ადვაიტა
ვედანტა
ხშირად
დასმადი შეკითხვები
(ავტორი - ვიდიაშანკარ სუნდერსანი)
რუსულიდან ქართულად თარგმნა ღვთისავარ ჩაბრავამ
1.
რა არის ადვაიტა ვედანტა?
პირდაპირი გაგებით
ნიშნავს „არა-დუალიზმს“, ადვაიტა - ესაა ვედანტას ერთერთი უძველესი ფილოსოფიური სკოლა.
ადვაიტა დაფუძნებულია უპანიშადებზე, ბრაჰმა-სუტრებსა და ბჰაგაბად-გიტაზე. ადვაიტა ამტკიცებს,
რომ ჯივას (ცოცხალი არსების, ინდივიდის), ინდივიდუალობისა - სხვა არაფერია თუ არა თავად
ბრაჰმანი (კოსმიური ღვთაება, ზესული-აბსოლუტი). ეს სწავლება გამომდინარეობს უპანიშადური
მტკიცებიდან „ტატ ტვამ ასი“ და „ახამ ბრახმასმი“. ამაშია კარდინალური დოქტრინა რომელიც
ადვაიტას განასხვავებს ვედანტას სხვა სკოლებისაგან. ადვაიტას ძირითადი პრინციპები დეტალიზირებული
იქნა შრი შანკარაჩარიას, მეშვიდე მერვე საუკუნეებში მცხოვრები გამოჩენილი ფილოსოფოსის
მიერ დაწერილ კომენტარებში.
2.
ვინაა ადვაიტას ფუძემდებელი?
არ არსებობს ერთი
კონკრეტული დამფუძნებელი ადვაიტას სწავლებისა. რადგანაც ადვაიტას ფილოსოფია ფესვებით
მთლიანად დაფუძნებულია უპანიშადებზე, რომლებიც წარმოადგენენ მარადიული ვედების განუყოფელ
ნაწილს, ადვაიტას ტრადიცია არ ეფუძნება ერთ კონკრეტულ ისტორიულ პირს. ასე თუ ისე, იმ
მიზეზის და გამო რომ მას გააჩნდა ძალიან ბევრი ნაშრომი შექმნილი, შანკარაჩარია აღიარებულია
ადვაიტას ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან გურუდ ამ იუგაში. შანკარაჩარიამდე ეს ტრადიცია
უმთავრესად ზეპირსიტყვიერების მეშვეობით გადაეცემოდა. ახლაც კი ადვაიტას ტრადიციული
მეთოდია გურუს ფერხთით მოკალათება და მისი ქადაგების მოსმენა. ტექსტების უბრალო კითხვა
არასაკმარისია.
3.
როგორია ადვაიტას ძირითადი
დებულებანი?
ატმანისა და ბრაჰმანის
არსობრივი (სულიერი, სუბსტანციური) ერთობა და იდენტობა - ესაა ადვაიტას ერთერთი ყველაზე
მთავარი დებულება. ბრაჰმანი განიხილება როგორც ფუძე, რომელის საფუძველზეც ვითარდებიან
შეგრძნებადი ფენომენები, აგრეთვე როგორც ანტარიამ - ყველა არსების შინაგან მმართველზე.
ატმანი, ჭეშმარიტი მე - იგივეა რაც, ეს შინაგანი მმართველი (ღმერთი) და ამიტომაც ბრაჰმანის
იდენტურია. მუქტი მდგომარეობს ამ იდენტურობის გაცნობიერებაში, არამარტო როგორც პირდაპირი
ან ინტელექტუალური გაგების საგნისა, არამედ აგრეთვე რაღაც ისეთისა, რაც უნდა იქნეს
შემეცნებულ გათავისებული როგორც ინდივიდუალობა, მისი საკუთარი გამოცდილებიდან. იოგინური
პრაქტიკა ადამიანს ეხმარება ამგვარ გაცნობიერებაში, რამეთუ ის ეხმარება მაძიებელს გრძნობათა
კონტროლის პრაქტიკაში და მიმართავს ანტახკარანას (შემეცნების ორგანოს) შიგნით, სულიერ
წიაღში. აშტანგა იოგას პრაქტიკა რეკომენდირებულია ადვაიტას მასწავლებელთა მიერ. თუმცაღა
ისიც უნდა გვახსოვდეს რომ მუქტი არ წარმოადგენს ჩვეულებივი რიტუალური პრაქტიკის რეზულტატს.
