იოგაჩარა
ვიჯნანავადა
ფრაგმენტი
სარვეპალი რადხაკრიშნანის წიგნიდან – ინდური ფილოსოფია
თარგმნილია
რუსულიდან ღვთისავარ ჩაბრავას მიერ
იოგაჩარას სკოლა ასე იმიტომ იწოდება რომ ის
აცხადებს; აბსოლუტური ჭეშმარიტების ანუ ბუდისტური „ბოდხის“ შემეცნება შესაძლებელია
მხოლოდ მათ მიერ ვინც იოგას ახორციელებენ პრაქტიკაში. სახელი „იოგა-ჩარა“ ხაზს
უსვამს ფილოსოფიის პრაქტიკულ მხარეს, მაშინ როდესაც „ვიჯნანა-ვადა“ ხაზს უსვამს
მის რაციონალურ ნიშანთვისებებს. კრიტიკული ანალიზის პრინციპი გამოიყენება არამარტო
ინდივიდუალური ეგოს და მატერიალური ობიექტების, არამედ აგრეთვე დჰარმების ანუ
საგანთა ელემენტების მიმართ და ვითარდება იდეალიზმში, რომელსაც დაყავს მთელი
რეალობა იდეებამდე.
საუტრანტიკების მიერ მიღებული აღქმის თეორიის
რეპრეზენტაციას, ჩვენ უცილობლად მივყავართ იოგაჩართა სუბიექტივიზმამდე.
საუტრანტიკები ამბობენ რომ ჩვენი მონაცემები შემეცნებაში წარმოადგენენ ქაოსურ
ნარევს, რომელიც გარედან მოდის და მოაქვს ის საგნებს (დჰარმებს) რომლებიც რეალურად
არსებობენ. ჩვენ ვიცით თუ რას წარმოადგენენ სინამდვილეში ეს საგნები. თუ ჩვენი
შემეცმების ობიექტები წარმოადგენენ მხოლოდ ჩვენი გონების იდეებს, რომლებსაც
გააჩნიათ რეპრეზენტაციული ხასიათი, რამეთუ ისინი განეკუთვნებიან ობიექტებს, მათ
გარეთ მყოფები განიხილებიან როგორც ფორმები და შედეგები საგანთა, რომლებიც
არსებობენ მოაზროვნე სუბიექტის გარეთ, მაშინ ძნელია მათი ბუნების შეცნობა. ამბობენ
რომ ისინი რაღაც მათ გარეთ არსებულის სიმბოლოებს წარმოადგენენ. თუ ჩვენ დავიწყებთ
არაშეფარდებითი იდეებით, მაშინ შემდეგ მათი შესაბამისობა ობიექტებთან არასწორი
იქნება. გარეგანი სამყაროს არსებობა წარმოადგენს ფიქციას. იმ შემთხვევაშიც კი თუ
ის არსებობს, ვერასდროს იქნება შემეცნებული. ჩვენ ვერასდროს შევძლებთ გავარღვიოთ
საბურველი, შევაღწიოთ მის მიღმა და გავიგოთ თუ რა ჰბადებს იდეებს. „ჩვენი
გრძნობები გვაჩვენებენ რომ გაგვაჩნია გარკვეული და თუ ჩვენ გამოგვაქვს დასკვნას
მტკიცებულებიდან, რომელიც არ იმყოფება წინაპირობების ზეგავლენის ქვეშ, ჩვენ
საკუთარი თავი შეგვყავს შეცდომილებაში“. როდესაც საუტრანტიკები ამტკიცებენ რომ
ჩვენ გვაქვს იდეებ და რომ მათი მეშვეობით ჩვენ გამოგვაქვს დასკვნები საგანთა
არსებობის შესახებ, მაშინ ცხადია რომ თუ გარეგანი (ფენომენალური) სხეულები მართლაც
იარსებებდნენ, ჩვენ ვერ შევძლებდით მათ შეცნობას და თუ არ იარსებებდნენ, ამ
შემთხვევაშიც კი გვექნენოდა საკმარისი საფუძველი იმისა, რათა გვეფიქრა, რომ ისინი
არსებობენ. თუ იდეები აუცილებელი მიზეზები არიან, მაშინ ეს მიზეზი არაა აუცილებელი
რომ ფენომენალური სამყარო იყოს. იმ იდეებთან მიმართებაშიც კი რომელნიც ჩნდებიან
არათვითნებურად, ყველაფერი, რისი თქმაც შეგვიძლია, ესაა ის, რომ მათ უნდა გააჩნდეთ
კონკრეტული მიზეზი, საუტრანტიკები კი საკითხს ყოფენ დასკვნების შესახებ შემეცნების
თავიანთი რეპრეზენტაციული თეორიიდან, იმდენად რამდენადაც ისინი საქმეს ორი
სუბსტანციის აღიარებით.
