вторник, 6 февраля 2018 г.

ელინისტური ჭეშმარიტება

საიდან მოდის ლიბერალიზმი, ლიბერტარიზმი და ლიბერტინიზმი? პრინციპში ეს სამი სკოლა პოლიტიკური და ფილოსოფიური აზროვნებისა ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავდება, მაგრამ ეს არაა მთავარი.
ადრექრისტიანულ ეპოქაში არსებობდნენ გნოსტიკოსი ლიბერტინისტები, ლიბერტინური ფრთა ქრისტიანობაში, რომლებიც უარყოფდნენ მოსეს რჯულში არსებულ ანტისექსუალურ შეზღუდვებს. მანამდე იყვნენ ელინისტი ლიბერტინისტები. ისინი მთელ ელინურ და რომაულ სამყაროში იყვნენ. ისინი არ ემორჩილებოდნენ ასკეტიზმისა და ანტისექსუალიზმის ტირანიას.
ახლაც არიან სხვადასხვა პოლიტიკური და ოკულტური სკოლები.
რომაელ პლებეებს ჰყავდათ სამი დიადი უფალი:
1) ლიბერი იგივე დიონისე (მხიარულების, თავისუფლების და ორგიების ღმერთი)
2) ლიბერის ცოლი ლიბერა (ნაყოფიერების ქალრმერთი)
3) ცერერა – ლიბერას დედა (დედობის და ნაყოფიერების ქალღმერთი)

ტარდებოდა "ლიბერალიები" ანუ ორგიასტული დღესასწაულები. ლიბერა და ლიბერი ესენია თავისუფლების და მხიარულების ღმერთები. სწორედ ამასთან არის დაკავშირებული ლიბერალიზმი, ლიბერტარიზმი და ლიბერტინიზმი. თუმცა თანამედროვე ლიბერალებმა გაზვიადებული ფემინიზმით დაამახინჯეს ლიბერალური კულტი. 




 

Комментариев нет:

Отправить комментарий