ინდუისტურ ფილოსოფიაში არსებობს 7 "აჩარა" ანუ სულიერი ევოლუციის ეტაპები
აქედან 4 განეკუთვნება მარჯვენა ხელდასმის სწავლებებს, ხოლო 3 მარცხენა
ხელდასმისას. 1) ვედაჩარა 2) ვაიშნავაჩარა 3) შაივაჩარა და 4) დაკშინაჩარა –
ესენია მარჯვენა ხელდასმა, პირველი 4 ეტაპი. 5) ვამაჩარა 6) სიდჰანტაჩარა
და 7) კაულაჩარა – ესენია მარცხენა ხელდასმის
ჰედონისტურ–მისტიკურ–ლიბერტინისტური მიმდინარეობები, ესენია ბოლო სამი
ეტაპი სულიერი ევოლუციის. არა მხოლოდ ინდოეთში, არამედ რუსეთშიც და
საქართველოშიც მომრავლდნენ ვედაჩარას და
ვაიშნავაჩარას მიმდევრები, რომლებიც ნეგატიურად უყურებენ ევოლუციის შემდეგ
ეტაპებს და არ ვითარდებიან. ისინი ერთ ადგილზე დგანან. ეს ცუდია. უზენაესი
ეტაპი ესაა – "შრი კალი კაულა აჩარა დჰარმა". ვამაჩარას, სიდჰანტაჩარას და
კაულაჩარას სკოლებში განსხვავებით დანარჩენი სკოლებისგან, დიდ ყურადღებას
აქცევენ სექსუალური ენერგიის მართვის რიტუალებს და სექსუალური სიამოვნების
მიღებით ქალღმერთ შაკტისთან შეერთებას. მარცხენა ხელდასმის სკოლები ამბობენ
რომ სექსი ესაა წმინდა მაგიური რიტუალი და მისი დახმარებით შესაძლებელია
დიად დედასთან შეერთება და გასხივოსნება. სიყვარული + სექსი =
მაჰაპარანირვანა.
Комментариев нет:
Отправить комментарий