იოგაჩარების მისია, ბერკლის მსგავსად, მდგომარეობდა
იმაში, რომ ნაჩვენები იქნეს დაუსაბუთებელი
და შინაგანად წინააღმდეგობრივი თეორია საუნტრანტიკების - აბსოლუტური მატერიისა და
დაგვაჯეროს გარეგნული არსებობის ყოველგვარი იდეის უარყოფის აუცილებლობაში. ჩვენ არ
გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ყველა იდეის მიზეზს წარმოადგენს მატერიალური
სუბსტანცია. მატერია ესაა (ილუზორული)
იდეა და სხვა არაფერი. საგნები წარმოადგენენ მარტოოდენ შეგრძნებათა კომბინაციას.
ცოდნის ობიექტებს წარმოადგენენ იდეები, რეალურად ჩვენი გრძნობების მიერ აღბეჭდილნი
ან იდეები აზროვნების შედეგად მიღებულნი. გარეგანი ობიექტები კოსმიური
ცნობიერებისაგან დამოუკიდებელნი არაიტელიგებელურნი არიან. იოგაჩარები სვამენ
კითხვას: „წარმოადგენს თუ არა გარეგანი ობიექტი, ჩვენს მიერ შემოთავაზებული,
რაიმენაირი არსებობის რეზულტატს თუ არა? ის ვერ იქნება არსებობის რეზულტატი,
იმდენად რამდენადაც ის რაც იქმნება ვერ იქნება უცვლელი; მაგრამ ის ვერ იქნება
არსებობის რეზულტატი, რამეთუ იმას რაც არ იბადება-ჩნდება არ შეუძლია არსებობა“
შემდეგ: „წარმოადგენს თუ არა გარეგანი ობიექტი უბრალო ატომს თუ რთულ სხეულს? ის
ვერ იქნება უკანასკნელი, რადგანაც ჩვენ ვიცით, იქნება თუ არა ის რასაც ჩვენ
ვვარაუდობთ ნაწილად ან მთლიანად, ის ვერ იქნება ატომი, რადგან ატომი -
ზეგრძნობადია“. ჩვენ არ შეგვიძლია ატომთა შემეცნება, ხოლო ატომთა ერთობლიობის
შესახებ არ შეგვიძლია ვთქვათ განსხვავდებიან ატომებისგან თუ არა. თუ ისინი
განსხვავდებიან ატომებისაგან მაშინ აწი აღარ შეიძლება მათი განხილვა როგორც
ატომებისაგან შემდგარისა. ხოლო თუ ისინი არ განსხვავდებიან ატომებისაგან ე.ი. თუ
ისინი ფაქტობრივად იგივეს წარმოადგენენ რასაც მატერიალური ატომები, მაშინ ისინი
ვერ იქნებიან უხეშ სხეულთა გონებრივი წარმოდგენების მიზეზებს. მით უმეტეს თუ
ობიექტები ეფემერულნი და წამიერნი არიან, მათ შეუძლიათ მხოლოდ წამიერად იარსებონ
და ცოდნა რომელიც წარმოადგენს შედეგს, შეიძლება გაჩნდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც
მიზეზი წყვეტს არსებობას და ასე და ამგვარად, მათ ვერასდროს შეეძლებათ წარმოქმნა.
