შეხედეთ
რა "გენიოსები" არიან "კათოლიკე მართლმადიდებლები"! ყველას ვინც მათ არ
ეთანხმება და მათ აკრიტიკებს უწოდებენ "ერეტიკოსებს"... :))))
შეხედეთ
რას უწოდებენ "ერესს"! :))))) ერესად ითვლება: 1) ეკლესიის მსახურთა
კრიტიკა 2) ეკლესიის დოგმატების კრიტიკა 3) საეკლესიო წრეებში
მერკანტილურობის კრიტიკა 4) განსხვავებული ფილოსოფიური ხედვა 5) მონური
მორჩილების უარყოფა 6) რთული რიტუალების უარყოფა 7) საეკლესიო იერარქიზმის
უარყოფა 8) ინდივიდუალიზმი 9) ასკეტიზმის უარყოფა 10) სამების იდეის
უარყოფა 11) ხატების უარყოფა და 12) დაუმორჩილებლობა ანუ სექსუალური
თავისუფლება.
ესენი
ახლა სრულ ჭკუაზე არიან? რა დონის თავდაჯერებულნი და ამპარტავნები უნდა
იყვნენ რომ ასეთი რამეები ამტკიცონ? თუ იმას გავითვალისწინებთ რომ
"კათოლიკე ორთოდოქსები" იყვნენ მრავალრიცხოვანი ქრისტიანული სკოლებიდან ერთ
ერთი და არა ერთადერთი ჭეშმარიტი... მათ მშვენივრად მოახერხეს მსოფლიოს
ხალხთა გაბითურება და დაბოლება. მათ ყველა დააჯერეს (ნუ, თითქმის ყველა)
რომ ისინი იყვნენ და არიან ქრისტესგან მომდინარე ჭეშმარიტების უზენაესი
დამცველები. :))) თუ იმასაც გავიხსენებთ რომ აბრაამული ეკლესიები დღემდე
ერთმანეთს თავ–ყბას ალეწავენ და ცდილობენ ერთმანეთს დაუმტკიცონ თუ ვინ არის
მართალი, ძალიან სასაცილო სიტუაცია იქმნება. :))) არც ერთი აბრაამული
ეკლესია არასოდეს არ შეწყვეტს იმის მტკიცებას რომ სწორედ ისაა "ერთადერთი
ჭეშმარიტი" და ყველა სხვა "მცდარი ერესი". პირდაპირ სასაცილოა სატირალი რომ
არ იყოს. პრიმიტიულმა ადამიანებმა რომლებმაც ვერაფერი გაუგეს სხვა
პლანეტებიდან მოსულ ჰუმანოიდებს, შექმნეს ბანალური რელიგიური კულტები
რომელთა სახელითაც ერთმანეთს სპობენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий