четверг, 1 февраля 2018 г.

მასონობის შესახებ



მასონობა, თავისუფალი მასონობა (ფრანგ. franc-maçonnerie; ინგლ. Freemasonry) სიტყვასიტყვით ნიშნავს ქვისმთლელს. ძმობაზე და სამსახურზე დამყარებული ორგანიზაციაა, მორალურ-ეთიკური მოძრაობა, აღმოცენებული XVIII საუკუნეში (1717 წლის 24 ივლისი, პირველი ოფიციალური დიდი ლოჟა დიდ ბრიტანეთში) დახურული ორგანიზაციის სახით, საკუთარი რიტუალებით და სიმბოლოებით, რომლებიც გადმოღებულია ნაწილობრივ ქრისტიანობიდან. მასონური ეთიკა და ფილოსოფია აგებულია მონოთეისტურ შეხედულებებზე. დღევანდელ დღეს თავისუფალი მასონობა სხვადასხვა ფორმით არსებობს მსოფლიოში. ორგანიზაცია დაახლოებით 5 მილიონ წევრს ითვლის, რომელთაგან 2 მილიონამდე აშშ-ში ცხოვრობს და 480,000 ინგლისში, შოტლანდიასა და ირლანდიაში.
თავისუფალ მასონებს ერთმანეთთან აკავშირებთ ერთიანი მორალური და მეტაფიზიკური იდეალები. მათი ერთ-ერთი ფუძემდებლური იდეალია უზენაესი არსების რწმენა. თავისუფალი მასონები სიმბოლოებად იყენებენ ქვისმთლელების იარაღებსა და ხელსაწყოებს. სოლომონის ტაძრის მშენებლობის ალეგორიული სიმბოლოს წინააღმდეგ. მასონური იერარქია თავის წევრებს მოუწოდებს იღვაწონ კაცობრიობისპროგრესისათვის“, თუმცა დაიტოვონ თავიანთი შეხედულება ამ სიტყვებზე[1].
ძმობა ადმინისტრაციულად დაყოფილია დიდ ლოჟებად (ან ზოგჯერ ორიენტებად). თითოეულ დიდ ლოჟას საკუთარი იურისდიქცია გააჩნია და მოიცავს დაქვემდებარებულ ლოჟებს. დიდი ლოჟები ერთმანეთს აღიარებენ მასონური სასაზღვრო ნიშნებისა და რეგულარული მასონური იურისდიქციის რიტუალით. არსებობენ, ასევე, ცალკეული ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებული არიან მასონთა ძირითად პალატასთან, მაგრამ დამოუკიდებელი მმართველობა გააჩნიათ. ეს ლოჟები და ორგანიზაციები გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე[2] და ატარებენ თავიანთ შეხედულებებსა და მიზნებს სხვადასხვა გზით, თუმცა მათ ქმედებებს მოწინააღმდეგეებიც ჰყავთ: დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის აზრით, ევროკავშირში გაერთიანებას მისი ქვეყნისთვის სიკეთე არ მოუტანია. მისთვის მიუღებელია მასონური პრინციპები მსოფლიო ინტეგრაციის, ერების გაერთიანების შესახებ, რომლითაც, მისივე აზრით, ევროკავშირი ხელმძღვანელობს.
დამოკიდებულება სხვა ინსტიტუტებთან
მასონები და კათოლიკური ეკლესია
მასონურ ორგანიზაციებთან დიდი ხანია უარყოფითი დამოკიდებულება აქვს კათოლიკურ ეკლესიას, რომის პაპის, ბენედიქტე XVI–ის განცხადებით: „მასონობა უდიდესი ცოდვაა კათოლიკესათვის“. გერნოტ რიბენშტაინის, გერმანიის თავისუფალ მასონთა დიდი ლოჟის (მასონობის ქრისტიანული მიმდინარეობა) წევრის განცხადებით: „კათოლიკური ეკლესიის ასეთი პოზიცია გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ ვამბობთ: ყველა ადამიანი ღვთის შვილია, ყველა ღმერთის ძეა და ყველა ადამიანი ღვთის წიაღში დაბრუნდება და ზეცაში მოხვდება. კათოლიკური ეკლესია ამბობს სიტყვასიტყვით, რომ ღმერთთან მიგიყვანს მხოლოდ წმინდა რომის კათოლიკური ეკლესია. ეს ძალაუფლებაზე ეკლესიის პრეტენზიაამხოლოდ მას აქვს უფლება ღმერთთან ადამიანის მიყვანისა და ამიტომ მიგვიჩნევს ის ჩვენ კონკურენტად. ჩვენ არ ვართ ეკლესიის კონკურენტები! ყოველ ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს თავისი რწმენა. ყოველი ადამიანი, ფერადკანიანი თუ ინდიელი, მდიდარი თუ ღარიბი, პროფესორი თუ დამხმარე მუშა, დიდი თუ პატარა, ყველა ღვთის შვილია და ეს კათოლიკურ ეკლესიას არ მოსწონს და ამიტომაც არ მოსწონს თავისუფალი მასონობა[3].
კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგობა მასონების ლეგენდარულ წინაპრებთანტამპლიერებთან დაიწყო ჯერ კიდევ მასონური მოძრაობის ჩამოყალიბებამდე, ძირითად ბრძოლას მათ წინააღმდეგ აწარმოებდა იეზუიტთა ორდენი. 1738 წელს რომის პაპმა კლიმენტი მეთორმეტემ გამოსცა ინტერდიქტი მასონების წინააღმდეგ, რაც ნიშნავდა მასონების ეკლესიიდან ავტომატურად გარიცხვას.
ფრანგული მასონური ლოჟები გამოირჩეოდნენ თავიანთი ანტირელიგიური მიმართულებით. მათ ჰქონდათ გადამწყვეტი გავლენა საფრანგეთის რევოლუციის იდეაზე. გადატრიალების შემდეგ კი მმართველ ორგანოებში მასონთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. რევოლუციის პერიოდში გატარდა მასობრივი ანტისაეკლესიო რეფორმა („დექრისტიანიზაცია“). ასევე მასობრივი რეპრესიები სამღვდელოების წინააღმდეგ, თუმცა თანამედროვე ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ თავად რეპრესიებში მასონებს მნიშვნელოვანი როლი აღარ უთამაშიათ[4].
ლეონ XIII– ენციკლოპედიაში Humanum Genus (1884 წლის 20 აპრილი) გააკრიტიკა მასონობა. კანონიკური სამართლის კოდექსში 1917 წელს იყო განცხადება, რომ მასონურ მოძრაობაში გაერთიანება ავტომატურად ნიშნავდა ეკლესიიდან გარიცხვას. 1983ში მიიღეს ახალი კოდექსი, სადაც მასონური ორგანიზაციები ნახსენები არ იყო, რამაც დაბადა შთაბეჭდილება, რომ კათოლიკური ეკლესიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით შესუსტდა, მაგრამ რწმენის დოქტრინის კონგრეგაციაში იმავე 1983 წელს გამოქვეყნდა განცხადება იმის შესახებ, რომ მასონობა კვლავინდებურად დაუშვებელი იყო კათოლიკესთვის[5].
მასონები და პროტესტანტული ეკლესიები
პროტესტანტულ ეკლესიას ამ მოძრაობასთან შედარებით მშვიდი დამოკიდებულება აქვს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, სადაც ანგლიკანური ეკლესიის მეთაურად ბრიტანეთის მონარქი ითვლება, ამავე დროს, როგორც წესი, გაერთიანებული დიდი ინგლისური ლოჟის დიდ მაგისტრად ინიშნება სამეფო ოჯახის წარმომადგენელი. ანგლიკანური ეკლესიის ბევრი ეპისკოპოსი მასონი იყო. რთული სისტემაა შვედეთში, სადაც მეფე მეთაურობს ეკლესიას და ამავე დროს მეურვეობს შვედეთის მასონურ მოძრაობას, რომელიც თავის მხრივ ქრისტიანულ ლოჟად ითვლება.
შვედეთის ეკლესია მთელ პროტესტანტულ სამყაროში ერთერთ ყველაზე ლიბერალურ დაწესებულებად ითვლება, რადგან მასში მიღებულია ლესბოსელების და გეებისქორწინებადამღვდლობა“, რაც უკვე წარმოადგენს ქრისტიანობის წინააღმდეგ წასვლას, არათუ მასონების მხარდაჭერა.
ამასთანავე, მასონთა უმეტეს მიმდინარეობებში გაერთიანება რელიგიური და ეთნიკური ნიშნით აკრძალული არაა, ამ ბოლო დროს დაუშვეს ქალთა გაწევრიანებაც. არსებობენ მასონებში გაწევრიანებული მთელი სექტები, მაგალითად 1842 წელს მორმონები ჯოზეფ სმიტის მეთაურობით გაერთიანდნენ მასონებში და გაითავისეს მათი არაერთი ტრადიცია და წესჩვეულება.