არის რა ადამიანის სულიერი არსი ბრაჰმანის იდენტური, მუქტი ყოველთვის არსებობს. რიტუალური
პრაქტიკა გვეხმარება მარტოოდენ ჩიტა-სუდხის მიღწევაში.
ადვაიტა - არადუალისტური
სწავლებაა. როდესაც ეკითხებიან თუ რატომ იგრძნობა სამყაროში დუალიზმი, ადვაიტა მრავალსაფეხურიან
პასუხს იძლევა. დიფერენცირებული სამყარო ახსნილია მაიას, შემოქმედებითი ილუზიის ძალით.
ინდივიდუალურობის თვალსაზრისით, დუალობის აღქმა უკავშირდება ავიდიას - უმეცრებას. რომლის
მიზეზითაც ბრაჰმანთან ერთობა შეუმეცნებელია და ამის მაგივრად დაიკვირვება დოფერენცირებულობა.
ეს წააგავს იმას თუ როგორ ხედავენ ზოგიერთები შეცდომით თოკში გველს. ხოლო როდესაც თოკი
ამოცნობილია, გველი ქრება. ამის ანალოგიურად ბრაჰმანის გაცნობიერებასთან ერთად დიფერენცირებულობა
ქრება. ეს არ ნიშნავს რომ გარეგნული სამყარო, ფენიმენალური სამყარო - ესაა ავიდიას,
ინდივიდუუმის უმეცრების შედეგი, და ეს იდეა, რომელსაც ეწოდება დრიშტი=შრიშტი ვადა,
ახლოა სუბიექტურ იდეალიზმთან და ადვაიტას მოძღვრებაში არავის მიერ არაა მხარდაჭერილი
პრაკაშანანდას გარდა. ადვაიტას სკოლათა უმრავლესობა ემხრობა აზრს რომ ეს აღქმა (არასწორი
აღქმა) დიფერენცირებულობისა, ერთიანი ბრაჰმანის მაგივრად იბადება უმეცრების მიზეზით.
ავიდიასგან განთავისუფლება არის კიდეც მუქტის (სულიერი ხსნის) სინონიმი.
4.
რა კავშირია ადვაიტასა
და ბუდიზმს შორის? ხომ არ წარმოადგენს ადვაიტა ბუდიზმის კოპიოს?
არა, ადვაიტა
- ეს უბრალოდ ბუდიზმის კოპიო არაა. უკანასკნელი ასწლეუბი ადვაიტას აკრიტიკებენ როგორც
„პრაჩანნა ბაუდჰამ“ ანუ შენიღბულ ბუდიზმს. ეს კრიტიციზმი გამომდინარეობს ვედანტას ზოგიერთი
ვიშნუიტური სკოლებიდან, მაგრამ ის უადგილოა. ჯერ ეს ერთი, არ არსებობს ერთი კონკრეტული
„ბუდიზმი“ და რათა კრიტიკას აზრი ქონდეს, უნდა მითითებულ იქნეს, ბუდიზმი რომელი სკოლა
იგულისხმება. შანკარაჩარია ბევრ ენერგიას ხარჯავს, როდესაც თავის კომენტარებში აკრიტიკებს
მრავალ ფილოსოფიურ პოზიციას, რომლებიც ბუდიზმის სხვადასხვა სკოლებმა მიიღეს. თანამედროვე
აკადემიკური მკვლევარების მხრიდან ადვაიტა ხშირად შედარებულია მადხიამიკას და იოგაჩარას
სკოლებს. თანამედროვე აკადემიური შედარება ადვაიტასა და მადხიამიკასი ძირითადად გამოწვეულია
იმ ფაქტით რომ მანდუკია-კარიკას, დაწერილი გაუდაპადას მიერ, შანკარას პარამ-გურუს მიერ,
აჩვენებს რომ კომენტარების ავტორი კარგად იცნობდა ბუდიზმის ამ სკოლას.
ასე თუ ისეთუ
განაცხადებენ რომ ადვაიტა ვედანტა არსით იგივეა რაც მადხიამიკა ბუდიზმი, იქვე საჭიროა
მითითება რომ, ასეთი თვალსაზრისი ჩნდება მადხიამიკას ბუდიზმისა და ადვაიტას მთავარი
დებულებების გაუგებრობაში. არსებობს მრავალი ძირითადი დეტალი, რომლებითაც ადვაიტა განსხვავდება
მადხიამიკას ბუდისტური სკოლისაგან. რაც შეეხებათ იოგაჩარას, მაშინ შეთავსება ანუ მსგავსებათა
პუქნტები გამომდინარეობს იმ ფაქტიდან რომ იოგაჩარა ბუდიზმში ისეთივე დიდი ყურადღევა
ეთმობა იოგას პრაქტიკას, ისევე როგორც სხვა ინდურ ფილოსოფიურ სკოლებში.
