მატერიალური კოსმიური ყოფიერების წიაღში იმალება უხილავი,
უსასრულო, უსაზღვრო, ყოვლისმომცველი, ყოვლისგამჭოლი, იმანენტური და ტრანსცენდენტური,
იმპერსონალური, სუპრაკოსმიური, არადიფერენცირებული, არადეტერმინირებული, არადისკრეტული,
არამატერიალური, არა რაობრივი სუფთა თავდაპირველი პირველდასაბამიერი პირველერთიანი
ზესული, აბსოლუტური კოსმოსური ცნობიერება - ნირვიშეშაჩიტმატრა ანუ ნირგუნა ბრაჰმანი
(ღვთაება თვისებებისა და ატრიბუტების, ფორმებისა და სახელების გარეშე). მის წიაღში
სუფევენ და მყოფობენ ცოცხალი არსებების, სულიერი არსებების (ჯივების, ადხიდაივების),
ინდივიდუალური გონებებისა და ინტელექტების უსასრულო მირიადები, რომელთაც ნეოპლატონიკოსები
უწოდებდნენ მარადიულ ეიდოსებს და ლოგოსებს. თავდაპირველი პირველდასაბამიერი პირველერთიანი
ზესულის, აბსოლუტური კოსმოსური ცნობიერების წიაღში, არსებობს უქმნელი და მარადიული,
უსაწყისო სულიერი ენერგეტიკული პროგრამა, დედამატრიცა, რომელიც არის ამ პირველერთიანის
ქალური იპოსტასი და მას ბუდიზმში ეწოდება - სამანტაბჰადრი, ხოლო ინდუიზმში პრაკრიტი
- დედაბუნება. სამანტაბჰადრი ანუ პრაკრიტი - თავდაპირველი დედამატრიცა მატერიისა და
ენერგიისა, დროისა და სივრცისა, შედგება სამი მოდუსისაგან ანუ იპოსტასისაგან, ესენია:
რაჯასი - რადიაცია-ემანაციის ანუ შემოქმედებითი ვირტუალური პროექციის ფაქტორი და ფაზა,
სატვა - ევოლუციის ფაქტორი და ფაზა და ტამასი - სუბატომური, კვანტური ანიჰილაციის,
დეზინტეგრაციისა და იმპლოზიის ფაქტორი და ფაზა, ეს სამი იპოსტასი-ფაზა - რადიაციის
იპოსტასი, ევოლუციის იპოსტასი და ანიჰილაციის იპოსტასი ცვალებადად მუდმივი ბუნებისანი
არიან, ერთი არსი, მაგრამ მუდმივად სხვადასხვაგვარი მდგომარეობები, ამ იპოსტასებს შორის,
რომელთაც ინდუისტურად ეწოდებათ გუნები, დასაწყისში ერთმანეთთან იმყოფებიან სრულ ჰარმონიასა
და სტაბილურობაში, მაგრამ თავდაპირველი პირველდასაბამიერი პირველერთიანი ზესულის მამაკაცურ
და ქალურ იპოსტასებს შორის, პერიოდულად, ექსტრემალური სინერგიისა და კონვერგენციის
შედეგად, გუნებს ანუ მოდუსებს შორის წონასწორობა ირღვევა, რაც იწვევს აბსოლუტური სულიერი
ცნობიერების წიაღიდან სულიერი მონადების, სულიერი იპოსტასების ანუ ადხიდაივების ემანაციას
და რადიაციას, სხვაგვარად რომ ვთქვათ, გამოყოფას და გამოსხივებას. მატერიალური ყოფიერების
კრეაციის დასაწყისში, აბსოლუტური სულიერი ცნობიერების წიაღიდან ვლინდება ორი ღვთაება,
მამაკაცური და დედაკაცური, ორი ეონი ანუ პირველი ემანაციური და რადიაციული დიადა, თავდაპირველი
პირველერთიანი პირველდასაბამიერი ზესულის პირველი გრადაცია - ჯნანაშაკტი ანუ მაჰასარასვატი
- რადიაციის, ემანაციისა და ვირტუალური პროექციის იპოსტასი, რომელიც განასახიერებს
რაჯასის გუნას და მისი მეუღლე - ღმერთკაცი ბრაჰმა, ჯნანაშაკტი და ბრაჰმა სულიერი ძალების
მეოხებით, საკუთარი სულიერი არსების წიაღიდან ახდენენ სულიერი არსებების უსასრულო მირიადების,
ადხიდაივების ემანაციას და რადიაციას, კოსმიურ ერას, რომლის დროსაც ხდება კოსმიური
განზომილებების ფორმირება, ბუდიზმში ეწოდება - ვივარტაკალპა, როდესაც ვივარტაკალპა
სრულდება, აბსოლუტური სულიერი ცნობიერების წიაღიდან ვლინდება მეორე დიადა - იჩხაშაკტი
ანუ მაჰალაკშმი - ევოლუციის ქალღმერთი და ღმერთკაცი მაჰავიშნუ ვასუდევა, რომელნიც განასახიერებენ
სატვა გუნას. მაჰალაკშმი თავისი სულიერი ენერგიის ზეგავლენით იწვევს ცოცხალ არსებებში,
ენერგეტიკულ და მატერიალურ მუტაციებს, მის გარეშე ცოცხალ არსებებს არ აქვთ ევოლუციის
უნარი, იჩხაშაკტი ესაა არამარტო კოსმიური ქალღმერთი, ღვთაებრივი სულიერი არსება, ინდივიდუალური
გონება-ინტელექტი, არამედ სულიერი მონადების უსასრულო მირიადების უსასრულო ერთობლიობა,
კოლექტიური გონი, ინტელექტი, ცნობიერება და მისტიკური კოსმიური სხეული (ინდივიდუმთა
ინდივიდურ სხეულთა ერთბლიობა სამ პლანში, კაუზიურში, ასტრალურში და ფიზიკურში) და ევოლუციის
უსასრულო კოსმიური ენერგიის უსასრულო ოკეანე, აბსოლუტური სულიერი ცნობიერების, თავდაპირველი
არსის მეორე გრადაცია (იპოსტასი), სულ ბოლოს თავდაპირველის წიაღიდან ვლინდება მესამე გრადაცია,
მესამე დიადა - კრიაშაკტი ანუ მაჰაკალი - იმპლოზიის, ანიჰილაციისა და დეზინტეგრაციის
ქალღმერთი და მისი მეუღლე (მამრობითი იპოსტასი) - შივა ანუ რუდრა (მაჰაკალა), მაჰაკალი
ანუ კრიაშაკტი ესაა: ა)ინდივიდუალური ღვთაებრივი გონება-ინტელექტი-ცნობიერება, ღვთიური
სულიერი არსება - ადხიდაივი ბ)ინდივიდუალურ გონებათა, ინტელექტთა და ცნობიერებათა უსასრულო
მირიადების უსასრულო ერთობლიობა და გ) ანიჰილაციისა და დეზინტეგრაციის კოსმიური ენერგიის
უსასრულო ოკეანე, თავდაპირველი სულის მესამე გრადაცია, მესამე იპოსტასი, რომელიც განასახიერებს
ტამასის გუნას.
სამივე გამოვლენილი დიადა თავიანთი ემანაციებითა და
რადიაციებით, განასახიერებენ და წარმოადგენენ სარგუნა ბრაჰმანს ანუ სავიშეშაჩიტმატრას,
იშვარას.
თავდაპირველი სული, აბსოლუტური
სულიერი ცნობიერება ეს
არის - ნირვიშეშაჩიტმატრა (განსხვავებულობათა, თვისებათა და ატრიბუტთა გარეშე თვითმყოფადი
სულიერი ცნობიერება), ხოლო უფალი, გამოვლენილი ღვთაება, ეს არის - სავიშეშაჩიტმატრა
(ღვთაება თვისებებით, ატრიბუტებით და დიფერენცირებულობებით).
სარვასატვა ანუ ადიბუდა არის თავდაპირველი პირველდასაბამიერი
პირველერთიანი ზესული, ყოფიერების პირველმატრიცა, რომლის წიაღიდან ვლინდება სამი ემანაციურ-რადიაციური
თანრიგი ე.ი. იერარქია, დჰიანა ბუდა (პირველი თანრიგი), დჰიანა ბოდჰისატვა და მანუში
ბუდა, ისინი თავიოსმხრივ აყალიბებენ სამსარას - მატერიალურ ბუნებას (კოსმოსსა და სუპერკოსმოსს).
ვედური კოსმოლოგიის
თანახმად არსებობს 80 სამყარო, ოთხმოცი კოსმიური განზომილება; - ვიშნულოკა, ბრაჰმალოკა,
ტაპარლოკა, ჯანალოკა, მაჰარლოკა, სვარგალოკა, პიტრილოკა, პრეტალოკა, იაკშალოკა, აპსარალოკა, განდჰარვალოკა, სიდხალოკა,
კინარალოკა, სუპარნალოკა, გუხიალოკა, ვიდიადხარალოკა, ჩარანალოკა, ვანარალოკა, რაკშასალოკა,
პიშაჩალოკა, ვეტალალოკა, პრამატხალოკა, ბჰუტალოკა, რუდრალოკა, მარუტალოკა, სადხიალოკა,
ვიშვალოკა, პანაგალოკა, საუმიალოკა, საურიპურალოკა, ნაგენდ რაბჰავანალოკა, შაილაგამალოკა,
კრაუნჩალოკა, კრურაპურალოკა, ვიჩიტრაბჰავანალოკა, ბახვაპადალოკა, დუხკხადალოკა, ნანაკრანდალოკა,
სუტაპტახაბჰავანალოკა, რაუდრალოკა, პაიოვარშანალოკა, შიტადხიალოკა, ბაჰუბჰუტილოკა,
რაურავა ნარაკა, მაჰარაურავა ნარაკა, კუმბჰიპაკა ნარაკა, კალასუტრა ნარაკა, ავიჩინამატ
ნარაკა, ვიშასანა ნარაკა, სანდამშა ნარაკა, შულაპროტა ნარაკა, ასიპატრავანა ნარაკა,
ტაპტასურმი ნარაკა, დანდაშუკა ნარაკა, სუკარამუკხა ნარაკა, სარამეიადანა ნარაკა, სუჩიმუკხა
ნარაკა, პუიოდა ნარაკა, ლალაბჰაკშა ნარაკა, პარიავარტანა ნარაკა, ავატა-ნიროდხანა ნარაკა,
ანდხაკუპა ნარაკა, კრიმიბჰოჯანა ნარაკა, პრანაროდხა ნარაკა, ვაჯრაკანტაკა-შალმალი,
კშარაკარდამა ნარაკა, რაკშოგანა-ბჰოჯანა ნარაკა, აიახპანა ნარაკა, კუდმალა ნარაკა,
სანგხატა ნარაკა, ტაპანა ნარაკა, სამპრატაპანა ნარაკა, სანჯივა ნარაკა, კაკოლა ნარაკა,
პუტ ნარაკა, სავიშა ნარაკა, სამხატა ნარაკა, რიჯიპა ნარაკა, მახაპაიახინ ნარაკა, მაჰანირაია
ნარაკა, პოკშაშანკუ ნარაკა, პუტიმრიტიკა ნარაკა, ლოხიტოდა ნარაკა, კაკა ნარაკა, ულუ
ნარაკა.
Комментариев нет:
Отправить комментарий