ზოგიერთმა პროტესტანტულმა მიმდინარეობამ, როგორიცაა მაგალითად მეთოდისტური ეკლესია, აუკრძალა მის წევრებს მასონურ ორგანიზაციებში გაწევრიანება, ისევე როგორც სამხრეთის ბაპტისტურმა კონვენციამ, ყველაზე მსხვილმა ბაპტისტურმა ორგანიზაციამ აშშში, განაცხადა რა, რომ მასონიზმში მონაწილეობის მიღება შეუთავსებელი იყო სარწმუნოებასთან.
მასონები და მართლმადიდებელი ეკლესია
.. ბულგაკოვის წიგნში, რომელიც გამოიცა 1913 წელს, ხოლო ხელახლა გამოიცა 1993 წელს მოსკოვის პატრიარქის მიერ, ნათქვამია: „მასონთა მთავარი მიზანია რელიგიისა და განსაკუთრებით ქრისტიანობის განადგურება მთელს კაცობრიობაში და გაუქმება ყველა ქრისტიანული დაწესებულების. ამის მიხედვით ისინი ცდილობენ კიდეც გააუფერულონ ქრისტიანები, დაუჭირონ მხარი ფილოსოფოსებს, მოაზროვნეებს და მწერლებს, რომლებიც ძირს უთხრიან ქრისტიანობას. აქეზებენ ხალხთა უკმაყოფილებას მთავრობების წინააღმდეგ, მხარს უჭერენ ყოველგვარ პოლიტიკურ უწესრიგობას და რევოლუციებს.“
1932 წელს რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მასონობა ანათემას გადასცა. ამჟამად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მასონებთან მიმართებაში თავის პოზიციას არ გამოხატავს.
მეორე მხრივ, მკრთალად ჩანს ახალ აღთქმასთან დამოკიდებულება მასონური იდეოლოგიისა, რომლის დიდ გავლენას განიცდის თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკა: საყოველთაო პოლიტიკური და რელიგიური ერთობა, ძმობა და თავისუფლება, გლობალიზაცია და ლიბერალიზმი. არაერთი სხვადასხვა ეროვნების მკვლევარის მიერ გამოცემულ წიგნში ნათქვამია, რომ მასონთა გავრცელება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათი იდეოლოგიური და პოლიტიკური გავლენა მიმართულია მსოფლიო ძალაუფლების მოპოვებისკენ.
საფრანგეთის დიდი ეროვნული ლოჟისდიდი მაგისტრის, ფრანსუა სტიფანის მიერ „France 5-ისთვისამ თემაზე მიცემულ ინტერვიუში ნათქვამია, რომ მისთვის გაუგებარია, რა შუაშია აქ მსოფლიო ძალაუფლება. გადაცემის ავტორი შეეხო ასევე მექრთამეობაში შემჩნეულ მასონ პოლიტიკოსებსაც. სტიფანის თქმით: „როდესაც ეკლესიის წარმომადგენელი კანონს არღვევს, არ სჯიან მთელ ეკლესიას, ასევე არ შეიძლება, კონკრეტული მასონის დანაშაული მთელ დაწესებულებას გადავაბრალოთ“.[6]
მასონები და ისლამური სამყარო
მუსულმანური კრიტიკა მასონებთან მიმართებაში ძალიან იშვიათია, თუმცა იგი არანაკლები აკრძალვებით გამოირჩევა. მაგალითად, 1978 წლის 15 ივლისს ფატვა[7] წარმოთქვა ეგვიპტეში კაიროს ელაზაარის უნივერსიტეტის მაჰმადიანმა თანამშრომელმა, რაც ფორმალურად უკრძალავს მუსლიმებს მასონურ ორგანიზაციებში გაწევრიანებას. ყოველ შემთხვევაში ისლამური ქვეყნები, როგორებიც არიან მაროკო, ლიბანი და თურქეთი არ არიან გაერთიანებული ამ ფატვაში თავიანთი კანონმდებლობიდან გამომდინარე. მუსლიმების წინააღმდეგობა მნიშვნელოვანწილადაა დაყრდნობილი ანტისემიტიზმზე და ანტისიონიზმზე, ასევე უკავშირებენ მასონურ მოძრაობას დაჯალსაც (ეშმაკის მაჰმადიანური სახელი)[8].