5.
რატომ უწოდებენ ხშირად
ადვაიტას მაიავადას?
სიტყვა „მაიავადა“
ემსახურება მრავალ მიზანს. რადგანაც ადვაიტა ამტკიცებს ინდივიდუალური ატმანის ბრაჰმანთან
იდენტურობას, რაღათქმაუნდა ჩნდება ეჭვი დეიფერენცირებული სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებით.
ხილვადი დიფერეცირებულობა სამყაროში აიხსნება მაიათი. ადვაიტა ვედანტაში მაიას გააჩნია
ტექნიკური მნიშვნელობა, როგორც ბრაჰმანის (სარგუნა ბრაჰმანის) შემოქმედებითი ძალა რომელიც
აგრეთვე ბარიერსაც წარმოადგენს, რომლის მიზეზითაც სამყარო აღიქმება როგორც, დიფერენციაციებით
აღსავსე, ხოლო ბრაჰმანთან ერთიანობა არ შეიმეცნება. შეხედე ამ პუნქტთან დაკავშირებულ
დეტალებს შემდეგ პუნქტში. ვაიშნავების ზოგიერთი სკოლები იყენებენ სიტყვა მაიავადას
არასწორი მნიშვნელობით. ასე თუ ისე ეს კრიტიციზმი მაიას ინტერპრეტაციას ახდენს როგორც
უბრალოდ ილუზიისა და კიცხავს ადვაიტას სამყაროს როგორც ილუზიის უარყოფაში, რომელიც
ძილსა ჰგავს. ასეთი კრიტიციზმი ხელყოფს მაიას კონცეფციის სინატიფეს ადვაიტაში.
6.
ნუთუ ადვაიტა არ უარიყოფა
ყოველდღიური გამოცდილებით?
სულაც არა, სინამდვილეში
ადვაიტა ამტკიცებს, რომ ყოველდღიური გამოცდილებას მივყავართ დიფერენცირებულობის აღიარებამდე,
მაგრამ ის მახვილს აკეთებს იმაზე რომ ბრახმანუბჰავას გამოცდილებით უკუიგდება და უარიყოფა
ყოველდღიური გამოცდილება, რომელიც დაფუძნებულია ხუთ ფიზიკურ გრძნობაზე. ტრადიცია ამტკიცებს
რომ არასწორია მეტაფიზიკის საკითხებში დასკვნები გამოვიტანოთ მხოლოდ ჩვეულებრივ ფიზიკურ
გამოცდილებაზე დაყრდნობით. ვედანტას ყველა სკოლა წმინდა წერილს ანუ ვედებს მიაკუთვნებენ
ცოდნის განპირობებულ წყაროებს. რამეთუ ადვაიტა მხოლოდ უპანიშადებიდან შეიცნობა, ის
არ უარიყოფა ყოველდღიური გამოცდილებით. სხვა მხრივ კი ბრაჰმანის იდენტურობის ცოდნა
უკუაგდებს ჩვეულებრივ აღქმადობას. ასევე ადვაიტა აცხადებს რომ არა იქნებოდა საერთოდ
აუცილებელი არანაირი ტრაქტატები, დასკვნის გამოტანა მარტო ყოველდღიური გამოცდილების
საფუძველზე რომ კეთდებოდეს.
7.
როგორია წმინდა წერილის
კონცეფცია ადვაიტას მიხედვით?
წმინდა წერილის
კონცეფცია ადვაიტაში არსით იგივეა რაც პურვა მიმანსაში, ერთი მთავარი განსხვავებით.
აი ამგვარად: 1) ვედები, რომლებიც იყოფიან - რიგ, იაჯურ, სამა და ათხარვა-ვედებად,
წარმოადგენენ ავტორიტეტულ წმინდა წერილს. 2) თითოეულ ვედას გააჩნია კარმაკანდა, რომელიც
შედგება მანტრებისა და რიტუალური მითითებებისაგან (ვიდხი) და ჯნანაკანდუსაგან, რომელიც
შედგება უპანიშადებისა და ბრაჰმანებისაგან. 3) განსხვავება რომელიც არის ადვაიტაში
პურვამიმანსასთან მიმართებაში, მდგომარეობს ჯნანაკანდას როლში. უპანიშადები, უბრალოდ
არტხავადა კი არ არის, როგორც პურვამიმანსიკები აცხადებენ. უპანიშადები ასწავლიან ბრაჰმანის ცოდნასდა არამც არ ისახავენ
მიზნად უბრალოდ რიტუალური ქმედებების ნაყოფთა ქებადიდებას.
