ფრაგმენტი რადხაკრიშნანის
წიგნიდან – ინდური ფილოსოფია
თარგმნილია
რუსულიდან ღვთისავარ ჩაბრავას მიერ
ატმანი
მეტაფიზიკა წარმოადგენს იმის განხილვას, რაც
გამოცდილების შედეგად მიღებული ფაქტებით ივარაუდევა. ის დაკავებულია არა
ცნობიერების ფაქტების დაკვირვებითა და რეგისტრაციით, არამედ იმის გამორკვევას თუ,
რას წარმოადგენენ არსებული ფაქტები რეალობის ბუნების თვალსაზრისით. შანკარა არ
ანიჭებს მნიშვნელობას, არც ფსიქიკურ არც ბუნებრივ ფაქტებს, მაგრამ უფრო სიღრმისეულ
საკითხს სვამს - ამ ფაქტების წინაპირობაზე; ის უდგება ამ პრობლემას როგორც
სუბიექტური ასევე ობიექტური მხარეებიდან, რომლებიც საბოლოო ჯამში ერთმანეთთან
ახლოს არიან. ვედანტა სუტრას თავისი კომენტარების შესავალში შანკარა სვამს შემდეგ
კითხვას: არის თუ არა გამოცდილებაში რაიმე ისეთი, რაც შეიძლება განვიხილოთ როგორც
მიზეზობრივი და დასაბამიერი და არის თუ არა აზრი იმისა რომ გამოცდილების ყველა
ფაქტორი განვიხილოთ როგორც ამ როლზე პრეტენზიის მქონენი? ჩვენმა გრძნობებს
შეუძლიათ რომ მოგვატყუონ, ხოლო მეხსიერება შეიძლება იყოს ილუზია. წარსული და
მომავალი შესაძლოა აღმოჩნდნენ აბსტრაქციები. სამყაროს ფორმები შესაძლოა აღმოჩნდნენ
წმინდა წყლის ფანტაზიები და მთელი ჩვენი ცხოვრება შესაძლოა წარმოადგენდეს ტრაგიკულ
ილუზიას. არაფერი არ გვიშლის ჩვენ ხელს რომ განვიხილოთ სიფხიზლის დროს მიღებული
გამოცდილება, სიმზრების სამყაროსთან ანალოგიაში, სადაც ჩვენ აგრეთვე ვართ
სასახლეებში, გვაქვს საქმე აჩრდილებთან, ვებრძვით სულებს და გვახსოვს ყველა ჩვენი
თავგადასავალი და ისტორია ზღაპრულ ქვეყანაში ყოფნისას თავს გადამხდარი. თუ
სიმზრები ესენია ფაქტები, მაშინ ფაქტები სრულებით შეიძლება აღმოჩნდნენ სიმზრებად.
თუმცაღა შემეცნების ყველა ობიექტი შესაძლოა იყოს რწმენის საგანი და ამიტომაც
ექვემდებარება დაეჭვებას მათ რეალურობაში, თუმც გამოცდილებაში, როგორც ჩანს უნდა
არსებობდეს კიდევ რაღაც სხვა ტრანსცენდენტური, მის საზღვრებს გარეთ მყოფი. თუ
ვინმე საკუთარ თავში აღმოაჩენს რაღაც ისეთ რაც არ წარმოადგენს გარემომცველი
მატერიალური ბუნების პროდუქტს, არამედ მის შემოქმედსა და მაფორმირებელს, თუ თვით
შემეცნების შესაძლებლობასა და გრძნობადი სამყაროს შეფასებაში იგულისხმება ის, რაც
ვერანაირად ვერ იქნება გამოყვანილი გრძნობადი სამყაროდან, მაშინ ლოგიკა ითხოვს ამ
ტრანსცენდენტური, საკუთარ არსებაში ჩაბუდებული სუპრარეალობის აღიარებას.
სკეპტიციზმი შეზღუდულია მე-თი რომლითაც ჩვენ უშუალოდ ვიმეცნებთ. თითოეული
აცნობიერებს საკუთარი მე-ს არსებობას და არავინ არ ფიქრობს: „მე არ ვარსებობ“.
