четверг, 15 февраля 2018 г.

ოკულტუს



ავატარა (სანსკრ. अवतार avatāra „ჩამოსვლა“) — ღვთაების ჩამოსვლა დედამიწაზე, ღმერთის გამოცხადება მოკვდავი ადამიანის ან ცხოველის სახით ინდუისტურ მითოლოგიასა და რელიგიაში. ასეთი გარდასახვა მაშინ ხდება, როდესაც კეთილს ბოროტი ემუქრება, კაცობრიობა გადაგვარების გზაზე დგება, სათნოება საფრთხეშია ან მორწმუნეთა დაცვაა საჭირო. ესაა ინკარნაცია, ტრანსფორმაცია, სულიერი და ხორციელი განსპეტაკების, სათნოებისა და კანონის (დჰარმას) ხსნის პროცესი, როდესაც ღმერთი ინარჩუნებს ღმერთის ძალასა და თვისებებს, მაგრამ ხდება ადამიანი ან რაიმე ცხოველის სახეს იღებს.
არსებობს ინდუისტური ერთ-ერთი მთავარი ღვთაება ვიშნუს ათი ძირითადი განსახიერება: მატსია (თევზი), კურმა (კუ), ვარაჰა (ტახი), ნარასიმჰა (ლომკაცი), ვამანა (ჯუჯა), პარაშურამა (მებრძოლი ქურუმი), რამა (ღვთაებრივი მეფე) კრიშნა, ბუდა და კალკი (აპოკალიფსური ანგელოზი). ავატარები დახასიათებულია მაჰაბჰარატაში, რამაიანაში და პურანებში.
ათი ავატარაეს არის ხორცშესხმული ვიშნუ, მათგან უფრო გამოჩენილი პერსონოფიკაციებია რამა, კრიშნა და ბუდა. როდესაც პირველი ორი ინდუისტური ლიტერატურის მნიშვნელოვანი პერსონაჟი და თაყვანისცემის ობიექტია, მესამე მათგანმაბუდამინდოეთში პოპულარობა ვერ მოიპოვა და მისი კულტი მეზობელ სახელმწიფოებში გავრცელდა (იხ. ბუდიზმი)
იუგა (სანსკ. युग yuga ”წყვილი”) — დროის პერიოდი ინდუიზმში, სამყაროს განვითარების ერთ-ერთი ხანამისი დაბადების, ზრდის, დაკნინების და განადგურების ციკლი.
არსებობს ოთხი იუგა:
ინდუიზმის მიხედვით კაცობრიობა ამჟამად მეოთხეკალი-იუგაში იმყოფება და საქმე მის განადგურებისაკენ მიდის (აპოკალიფსური ხანა).
კალი-იუგა (სანს. कलियुग, kali-yuga IAST) — ინდუისტური დროის ციკლში ოთხი იუგიდან, ანუ ეპოქიდან, მეოთხე. ხასიათდება ღირსების დაცემით, რადგანაც სიკეთე მსოფლიოში კლებულობს ერთ მეოთხედამდე თავდაპირველი მდგომარეობიდან სატია-იუგას საუკუნეში. არსებობს სახელწოდების სხვადასხვა ვარიანტები: «დემონ კალის საუკუნე», «რკინის საუკუნე», «განხეთქილების საუკუნე». ინდურ ლიტერატურაში მოყვანილია კალი-იუგას სხვადასხვა თარიღი. პურანების თანახმად,[1] კალი-იუგა დაიწყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3102 წლის 23 იანვრის შუაღამისას (გრიგორიანული კალენდრით),[2] რამაც გამოიწვია კრიშნას «წასვლა»; კალი-იუგას ხანგრძლივობა შეადგენს 432 ათას წელს.
«მაჰაბჰარატაში»[3] აღწერილია, რომ ეს არის ყველაზე უფრო სულელური საუკუნე, რომელშიც თავდაპირველი სიკეთეებიდან დარჩება მხოლოდ ერთი მეოთხედი, და ისიც კალი-იუგას ბოლოს მთლიანად დაინგრევა. შემცირდება ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობაკალი-იუგას ეპოქაში ადამიანები იცხოვრებენ მაქსიმუმ 100 წლამდე. დადგება საერთო ეკონომიკური და სულიერი დეგრადაცია, ადამიანები გამოხატავენ ყველაზე უფრო საშინელ და საზიზღარ თვისებებს. დაკნინდება მათი ვაჟკაცობა, გონება და ძალა. ადამიანთა ქცევის მართვას დაიწყებს ბოროტება, ტყუილი, შური და ამბიცია. ბრაჰმანები შეწყვეტენ ლოცვებს, მსხვერპლშეწირვებს და ვედების კითხვებს, დაივიწყებენ გარდაცვლილთა მოხსენებას და შეჭამენ რაც მოესურვებად.
მიუხედავად ამისა, მორალური ფასეულობების დაკარგვა და მოვალეობის დავიწყება საბოლოო ჯამში უკან მოუბრუნდება თვით ბოროტების და შურის მატარებლებს. ამ ეპოქაში ტირანებად გადაქცეული მმართველები ვერ შეძლებენ ხალხის ხელში დაჭერას, ვერც საკუთარი ხალხის ბარბაროსი მტრის თავდასხმებისაგან დაცვას, დაივიწყებენ სიკეთეს და ღმერთებისადმი მსხვერპლშეწირვებს. კალი-იუგა შეწყდება მაშინ, როდესაც ბოროტება და ძალადობა ავსებს მთელ სამყაროს, რომელიც შემდეგ ინგრევა — დგება პრალაია (აღრევა). შესაბამისად, მთავრდება იუგა (მანვანტარა), და ეპოქათა წრე აღდგება.

Комментариев нет:

Отправить комментарий