8.
როგორ განსხვავდება ადვაიტისტების
თაყვანისცემა უფლის (ღმერთის) მიმართ, ვედანტას სხვა სკოლების თაყვანისცემის მანერისაგან?
ორთოდოქსალური
ადვაიტისტური ტრადიცია ძალიან ახლოა სმარტას ტრადიციასთან, რომელიც მისდევს პანჩაიტანა
პუჯას სისტემას, სადაც ვიშნუს, შივას, შაკტის, განაპატის და სურიას (სხვაგვარად სკანდას)
როგორც საგუნა ბრაჰმანის ფორმებს. თაყვანისცემა ხორციელდება ყოველდღე, ისევე როგორც
განსაკუთრებული სადღესასწაულო შემთხვევების დროს, რომელიც ღვთაებათაგან ერთერთს მიეკუთვნება.
იმის მსგავსი შეკითხვები, მაგ. ვინაა უფრო მაღლა ვიშნუ თუ შივა, რომლებიც (შეკითხვები)
საკმაოდ პოპულარულია ინდუსთა მრავალ ჯგუფში, ადვაიტისტებში მათ არ მიესალმებიან. რადგან
როგორც შრი ჩანდრასეკხარაბჰარატიმ, სრულმა ჯივანმუკტამ თქვა, „თქვენ არ შეგიძლიათ იხილოთ
უფლის ტერფები და მისი სახის ბუნების შესახებ ფუჭ დებატებზე ხარჯავთ დროს?“
ნათქვამია რომ
ვიშნუ და შივა, ინდუიზმის დიადი ღმერთები, ორივენი ძლიერ მნიშვნელოვანნი არიან ადვაიტისტურ
ტრადიციაში. ადვაიტას ორდენის სანიასები ყოველთვის აღიარებენ იმას რომ მისდევენ საკუთარივე
სიტყვებს „იტი ნარინიანასმარანამ“. თაყვანისცემაში ადვაიტისტები არ ამტკიცებენ დევათაგან
ერთი კონკრეტული დევას მიმართ მსახურებას, ისინი არ ანიჭებენ უპირატესობას რომელიმე
მათგანს. რამეთუ ბრაჰმანს არ გააჩნია ფორმა (ნირგუნა) და საერთოდაც ყველა ფორმა (გუნა)
მასვე ეკუთვნის ერთნაირად. კონკრეტულ ფორმას რომელსაც ანიჭებენ უპირატესობას, ეწოდება
იშტა-დევატა. იშტა დევატები ადვაიტისტების მიერ პატივდებულნი, მოიცავენ ვიშნუს როგორც
კრიშნას, ჯაგადგურუს და რამას; შივას როგორც დაკშინამურტის, გურუს, სიჩუმეში დამრიგებელს
და ჩანდრამაულიშვარას; დედაქალღმერთისა, როგორც პარვატის, ლაკშმის და სარასვატის. განსაკუთრებითაა
პოპულარული წარმოდგენა ვიშნუს შესახებ როგორც შალაგრამასი, შივას როგორც ლინგამის და
შაკტის როგორც შრი ჩაკრის. განაპატი ყოველთვის თაყვანიცემა ყოველგვარი ადამიანური საქმის დასაწყისის წინ, სხვა ღმერთების პუჯების ჩათვლით. ყოველდღიური რიტუალი
სანდხიავანდანა მიეკუთვნება სურიას. სამპრადაია ადვაიტას სანიასინები წარმოთქვამენ
აგრეთვე ვიშნუ საჰასრანამსაც და შატარუდრიას იაჯურ ვედადან როგორც თავიანთი ყოველდღიური
მსახურების ნაწილს.
არის კიდევ სხვა
აღსანიშნავი განსხვავება თაყვანისცემაში, ადვაიტურ ტრადიციასა და სხვა სკოლების ინდუისტური თაყვანისცემის
მეთოდებს შორის. ადვაიტა დაჟინებით ამტკიცებს რომ განსხვავებულობა თაყვანისმცემელსა
და ღმერთს, თაყვანისცემის ობიექტს შორის, იმქვრევა და ქრება სამადჰიში. ეს პოზიცია
არ უნდა ავურიოთ ზოგიერთი შაივური სკოლების პოზიციაში, რომლებიც ნიშნავენ რიტუალურ
იდენტიფიკაციას და ეთაყვანებიან შივას მსახურების დროს. ეს იდენტურობა ატმანისა და
ბრაჰმანისა არის აბსოლუტური ჭეშმარიტების საგანი და არა მარტო დროებითი რიტუალური იდენტიფიკაცია.
