понедельник, 6 апреля 2020 г.

ძველი ეგვიპტის (კემეტის) მითოლოგია


ძველი ეგვიპტის მითოლოგია ჩამოყალიბდა ძვ. წ. VI -IV ათასწლეულებში, კლასობრივი საზოგადოების წარმოშობამდე დიდი ხნით ადრე.

ძველი ეგვიპტის მითოლოგიის წყაროები არასრული და უსისტემოა. მრავალი მითის ხასიათი და წარმოშობა ბუნდოვანია და მათი აღდგენა მხოლოდ გვიანდელ ტექსტებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი.

ძირითადი ძეგლები, რომლებშიც ძველი ეგვიპტელების მითოლოგიური წარმოდგენაა არეკლილი, არის სხვადასხვა რელიგიური ტექსტები: ჰიმნები, ლოცვები, სამარხთა კედლებზე აღწერილი დაკრძალვის რიტუალები.

მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ”პირამიდების ტექსტები”, განკუთვნილი მეფეთა დაკრძალვის რიტუალისათვის. ეს ტექსტები ამოკვეთილია ძველი სამეფოს V და VI დინასტიების (ძვ. წ. XXVI — XXIII სს.) ფარაონების პირამიდების შიდა სათავსებში; ”სარკოფაგების ტექსეტი”, რომლებიც შუა სამეფოს ხანის (ძვ. წ. XXI — XVIII სს.) სარკოფაგებზეა შემონახული; ”მიცვალებულთა წიგნი” — შედგენილი ახალი სამეფოს დასაწყისიდან (ძვ. წ. XVI საუკუნის შუახანები) ძველი ეგვიპტის ისტორიის დასასრულამდე.

ეგვიპტური მითოლოგიური წარმოდგენები თავისებურად აისახა ისეთ ტექსტებშიც, როგორებიცაა: ”წიგნი ძროხისა”, ”წიგნი სიფხიზლის ჟამისა”, ”წიგნები საიქიო სამყაროზე”, ”წიგნი სუნთქვისა”, ”ამდუატი” და სხვ.

მნიშვნელოვან მასალებს გვაწვდის დრამატული მისტერიული ჩანაწერებიც, რომლებსაც ქურუმები ასრულებდნენ რელიგიურ დღესასწაულებზე და ფარაონთა კურთხევის ჟამს. მითოელემენტებს შეიცავს სხვა მაგიური ტექსებიც: შელოცვები, ჯადო-სიტყვები და სხვ.

ეგვიპტური მითოლოგიის შესახებ ცნობებს გვაწვდის ძველი ბერძენი ისტორიკოსის, ”ისტორიის მამად” წოდებული ჰეროდოტეს (ძვ. წ. 485 — ძვ. წ. 424 წწ., ეგვიპტეში მოგზაურობდა ძვ. წ. V ს-ში) ნაშრომი ”ისტორია”; ძველი ბერძენი პროზაიკოსის, ისტორიკოსისა და ფილოსოფოს-ეთიკოსის პლუტარქეს (ძვ. წ. I — [[ძვ. წ. II სს.) ნაშრომი ”ისიდისა და ოსირისზე” და სხვ.

მითების ცნობით, ნილოსის მიწა-წყლის მართვა პტახმა დაიწყო მენესის ეპოქამდე 17 900 წლით ადრე, ე.ი. 23 000 წლის წინ. 9000 წლის შემდეგ პტახმა თავის მმართველობა თავის ძეს - რას გადასცა. რა მხოლოდ 1000 წელიწადის მართავდა ეგვიპტეს. სწორედ ეს წლები ემთხვევა წარღვნის სავარაუდო დროს.

Комментариев нет:

Отправить комментарий