შემეცნების მომენტში შეწყვეტდა თავის არსებობას. ამას ჩვენ მივყავართ იმ
დასკვნამდე, რომ ობიექტის შემეცნებისათვის
ჩვენ არ გვჭირდება თავად ობიექტი. იმ შემთხვევაშიც კი თუ ობიექტები არსებობენ ,
ისინი იქცევიან შემეცნების ობიექტებად მხოლოდ იდეების მეშვეობით, რომლებიც იღებენ
ობიექტების ფორმებს. იმდენად რამდენადაც ეს უკანასკნელნი წარმოადგენენ იმ
ერთადერთს, რაც ჩვენ გვესაჭიროება, ამ შემთხვევაში ფენომენალური ობიექტები საერთოდ
არაფერში არ გვჭირდებიან. იმდენად რამდენადაც ჩვენ ვაცნობიერებთ იდეებსა და
საგნებს ერთად, ეს ორი განსაზღვრება იდენტურნი არიან. ყველა თვისება რომლებიც ჩვენ
ვიცით, - სიგრძე, ზომა, გემო და ა.შ. სუბიექტურნი არიან. არ არსებობენ ჩვენგან
დამოუკიდებელი ობიექტები და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მათზე, ჩვენ უბრალოდ
სიტყვებს ვიყენებთ. ფენომენები, ფენომენალური გარეგანი მატერიალური ობიექტები არ
არსებობენ. ხილბადი მოვლენებით - ფენომენებით ვართ გარემოცულნი, - ისინი ჩვენი
ინტრაკოსმიური სულიერი ცნობიერების წარმონაქმნები არიან. ისინი ჩნდებიან და ქრებიან მსგავსად სწრაფად
ცვალებადი მფრინავი ღრუბლებივით. ეგრეთწოდებული ფონემენები, ვარსკვლავები და
პლანეტები წარმოადგენენ სინამდვილეში სულიერ გამოცდილებას, რომლებიც დადგენილ რიგში ჩნდებიან, რომელიც შეიძლება
იყოს განსაზღვრული ასე თუ ისე. ჩვენ ფონომენურ ბუნებაში მარტო იმას ვხედავთ, რაც
არსებობს ჩვენ გონებაში. თუ ჩვენ ვთხოვთ აგვიხსნან რეალური მრავალფეროვნება
საგნებისა, იოგაჩარები ჩვენ მიგვითითებენ შთაბეჭდილებებზე, რომლებიც წინამორბედმა
იდეებმა დაგვიტოვეს. ჩვენი სიზმრები იდეებით არიან სავსენი, რომლებიც წარმოშობილნი
არიან გონებაში მყოფი წინა ფორმებით, რომელნიც დატოვებულნი არიან რომელიღაცა
ფონემენური ობიექტების მიერ. ზუსტად ასე
უნდა იქნეს ახსნილი სიფხიზლის დროს მიღებული პირადი მენტალური გამოცდილება. ყველა
დჰარმა (ყოფიერების ელემენტები) ან საგნები ანდა მათი თვისებანი, წარმოადგენენ
სხვას არაფერს თუ არა ინტრაკოსმიური ცნობიერების ნაწილებს. ჩვენი ცნობიერება
თავისი ორი ფუნქციის - კხიატის ანუ აღქმადობის და ვასტუპრატივიკალპის ანუ
განმარტების მეშვეობით ანვითარებს გამოცდილების სამყაროს. იოგაჩარები ძირისძირობამდე
მისდევენ ცნობიერების ცხოველმოქმედებას უსაწყისო ინსტინქტურ ტენდენციებამდე,
რომლებიც მასში მოქმედებენ.
იოგაჩარები არიან ვიჯნანავადას მიმდევრები. ისინი
უარყოფენ აბსოლუტურად ყველაფრის რეალურ არსებობას, გარდა ვიჯნანას - ე.ი.
ცნობიერებისა. "Sarvam
buddhimayam jagat" - მთელი სამყარო
იდეალურია (ანუ მთელი სამყარო სხვა არაფერია თუ არა არასწორად გაგებული კოსმიური
იდეა-ცნობიერება - ვიჯნანა). რაც არ უნდა თქვან ბუნებრივ სამყაროზე, ისიც კი რომ
ის ჩვენს გარეთ, ჩვენგან განცალკევებით არსებობს, შინაგანი (სულიერი) გამოცდილების
უარყოფა არ შეიძლება. ჩვენი ცოდნა შეიძლება არც იყოს ბუნების ჭეშმარიტებათა
თაიგული, მაგრამ არავის შეუძლია მისი არსებობის უარყოფა. ცოდნა (ჯნანა, ვიდია) არსებობს.