აგრეთვე ვაიშნავურ ვედანტურ სკოლათა უმრავლესობა თვლის რომ განსხვავება ატმანსა (თაყვანისმცემელს)
და ბრაჰმანს (თაყვანისცემის ობიექტს) შორის ნარჩუნდება მარადიულად.
9.
როგორია ადვაიტისტური
განთავისუფლების ე.ი. მუქტის კონცეფცია?
ადვაიტას ანალიზის
თანახმად ადამიანური სიცოცხლე და ქმედებანი აიხსნება კარმული თეორიის საფუძველზე, რომელსაც
რეინკარნაციის ე.ი. სულიერი ტრანსმიგრაციის წრე მოყავს მოქმედებაში. ყველა ქმედება,
კეთილი, ბოროტი, ქმნიან საკუთარ პერსონალურ კარმულ დანალექებს ანუ ანაბეჭდებს, რომელთაც
ეწოდებათ - ვასანები (სამსკარები), რომლებიც ახდენენ საკუთარი რეზულტატების დემონსტრირებას
დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ. კარმა, რომელმაც უკვე დაიწყო თავისი ნაყოფების
მოცემა, ეწოდება - პრარაბდჰა კარმა, ესაა კარმა რომელიც პასუხს აგებს ჩვენს ამჟამინდელ
ინკარნაციაზე. შეკრებილი კარმა რომელიც უკვე მზადაა მიოწიოს თავისი ნაყოფები, ეწოდება
- სანჩიტა კარმა. რეინკარნაციის ციკლის გარძელებასთან ერთად, უფრო მეტი კარმა იქნება
შექმნილი მომავალში და ამას ეწოდება - აგამინ კარმა. განთავისუფლება (მუქტი) განიხილება
როგორც გამოსავალი ამ უსასრულო ციკლიდან.
ადვაიტაში მუქტი
ესაა ბრაჰმანის სინონიმი. შრუტი (წმინდა წერილი) ამბობს: „ბრაჰმავიტ ბრაჰმაივა ბჰავატი“
- ის ვინც იმეცნებს ბრაჰმანს თავად ხდება ბრაჰმანი. ადვაიტისტურ გაგებაში, ხდება მხოლოდ
მეტაფორულად. არა ისე რომ რაც აქამდე არ იყო ბრაჰმანი, ახლა გახდა ბრაჰმანი. უფრო
„ბრაჰმანის ცოდნა“ ნიშნავს უმეცრევისაგან განთავისუფლებას, საკუთარი შინაგანი ბრაჰმანის
არსობრივი ნატურასთან მიმართებაში. ასე და ამგვარად „ბრაჰმანის ცოდნა“ - ესაა „ბრაჰმანად
ყოფნა“. ის ვინც გააცნობიერა ერთიანობა საკუთარი ატმანისა ბრაჰმანთან, წარმოადგენს
ჯივანმუქტას, ის ვინც მომავალ ინკარნაციაშიც კი განთავისუფლებულია. ამგვარი გაცნობიერება
არავითარ შემთხვევაში არ და ვერც იქნება პირდაპირი გაგება მაჰავაკია უპანიშადებისა.
ჯივანმუქტა ესაა - ვინც განიცადა იდენტურობის
ჭეშმარიტობა თავად. ასე და ამგვარად ნათქვამია რომ მუქტი არ წარმოადგენს რიტუალური
ქმედების რეზულტატს (კარმა მარგა) ან ერთგული მსახურებისა (ბჰაკტი მარგა). ამ გზებს
მივყავართ პირდაპირ და პასუხს გვცემენ „როგორ“ და არა „რატომ“ განთავისუფლების საკითხზე.
ამიტომაც ადვაიტა ვედანტას გზა იწოდება ჯნანა მარგად ანუ ცოდნის გზად.
10.
როგორია ჯივანმუქტას
მნიშვნელობა?
ადვაიტა მიყვება
იმ დებულებას რომ ბრაჰმანის გაცნობიერება შესაძლებელია პირდაპირ დედამიწაზე. ძლიერ
განვითარებული მაძიებელი, რომელიც შეისწავლის ვედანტას სუფთა გონებითა და მუმუკშუტვის ძლიერი ტენდენციით, ვარგისია იმისათვის
რომ რეალურად გააცნობიეროს ბრაჰმანი. ის ვინც რეალურად გააცნობიერა ბრაჰმანი არის
- ჯივანმუქტა, ის განთავისუფლებულია იმ დროის განმავლობაში როდესაც ის ჯერ კიდსევ ცხოვრობს.
