ვიმეორებ კიდევ ერთხელ: ტანტრას, გნოსტიკური ლიბერტინიზმის, ქაოსიტური
პოლიდემონური დემონოსოფიის და დიონისური ელინიზმის თანახმად შიშველი ან
ნახევრად შიშველი სხეული და სექსუალობა ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ ფიზიკური
სილამაზი და მიმზიდველობა სულაც არაა ბოროტება და უზნეობა. მატერიალური
სილამაზე წარმოადგენს შაკტის განუყოფელ ნაწილს, ვისაც სძულს ლამაზი სხეული,
იმას სძულს შაკტი, თუ ლამაზი სხეულის დანახვაზე აბრეხვებ "ფუ! ბოზი!"
ჩათვალე რომ იდიოტი ხარ და შორს ხარ ეზოთერული სიბრძნისგან. ჯერ
ერთი სხვისი სექსუალობის კრიტიკა სულაც არაა გმირობა და მეორეც: დაიხსომეთ
ბოლოს და ბოლოს, რომ სექსუალური ენერგიის და ფიზიკური სილამაზის
(ლიბერტინური ქცევის) წინააღმდეგ განწყობა მოდის ასტრალური პარაზიტებიდან.
ამგვარი სიძულვილი ახასიათებთ ასტრალურ პარაზიტებს და სოციალურ პარაზიტებს.
მათგან მოდის ყოველგვარი სექსუალობის და ფიზიკური ლამაზი ფორმების
ლანძღვა, კრიტიკა და ბოღმა. შაკტი ვლინდება მრავალი ფორმით. მე მინახავს
ბევრი "ეზოთერიკი" რომელსაც ვითომ აქვს ცოდნა, მაგრამ როგორც კი საქმე
სექსუალობაზე მიდგება მყისვე წამოსცდებათ ხოლმე "ფუ! ბოზები!"... :)))
მეცინება... რანაირად ხარ ჩემო კარგო ოკულტისტი თუ არქონტების რეპრესიული
"მორალის" მონა ხარ? ამბობ კენომიტურ კოსმოსს არ ვემონებიო და მეორე წამს
ლაპარაკობ არქონტების მიერ მოცემული "რჯულის" ენით რომელიც პირდაპირ ამბობს
რომ სექსუალობა და ლიბერტინიზმი სექსუალურ პლანში = "ცოდვა"?? ნუ
კანკალებთ სექსუალური თავისუფლების იდეის გაგონებაზე. სექსუალური
ლიბერტინიზმი არ ნიშნავს ძალადობას. სექსუალური ლიბერტინიზმი ნიშნავს იმას
რომ სხვისი კუნდალინი (ლიბიდო) შენი ცხვირის საქმე არაა. ვიმეორებ,
გნოსტიკური ლიბერტინიზმი (მაგ; კარპოკრატეს სწავლება) და ინდური ტანტრა არ
ქადაგებენ რეპრესიულ მორალს და სხვის ლიბიდოს ტირანიულ კონტროლს არ
ცდილობენ. არც გნოსტიციზმი, არც ტანტრა და არც სხვა მსგავსი სწავლებები არ
ბოდავენ "სექსუალობა ცოდვაა!" ან "სექსუალური ლიბერტინიზმი = უზნეობა!"...
ვეუბნები ე.წ. ეზოთერიკებს, ნუ სვამთ დებილურ კითხვებს, შეიგნეთ რომ
ერთადერთი ცოდვა სექსუალუ პლანში ესაა ძალადობა, სხვა არაფერი. თუმცა
მესმის რომ აბრაამულმა პროპაგანდამ ძლიერ დაამახინჯა ადამიანთა მინიმუმ
75%–ის აზროვნება და საერთოდ ყველა ეზოთერული სწავლება ისეთი ლიბერტინური
და პროგრესული არაა როგორც გნოსტიკური ლიბერტინური სკოლა, დემონოსოფია,
დიონისეს კულტი და ტანტრა.
Комментариев нет:
Отправить комментарий