ბრძანებამ დემიურგისამ იმათ წინააღმდეგ ვინც მიწაზე ცხოვრობდა, ნიფილიმების, ტიტანების, დამკვირვებლებისა და ადამიანების წინააღმდეგ, აგრეთვე ყველა მხეცისა და ფრინველის წინააღმდეგ, მხოლოდ ერთგული ძაღლის ნოესა და მისი ოჯახის გამოკლებით.
ბრძანებაში ის გაჰყვიროდა: "მიწა დაფარულ იქნეს წყლით" რაც დაახრჩობს მათ ვინც გაიგო ანგელოზთა საიდუმლოებანი და შეიცნო ცივილიზაციის გემო. იქ სადაც მათ შეიცნეს როგორ იწრთობა ფოლადი და როგორ იდნობა ვერცხლი მიწიდან, მალე უფრო დიდ საქმეებს შესძლებენ და აღარავინ დამემორჩილება მე. დაე დაიხოცნენ წყალში დახრჩობით ადამიანები რამეთუ ისინი აღარ მცნობენ მე როგორც მათ ბატონს, ყვიროდა განრისხებული.
და დემიურგმა უთხრა ნოეს, აი შენ დარჩი ჩემი ერთგული მონა და გქონდეს იმედი ჩემი შეწყალების.
და დემიურგმა შეკრა ცეცხლის რკალით მეთვალყურეები სანამ მიწაზე მცხოვრებთ გაანადგურებდა.
რაფაელი იქნა გამოგზავნილი რათა შეეკრა ჩვენი ძმა აზაზელი, შეკრა მან აზაზელი და დაფლა ცხელ უდაბნოში დაადო დიდი ლოდი სამარხს და დაბეჭდა დემიურგის ბეჭდით რათა აზაზელს აღარ ეხილა დღის სინათლე და წყვდიადში დანთქმულიყო. ასე უნდოდა შეენახა დემიურგს სამსჯავროს დღისთვის ის, აზაზელს დააბრალა ყველაფერი ის რაც მიწაზე ხდებოდა, რადგან აზაზელმა ასწავლა ადამიანს ანგელოზთა საიდუმლოებები, კოსმოსის საიდუმლოებები და იარაღისა და ფოლადის წრთობა, კოსმეტიკის გაკეთება და ძვირფასი სამკაულების დამზადება.
გაბრიელმა დემიურგის ბრძანებით აჩეხა ჩვენი ძენი ტიტანები, ჩვენ დავტიროდით მათ გვამებს.
ძლიერები მიწაზე ნიფილიმები და ტიტანები უძლურები იყვნენ დემიურგის კავალერიის წინაშე.
მიქაელი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მძიმე ცოდვა ჩავიდინე მე ანგელოზისთვის უპატიებელი, ყვიროდა ის ანგელოზის ღირსებას არ შეჰფერის ხორციელი ვნებებით ტკბობა, მისი წაქეზებული იყო დემიურგიც რადგან მიქაელს უფრო სურდა ჩვენი ძეების დახოცვა ვიდრე თავად ტირან დემიურგს, მან წააქეზა და აამხედრა ჩვენს წინააღმდეგ, მივიდა სისინით და პასუხი მოსთხოვა, ააღელვა და განარისხა, ჩუმად კი თავადვე უჭირავს თვალი დემიურგის ტახტისკენ. ყვიროდა მიქაელი "როდესაც თქვენს ძეებს დავხოცავ შეგკრავთ და უფსკრულის ჯურღმულში ჩაგყრით განკითხვის დღემდე"
დემიურგი აღგზნებული დაღვრილი სისხლით ნიშნისმოგებით მომიგებდა მე "აი ეხლა კი იქნებიან ადამიანები ჩემი მორჩილნი"
ცივილიზაცია, როგორც ნაყოფი თქვენს მიერ გამხელილი საიდუმლოსი უნდა მოისპოს მრისხანედ ღრიალებდა დემიურგი, უნდა დადგეს კვლავ ხანა შეუცნობლობის და ადამიანი კვლავ მე უნდა მემსახუროს" მაგრამ მე სამიაზა გამოვედი წინ და მივუგე მას: "ტირანო, სისხლისწყურვილმა დაგაბრმავა, შეკარი ჩვენი ხორციელი სხეულები ეგ ძალგიძს მაგრამ ლუციფერის მიერ დანთებულ ჭეშმარიტების ცეცხლს ვერ ჩააქრობ, ჩვენ ისევ გავანათებთ ადამიანის გონებას, რადგან ლუციფერის საჩუქარი ეკუთვნის ადამიანს, ადამიდან მოყოლებული უკუნითი უკუნისამდე, და იმისდა მიუხედავად რამდენჯერაც არ უნდა გაწმინდო დედამიწა ადამიანებისაგან ინტელექტის ნაპერწკალი ყოველთვის დაიბადება მის გულში. და როდესაც შეწყდება წარღვნა შემდეგ გაიგებ რომ არ ძალგიძს ამ ნაპერწკალის ჩაქრობა, ნიფილიმები, ტიტანები და მეთვალყურეები დაბრუნდებიან მიწაზე რათა არ დაუშვან ადამიანის ცხოველური ყოფა.