მისი არსებობა ცხადია. ეს თეორია პოულობს დასაყრდენს ადრეულ ბუდისტურ ფილოსოფიაში,
რომელიც ამტკიცებს რომ ყველაფერი რაც ხდება წარმოადგენს აზრის რეზულტატს.
„ყველაფერი რაც ვართ, - ესაა იმის რეზულტატი, რასაც ვფიქრობთ; ის დაფუძნებულია
ჩვენს აზრებზე, ის წარმოადგენს ჩვენი აზრების პროდუქტს“. ამბობენ, ფსიქოფიზიკური
ორგანიზმი, რომელიც აგრძელებს არსებობას ადამიანის გარდავვალების შემდეგ, იქმნება
ცნობიერების აღორძინებით. იმდენად რამდენადაც იოგაჩარები არ აღიარებენ იმას რომ
ცნობიერება დამოკიდებულია გარეგან (ფენომენურ) ობიექტებზე და ამტკიცებენ რომ ის
თავისთავად დამოუკიდებლად არსებობს, მათი შეხედულებები წარმოადგენს -
ნირალამბანა-ვადას. განსხვავება მატერიალურ და სულიერ დჰარმებს შორის ქრება რადგან
ყველა დჰარმა სულიერია.
როდესაც მადხიამიკები ამტკიცებენ რომ თვით ვიჯნანაც
კი არაა რეალური, რამეთუ ჩვენ არ შეგვიძლია ცნობიერების ქონა ობიექტის გარეშე,
რომელსაც ვაცნობიერებთ, იოგაჩარები არ ეპუებიან და ამტკიცებენ რომ: თუ ყველაფერი
არის არაფერი და არარაობა, მაშინ თავად არაფერი ხდება ჭეშმარიტების კრიტერიუმი და
მადხიამიკებს არ აქვთ უფლება გააბან დისპუტი სხვებთან აზროვნების სხვადასხვანაირი
მეთოდების შესახებ. ის ვინც რეალურად აღიარებს მარტო არაფერს, ვერ შეძლებს
დაამტკიცოს ვერც საკუთარი პოზიცია და ვერც თავისი ოპონენტის მტკიცებათა უკუგდებას“.
როდესაც მადხიამიკები თვლიან რომ ყველა
საგანი სინამდვილეში წარმოადგენს შუნიას ანუ სიცარიელეს, მაშინ თვით
მახასიათებელთა არ არსებობაც კი არაფრად უნდა ჩაითვალოს. ბოდხისატვაბჰუმაში ეს
საკითხი შემდეგნაირად აიხსნება: „იმისათვის რათა შუნია იყოს მართებული ცნება, ჩვენ
უპირველეს ყოვლისა უნდა გვქონდეს იმის არსებობა რაც წარმოადგენს შუნიას ანუ
სიცარიელეს და მაშინ არ არსებობა იმისა რაც რის არყოფნის გამოც ის წარმოადგენს
სიცარიელეს; მაგრამ თუ არაფერი არ არსებობს, მაშინ, როგორ იარსებებს სიცარიელე?“
ჩვენ შეცდომით თოკის გაგებას ვურევთ გველის ცნებასთან. თოკი არსებობს, გველი კი
არა. ამიტომაც თოკს არაფერი აქვს საერთო გველთან. ამის მსგავსად თვისებები და
მახასიათებლები, როგორებიცაა ფორმა და ა.შ. ჩვეულებრივ მიეწერებათ საგნებს,
შეუძლიათ რომ რეალურად არც იარსებონ. თუმცაღა აღნიშნული თვისებები შეიძლება არ
არსებობდეს, ხოლო სუბსტრატი არსებობდეს. სხვადასხვაგვარი ჯნანები და ჯნაია, ცოდნა
და შეცნობადი რაღაცაზე არის დაფუძნებული. ამ მაგალითის ილუსტრაციისათვის აიღება
სიზმრის მდგომარეობა. სიზმრის მდგომარეობა არაა დამოკიდებული რაიმე დანახულზე (მიწიერ
სამყაროში). სპილოები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ სიზმარში, არ არსებობენ. ისინი
წარმოადგენენ გონების პროდუქტებსა და შეცდომით ითვლებიან ობიექტურებად. ფორმა,
აკრტი, სპილო ჩნდება შთაბეჭდილების ზეგავლენით, რომელიც წარმოადგენს მხედველობითი
ცოდნის ნარჩენს. თვით ის ცოდნაც რომლის მეშვეობითაც ჩვენ წარმოვიდგენთ სპილოს,
წარმოადგენს ცოდნას, რომელიც აზროვნების შედეგად მიიღწევა. იმდენად რამდენადაც
სინამდვილეში არ არსებობს არც შემეცნებადი
მაშინ სინამდვილეში არ არის არც ცოდნა. არ
არსებობენ მატერიალური რუპები (ფორმები) არაფერი აზრის გარეთა არ არსებობს,
თუმცაღა ყველასათვის არსთა ეს ტრანსფორმაციებისათვის უნდა არსებობდეს რაღაც
საფუძველი და იოგაჩარების აზრით, ესაა ვიჯნანა.
