ძვ. წ. 332 წელს ალექსანდრე დიდმა ეგვიპტე სპარსელთაგან მცირე წინააღმდეგობით დაიპყრო და ეგვიპტელთა მიერ მხსნელის სახით იქნა მიღებული. ალექსანდრეს მემკვიდრეების, პტოლემეების, მიერ დაწესებული ადმინისტრაცია ეგვიპტურ მოდელს ემყარებოდა და ახალი დედაქალაქი ალექსანდრიიდან იმართებოდა. ქალაქი ბერძნული მმართველობის ძლიერების და პრესტიჟის მაგალითი უნდა გამხდარიყო და ამიტომ განათლებისა და კულტურის კერა გახდა, ცენტრით განთქმულ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში. ალექსანდრიის შუქურა გზას უნათებდა ქალაქში სავაჭროდ მომავალ მრავალ ხომალდს. პტოლემეებმა ვაჭრობა და მომგებიანი წარმოება გააჩაღეს რეგიონში პაპირუსის მანუფაქტურების წახალისებით, რაც მთავარ პრიორიტეტად მიიჩნეოდა.
ეგვიპტური კულტურა ბერძნული კულტურით არ ჩანაცვლებულა, ვინაიდან პტოლემეები ცდილობდნენ დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრაციდიები დაიცვათ, რითაც ადგილობრივი მოსახლეობის გული უნდა მოეგოთ. მათ ახალი ტაძრები ააგეს ეგვიპტურ სტილში, ხელს უწყობდნენ ტრადიციულ კულტებს და საკუთარ თავს ფარაონების სახით წარმოაჩენდნენ. ზოგიერთი ტრადიცია ერთმანეთს შეეწყა, ვინაიდან ბერძნული და ეგვიპტური ღმერთები სინკრეტიზებულ იქნა კომპოზიტ ღვთაებებში, როგორიცაა სერაფისი, ხოლო კლასიკური ბერძნული ქანდაკების ფორმები გავლენას ახდენს ტრადიციულ ეგვიპტურ მოტივებზე.
ეგვიპტელების გულის მოგების მცდელობის მიუხედავად პტოლემეებს გამუდმებით უწევდათ ადგილობრივთა აჯანყებებისა და შინა წინააღმდეგობების მოგერიება, რომლებიც მომძლავრდა პტოლემეოს IV-ის გარდაცვალების შემდეგ. პარალელურად, ვინაიდან ძველი რომი ძლიერ იყო დამოკიდებული ეგვიპტიდან ხორბლის იმპორტზე, რომალები დიდი ინტერესით ეკიდებოდნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. განუწყვეტელი აჯანყებები, ამბიციური პოლიტიკოსები და ძლიერი სირიელი ოპონენტები სიტუაციას უკიდურესად ძაბავდნენ, რამაც რომი აიძულა ჯარები გაეგზავნა ამ ქვეყნის საკუთარ პროვინციად შემოსამტკიცებლად.
Комментариев нет:
Отправить комментарий