ვეტყვი იმათ ვინც "ეროვნულ გენებზე" და "გვარიშვილობაზე" ტლიკინებენ:
ჭეშმარიტი რეალობა ესაა – შუნია (სიცარიელე) იგივე პარაბრაჰმანი (უზენაესი
ღმერთი), სხვა ყველაფერი მოჩვენებითია და ფორმალური. ცხადია არსებობს
მატერია (პრაკრიტი), დრო (კალა) და სივრცე (აკაშა), არსებობენ უსასრულო
რაოდენობის სულიერი არსებები (ჯივები), მაგრამ არავითარი ეროვნულობა და
გვარიშვილობა არ არსებობს, რადგანაც არც პრაკრიტიმ, არც აკაშამ, არც კალამ,
არც ჯივამ და მით უმეტეს არც შუნიამ არ იცის არავითარი "რასობრივი" და
"ეთნიკური" ატრიბუტები და კატეგორიები. პრაკრიტი არის პრაკრიტი, აკაშა არის
აკაშა, კალა არის კალა, ჯივა იგივე სატვა არის ჯივა, ხოლო შუნია–ბრაჰმანი
არის შუნია (ბრაჰმანი). მეტეფმსიქოზის ანუ რეინკარნაციის და ზესულის
(პარაბრამანის) იდეები გულში სცემენ ლახვარს რასობრივ და ეთნოლოგიურ
თეორიებს. თუ რეინკარნაციის პროცესში ჯივა (სულიერი არსება, სულიერი ატომი)
განიცდის გარდასახვებს, იცვლის ფორმებს და შეუძლია ნებისმიერი ფიზიკური და
ასტრალური ფორმა მიიღოს მაშინ რაღა აზრიო აქვს "რასას" და "ეთნოსს"??
ვედანტას მიხედვით არსებობენ ღმერთები, დემონები, ფანტომები, ადამიანები,
ცხოველები და ა.შ. მაგრამ არადუალისტური ტანტრას მიხედვით ყველაფრის
საფუძველი ესაა არადუალისტური ზეცნობიერი (პარაშივა) და არადუალისტური
ენერგია (პარაშაკტი), რომელთაგანაც იბადება ყველა მატერიალური სუბსტანცია,
მათ შორის ე.წ. პრაკრიტიც. ეხლა გეკითხებით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ
პრაკრიტის ფრაგმენტები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, შეგვიძლია ვთქვათ რომ
არსებობენ სხვადასხვა "ერები", "გვარები", "პარტიები" და "რასები"?...
ცხადია არა! რასობრივი და ეთნიკური კატეგორიები და ატრიბუტები მოგონილია
უვიცი ადამიანების მიერ რომლებმაც არ იციან ვედანტა და ტანტრა. ამის გარდა
არსებობს გენოტიპი და არსებობს ფენოტიპი. გენოტიპი ესაა რასის დონეზე და
ფენოტიპი განსხვავებები რასის შიგნით. მე შეიძლება თეთრი, შავი ან ყვითელი
ვიყო მაგრამ ვედანტა მეუბნება რომ რა ფერის კანიც არ უნდა მქონდეს, მე ვარ:
1) ადამიანური რასის წარმომადგენელი 2) ერთიანი პრაკრიტი 3) ერთიანი აკაშა
4) ერთიანი კალა 5) ერთიანი შუნია.
შეიძლება ფენოტიპურად კავკასიელი განსხვავდებოდეს ინდოჩინელისგან, მაგრამ საბოლოო ჯამში გენოტიპურად კავკასიელიც და ინდოჩინელიც ერთნაირი ადამიანია! შეიგნეთ! რაც შეეხება მატერიას (პრაკრიტი) მატერიამ საერთოდ არ იცის დაყოფა "ერებად" და "რასებად"... ეს უბრალოდ სასაცილოა. გენოტიპურად ყველა არსება იყოფა სამ კლასად: 1) სულიერი 2) ფსიქიკური და 3) ხორციელი. სულიერი განსხვავებით სხვა ორისგან არის რჩეული, რომელსაც ესმის სულიერი ცოდნა. აქედან გამომდინარე თანასწორობა ამ გაგებით არ არსებობს. ერთის მხრივ ჩვენ ყველანი ერთიანი მატერიის, ერთიანი დროის, ერთიანი სივრცის და ერთიანი ცნობიერების ნაწილები ვართ, მაგრამ მეორის მხრივ ინდივიდები სულიერი შეგნების დონის მიხედვით იერარქიულ კლასებად მაინც იყოფიან, ასე რომ დამშვიდდით. სულიერი რჩეული ყველა "ერში" არსებობს და ყველა "ერი" და "რასა" ესაა ერთიანი კოსმიური მატერია (პრაკრიტი). თითოეული ჯივას ანუ სატვას სულიერი ვიჯნანა (ცნობიერების არსი) განძარცვულია სოციალური და პოლიტიკური ატრიბუტებისგან და ცნებებისგან და ეს კარგად ვლინდება ფიზიკური სიკვდილის შემდეგ როცა მატერიალური ილუზიები ქრება. ჯივას სულიერ მეს არ გააჩნია ისეთი პოლიტიკური ატრიბუტი როგორიცაა "ეროვნული იდენტობა". ჯივა ანუ სატვა ესაა უსახო ნატიფი მატერია და ენერგია. ენერგიამ "რასა" და "ეროვნულობა" არ იცის. "ეროვნულობა", "პარტიულობა" და ა.შ. ესენია ვიჯნანას ზედაპირზე აღბეჭდილი და დალექილი სამსკარები (ფსიქიკური ანაბეჭდები წინა ცხოვრებებიდან) და კლეშა (ნეგატიური ფსიქოფიზიკური აფექტები). ისეთი კატეგორიები როგორებიცაა "ერი" და "გვარი" განეკუთვნება სანსარას ანუ მოჩვენებით უმდაბლეს რეალობას. ფიზიკური ილუზიის (მაჰამაიას) კატეგორიებს მიჯაჭვულია მხოლოდ უმეცარი სატვა.

Комментариев нет:
Отправить комментарий