დეკარტის მსგავსად შანკარა პოულობს ჭეშმარიტების საფუძველს მე-ს უშუალო
სარწმუნებაში, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ ეჭვებს, რომლებიც ეხებიან სხვა
საგნებს. თუ ჩვენი მე-ს არსებობა ცნობილი
არ იქნებოდა, მაშინ თითოეული იფიქრებდა: „მე არ ვარსებობ“, რაც სხვათაშორის
არასწორია. მე არის ჭეშმარიტებისა და სიცრუის, რეალობისა და ილუზიის, სიკეთისა და
ბოროტების ცნებათა სუპრაუნივერსალური წინამორბედი.
„შემეცნების ყველა მეთოდი (პრამანა) არსებობენ
მხოლოდ საკუთარი მე-ს შეგრძნებასთან დაკავშირებით და რამეთუ ამგვარი შეგრძნება
შეადგენენ საკუთარ პირად მტკიცებულებას, მაშინ აღარაა აუცილებლობა საკუთარი მე-ს
არსებობის დამტკიცებაში“. „თავად აზროვნების ქონა და მისი ფუნქციები ვარაუდობს
გონიერებას, რომელიც ცნობილია როგორც მე, რომელიც განსხვავდება აზროვნების
ფუნქციისგან, ის თავად ამტკიცებს თავის არსებობას და ფუნქციებიც მას ემორჩილებიან.
თითოეული ფუნქცია და უნარი, ნივთიერი სხეული და
სასიცოცხლო სუნთქვა, გრძნობები და შინაგანი ორგანო, აგრეთვე ემპირიული მე ჩნდება
მხოლოდ ატმანთან კავშირის საფუძველზე. ყოველივე ეს მათი მიზნის გარეთ მყოფებს
ემსახურება და დამოკიდებულია რაღაც უფრო სიღრმისეული ფუძისაგან სამყაროული
არსებობისა. ატმანი შეუძლებელია ეჭვქვეშ იქნეს დაყენებული, „რამეთუ ეს არსებობა
არის იმის ბუნება, ვინც მას უარყოფს“. შანკარა ამტკიცებს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია
მე-ს შემეცნება აზროვნების მეშვეობით, იმდენად რამდენადაც თავად აზრი წარმოადგენს
იმ ნაკადის ნაწილს, რომელიც არა-მე-ს სფეროს განეკუთვნება. თუ ჩვენ შევიმეცნებთ
მას კრიტიკისა და განმარტებების ჩვენი უნარების დაძინების გზით, ჩვენ აღმოვჩნდებით
ისეთ მდგომარეობაში, რომ ვერ მოვახერხებთ სასურველ ფორმაში შემეცნებას და ამისდა მიუხედავად
ჩვენ არ შეგვიძლია ვიაზროვნოთ მე-ს გარეშე, რამეთუ მის გარდა შეუძლებელია
რაიმენაირი სხვა ცნობიერებისა და გამოცდილების არსებობა. თუმცაღა მე თავისუფალია შემეცნებისაგან, მაგრამ
არა მთლიანად. მე - ესაა მე-ს გაგების ობიექტი, ამასთან ცნობილია, რომ ის არსებობს
როგორც საკუთარი უშუალო წარმოდგენა. ის დაუმტკიცებადია, იმდენად რამდენადაც
წარმოადგენს ყოველგვცარი მტკიცებულების ფუძეს და დგინდება ყოველგვარ
მტკიცებულებამდე. ლოგიკურად მე - ესაა პოსტულატი. ჩვენ უნდა მივიღოთ ის როგორც
თავისთავად ნაგულისხმევი.
შანკარა ცდილობს გამოჰყოს ჭეშმარიტი მე
ობიექტისაგან ამტკიცებს რა, რომ სუბიექტი და ობიექტი ურთიერთსაწინააღმდეგონი
არიან, როგორც სინათლე და წყვდიადი და რომ ამიტომაც სუბიექტი ვერასდროს შეძლებს
გახდეს ობიექტი. მეტაფიზიკის თვალსაზრისით „თვითმყოფადობა“ ე.ი. „თვითარსებობა“
საკუთარ თავში მარადისობის, უცვლელობისა და სისავსის იდეას შეიცავს. ჭეშმარიტი
რეალობა არის ყოფიერება თავის თავში და საკუთარი თავისათვის, ასე რომ ატმანის ანუ
პერმანენტული მე-ს რეალურობის მტკიცება, ნიშნავს მარადიული ბრაჰმანის რეალურობის
მტკიცებას, ატმა ჩა ბრაჰმა. ბრაჰმანის რეალურობა მტკიცდება მითითებით იმაზე,
რომ ის წარმოადგენს თითოეული მე-ს
საფუძველს.
თუმცაღა ჩვენ ვიცით, რომ მე არსებობს, მაგრამ
ჩვენთვის უცნობია, თუ რას წარმოადგენს ის, - წარმოადგენს თუ არა ის სასრულს ან
უსასრულოს, ცოდნას თუ ნეტარებას; ის არსებობ როგორც ერთადერთი მე თუ როგორც ერთერთი მრავალ მსგავს მე-ს შორის, როგორც
უბრალო მოწმე ან ის ვინც ცხოვრებით ტკბება ან არც ერთი არც მეორე. რამეთუ არსებობს
წინააღმდეგობები მე-ს ბუნების შესახებ, შანკარა ამტკიცებს, რომ მე შეცნობადიცაა და
შეუცნობადიც. საჭიროა მე-ს არა მე-სგან განსხვავება, რომელიც საკუთარ თავში
შეიცავს არამარტო გარემომცველ სამყაროს, სხეულსა და ორგანოებს, მაგრამ აგრეთვე
აზროვნებისა და გრძნობების მთელი მექანიზმი. ჩვენ გონებრივ მდგომარეობებს
ჩვეულებრივი გაგებით განვიხილავთ როგორც სუბიექტურ და ფიზიკურ მდგომარეობებს -
როგორც ობიექტურებს. თუმცაღა მეტაფიზიკური გაგებით ორივე სფერო, როგორც მოვლენათა,
ასევე მატერიალური, აგრეთვე გონებრივი, თანაბრად ობიექტურნი არიან. მატერიალისტები
მე-ს აიგივებენ სხეულთან და მის გრძნობებთან. მაგრამ ცნობიერება და მატერია
წარმოადგენენ რეალობის სხვადასხვა ფორმებს, რომლებიც ერთმანეთზე ვერანაირად ვერ
დაიყვანებიან. ასევე ჩვენ არ შეგვიძლია გავაიგივოთ მე სხეულთან ან გრძნობებთან,
რამეთუ მაშინ იქნებოდა იმდენად მრავალი მე, რამდენიც გარეგანი ორგანოები და
რეზულტატში ინდივიდის იდენტურობის შეცნობა გადაიქცეოდა მთელ პრობლემად. ამას
გარდა, თუ მე-ს შეადგენენ სხვადასხვაგვარი გრძნობები, მაშინ უნდა იყოს ერთდროული
გამოყენება მხედველობის, სმენის, გემოს და ა.შ. იოგაჩარების სწავლების თანახმად
არის სხვა არაფერი თუ არა არამდგრადი გონებრივი მდგომარეობების მთელი რიგი. მაგრამ
ამ თეორიის თანახმად ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ მხედველობაში ფაქტები და
შემეცნება.
შუნიავადა თვლის რომ მუდმივი მე არ არსებობს და
აქვე წინააღმდეგობაში მოდის შანკარას ფილოსოფიის უპირველეს და უმთავრეს
პოსტულატთან რომ ატმანის არსებობა უდავოა და უეჭველი. იმ შემთხვევაშიც კი თუ მთელს
სამყაროს მარტოოდენ სიცარიელედ (არარაობად) გამოვაცხადებთ, მაშინ ეს სიცარიელე
გულისხმობს მის შემცნობს. სიზმრების გარეშე ძილის დროსაც კი არსებობს მე, რამეთუ
როდესაც ვინმე ფხიზლდება ძილის შემდეგ, აცნობიერებს რომ მას უშფოთველად ეძინა,
სიზმრების გარეშე. ეს მან იცის თავისი მეხსიერებიდან. იმდენად რამდენადაც
მეხსიერება შედგება მხოლოდ წარმოდგენებისაგან, ნეტარებისა და არარაობის
მდგომარეობები უნდა გაჩნდნენ ძილის დროს. თუ ამტკიცებენ, რომ უშფოთველობისა და
შემეცნების არარსებობას ძილის დროს მარტო ასკვნიან მდგომარეობათა გაგებისაგან
ძილამდე და მდგომარეობის აღქმაზე ძილის შემდეგ, მაშინ ამგვარ მტკიცებაზეც იქნება
პასუხი, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ იმაზე რაც არ იყო სახეზე.
თუ ამტკიცებენ რომ უარყოფითი გაგება არ შეიძლება
აღქმულ იქნეს შესაბამისი ფორმით და რომ ამიტომ შემეცნების და უშფოთველობის არ
არსებობის შესახებ შეიძლება განვსაჯოთ მარტოოდენ მენტალური დასკვნის გამოტანის
გზით, მაშინ პასუხად ამგვარ მტკიცებაზე მიუთითებენ, რომ შემეცნების არარსებობა და
ა.შ. რათა იქნეს გამოტანილი დასკვნის სახით, უნდა იყოს შეცნობადი ესე იგი უშუალოდ
უნდა აღიქმებოდეს მისი არყოფნის (არარსებობის) დროს. ასე რომ სიზმრების გარეშე ძილის
დროს ჩვენ გვაქვს საქმე შემეცნებისა და შფოთვის შეუძლებლობის უშუალო
გაცნობიერებას. ამგვარ მდგომარეობაში ემპირიული გონი პასიურია (ლატენტური) და
არსებობს, მყოფობს მარტოოდენ სუფთა ცნობიერება. მე არ უნდა იგივდებოდეს შინაგან
გრძნობასთან, რომელსაც თან ახლავს დროში განვითარებადი გუნებაგანწყობილებათა მთელი
რიგისგან შემდგარი მარად ცვალებადი დინამიური ცვლილებებით ჩვენი ინტელექტუალური
შეხედულებებისა ანუ ემპირიული „მე-სი“. თუმცაღა თვითცნობიერება (ახანკარა) არის
აქტივობის წინამორბედი მაგრამ ის არ არის ჭეშმარიტი მე, იმდენად რამდენადაც არ
არის შემეცნების წინამორბედი, რადგანაც თავად თვითცნობიერება თავისთავად
წარმოადგენს შემეცნების ობიექტს. ცნობიერების ნაკადზე, კონტინიუმზე ან
მდგომარეობათა ცვალებადობაზე მე-ს გატოლება, იქნებოდა ცნობიერების დასაბამის მის
შემადგენელ ფრაგმენტებში აღრევის მანიშნებელი. მგრძნობელობათა მასა და ცნობიერების
ნაკადი მაღლდებიან და ეცემიან, ჩნდებიან და ქრებიან.
თუ ყველა ეს გამოცდილების შემცველობის
ცვალებადობები უნდა იქნენ დაკავშირებულნი, მაშინ აუცილებელია საყოველთაო
სამყაროული ცნობიერების არსებობა, რომელიც მათ ყველას თან ახლავს.
„როდესაც ამბობენ: მე ახლა იმეცნებს, რა არსებობს
კონკრეტულად აწმყოს დროში, მე-მ იცის თუ რა იყო აქამდე, მე გაიგებს თუ რაიქნება
მომავალში, - ეს სიტყვები ნიშნავენ იმას, რომ შეცნობის ობიექტის ცვლილების
აღიარების შემთხვევაშიც კი შემცნობი სუბიექტი (ჯნატა) არ იცვლება, რამეთუ ის -
ერთი და იგივეა წარსულშიც, აწმყოშიც და მომავალშიც, რამეთუ მისი არსი (სუვსტანცია)
მუდამ სახეზეა“.