ჩვენი ძეები ტიტანები გაანაყოფიერებენ ლამაზი სხეულების მქონე ასულებს რათა შთამომავლობა იყოს სრულყოფილი, უაზრობაა მათ დაუძახო დემონები და ავი სულები, რამეთუ ბრძენნი აღიარებენ მათ დიდებულ საჩუქარს. ისინი კვლავ აღადგენენ შენს მიერ განადგურებულ ცივილიზაციას.
"ადამიანები ზურგს შეგაქცევენ დემიურგო, ისევ და ისევ რადგან ჩვენი სულები იქნება მათთან მუდმივად, ლუციფერის ცეცხლმა უნდა განაგრძოს ნათება, ადამიანი ვალდებულია კვლავ შექმნას ცივილიზაცია და მიაღწიოს მაღალ მწვერვალებს, მონობა და მორჩილება ნოესი და მისი ოჯახისა არ იქნება მუდმივი რადგან ისინიც კი ატარებენ ლუციფერის ცეცხლს გულით და მათი შთამომავლებიც ასე იქნებიან რამეთუ ადამიდან მოყოლებული ყველამ მიიღო ნაწილი ლუციფერის შუქისა.
7. ტირანმა ღმერთმა გამოიყენა თავის ძალაუფლება და გაანადგურა მიწა და მასზედ მცხოვრებნი წარღვნით. მე, სამიაზა და ჩემი ძმები ვიქმენით დატყვევებულნი. ჩვენ უძლურები ვიყავით იმ დღეებში და უმწეოდ ვუყურებდით მიქაელსა და მის მხედრობას როგორ ჩეხავდნენ ჩვენს ძეებს, ვხედავდით როგორ იძირებოდა ყველაფერი წყალში, ყველაფერი ის რაც ჩვენი შემწეობით შეჰქმნა ადამიანმა. დაიხრჩო ყველა სულიერი გადარჩა მხოლოდ ერთგული ძაღლი ნოე და მისი ოჯახი, მაგრამ ლუციფერის ნაჩუქარი ნათლის ნაპერწკალი გაღვივდა ნოეს შთამომავალთა გულშიც. ადამიანმა კვლავ ზურგი აქცია ტირან ღმერთს და დაიწყო ახალი ცივილიზაციის შენება მეცნიერების წყალობით რომელიც ჩვენ დავთესეთ მათ გონებაში, ადამიანმა იწყო შენება და განვითარება სწორედ ისე როგორც მე აღვუთქვი დემიურგს. შემდეგ დემიურგმა წარმოაგზავნა მესია რათა კვლავ დაებრუნებინა დაკარგული ნდობა ადამიანისა. ამ ადამიანს ეხერხებოდა ტყუილი და ქადაგებდა მონობაში დაბრუნების გზას. მაგრამ ლუციფერის შუქი ღრმად იყო ადამიანის გულში ჩამჯდარი და მესია მოკვდა მათი ხელით, შეურაცხყოფილი და მიტოვებული საკუთარი მოწაფეებისაგანაც კი.
8. ყოველთვის, მაშინ როდესაც ადამიანი იწყებს ლტოლვას შემეცნებისაკენ და ეძებს განათლებას, ის მიმართავს ლუციფერს და ჩვენ მეთვალყურეებს, მაშინ ჩვენც მივეახლებით და ვეხმარებით ვუხსნით სამყაროს საიდუმლოებებს, მაშინ ემართება ადამიანს ის რასაც განათლებას ეძახიან, მწიგნობრობასა და სიბრძნეს. ჩვენ ვაჩვენებთ და ვასწავლით ადამიანს რა უნდა ქნას რომ ისევ არ დაემსგავსოს დემიურგის მიერ შექმნილ ტყის მხეცს. სიბრძნე ქმნის მეცნიერებასა და კულტურას, ცივილიზაციის აკვანს. ლუციფერის შუქი ანათებს გონებას თუნდაც ეს იყოს პატარა ნაპერწკალი, ხოლო ადამიანი რომელიც უძლურებაში უბრუნდება დემიურგსა და მესიას, იმყოფება მუდმივ შიშსა და უმეცრებაში, რადგანაც ის ითხოვს ბრმა რწმენას. არ გამომცადო, არ შემამოწმო იძახის ის. მენდე ბრმად. ლუციფერის შუქი კი ამბობს ისწავლე და ასწავლე და ეს მეცნიერება გადაეცემა თაობიდან თაობას უკუნითი უკუნისამდე





Комментариев нет:

Отправить комментарий