ის კიდევ აგრძელებს ცხოვრებას მატერიალურ სხეულში პრარაბდჰა კარმას ინერციის გამო,
რომელმაც უკვე დაიწყო ნაყოფების მოცემა. მაგრამ ის აღარ კრიფავს შემდგომ კარმას, რამეთუ
მთელი აგამინ კარმა და სანჩიტა კარმა „იფერფლება“ ბრაჰმაჯნანას ცოდნაში. როდესაც პრარაბდჰა
კარმა ამოწურავს თავის თავს, სხეული კვდება და ითქმის რომ ჯივანმუქტამ მიაღწია ვიდეხამუქტას.
შრუტის მიხედვით „ნეხაპუნარავარტი“ - ის მეტი აღარ
შედის რეინკარნაციის ციკლში.
11. როგორები არიან ადვაიტას წამყვანი სკოლებიდან ზოგიერთი?
ყველაზე ადრინდელი
სკოლები რომელთა ტექსტები დღესდღეობით ხელმისაწვდომი არიან ესენია - გაუდაპადას
(5-6 საუკუნეები -მანდუკია კარიკა) და შანკარაჩარია (7-8 საუკუნეები, - ბრაჰმასუტრა
ბჰაშია, ბჰაგავადგიტა ბჰაშია და ბჰაშიები სხვადასხვა უპანიშადებისა). ტრადიციაში ცნობილნი
არიან შანკარას ოთხი მოწაფე - სურეშვარა, პადმაპადა, ტოტაკა და ხასტამალაკა. შანკარას
თანამედრობე იყო მანდანა მიშრა, რომელიც ტრადიციით ასოცირდება სურეშვარასთან. გვიანდელ შანკარასშემდგომ პერიოდში, ზოგიერთი წამყვანი
წარმომადგენლები ადვაიტას სკოლისა იყვნენ ვაჩასპატი მიშრა (მე-9 საუკუნე), ჯნანაგჰანა
და სარვაჯნანატმანი (მე-9 – 10-საუკუნე), პრაკაშატმანი (მე-11 საუკუნე), შრიხარშა
(მე-12 საუკუნე), ანანდაგირი, ბჰარატა ტირტხა, ვიდიარანია და შანკარანანდა (მე-13
- მე-14 საუკუნე), მადხუსუდანა სარასვატი (მე-15 საუკუნე), აპაია დიკშიტა (მე-16 ს.),
სადაშივა ბრაჰმენდრა და უპანიშად (მეთვრამეტე საუკუნე) და ჩანდრაშეკხარა ბჰარატი და
სატშიტანანდენდრა სარასვატი (მეოცე საუკუნე). ამას გარდა ადვაიტას ტრადიციაში კიდევ
სხვა არანაკლებ გამოჩენილი მოძღვრები არიან ცნობილნი, რომლებსაც არ ქონდათ წერითი ნაშრომები
მაგრამ ზეპირსიტყვიერებით ასწავლიდნენ მოწაფეებს.
12.
როგორია ადვაიტური სასწავლებლები
დღეს?
ყველა თანამედროვე
ადვაიტისტი იწყებს ათვლას თავისი გურუ-პარამპარას შანკარას ოთხი მოწაფისაგან. ესენი
იყვნენ მონასტერთა პირველი წინამძღვრები პურიში, შრინგერიში, დვარაკაში, და ჯიოტირმატხში.
ოთხივე მატხი (ანუ მონასტერი) დღესაც ფუნქციონირებენ. ამას გარდა ინდოეთში არსებობენ
გარკვეული სასწავლებლები, რომლებიც აქტიურნი არიან ადვაიტას ფილოსოფიისა და რელიგიის
გავრცელების საქმეში. ისინი შეიცავენ მრავალ „დაშანამი აკხავის“ მთელს ჩრდილოეთ ინდოეთში,
კანკხალ აშრამს ხარდვარში და ბომბეიში, ადვაიტა აშრამა, რამანაშრამი ტირუნავანამალაეში,
ადვაიტა მატხი კალადიში და ბენგალორში, კუდალიში, უჯაინეში, რამასბარამეში, კანჩიპურეამეში,
ვარანასიში და სხვა ადგილებში, აგრეთვე ამ დაწესებულებათა ფილიალები ინდოეთში და მის
საზღვრებს გარეთ. ამასთან დამატებით რამაკრიშნას ორდენის მისია სვამი ვივეკანანდას
მიერ დაარსებული, პარამაჰამსა იოგანანდას გაცნობიერების თანამეგობრობა და სხვა ორგანიზაციები
რომლებსაც საფუძველში ადვაიტას ფილოსოფია აქვთ.
ადვაიტა ვედანტას განმმარტებელი მასწავლებლისა და მოწაფის
დიალოგი:
1.
მოწაფე ეკითხება: ვინ
ვარ მე სინამდვილეში? ვინ ვარ?
პასუხი: უხეში
მკვეთრად დიფერენცირებული ფიზიკური სხეული - არაა ჭეშმარიტი მე. ნატიფი სუსტად დიფერენცირებული
ასტრალური სხეული - არ არის რეალური მე ადამიანისა.
მე-ს გრძნობა
განსხეულებული ასტრალურ და ფიზიკურ სხეულებში - არაა ჭეშმარიტი მე.
2.
მოწაფე ეკითხება: თუ
მე არაა ყოველივე ზემოთხსენებული, მაშ რაღაა ჩემი რეალური მე?
პასუხი: ყოველივე
იმის ჩამოცილების შემდეგ რაც არ არის რეალური მე, ასეთნაირად - „არა ეს, არა ეს“, მაშ
ის თვითგაცნობიერება რაც ამის შემდეგ დარჩება, სწორედ ესაა ჭეშმარიტი „მე“!
3.
მოწაფე ეკითხება: თუ
ეს თვითგაცნობიერება არის ჭეშმარიტი მე, მაშ როგორია მისი ბუნება?
პასუხი: ჭეშმარიტი
თვითგაცნობიერების ბუნება არის - სატ-ჩიტ-ანანდა (სანსკრიტ.) - მარადიული ყოფიერება-მარადიული
ცნობიერება-მარადიული ნეტარება. ის რაც არსებობს სინამდვილეში არის მხოლოდ ჭეშმარიტი
მე - ატმანი (სანსკრიტ.). გარემომცველი ფენომენალური სამყარო, განხორციელებული სული,
ღმერთი - ყველაფერი ეს მარტოოდენ ილუზორული ხილვაა მის წიაღში, მსგავსად ვერცხლისწყლის
მიქცევა-მოქცევისა პერლამუტრში, რამეთუ ეს ტრიადა ჩნდება და ქრება ერთდროულად.
4.
მოწაფე ეკითხება: როდის
დადგება ეს გაცნობიერება?
პასუხი: როდესაც
სამყარო, რომელიც არის ის რაც ხილვადია, ქრება, დგება თვითრეალიზაცია ანუ თვითგანღმრთობა,
ატმანის „განხორციელება“ - რომელიც არის ჭეშმარიტი მაყურებელი.
5.
მოწაფე
ეკითხება: როგორ შემიძლია მივაღწიო ატმანის თვითრეალიზაციას (უმაღლესი ჭეშმარიტი მე-ს)?
პასუხი: თვითრეალიზაცია
არაა ისეთი რაღაცა რაც ხელახლა უნდა იქნეს მოპოვებული, რამეთუ ის უკვე „აქ“ არის, ჩვენში.
ყველაფერი რაც საჭიროა ესაა უკუგდება აზრისა - „მე ჯერ თვითრეალიზებული არ ვარ“. სიმშვიდე
ანუ მშვიდობა, არის თვითრეალიზაცია. ატმანი მუდამ ჩვენშია. იმდენად რამდენადაც ადგილი
აქვს ეჭვებსა და არარეალიზებულობის გრძნობას, ამიტომაც უნდა იქნეს მიღწეული არასწორი
ეჭვების მოსპობა საკუთარი ძალისხმევით, ეჭვებისა, რომელნიც გაჩენილნი არიან ატმანისა
და არა-ატმანის გაიგივებით. როდესაც არა-ატმანი ქრება, რჩება მხოლოდ ჭეშმარიტი მე.
ისევე როგორც ოთახში ადგილის გასანთავისუფლებლად, საჭიროა უბრალოდ ზედმეტი ავეჯის მოშორება:
თავისუფალი სივრცის მოტანა სადღაციდან შორიდან არცაა საჭირო.
6.
მოწაფე
ეკითხება: მაშინ ასეთ შემთხვევაში ვინაა ღმერთი?