ზოგიერთი მუსლიმი ანტიმასონი ამტკიცებს, რომ მასონები ანხორციელებენ ებრაელთა მიზნებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო მათ ერთერთ მისწრაფებას წარმოადგენს იერუსალიმში სოლომონის ტაძრის აღდგენა დღევანდელი ალაქსას მეჩეთის ადგილას (სოლომონის ტაძრის დანგრევის შემდეგ მის ადგილზე მუსლიმებმა შემდეგ სწორედ ეს მეჩეთი ააგეს)[9].
ბევრი ქვეყანა, რომელთა მოსახლეობაშიც მუსულმანთა რიცხვი მაღალია, კრძალავს მასონურ დაწესებულებებს თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში.
მსოფლიო პოლიტიკა
Описание: https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/60/Freemasons.hall.london.arp.750pix.jpg/220px-Freemasons.hall.london.arp.750pix.jpg
ინგლისის დიდი გაერთიანებული ლოჟების სასახლე, ლონდონი
დღევანდელი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მასონური მოძრაობა ოფიციალური ორგანიზაციის სახითაა დარეგისტრირებული, თუმცა გარკვეული წყაროების მიხედვით არსებობდნენ და არსებობენ ახლაც საიდუმლო მასონური ორგანიზაციები ძირითადად იმ ქვეყნებში, სადაც მათი გავრცელებისთვის არასათანადო გარემოპირობებია. დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობაში ისინი დარეგისტრირებულები არიან, გააჩნიათ თავიანთი რეზიდენციები და სასახლეები.
მასონებთან დაკავშირებული სკანდალები
უილიამ მორგანის საქმე
1826 წელს უილიამ მორგანი გაუჩინარდა ბატავიიდან, ნიუ იორკი, მას შემდეგ, რაც დაიმუქრა თავისუფალ მასონთა საიდუმლოებების გამომჟღავნებით, ამას ზოგიერთი მასონების ნამოქმედრად მიიჩნევს. ზუსტად რა მოხდა, დღემდე უცნობია. მორგანის გაუჩინარებამ და მისადმი განხორციელებულმა სასჯელმა გამოიწვია პროტესტთა სერია თავისუფალი მასონების წინააღმდეგ მთელ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ნიუ იორკსა და მიმდებარე შტატებში.
თარლოუ ვიდის მეთაურობით ანტიმასონური და ენდრიუ ჯექსონის საწინააღმდეგო (ჯექსონი მასონი იყო) მოძრაობა გადაიქცა ანტიმასონურ პარტიად და კენჭიც იყარა პრეზიდენტობისთვის 1828 წელს ისეთი სახელგანთქმული პოლიტიკოსების მხარდაჭერის მოპოვებისას, როგორიც იყო უილიამ . სევარდი. მათ ჰქონდათ ისეთივე გავლენა, როგორიც ჯექსონის სხვა მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ჯონ ქუინსი ადამსს, რომელიც გმობდა მასონებს. 1847 წელს ადამსმა დაწერა ფართოდ გაყიდული წიგნი სახელწოდებითწერილები მასონურ ინსტიტუციაზე“, სადაც მასონები მკაცრად იყვნენ გაკრიტიკებულნი. 1832 წელს პარტიამ წარადგინა უილიამ უირთი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს მეტწილად ირონია უფრო იყო, რადგან რეალურად უირთი იყო მასონი და ხშირად გამოსულა კიდეც სიტყვით ანტიმასონური ორგანიზაციებისაგან თავისი დაწესებულების დასაცავად. პარტიამ არჩევნებში მხოლოდ შვიდი ხმა მიიღო. სამი წლის შემდეგ პარტია დაიშალა.
იდეოლოგია და სიმბოლიკა
როგორ ხდებიან მასონები და მასონური იერარქია
მოთხოვნები კანდიდატების მიმართ
მინიმალური მოთხოვნებია
კანდიდატი უნდა იყოს
  1. 21 წლის მაინც
  2. არ იყოს ნასამართლევი
  3. არ გააჩნდეს ვალები
  4. იყოს ღირსეული და მის ცხოვრებაში არ იყოს არა ღირსეული საქციელი
  5. სჯეროდეს შემქმნელის, ღმერთის
  6. მამაკაცი
  7. გააჩნდეს გარკვეული შემოსავალი
  8. გააჩნდეს საკუთარი სურვილი, ანუ მხოლოდ საკუთარი სურვილით მიიღოს გადაწყვეტილება
  9. იყოს ჯენტლმენი

ტექნიკურად საჭიროა მას რეკომენდაცია გაუწიოს საძმოს ერთმა წევრმა მაინც, თუ იგი არავის იცნობს მაშინ შეუძლია მიმართოს ლოჟის მდივანს ოფიციალური წერილით, მას გაესაბუბრება რამდენიმე ძმა და შემდგომ შესაძლოა ლოჟის სხვა წევრებიც.