ჩვენ შეგვიძლია შევიცნოთ მოვლენათა მთელი რიგი,
როგორც ერთგვარი სერია, თუ მხოლოდ ფაქტები ერთიანდებიან რაღაც არსებულის, თითოეული
მათგანისათვის და საკუთარი თავისათვის
ერთიანისთვის და ამიტომაც დროისა და სივრცის კონტინიუმის მიღმა მყოფისა. მე არაა
ბუნებრივი სამყაროს რაღაცნაირი წარმონაქმნი იმ მარტივი მიზეზისდაგამო რომ ჩვენ
მივიღებთ ატმანის შესახებ წარმოდგენას, თუ მოვახდენთ საკუთარი გონის აბსტრაქციას
მთელი გარემომცველი ბუნებისაგან, თუ გამოვყოფთ მას სხეულებრივი გარსისაგან , რომელთანაც ის დაკავშირებულია და
გავანთავისუფლებთ ყველაფრისაგან რაც მიწიერ გამოცდილებაში გვაქვს მიღებული. ჩვენ
ლოგიკურად მომზადებულ გონებებს შესაძლოა მოეჩვენოთ, რომ ჩვენ დავიყვანთ ატმანის
ცნებას ცარიელ პოტენციურ აზრამდე, თუ საერთოდ სრულ უსასრულო არარაობად არა. თუმცაღა რაღაც გაგებით უკეთესია ატმანი ასე
განვიხილოთ, ვიდრე ისეთი რამ როგორც რაღაც მთლიანი, შემდგარი ფრაგმენტებისაგან,
თვისებებით დაჯილდოვებული საგნად ან ატრიბუტებიანი სუნსტანცია. ატმანი არის მხოლოდ არადიფერენცირებული
ცნობიერება (ნირვიშეშაჩინმატრამ), რომელიც რჩება ხელშეხებლად მაშინაც კი როდესაც
სხეული მტვრად, ფერფლად იქცევა, ხოლო (ფიზიკური, მატერიალური) გონებრივი უნარები
ქრებიან.
ყოველგვარი ფილოსოფიისათვის რთულ მომენტს
წარმოადგენს ის, რომ ჩვენი გრძნობათა ორგანოები და ორგანიზმში ნერვული სისტემის
ცხოველმოქმედება, რომლებიც არსებობენ დროსა და სივრცეში, როგორც ჩანს, წარმოშობენ
ცნობიერებას. ის რაც არ ფლობს ცნობიერებას, რაღათქმაუნდა არ შეიძლევა იყოს
ცნობიერების მიზეზი. ხოლო ცნობიერება ყველა შემთხვევაში უნდა იყოს იმის მიზეზი რაც
განძარცვულია ცნობიერებისაგან, გონი და განსჯის უნარი არ ფლობენ (საყოველთაო
ზესამყაროული ყოვლისმომცველი ინტრაკოსმიური სუპრაცნობიერი არსის, სუვსტანციის -
ატმანბრაჰმანისაგან) დამოუკიდებელი
არსებობის უნარს.
„მოქმედება ამ ორგანოთა მოითხოვენ უპალაბდხის,
რომელიც ატმანს ეკუთვნის... რომლის ბუნაბაც თავად არის მარადიული შემეცნება“.
მაგრამ ეს ცნობიერება, რომელიც შეადგენს
არაცნობიერის მიზეზს, არის არა სასრული, არამედ, პირველადი სუპრაცნობიერება,
რამეთუ ყოველთვის არსებობს იმდენად ბევრი ობიექტი და მოვლენა, რომ მათგან ზოგიერთნი
არ არსებობენ ამა თუ იმ სასრულ ცნობიერებაში, მაგრამ მაინც არსებობენ რეალობაში.
