понедельник, 12 мая 2014 г.

ადიბუდა სამანტაბჰადრა - ესაა დჰარმაკაიას რეალობის ბუდა, გონების ცარიელი ბუნების განზომილების ბუდა; სიმბოლურად ის გამოისახება როგორც ადამიანი. ნიინგმას ბუდისტურ სკოლაში თავდაპირველი ბუდა იწოდება სამანტაბჰადრად (არ ავურიოთ თავდაპირველი ბუდა სამანტაბჰადრა ბოდჰისატვა სამანტაბჰადრაში).
სახელი სამანტაბჰადრა ითარგმნება „ყოვლადკეთილშობილი“, „ყოვლადმშვენიერი“, „ყოვლადსათნო“. სიმბოლურად მისი სხეული მუქი-ცისფერი ფერისაა, ეს ფერი წარმოადგენს გონების ბუნების სივრცის უსასრულობას. სამანტაბჰადრა გამოისახება როგორც მარტო, ისე მეუღლესთან ერთად. ქალური ადიბუდას, სამანტაბჰადრას ქალური იპოსტასის სხეულის თეთრი ფერი ახდენს სიმბოლიზირებას გონების ცარიელი ბუნების განზომილების თავდაპირველ სისუფთავეს. მათი ერთობა, არის ყოველივე არსებულის ერთობა სრულ არადუალიზმში, ესაა აგრეთვე ნეტარებისა და სიცარიელის დაურღვეველი  ერთობა. ვაჯრადჰარას, დჰარმაკაის ტანრისტული პერსონიფიკაციისაგან განსხვავებით სამანტაბჰარდა და მისი მეუღლე არ არიან შემკულ შეკაზმულნი ორნამენტებით, არამედ შიშველნი არიან. ეს განასახიერებს რეალობის თავდაპირველი ბუნების სრულ თავისუფლებას ნებისმიერი სახის „შესამოსელისაგან“.
სამანტაბჰადრი (ტიბეტურად: კუნ ტუ ზანგ მო), სამანტაბჰარდას მეუღლე, ახდენს სიცარიელის სიმბოლიზირებას. სიცარიელე - ეს არ ნიშნავს არ-ყოფნას. ესაა სიცარიელე კონცეფციის, ფორმისა და ფერის მიღმა. მასზე ამბობენ რომ ის თავდაპირველად სუფთაა და თავისუფალი ყოველგვარი გააზრებისაგან.
ბუდა ვაჯრადჰარა - ესაა დჰარმაკაის ანთროპომორფული სიმბოლო, გონების ცარიელი ბუნების განზომილებისა. სარმას ბუდისტურ სკოლაში ვაჯრადჰარა განიხილება როგორც თავდაპირველი ბუდა. ვაჯრადჰარას სხეული მუქი-ცისფერი ფერისაა. ის ზის მედიტაციურ პოზაში მთვარისა და მზის დისკებზე, რომლებიც ერთმანეთის ზემოთ არიან განლაგებული გაფურჩქნილი ლოტოსის ყვავილის თავზე. მას აქვს სამკაულები, თავზე გვირგვინი აქვს. ხელები გადაჯვარედინებულია გულზე, მარჯვენა ხელში მას უჭირავს ვაჯრა, სიცარიელის სიმბოლო, მარცხენა ხელში - ვაჯრა-ზანზალაკი, რომელიც არის სიბრძნის სიმბოლო. ზანზალაკი და ვაჯრა ვაჯრადჰარას გადაჯვარედინებულ ხელებში განასახიერებს ნეტარებისა და სიცარიელის კავშირს.
ვაჯრადჰარას გამოსახავენ როგორც მარტო, ისე მეუღლითურთ.
თარგმანში ვაჯრადჰარა ნიშნავს „ვაჯრას მპყრობელს“, „ვაჯრას მფლობელს“. ბუკვალურად სიტყვა „ვაჯრა“ ითარგმნება როგორც „ალმასი“ და როგორც „ელვის დარტყმა“, „მეხი“, მაგრამ ტანრისტულ კონტექსტში ვაჯრა - ესაა დაურღვეველი მდგომარეობა, ჩვენი გონების თავდაპირველი ბუნების მდგომარეობა. ვაჯრადჰარა - დჰარმაკაის ტანტრისტული პერსონიფიკაციაა.  ჩნდება სამბჰოგაკაის დონეზე, თავდაპირველი მდგომარეობა ვლინდება როგორც უსასრულო პოტენციალის ენერგია ყველა შესაძლო გამოვლინებებისა. ხატის მარცხნივ - არის ტხანკის ფრაგმენტი, რომელიც გამოსახავს ემანაციური ინტერფაზის 42 მშვიდობიან ღვთაებას.