მას შემდგომ რაც კანდიდატი გაივლის გასაუბრებას, მის შესახებ დადგება საკითხი კენჭისყრაზე, თუ ერთი ლოჟის წევრი მაინც ჩააგდებს ფარული კენჭისყრის დროს შავ ქვას ტომარაში, კანდიდატი ლოჟის წევრი ვეღარ გახდება.
კენჭისყრის შემდგომ, დადებითი პასუხის შემთხვევაში, კანდიდატს უკავშირდება მენტორი და უკვე მასთან ერთად აგვარებს გარკვეულ ტექნიკურ ნიუანსებს.
წევრობა და რელიგიური სარწმუნოება
კურთხევის რიტუალი
მასონური იერარქიები
დამატებითი იერარქიები
მასონების ისტორია
მასონების წარმოშობა
Описание: https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4f/Goose_and_Gridiron.jpg/220px-Goose_and_Gridiron.jpg
ტავერნა „Goose and Gridiron“ ლონდონში, სადაც დაარსდა პირველი დიდი მასონური ლოჟა
Описание: https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/7c/MondeFM2000.svg/220px-MondeFM2000.svg.png
მასონთა გავრცელება მსოფლიო მასშტაბით 2000 წლისათვის.[10] # ორ მილიონამდე # რამდენიმე ასეული ათასი # რამდენიმე ათეული ათასი
მასონური მოძრაობის ზუსტი წარმომავლობა და მათი თავდაპირველი სახე დღემდე დავის საგნად რჩება, ამის ერთერთ მიზეზად ისიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ დროთა განმავლობაში მასონობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და ყველა სავარაუდო საწყისს დაშორდა იდეოლოგიურად, ან სულაც არ გააჩნდა ისინი. პოემა რეგიუს მანუსკრიპტი არის უძველესი მასონური ტექსტი, რომელიც თარიღდება 1390 წლით.[11] ძირითადად მთელი მასონური ისტორია გაყოფილია ორ პერიოდად: 1717 წელს ინგლისის დიდი ლოჟის ჩამოყალიბებამდე და მის შემდეგ. მტკიცდება მასონური ლოჟის არსებობა მეთექვსმეტე საუკუნეშიც , მაგალითად, კივლინინგის ლოჟა 1500იანი წლების დასაწყისში, ამ ლოჟას 1599 წლიდან ერქვა „ye warden of ye lug of Kilwynning“[12]. არის სანდო და ნათელი ცნობები მეჩვიდმეტე საუკუნის შუახანებში ინგლისში ლოჟების არსებობის შესახებ. შეიძლება შეხვდეთ წყაროებს, სადაც პირველ მასონურ ლოჟად მოხსენიებულია რომელიმე სხვა მასონური გაერთიანება, რაც ძირითადად გამოწვეულია ცალკეულ მკვლევართა სუბიექტური შეხედულებებით, რადგან ეს ორგანიზაციები ახლაც კი ბევრ საკითხს არ ამხელენ, რაც ართულებს მისი ახლანდელი თუ ადრინდელი სტრუქტურის კვლევას, შესაბამისად იმ ორგანიზაციების გამოვლენას, რომლებიც ყველაზე ახლოს იყვნენ აღნიშნულ სტრუქტურასთან.
1717 წლის 24 ივნისს ოთხი ლონდონური ლოჟა შეიკრიბა ლონდონში, ტავერნა „Goose and Gridironშიდა ჩამოაყალიბა ინგლისის დიდი ლოჟა. ეს გაერთიანება მალე გადაიქცამარეგულირებელ ორგანოდ“, რომელსაც შეუერთდა ინგლისური ლოჟების უმეტესობა, ამის მიუხედავად ინგლისის დიდი ლოჟის მიერ განხორციელებულ ზოგიერთ ცვლილებას რამდენიმე ლოჟა აღშფოთებით შეხვდა და 1751 წლის 17 ივლისს ჩამოაყალიბა ცალკე „Antient Grand Lodge of England“. 1813 წლის 25 ნოემბერს ეს ორი მიმდინარეობა ისევ გაერთიანდა და ჩამოაყალიბა ინგლისის დიდი გაერთიანებული ლოჟა (UGLE). ირლანდიის დიდი ლოჟა და შოტლანდიის დიდი ლოჟა დაარსდა 1725 და 1736 წელს შესაბამისად. თავისუფალი მასონობა გავრცელდა ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანულ კოლონიებში ინგლისის ორივე მასონური მიმდინარეობის მიერ.