პასუხი: ატმანი
არის ღმერთი (კოსმიური ღვთაება - ბრაჰმანი). „მე ვარ“ - არის ბრაჰმანი (ღმერთი). ღმერთი
რომ ბრაჰმანისაგან მოცილებით და განცალკევებით იყოს, ის მაშინ უნდა იყოს ღმერთი ატმანის
გარეშე და ეს უაზრო აბსურდია. ყველაფერი რაც ატმანის გასაცნობიერებლად არის საჭირო,
ესაა აბსოლუტური სიმშვიდე (გონების სრული განწმენდა არასაჭირო არაატმიკური აზრებისა
და ეჭვებისაგან). რაა ამაზე იოლი? შესაბამისად თვითრეალიზაციის მიღწევა ყველაზე იოლია.
7.
მოწაფე
ეკითხება: სინადმვილეში საჭიროა თუ არა განსაკუთრებული ძალისხმევა თვითრეალიზაციისათვის
ტუ ის თავისით მოვა?
პასუხი: ადამიანი
რომელმაც თვითრეალიზაციის გასხივოსნება მოიპოვა ამ ცხოვრებაში, ესწრაფვოდა ამას და
ცდილობდა ამის განხორციელებას ყველა წინა ინკარნაცია დედამიწაზე ცხოვრებისას. ასეთი
განსხეულებანი (ატმანის რეალიზაციაში განდობილნი) შესაძლოა იყვნენ არათუ ათეულები არამედ
ასეულებიც კი. მარტო ის ადამიანი აღწევს თვითრეალიზაციის მდგომარეობას, რომელიც საკუთარ
თავში კონკრეტული მიზნისაკენ მოსწრაფებას განავითარებს.
8.
მოწაფე
ეკითხება: როგორი მედიტაცია არის ყველაზე ეფექტური - ატმანის თვითრეალიზაციისათვის?
პასუხი: ასეთი მედიტაცია
არსებობს. იგი წარსულში გამოიგონა ინდოეთში, ხლა კი მთელს მსოფლიოში გამოჩენილმა გურუ
- შრი რამანა მაჰარშიმ, ამგვარ მედიტაციას ეწოდება - ატმა-ვიჩარა და ნიშნავს - თვითშესწავლას.
ატმა-ვიჩარას გზა ესაა პირდაპირი გზა, რამეთუ ის დასაბამიდანვე გულისხმობს აუცილებლობას,
ფოკუსირდეს ატმანზე, არ ხარჯოს რა ძალები მეორეხარისხოვან რაღაცეებზე.
არსი შემდეგშია:
როდესაც სიფხიზლის
დროს (ფიზიკურ) ცნობიერებაში ჩნდება რაიმე აზრი, უნდა დავუსვათ საკუთარ თავს შეკითხვა
შინაგანი ხმით: „ვისთვის გაჩნდა ეს აზრი?“ შინაგანი მე - ჩვენი ცნობიერება - გაგვცემს
პასუხს: „ჩემთვის“. მაშინ საჭიროა დაისვას კითხვა: „ვინ არის ჩემი მე?“ (და რა არის?)
და მოვახდინოთ ცნობიერების კონცენტრირება ამ საკითხზე. ახალი აზრის გამოჩენასთან ერთად
უნდა იქნე გამეორებული ეს მენტალური ილეთი თავიდან.
ატმა-ვიჩარას მიზანია
- ცნობიერებაში გაჩენილი (არასაჭირო) აზრების განადგურება, რასაც საბოლოოდ ჩვენი უმდაბლესი
ფსიქო-ფიზიკური ეგოს ანუ ცრუ „მე-ს“ გაქრობამდე მივყავართ.
მას მერე რაც საბოლოოდ
სულიერი პრაქტიკის მეოხებით ფიზიკური მე-ს ანუ ეგოს გრძნობა ქრება, „სადხაკის“ (სულიერი
მებრძოლის) ცნობიერებაში - ამაყ სიმარტოვეში და სიმშვიდეში გამობრწყინდება ჭეშმარიტი
მე - ატმანი (სულიერი ზე-მე).
ატმა-ვიჩარას განხორციელება
შეიძლება როგორც გაცნობიერებულ სიზმრებიან ძილში, ასევე ასტრალში. მოვალეობის გრძნობა
და ა.შ. არაა წინაღობა თვითრეალიზაციის გზაზე, როდესაც ადამიანი ეკითხება თავის თავს:
„ვინ მუშაობს?“ ვინაა მოქმედი?“ შესაბამისი აზრის გამოჩენასთან ერთად.
ამ მედიტაციის უწყვეტი
განხორციელება არის წარმატების საწინდარი.
Комментариев нет:
Отправить комментарий