вторник, 13 мая 2014 г.

ნირვანას შესახებ

ბიბლიაში ჭეშმარიტად არის რეინკარნაციისა და ნირვანას ანუ სულიერი განღმრთობა-გარდასახვისა და ზესულიერი ნეტარების მოპოვების შესახებ, სულიერი ექსტაზისისა და ინდივიდუალურ საფშვინველთა ტრანსმიგრაციის შესახებ ზუსტი იგავურ-ალეგორიული და მეტაფორული ცნობები. „ვთქვი: ბრძანე, ჩემო ღმერთო. მითხრა: ზღვა გაშლილ ადგილას მდებარეობს, რათა ღრმა იყოს და განუზომელი“ (მესამე ეზრა, თავი 7, სტროფი 3), „მაგრამ შესასვლელი მისი ვიწრო ადგილასაა მოთავსებული, მდინარის მსგავსია“ (მესამე ეზრა, თავი 7, სტროფი 4), „თუ ვინმეს სურს შეაღწიოს ზღვაში და იხილოს, ან დაიმორჩილოს იგი, ვიწროში თუ არ გაიარა, ფართო წყლებში გასვლას როგორ შეძლებს?“ (მესამე ეზრა, თავი 7, სტროფი 5), „ასევე სხვაც: აშენებულია ქალაქი, დაბლობ ადგილას მდებარეობს იგი, და ყოველგვარი სიკეთით არის აღსავსე“ (მესამე ეზრა, თავი 7, სტროფი 6), „მაგრამ მისადგომი მისი ვიწროა და ციცაბოზე მდებარეობს, რათა მარჯვნივ ცეცხლი იყოს, მარცხნივ კი ღრმა წყალი“ (მესამე ეზრა, თავი 7, სტროფი 7), „მათ შორის ერთადერთი ბილიკი გადის, ცეცხლსა და წყალს შორის, და ერთი კაცის ტერფს თუ დაიტევს“ (მესამე ეზრა, თავი 7, სტროფი 8), „როგორ მიიღოს კაცმა სამემკვიდრეოდ მიცემული ქალაქი, თუ წინდაგებულ ხიფათს არ გაივლის?“ (მესამე ეზრა, თავი 7, სტროფი 9), „დავიწროვდა ამ წუთისოფლის შესასვლელები, შეიქმნა გამტანჯველი და სამძიმო, ბოროტებითა და ფათერაკებით სავსე და დიდ ჯაფას მოითხოვს“ (მესამე ეზრა, თავი 7, სტროფი 12), „მაგრამ უფრო დიდი წუთისოფლის შესასვლელები ფართოა და უხიფათო, და უკვდავების ნაყოფის გამომღებია“ (მესამე ეზრა, თავი 7, სტროფი 13), „ამიტომ, თუ ცოცხლები არ გაივლიან ამ ვიწროებს, ვერ მიიღებენ იმას, რაც დაცულია მათთვის“ (მესამე ეზრა, თავი 7, სტროფი 14), „რადგან მართალნი დაითმენენ ვიწროებს ფართოს იმედით; ხოლო ვინც უკეთურებას ჩადის, თუმცა ვიწროებს კი გაივლის, მაგრამ ფართოს მაინც ვერ იხილავს“ (მესამე ეზრა, თავი 7, სტროფი 18), „დაიღუპებიან აწმყონი მრავალნი“ (მესამე ეზრა, თავი 7, სტროფი 20), „საცავნიც გასცემენ მათთვის მინდობილ სულებს“ (მესამე ეზრა, თავი 7, სტროფი 32), „ამჟამინდელი წუთისოფელი არ არის ბოლო“ (მესამე ეზრა, თავი 7, სტროფი 42), ეს სიტყვები თეოსოფიური მოძღვრების თანახმად არის რეინკარნაციისა და ნირვანას არსებობის პირდაპირი მტკიცებულება და განიმარტება შემდეგნაირად; ზღვა რომელიც არის ღრმა და განუზომელი ანუ იგივე ქალაქი, რომელიც დაბლობ ადგილას არის და აღსავსეა ყოველგვარი სიკეთით, ეს არის ნირვანა ანუ პლერომა იგივე ბრაჰმანი, სულიერი ნათელი, თავდაპირველი პირველდასაბამიერი პირველერთიანი უნივერსალური ზესული,მისადგომი რომელიც ვიწროა და აგრეთვე ის, რომ დავიწროვდა წუთისოფლის შესასვლელები, რომლებიც გახდნენ სატანჯველნი და სამძიმონი, ბოროტებითა და ფათერაკებით აღსავსენი, ვიწროები რომელნიც უნდა გაიარონ ადამიანებმა რათა შევიდნენ ღვთიურ ქალაქში, ნიშნავს იმას რომ ადამიანები რომლებიც უმეცრებისა და უცნობლობის ტყვეობაში იმყოფებიან, სჩადიან საშინელ დანაშაულებებს, თესავენ ბოროტებას და არ უხსნიან გულს სულიერ მეცნიერებას - თეოსოფიას, ადამიანები, რომლებიც უარყოფენ რეინკარნაციის, კარმის, მატერიის ილუზორულობის, ბრაჰმანისა და ნირვანას დოქტრინებს, რომელნიც არ აღიარებენ სულიერი განღმრთობის შესაძლებლობას და უარყოფენ საკუთარი არსების წიაღში ღვთაებრივი საწყისის არსებობას, მოკლედ რომ ვთქვათ ადამიანები რომელთაც ჯერ არ გაუცნობიერებიათ ჭეშმარიტება და უზარმაზარი კარმული დანალექები გააჩნიათ საფშვინველის ნატიფ ენერგეტიკულ გარსზე, გაცილებით უფრო ურიცხვ და მრავალ ინკარნაციას გადიან და უფრო მეტჯერ უწევთ განსხეულება ანუ უფრო დიდხანს ხეტიალობენ სხეულიდან სხეულში და იმყოფებიან კარმული ენერგიის კოსმიური ოკეანის დინებათა ტყვეობაში, ვიდრე ადამიანები რომლებიც ჭეშმარიტების გაცნობიერებას უნდებიან უფრო მცირე დრო, რომლებიც რაც შეიძლება მცირე და მწირ კარმულ ნაყოფებს ფლობენ, რომელნიც ფლობენ უფრო ძლიერ სულიერ და ინტელექტუალურ პოტენციალს და საბოლოოდ სხვებზე გაცილებით უფრო ადრე მიდიან სულიერი მეცნიერების აღიარებამდე და საბოლოოდ განღმრთობასაც ბევრად უფრო აღწევენ, ზოგადად ცოცხალ არსებებს უწევთ მრავალი სხეულის გამოცვლა, მრავალი ინკარნაციის გავლა, მრავალჯერ გარდასახვა, იქამდე სანამ საბოლოოდ დააღწევენ თავს კარმული ენერგიის კოსმიური ოკეანის ზეგავლენას, გაანადგურებენ საფშვინველის ნატიფ ენერგეტიკულ ფსიქომენტალურ მემბრანას - სამსკარას და მასზე დალექილ ფსიქომენტალურ ენერგეტიკულ დანალექებს, გამოანთავისუფლებს შინაგან ღვთაებრივ ცნობიერებას და ღვთაებრივ გონება-ინტელექტს, შინაგან პოტენციურ ღვთაებრივ კოსმიურ ენერგიებს და გარდაისახება და გახდება ჯივანმუქტა ანუ ბუდა ან ბოდჰისატვა - სრულყოფილი იდეალური ღვთაებრივი ზეადამიანი, თავისუფალი კარმისაგან. კიდევ ვიმეორებ „ვიწროები“ ესაა რთული და მტანჯველი მრავალრიცხოვანი ინკარნაციები, გარდასახვები, ხოლო ღვთიური ქალაქი ანუ ღრმა ზღვა ესაა ღვთის სასუფეველი ანუ თავდაპირველი პირველდასაბამიერი ბინარული ბიპოლარული ზესული, ღვთიური ცნობიერებისა და ენერგიის უსასრულო კოსმიური ოკეანე თითოეული ჩვენგანის წიაღში, მატერიისა და ენერგიის, დროისა და სივრცის თითოეული ნაწილაკის წიაღში, იმანენტური სუბსტანცია. „დაიღუპებიან აწმყონი მრავალნი“ ნიშნავს იმას რომ არსებობს მრავალი რეალობა, მრავალი ალტერნატიული რეალობა, რეალობები იბადებიან, ვითარდებიან და ნადგურდებიან და მერე კვლავ იბადებიან და ასე უსასრულოდ, იმასვე ნიშნავს „ამჟამინდელი წუთისოფელი არ არის ბოლო“, კერძოდ კი იმას რომ ამჟამინდელი სამყარო არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი, მანამდეც იყვნენ სამყაროები და მის შემდეგაც იქნებიან. „საცავნიც გასცემენ მათთვის მინდობილ სულებს“ ნიშნავს იმას  რომ საბოლოოდ სულიერი არსებები განთავისუფლდებიან მატერიალური მოკვდავი ხრწნადი სხეულებისაგან და მიაღწევენ ნირვანას ანუ მიწიერი ვნებების ჩაქრობას და ზე სულიერი ნეტარების მოპოვებას „ღვთის სასუფეველში“ რომელიც თითოეული ჩვენთაგანის წიაღშია. მართალი ადამიანები უფრო მცირე ინკარნაციებს გადიან ვიდრე უკეთურები, ისინი უფრო მეტხანს იტანჯებიან სხეულიდან სხეულში გადასვლით, მართალნი უფრო ადრე აღწევენ ნირვანას, ხოლო უკეთურნი ან ძალიან გვიან აღწევენ ან საერთოდაც ვერასდროს ვერ აღწევენ. 

Комментариев нет:

Отправить комментарий