ამერიკის რევოლუციის შემდეგ აშშ დიდი ლოჟები დამოუკიდებლად არსდებიან უკვე თითოეულ შტატში. ზოგიერთი წამოწყებით სურდათ შეექმნათ ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ლოჟა, რომლის მეთაურიც იქნებოდა ჯორჯ ვაშინგტონი, როგორც პირველი დიდი ოსტატი (თვითონ იყო ვირჯინიის ლოჟის წევრი), მაგრამ იდეას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა, რადგან ზოგიერთი შტატის ლოჟამ არ მოინდომა თავისი თვითმმართველობის შეზღუდვა გაერთიანების ხარჯზე[13].
უძველესი იურისდიქცია კონტინენტურ ევროპაზე, „საფრანგეთის დიადი აღმოსავლეთი“ (GOdF), დაარსდა 1728 წელს, მაგრამ ინგლისურენოვანი ლოჟების იმეტესობამ შეწყვიტა მასთან ფორმალური ურთიერთობა 1877 წლისთვის, როდესაც „GOdF–მოუხსნა ერთი ღვთაებისადმი რწმენის მოთხოვნა თავის წევრებს და დაუშვა ათეისტების მიღება. „საფრანგეთის დიდი ეროვნული ლოჟა“ (GLNF) [14] არის მხოლოდ ფრანგული დიდი ლოჟა, რომელსაც აქვს რეგულარული მეგობრული ურთიერთობა „UGLE–სთანდა მსოფლიოს არაერთ სხვა იურისდიქციასთან.
დღესდღეობით მასონური სამყარო შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ, პირველი ესენია: „GOdF“ და მისი მომხრე ლოჟები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და მეორე — „UGLE“ და მისი მიმდევრები.
მასონთა ისტორია საქართველოში
მასონობას საქართველოში 200 წელზე მეტი ისტორია გააჩნია[15]. პირველი ქართველი მასონები 18- საუკუნის ბოლოს - 19 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდნენ. საქართველოში 2-3 ლოჟა ფუნქციონირებდა, . ქუთაისში, . ბათუმსა და . თბილისში. ამასთანავე, ეს ქართული ლოჟები, რუსეთის დიადი ლოჟის შემადგენლობაში შედიოდნენ, ისევე, როგორც ქართული ლოჟები, რომელიც პეტერბურში მუშაობდნენ. სამწუხაროდ, საქართველოს გასაბჭოებამ, ხელი შეუშალა საქართველოს დიადი ლოჟის, როგორც ეროვნული, დამოუკიდებელი, სუვერენული იურისდიქციის ჩამოყალიბებას. საბჭოთა მმართველობის დროს, მასონობა, ისევე როგორც სხვა მრავალი პროგრესული აზროვნება და საზოგადოება, იყო აკრძალული.
საქართველოში მასონური სინათლის შემოსვლა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიწყო, დასავლური იურისდიქციების მცდელობა უშედეგო იყო, რადგან საქართველოში არასტაბილური გარემო და სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. 1998-2008 წწ რუსეთის დიადი ლოჟის რამდენიმე მცდელობა იყო, საქართველოს მოქალაქეების მიღების ჩათვლით, მაგრამ 2005-2008 წლებში ეს პროცესი შეფერხდა. ვაშინგტონის, რუსეთისა და სომხეთის შეთანხმებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მასონური ლოჟა "ერევანი"#6 სომხეთის დიადმა ლოჟამ გახსნა,
სომხეთმა მოგვიანებით .თბილისის აღმოსავლეთით ღირსეული ლოჟები  „ოქროს საწმისი“# 7 და  „თბილისი“ # 10 დაფუძნდა. ყველა ეს ლოჟა დაკომპლექტებულია როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან და მიეკუთვნება სომხეთის დიად ლოჟას.