იოგაჩარები - აშკარა იდეალისტები არიან. ის, რაც
არსებობს, წარმოადგენს სინამდვილეში, მხოლოდ და მხოლო ერთიან ერთგვაროვან
(ჰომოგენურ) ვიჯნანას, რომელიც ფლობს არა აბსრაქტულ არამედ კონკრეტულ რეალურობას.
მოაზროვნე პიროვნება იგებს მისი არსებობის შესახებ და სუბიექტის იდენტურობას
მხოლოდ ობიექტების შემეცნების გზით. ფაქტების მთელი სისტემა იმანენტურია
ინდივიდუალურ ცნობიერებასთან მიმართებაში. ალაია, სუბიექტისა და ობიექტის შინაგანი
დუალიზმით, ხდება თავად მცირე სამყარო. ის
შეზღუდულია ცვლილებათა საკუთარი წრით. ფასეულობათა სამყარო განძარცვულია საკუთარი დამოუკიდებლობისაგან და დაყვანილია
იდეათა მარტივ თამაშამდე ანუ აზრთა აცმამდე. ალაია, რომელიც წარმოადგენს კოსმიური
ცნობიერების მუდმივად ცვალებად ნაკადს, არის ერთგვარი კონტრასტი ატმანთან, რომელიც უცვლელია, თუმცაღა
იოგაჩარები ალაიას ზუსტ მნიშვნელობას არ განმარტავენ. ზოგჯერ ალაია გამოდის როგორც
რეალური მე, მუდმივად ზრდადი და განვითარებადი. ის იღებს შთაბეჭდილებებსა დსა
ანვითარებს ჩანასახებს, რომელიც მასში კარმის მიერაა ჩადებული და მუდმივად
მოქმედებს. ეს არის არა მარტო გარეგანი მე, არამედ ცნობიერების უზარმაზარი საცავი,
რომელსაც იოგინები აზროვნებისა და კონცენტრაციის მეშვეობით პოულობენ და ჭვრეტენ
აზროვნებისა და სხვა ქმედებათა მეშვეობით, ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს ფხიზელი ანუ
ზედაპირული ფიზიკური ცნობიერება წარმოადგენს უფრო სავსე მთლიანის ნაწილს. თითოეული
ინდივიდი ფლობს ამ უზარმაზარ მთლიან სუპრაცნობიერებას, დიად საცავს, რომლის
შემცველობას მოაზროვნე მე სრულად არ იცნობს. ჩვენმა პირადმა ცნობირებამ იცის მარტო
მცირე ნაწილი სულიერ მდგომარეობათა მთლიანი ნაკრების, ალაია ვიჯნანასი. არსებობს
მითითებები იმის შესახებ რომ ზოგჯერ ალაია - ვიჯნანა გამოიყენება აბსოლუტური მე-ს
მნიშვნელობით. ამბობენ რომ ის არსებობს რაიმენაირი შემოქმედების, არსებობისა და
ჩაქრობის გარეშე, უტპადასტხიტიბჰანგავარჯნამ. ისაა - მუდმივი საფუძველი გრძნობათა
და იდეათა უსასრულო ნაირფერობისა, რომელიც საერთოა ყველა გონებისათვის. არსებობს
მხოლოდ ერთი; ინდივიდუალური პროდუქტები ცნობიერებისა წარმოადგენენ მარტოოდენ
მოვლენებს, ალაიას ფაზებს. ისაა ერთადერთი საფუძველი ცრურწმენისა და სამყაროს
არსებობისა. სამყაროს ყველა საგნები მასში არსებობენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий