понедельник, 12 мая 2014 г.

ერთ მაჰაკალპაში  100 ღვთაებრივი წელიწადი ანუ 36500 კალპა და 36500 პრალაიაა, თითოეულ კალპაში 14 მანვანტარა ანუ 1000 მაჰაიუგა, თითოეული მანვანტარა დაახლოებით 1 240 000 000 წელი გრძელდება, ერთ მანვანტარაში 72 მაჰაიუგაა, თითოეულ კალპაში აგრეთვე 60 ანტარაკალპაა, ერთი ანტარაკალპა გრძელდება 288 000 000 მიწიერი წელი. ერთ მანვანტარაში 4,5 ანტარაკალპა ეტევა.

ვივარტაკალპა

ვივარტაკალპა იწყება პირველქმნილი ქარის ამაღლებიდან, რომელიც წინა მაჰაკალპაში განადგურებულ სამყაროს (ახლიდან) სტრუქტურულ სახეს ანიჭებს.  განადგურებისა და ევოლუციის ტიპი შესაძლოა განსხვავდებოდეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში საუბარია უმაღლესი სამყაროებიდან უმდაბლესში ცოცხალი არსებების ჩაშვებას, სადაც ისინი განიცდიან ტრანსმიგრაციას ანუ რეინკარნაციას. დიადი ბრაჰმა იბადება აბჰასვარას ღვთაებრივ სამყაროში, ესაა პირველი არსება, ხოლო შემდეგ ჩნდებიან სხვა არსებები, ავსებენ რა თანდათან სამყაროებს ბრაჰმას სამყაროდან ნარაკებამდე - ჯოჯოხეთებამდე. ვივარტაკალპას დროს ჩნდებიან პირველი ადამიანები;  ისინი არაფრით არ გვანან თანამედროვე ადამიანებს, ისინი ანათებენ საკუთარი შინაგანი სინათლით, შეუძლიათ ჰაერში ყოველგვარი მექანიკური აპარატების გარეშე ფრენა (ლევიტირება) და ცხოვრობენ ძალიან დიდხანს, არ ესაჭიროებათ რა საკვები; ანუ ისინი უფრო დაბალი რანგის ღვთაებებს გვანან ვიდრე თანამედროვე ადამიანებს.

მათ არ ესაჭიროებათ კვება, მაგრამ თუმცაღა დედამიწა მაშინ გავს ტკბილ ნამცხვარს, მაგრამ ისინი მას სინჯავენ, გრძნობენ რა მის მიმართ ლტოლვასა და ინტერსსს. თანდათან მათი სხეულები ხდებიან მძიმეები და უფრო და უფრო მსგავსნი თანამედროვე ადამიანის სხეულისა; ისინი კარგავენ სინათლის გამოსხივების უნარს, თანდათან მათი სხეულები იძენენ ერთმანეთთან მიმართებაში განსხვავებებს და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება. ისინი იყოფიან სქესებად, ე.ი. ხდება სქესთა დაყოფა და იწყებენ სექსუალურ ცხოვრებას. თანდათან მათ საზოგადოებაში ჩნდება სიხარბე, ქურდობა, ბოროტება, ისინი აყალიბებენ სხვადასხვაგვარ სოციალურ ჯგუფებს, მთავრობებს, ისინი ირჩევენ მეფეს რომელსაც უწოდებენ მაჰასამმატას. ზოგიერთები იწყებენ ნადირობასა და ცხოველთა ხორცის ჭამას, რომლებიც კიდევ კიდევ ჩნდებიან დედამიწაზე, ეს პროცესი აგანია-სუტაში არის აღწერილი.

ვივარტასტხაიკალპა

პირველი ანტარაკალპა

ვივარტასტხაიკალპა იწყება მაშინ როდესაც პირველი ცოცხალი არსება იბადება ჯოჯოხეთში და ასე და ამგვარად მთელი სამყარო აღვსებული (ცოცხალი არსებებით). პირველი ეონის განმავლობაში ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა რამოდენიმე ათეულ ათასი წლიდან ას წელზე მცირე პერიოდამდე, როგორც თანამედროვე ადამიანებშია. მაჰასუდასანნა-სუტა მოგვითხრობს ჩაკრავარტინზე, რომელიც 336 000 წელი ცოცხლობს. საკკავატი-სიხანანდა სუტტა მოგვითხრობს ჩაკრავარტინების დინასტიის შედარებით გვიანდელ ისტორიას, დალხანემისა და მისი ხუთი შთამომავლის შესახებ რომლებიც 80 000 წელზე მეტხანს ცხოვრობდნენ. ამ ხაზიდან მეშვიდემ დაარღვია ეს ტრადიცია, უარყო რა ძალაუფლება და გადასცა იგი ძეს, დაასრულა რა საკუთარი ცხოვრება როგორც შრამანმა. რეზულტატში გაჩნდა სიღარიბე, დაიწყო ქურდობა, დაწესდა სასჯელები, გაჩნდა დანაშაული და მკვლელობა.

ახლა უკვე ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა სწრაფად მცირდებოდა 80 000 წლიდან 100 წლამდე, თითოეულ თაობაში გეომეტრიული პროგრესიით, ბოროტმოქმედებათა: ბილწსიტყვაობის, სიხარბის, სიძულვილის, უმეცრების, გარყვნილების, მშობლებისა და მოხუცების მიმართ უპატივცემლობისა. ამ დროს (მაჰაპადანა სუტას მიხედვით) გამოჩნდა სამი ოთხი დიადი ბუდადან: ბუდა კრაკუჩხანდა რომლის სიცოცხლის ხანგრძლივობა იყო 40 000 წელი, კანაკამუნი რომლის სიცოცხლის ხანგრძლივობა იყო 30 000 წელი და კაშიაპა რომელიც ცხოვრობდა 20 000 წელი.

ჩვენ დროს მიიჩნევენ პირველი ანტარაკალპას დასასრულად, როდესაც სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 100 წელზე ნაკლები (ბუდა შაკიამუნი ცხოვრობდა 80 წელი).

ანტარაკალპას დარჩენილი ნაწილი არის ძალზედ სევდიანი - სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირებას არ შეწყვეტს, ხოლო მორალი დაცემას და უბედურებები   მოხდებიან უფრო და უფრო ხშირად და ექნებათ უფრო და უფრო დესტრუქციული შედეგები. ადამიანები იცოცხლებენ 10 წელი და დაქორწინდებიან 5 წლის ასაკში, საკვები კატეგორიულად არასაკმარისი იქნება, იქნება ღარიბი და უგემური, მორალისაგან არაფერი დარჩება. მმართველებად იქნებიან ბოროტი და ძალაუფლების მოყვარე სნობები. ადამიანები გაცხოველდებიან და თავს დაესხმიან თვით ოჯახისწევრებსაც კი და ერთმანეთზე ინადირებენ, გაჩნდება დიადი ომი და ყველაზე უფრო აგრესიულები ერთმანეთს დახოცავენ, ხოლო შედარებით უფრო პასიურები გამოქვაბულებში და ტყეებში დაიმალებიან, ომი იქნება პირველი ანტარაკალპას დასასრულის მანიშნებელი.

მეორე ანტარაკალპა

ომის დასრულებასთან ერთად, ვინც გადარჩება, გამოვლენ თავისი სამალავებიდან და გახდებიან ნაკლებად აგრესიულები, დაიწყებენ მოწოდებას კეთილი საქმეების გაკეთებისაკენ. კეთილშობილ ცხოვრებასთან შეჩვევისა და  ცოდვებისაგან გაანდგომასთან ერთად მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება, ჯანმრთელობის მდგომარეობა  და გაიზზდება აგრეთვე ადამიანთა რაოდენობაც. გარკვეული ხნის მანძილზერ სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება 80 000 წლამდე და მაშინ გამოჩნდება მეფე ჩაკრავარტინი სანკხა. მისი მმართველობის დროს მისი დროის ბოდხისატვა ტუშიტას ციდან ჩამოვა დედამიწაზე და დაიბადება აჯიტას სახელით, გახდება შრამანი და მიაღწევს სრულ გასხივოსნებას, გახდება ცნობილი როგორც ბუდა მაიტრეია.

მაიტრეიას მოსვლის შემდეგ გარკვეული ხნის მერე მდგომარეობა ისევ გაუარესდება და მსოფლიო უფრო და უფრო ცუდი გახდება,ყველაფერი განმეორდება, სიცოცხლის ხანგრძლივობა კვლავ შემცირდება 10 წლამდე.

თითოეული ანტარაკალპა გვირგვინდება გამანადგურებელი ომით, მორალის დაცემით ადამიანთა გაუბედურებით, ახალი იწყება მორალის გაჩენასთან და ცივილიზაციის აყვავება კი ხდება ანტარაკალპას შუა პერიოდში. მე-19 ანტარაკალპას  ვოლოს სიცოცხლის ხანგრძლივობა კვლავ 80 000 წელი გახდება და აღარ დაეცემა, რადგანაც მთელი ვივარტასტხაიკალპა დამთავრდება.

სამვარტაკალპა

სამვარტაკალპა დგება მაშინ როდესაც მორალი საკმარისად მაღალია და არსებები თანდათან წყვეტენ განსხეულებებს ჯოჯოხეთში. შემდეგ ცარიელდებიან ჯოჯოხეთები, შემდეგ მოჩვენებათა სამყაროები, ცხოველთა, მერე ადამიანთა, მერე ასურებისა და ღმერთებისა.

შემდეგ წყდება დაბადებები ბრაჰმას სამყაროებში, სულ ბოლოს დარჩება მხოლოდ დიადი ბრაჰმა. ბოლო ბოლო მოდის დიადი ცეცხლი და წვავს ყველაფერს ბრაჰმას ტახტრევანის ჩათვლით, აცარიელებს რა სამყაროებს აბჰასვარას ქვემოთ, როდესაც ეს მოხდება დადგება სამვარტაკალპა.

სამვარტაკალპას აზრი არის იმაში რომ ადამიანური არსებები აღორძინების პერიოდში უკვე აღარ ირჩევენ დეგრადაციის გზას და უმაღლეს სამყაროებში მაღლდებიან, უფრო და უფრო მაღლა აბჰასვარას სამყარომდე, საბოლოოდ იქ პოულობენ თავშესაფარს ცოცხალი არსებები.

ბუდისტური ტექსტების თანახმად ყველაზე ღრმა ჯოჯოხეთები არ ქრებიან, სამყაროს დასასრულისათვის ცოცხალი არსებები სასჯელს სხვა სამყაროებში იხდიან.

სამვარტასტხაიკალპა

ამ კალპაზე არაფრის თქმა შეიძლება რადგან მის დროს არაფერი არ ხდება ამიტომაც ანტარაკალებად დაყოფა წმინდა ფორმალობაა, ესაა სუფთა სიცარიელისა და არარაობის ერა, როდესაც კალპა სრულდება კვლავ იწყებენ ქროლვას კოსმიური ქარები და სამყაროს სტრუქტურა ახლიდან იწყობა.

სამყაროთა დაშლები

ჩვეულებრივი პროცედურა სამყაროთა ცეცხლით განადგურებისა ჩნდება სამვარტასტხაიკალპას ბოლოს. მაგრამ ყოველ რვა კალპაში, ცეცხლით სამყაროს შვიდი განადგურების შემდეგ დგება სამყაროს წყლით განადგურების დრო. მაგრამ ეს განადგურება უფრო დამანგრეველია რადგან არამარტო ბრაჰმას არამედ აბჰასვარას სამყაროებსაც ეხება. ყოველ 64 მაჰაკალპაში 56 ცეცხლოვანი განადგურების შემდეგ და წყლით შვიდი განადგურების შემდეგ დგება სამყაროს ქარით განადგურების დრო.  ესაა ყველაზე გამანადგურებელი კატასტროფა, რომელიც შუბხაკრიტსნას სამყაროებსაც ეხება. შედარებით უფრო მაღალი სამყაროები არასდროს ნადგურდებიან.


Комментариев нет:

Отправить комментарий