ამ პროცესის პარალელურად საქართველოში ლოჟები გახსნეს რუსეთის, უკრაინის და თურქეთის დიადმა ლოჟებმა.
2013 წლის თებერვლიდან   . თბილისის აღმოსავლეთით  ლოჟას ხსნის რუსეთი (ღირსეული ლოჟა "წმინდა თამარ მეფე #41), ამავე პერიოდში რუსეთის დიადი ლოჟა აფუძნებ მასონურ დისტრიქტს "კავკასია", რომელშიც გარდა ლოჟა "წმინდა თამარ მეფე"-სი შედიოდა, ღირსეული ლოჟა "მეფე დავით აღმაშენებელი" #40 და ღირსეული ლოჟა "ლეონ დიდი" (სოხუმი, აფხაზეთის /, საქართველო), ხოლო 2014 წელს ფუნძნდება კიდევ ერთი ქართული ლოჟა - "გიორგი V ბრწყინვალე". აღნიშნული ლოჟები იქნა გადმოცემული საქართველოს დიადი ლოჟის იურისდიქციაში, 2015 წლის მარტიდან. ლოჟები მუშაობენ ძველ და აღიარებულ შოტლანდიურ რიტუალში.[16].
2013 წლის მარტში დაფუძნდა ლოჟა სტამბოლში, რომელიც მოგზაურობს . ბათუის აღმოსავლეთით - "პრომეთ" #1004, თურქეთის დიადი ლოჟის თაოსნობით
2013 წლის აპრილიდან საქართველოსთვის ლოჟას აფუძნებს უკრაინის დიადი ლოჟა - "წმინდა გიორგი" #10. . 2016 წლის 28 მაისში უკრაინის დიადი ლოჟა აფუძნებს საქართველოს მასონურ დისტრიქტს, რომლის შემადგენლობაში შედის ოთხი ღირსეული ლოჟა - „წმინდა გიორგი“ # 10, „ილია მართალი“ #12, „ვაზი“ # 13, „უფლისციხე“ # 14. ამ ლოჟების უმეტესობა ძველ და აღიარებულ შოტლანდიურ რიტუალში მუშაობს. ყველა ეს ლოჟა მიეკუთვნება უკრაინის დიადი ლოჟის იურისდიქციას.
დიადი ლოჟის დაფუძნების საკითხი
საქართველოში ერთიანი ქართული იურისდიქციის შექმნის საკითხი მასონური საზოგადოების განხილვის საგანს წარმოადგენს.
ჯერ კიდევ 2013 წლის შემოდგომაზე საქართველოს ტერიტორიაზე იგეგმებოდა საქართველოში დიადი ლოჟის ჩამოყალიბება, თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ მასონურ იურისდიქციებს შორის კონსენსუსის მიუღწევლობის გამო ეს საკითხი ვერ განხორციელდა.
2015 წლის 13 მარტს რუსეთის დიადმა ლოჟამ თბილისის აღმოსავლეთით დააფუძნა ღირსეული ლოჟა "გიორგი V ბრწყინვალე", ხოლო მომდევნო დღეს -  2015 წლის 14 მარტს  დააფუძნა  საქართველოს დიადი ლოჟა [1] , რომლის შემადგენლობაში შევიდნენ რუსეთის დიადი ლოჟის კავკასიის დისტრიქტში შემავალი ღირსეული ლოჟები (მოხდა მათი გადაცემა სუვერენული დიადი ლოჟისადმი) : "წმინდა თამარი" #1, "მეფე დავით აღმაშენებელი" #2 და "გიორგი V ბრწყინვალე" #3 (სამივე ლოჟა . თბილისის აღმოსავლეთით). ინსტალაცია ჩატარდა . თბილისის აღმოსავლეთით.
საქართველოს დიადი ლოჟის წარმომადგენელთა აზრით, რუსეთის დიადი ლოჟის მიერ ინსტალირებული საქართველოს დიადი ლოჟა არის ერთადერთი კანონიერი მასონური იურისდიქცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რომელიც არის მასონური ტრადიციების და წესების სრული დაცვით და ლეგიტიმურად დაფუძნებული. საქართველოს დიადი ლოჟა დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში, მისი წარმომადგენლები აქტიურად იღწვიან მისი აღიარებისთვის სხვა მასონური იურისდიქციების მხრიდან.