ასე რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ არსებობს პირველადი ცნობიერება, რომლის ნაწილსაც
შეადგენს სასრული ცნობიერება. დასაბამიერი ცნობიერება საფუძველი - ყველა რეალობის
საფუძველი - არარანირად უნდა ავურიოთ
ადამიანურ ცნობიერებასთან, რომელიც ჩნდება, ალბათ, შედარებით გვიან, სამყაროს
ევოლუციის პროცესში. წარმოდგენები ექვემდებარებიან გაჩენასა და გაქრობას, ისინი
- არ არიან თვითმნათები და შეცნობადნი
არიან მარტო ატმანის შუქზე, რომლის ბუნების არსებობა თვითნათებაა. ატმანი ესაა
სუფთა ცნობიერება (ჩაიტანიამ) ანუ უბრალოდ ცნობიერობა [awareness]
„უმაღლესი საწყისი, რომელშიც არაა დიფერენციაცია შემცნობზე,
შეცნობასა და შესამეცნებელზე, უსასრულოზე და ტრანცენდენტურზე, როგორც აბსოლუტური
შემეცნების არსები“.
ყველაფერი ეს დამახასიათბელია არაობიექტური
ცნობიერების ბუნებისათვის .
„ატმანი ყველა მიმართებით არის სხვა არაფერი თუ
არა, გონიერება, გონიერება არის მისი უნიკალური ბუნება, იმის მსგავსად როგორც
მარილის გემო შეილება განსაზღვრულ იქნეს მისი მწიკვით“.
სულს არ შეუძლია არ გააჩნდეს სულიერი ბუნება.
საკუთარი ყოფიერების კანონისდა მიხედვით სული მარადის ბრწყინავს. როგორც მზე
ანათებს მაშინაც კი, როდესაც გასანათებელი არაფერია, რადგანააც ატმანი ფლობს
ცნობიერებას იმ შემთხვევაშიც კი თუ არანაირი ობიექტი არაა. ესაა სუფთა სინათლე,
ცხადი გამოსხივება, ესაა არა უბრალოდ საფუძველი ჩვენი შემეცნების უნარისა, არამედ
სინათლე მთელი ჩვენი შემცნობლობისა.
შანკარა უარყოფს ნიაიას და ვიშიშტადვაიტას
შეხედულებას რომლის თანახმადაც მე - ესაა მოაზროვნე გონიერი სუბსტანცია და უდგება
ცნობიერებას როგორც სუბსტანცია - ატრიბუტს. გონიერებასა და მე-ს შორის
ურთიერთკავშირი უნდა იყოს ურთიერთმიმართება ან იდენტურობა ან განსხვავება ან
იდენტურობა განსხვავებაში. თუ გონიერება თავისი ბუნებით უნდა განსხვავდებოდეს
მე-სგან, მაშინ მათ შორის არ შეიძლება იყოს სუბსტანციისა და ატრიბუტის
ურთიერთმიმართება. ამას გარდა, განსხვავებულ ობიექტებთან მიმართებაში
ურთიერთკავშირი შეიძლება იყოს რაიმე გარეგანი კავშირი (სანიოგა), ან შინაგანი
(სამავაია). მარადიული კავშირი მყარდება ორ სხეულებრივ საგანს შორის, მაგრამ მე და გონიერება არ
წარმოადგენენ ერთი და იგივეს და თუ მე-სა და გონიერებას შორის იქნებოდა რაღაც
შინაგანი კავშირი, სამავაია, მაშინ ეს კავშირი თავისთავად უნდა უკავშირდებოდეს
ატმანს (მე-ს), ეს მეორე კავშირიც უნდა აგრეთვე დაუკავშირდეს მე-ს და ასე
უსასრულობამდე.
მაშ ასე, თუ მე და გონიერება განსხვავდებიან
ერთმანეთისაგან, მაშინ შეუძლებელია მათ შორის როგორც სუბსტანციისა და ატრიბუტის
ურთიერთკავშირის დამტკიცება. ხოლო თუ ისინი იდენტურნი არიან, მაშინ მტკიცება
რომ ერთერთი მათგანი წარმოადგენს მეორის
ატრიბუტს, უაზროა. წინააღმდეგობრიბი იქნებოდა, რომ ზოგიერთი საგანი იდენტურია და
ამავდროულად განსხვავებულია სხვისგან. ასე და ამგვარად მე უნდა განვიხილოთ როგორც
იდენტობა გონიერებასთან.
ჩაიტანია ანუ ატმანი, არ უნდა იქნეს აღრეული
ლოგიკურ წარმოდგენასთან , რამეთუ ასეთ
შემთხვევაში ის შეწყვეტს ყოფნას პირველად რეალობად, რომელიც უნდა იქნეს
წარმოდგენილი საკუთარ ტერმინებში და ხდება შედეგი სუბიექტისა და ობიექტისა. თუ შემეცნება
მიიღწევა ამ დონეზე, რომელზეც ის ქმნის თავის ობიექტს, მაშინ მაინც ამგვარ
შემეცნებაშიც არის ფარული განსხვავება სუბიექტსა და ობიექტს შორის და ეს
შეზღუდულობა წარმოადგენს ამგვარს უბრალოდ იმიტომ რომ ის თვით შემეცნების მიერაა
დადგენილი. ჭეშმარიტი არსებობა და
გონიერება განაპირობებენ ერთმანეთს. ატმანი ვერ იარსებებს გონიერების გარეშე, ხოლო
გონიერება არსებობის (ჩაიტანიამ) გარეშე. ყოველივე ეს აგრეთვე განეკუთვნება
ნეტარების ნიშანთვისებას. ანანდა არის
არის ყოველგვარი ტანჯვისაგან განთავისუფლება. ატმანი არაფერს კარგავს და არაფერს
იძენს, აგრეთვე მისთვის არ არსებობს არანაერი წყვდიადი და ქაოსი. შანკარა უარყოფს
ატმანში აქტიურობის არსებობას, რამეთუ აქტივობა თავისი ბუნებით მარადიული არაა.
„მე-ს არ შეუძლია იყოს რაიმენაერი მოქმედების შემცველი, რადგანაც მოქმედება არ შეიძლება
არსებობდეს იმის ცვლილების გარეშე, რაშიც არის“.
ყოველგვარი მოქმედება ვარაუდობს თვითშეგრძნებას და
იმდენად რამდენადაც ჩვენ ვაცნობიერებთ , რომ ის ვლინდება ძალისხმევის ფორმით და
მისი მოტივირება ხდება სურვილით. აქტივობა და ტკბობა დამოკიდებულნი არიან
დუალისტურ წარმოდგენებზე, რომლებიც უმაღლეს ჭეშმარიტებას არ წარმოადგენენ. არ
არსებობს ისეთი მოქმედება, რომელიც არ შეზღუდავდა ატმანს სხეულით და ა.შ. ხოლო
ყოველგვარი შეზღუდვა განძარცვულია რეალურობისაგან. ატმანი თავისთავად როგორც ასეთი
თავისუფალია ყოველგვარი ქმედითობისაგან. შანკარა ატმანს მიაწერს ჭეშმარიტობას,
რომელიც დამოკიდებულია საკუთარ სიდიადეზე, ყველგანსუფევასა და ნიშანთვისებაზე -
იყოს საყოველთაო აბსოლუტური „მე“. ის ატმანს თვლის ერთიანად, საყოველთაოდ და
უსასრულოდ იმავე გაგებით რა გაგებითაც, რა გაგებითაც ჰეგელი რომელმაც თავის იდეას
უსასრულოს უწოდებდა. ატმანი არსად არაა შეზღუდული თავისი ანტითეზებით,
წინააღმდეგობებით ან რაიმე სხვათი, რაც არაა, მაგრამ რომლის მეშვეობითაც
დგინდებიან შეზღუდვები. ატმანი მუდამ თავის საკუთარ სფეროში იმყოფება. ცნობიერება
უსასრულოა, რამეთუ ბარიერთა არსებობის
გაცნობიერება გვაჩვენებს რომ ის
შეზღუდვებზე მაღლა დგას. თუ ცნობიერებისათვის რაიმე ბაარიერი იარსებებდა, მაშინ ის
სხვა საგნებით შეზღუდული, ვერ იქნებოდა წინაღობათა ცნობიერება (გაცნობიერება).
თავისი ბუნებით ცნობიერება და წინაღობა ანტითეზები არიან. წინაღობ არის საგნის ბუნება,
მაგრამ ცნობიერება არაა საგანი.
Комментариев нет:
Отправить комментарий