понедельник, 6 апреля 2020 г.

სტოიციზმი


სტოიციზმი ელინისტური ფილოსოფიაა რომელიც ზენონ კიტიელმა (ძველი ბერძენი ფილოსოფოსი) პირველად სტოიკური ფილოსოფიის სკოლის სახით შექმნა, ძველ ათენში, ქრისტეს შობამდე მე-3 საუკუნეში. სტოიციზმი პერსონალური ეთიკის ფილოსოფიაა, რომელიც ლოგიკურ სისტემად არის წარმოდგენილი და ერთიან სურათში სამყაროზე შეხედულების მოდელს გვთავაზობს. მისი სწავლების მიხედვით, გადიხარ ადიაფორას გზას, რომელიც აწმყოს მიღებაში გეხმარება, საკუთარი თავისთვის უფლების არ მიცემით, კონტროლი დაკარგონ შიშის, ან სიამოვნების (გრძნობების) გამო. გონების გამოყენებით შეიცნონ სამყარო და მიიღონ მონაწილეობა ბუნების ჩანაფიქრის შესრულებაში, ერთად მუშაობითა და სხვებთან სუფთა, სამართლიანი დამოკიდებულებით.

სტოიცისტები განსაკუთრებით ცნობილნი არიან მათი სწავლებით, რომ “სათნოება ერთადერთი სიკეთეა” ადამიანებისათვის და გარე ფაქტორები, როგორიცაა ჯანმრთელობა, სიმდიდრე, სიამოვნება - არ არის თავისთავად კარგი, ან ცუდი, არამედ მათ აქვთ ღირებულება სათნო ქმედებასთან მიმართებაში, რომელსაც ჩვენ გარკვეული კრიტერიუმით ვანიჭებთ მათ, შესაძლებელია ამ ღირებულების სათნოებაზე მორგება. სტოიციზმი არისტოტელეს ეთიკასთან ერთად საფუძველს უდებს დასავლურ არტატიკურ ეთიკას (aretaic ethics - Virtue ethics). სტოიცისტები საფუძველს უდებენ განკითხვის საფუძველზე შექმნილი ემოციების ბლოკირებას, ისინი ფიქრობდნენ, რომ ადამიანები მიზნად უნდა ისახავდნენ მოცემულობებთან ემოციურად თანხვედრაში მოსვლას, რაც არჩევანის ფილოსოფიის (Prohairesis), სახელით არის ცნობილი. თავისი მხრივ კი ეს იმას გულისხმობს, რომ სტოიცისტური ფილოსოფია გვთავაზობს ადამიანები შევაფასოთ არა მათი ნათქვამის, არამედ მათი ქმედებების მიხედვით, რამდენადაც ჰარმონიის მისაღწევად, ადამიანმა უნდა გაიაზროს სამყაროს წესები, რადგან ყველაფრის ძირეული ახსნა სწორედ სამყაროს ხასიათსა და ბუნებით მოცემულობაშია.

ბევრი სტოიცისტი, მაგალითად სენეკა და ეპიკტეტუსი - მიიჩნევდნენ, რომ სიკეთე (სათნოება) საკმარისია ბედნიერებისათვის, სიბრძნე კი ემოციურ მდგრადობას გვანიჭებს უიღბლობის მიმართ. ეს რწმენა მსგავსია ფრაზის მნიშვნელობისა “სტოიცისტური სიმშვიდე”, თუმცა ფრაზა არ მოიცავს რადიკალურად ეთიკურ სტოიცისტურ ხედვას, რომელიც გვეუბნება, რომ მხოლოდ სიბრძნე შეიძლება იყოს ჭეშმარიტად თავისუფალი და

ყველა ტიპის მორალური გადაცდომა, თანაბრად მიუღებელი.

სტოიცისზმი პოპულარული გახდა ძველ რომაულ-ბერძნულ სამყაროებში, ქრისტეს შობიდან მე-3 საუკუნეში, როცა მის მიმდევართა შორის იყო იმპერატორი მარკუს აურელიუსი. ის უარყოფილ იქნა ქრისტიანობის დაკანონებასთან ერთად, მე-4 საუკუნიდან. მას შემდეგ ის ისტორიულად აღორძინდა რენესანსისა (ნეოსტოიციზმი) და თანამედროვე ფილოსოფიის (თანამედროვე სტოიციზმი) ეპოქებში.

Комментариев нет:

Отправить комментарий