2016 წლის ოქტომბრისთვის საქართველოს დიად ლოჟას უკვე 7 რეგულარული მასონური იურისდიქციის აღიარება გააჩნდა, მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტიდან. 2016 ოქტომბრიდან, საქართველოს დიადი ლოჟას ახალი დიადი ოსტატი ხელმძღვანელობს. [2] საქართველოს დიად ლოჟაში 8 ღირსეული ლოჟა და 80-ზე მეტი ძმა მასონი შედის.
საქართველოს დიადი ლოჟის 7 ლოჟა ძველ აღიარებულ შოტლანდიურ რიტუალში მუშაობენ (აქედან 1 ლოჟა რუსულენოვანია, 6 ქართულენოვანი), ხოლო 1 ლოჟა ინგლისურენოვანია და მუშაობს ბრიტანულ ემულეიშენის რიტუალში. ლოჟები გახსნილია ქალაქ თბილისის, რუსთავის, მცხეთის, ქუთაისისა და ბათუმის აღმოსავლეთით. ახლო მომავალში იგეგმება კიდევ 2 ღირსეული ლოჟის დაფუძნება . გორში და . ზუგდიდში.
  1. წმ. თამარ მეფე 2. მეფე დავით აღმაშენებელი 3. გიორგი V ბრწყინვალე 4. იოანე პეტრიწი (ინგლისურენოვანი) - თბილისის აღმოსავლეთით მომუშავე სიმბოლური ლურჯი ლოჟები 5. გრიგოლ I ბაგრატიონი - . რუსთავის აღმოსავლეთი 6. .. გრიბოედოვი - . მცხეთას აღმოსავლეთით (რუსულენოვანი) 7. ამადეუს მოცარტი - . ბათუმის აღმოსავლეთით 8. სოლომონ II - ქალაქ ქუთაისის აღმოსავლეთით
საქართველოში მოქმედი სხვა მასონური იურისდიქციებში შემავალი საქართველოს მოქალაქეები ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს დიადი ლოჟის წარმოშობის კანონიერებას და მისი არსებობის ფაქტს არ აღიარებენ. საქართველოში მოქმედ მასონურ იურისდიქციებს შორის ინტენსიურად მიმდინარეობს  დისკუსია ერთიანი ეროვნული დიადი ლოჟის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.
ამასთანავე,სუვერენული საქართველოს დიადი ლოჟა, დაფუძნებიდან 18 თვის განმავლობაში, აღიარა რამდენიმე რეგულარულმა მასონურმა იურისდიქციამ, მათ შორის ვენესუელა, საბერძნეთი, მავრიტანია, რუსეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ..[3]
თქმულებები მასონებზე
ყოვლისმხედველი თვალიბანკნოტებზე
Описание: https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c8/500_hryvnia_2006_back.jpg/220px-500_hryvnia_2006_back.jpg
ყოვლისმხედველი თვალიუკრაინულ 500 გრივნაზე
ყოვლისმხედველი თვალი გამოსახულია რამდენიმე ქვეყნის ფულის ბანკნოტზე. მიუხედავად გავრცელებული მითებისა, უშუალო კავშირი მასონობასთან ამ სურათებს არ გააჩნიათ. 1 აშშ დოლარის მეორე მხარეს 1935 წლიდან განთავსებულია აშშის დიდი ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია პირამიდა თვალით. ცვლილების ინიციატორები იყვნენ . უოლესი და .რუზველტი,(თუმცა ერთერთ მასონურ საიტზე იგი ამ მოძრაობის წევრადაა დასახელებული) დიზაინერი იყოედვარდ უიქსი, აშშ ფინანსთა სამინისტროს ფულადი ნიშნებისა და ფასიანი ქაღალდების გამოშვების ბიუროს გრავირების განყოფილების ხელმძღვანელი. მხატვარი ნიკოლაი რერიქსი, რომელსაც ზოგიერთი ავტორი შეცდომით კუპიურის სურათის იდეას მიაწერს, არანაირად არაა დაკავშირებული აღნიშნულთან[17]. „ყოვლისმხედველი თვალიგამოსახულია ასევე ნიკარაგუის კუპიურაზე (1 კორდობა), სადაც ის რესპუბლიკის გერბის ერთერთი დეტალია. უკრაინულ ბანკნოტზე ნომინალით 500 გრივნაყოვლისმხედველი თვალიპითაგორას სამკუთხედზეშექმნილი სურათის ნაწილია, ავტ. გრიგორი სკავოროდი[18]უკრაინელი ფილოსოფოსი და პოეტი.

Комментариев нет:

Отправить комментарий