ბუდა ვაიროჩანა - არის ერთერთი ხუთი დჰიანა ბუდადან, სამბჰოგაკაის ბუდა. ვაიროჩანა განეკუთვნება ცენტრის სუფთა განზომილებას (დჰიანაბუდების ადგილსამყოფელი შეესაბამება სამყაროს მიმართულებებს).
აი როგორ აღიწერება ბუდისტი სასულიერო პირის - პადმასამბჰავას ტექსტში „ბარდო ტოდროლ“ გარდაცვლილი ადამიანის საფშვინველის (ცნობიერების ნაკადისა, რომელმაც შეიძინა „კარმული თვისებების ფსიქიკური სხეული“) შეხვედრა დჰიანა-ბუდასთან: „კეთილშობილი ოჯახის ძეო, გამოღვიძებულო ოთხნახევარდღიანი უცნობლობისგან გახევებისგან გამოფხიზლებულო, შენ კითხავ შენს თავს: რა დამემართა? იცანი, რომ ესაა ბარდოს მდგომარეობა (ინტერფაზა). ამ მომენტში არასუფთა ხედვა გარდაიქმნება და ყოველივე გამოგეცხადება ფორმებისა და სინათლის სახით. სივრცე განათდება ცისფერი სინათლით, ცენტრის სუფთა განზომილებისაგან, ყოვლისმომცველ ტიგლედან, გამოჩნდება კურთხეული ვაიროჩანა. მისი სხეული თეთრი ფერისაა, ის ზის ტახტზე, რომელიც შედგმულია ლომებზე, ხელთ მას უპყრია ბორბალი რვა სარით. ის იმყოფება კავშირში თავის მეუღლესთან, ზეციური სივრცის დედოფალთან“.
ვაიროჩანას სხეული თეთრი ფერისაა, ის ახდენს სიმბოლიზირებას სისუფთავისა და გამოფხიზლებული გონის არსის სიცარიელეს. ბორბალი რვა სარით ვაიროჩანას ხელში - ესაა ღვთაებრივი კანონის, ჭეშმარიტების ბორბალი (დჰარმაჩაკრა), წარმოადგენს სიმბოლოს ბუდას სწავლებისა, რომელიც  ჯაჭვებისაგან, რომელიც აშფოთებს გონებას. ხანდახან ვაიროჩანას გამოსახავენ დჰარმაჩაკრას გარეშე, მაშინ მისი ხელები დალაგებულია ე.წ. დჰარმაჩაკრა-მუდრაში (ბუდისტური კანონის გამოხატვის მისტიკური ჟესტი).
ცნობილია ვაიროჩანას გამოსახულებები ოთხი სახით (სარვავიდ-ვაიროჩანა). ვაიროჩანა იყურება სხვადასხვა მხარეს, ამ შემთხვევაში ის საკუთარ თავში ახორციელებს ყველა დჰიანაბუდას ასპექტებს. ოთხსახა ვაიროჩანას გამოსახავენ ორი ან რვა ხელით; ხელებში მას უპყრია, დჰარმაჩაკრა, ვაჯრა, მძივი, ისარი და მშვილდი.
„ბარდო ტოდროლში“ წერია: „მაშინ ვაიროჩანას გულიდან, მეუღლესთან ერთად, შენკენ გამოდინდება ცისფერი სინათლე ცნობიერების სკანდხისა მის სუფთა განზომილებაში...“
თითოეული ხუთი სკანდხადან გაწმენდილ სუფთა ასპექტში წარმოადგენს როგორც ასეთი შესაბამისი სიბრძნის სინათლეს. ცნობიერების სკანდხას შეესაბამება დჰარმადხატუს სიბრძნე.
ვაიროჩანის მეუღლეა - ვაჯრა-დჰატუიშვარი (თეთრი ტარა).
ბუდა ვაიროჩანას სამყარო ატარებს აკანიშთხას სახელს, რაც ნიშნავს მარადიული სიჭაბუკის ზეცას და ფორმების სამყაროში უმაღლეს ცათა სისტემას.
თარგმანში ვაიროჩანა ნიშნავს „მზიურს“, „სხივგამჭოლს“, „შუქმფენს“.
როდესაც მშვიდობიანი ღვთაებების ინტერფაზა სრულდება, იწყება მრისხანე ღვთაებების ინტერფაზა, ვაიროჩანა ვლინდება როგორც ბუდა-ხერუკა.


Комментариев нет:

Отправить комментарий