თავი მეხუთე
17. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლად კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად. 18. რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.
თავი მეოთხე
1. მაშინ იესო აყვანილ იქნა უდაბნოში სულის მიერ, ეშმაკისაგან საცდუნებლად. 2. და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა. 3. მაშინ მიადგა მაცდური და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ. 4. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დაწერილია: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან. 5. მაშინ ეშმაკმა წაიყვანა იგი წმიდა ქალაქში, დააყენა ტაძრის ქიმზე 6. და უთხრა: თუ ძე ხარ ღვთისა, გადავარდი აქედან, რადგანაც დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენს გამო, და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი. 7. იესომ მიუგო: ესეც დაწერილია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი. 8. კვლავ აიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი. 9. და უთხრა: ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე. 10. მაშინ მიუგო მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე. 11. მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა, და აჰა, ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას.
თავი მეშვიდე
1. ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ. 2. ვინაიდან როგორი განსჯითაც განსჯით, იმნაირითვე განისჯებით, და რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ. 3. ან რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ? 4. ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: მოიცა, ამოგიღო ბეწვი თვალიდან, და თვითონ შენ კი დირე გაქვს თვალში. 5. თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი. 6. ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ.
მათეს სახარება
თავი მეოთხე
1. სულით წმიდით აღვსილი იესო გამობრუნდა იორდანედან, და სულის მიერ გაყვანილ იქნა უდაბნოში. 2. ორმოცი დღის განმავლობაში გამოიცდებოდა ეშმაკის მიერ და არაფერი უჭამია იმ დღეებში; ხოლო მათი გასრულების შემდეგ მოშივდა. 3. და უთხრა მას ეშმაკმა: თუ ძე ხარ ღმრთისა, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს. 4. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ღმერთის ყოველი სიტყვით. 5. აიყვანა იგი ეშმაკმა მაღალ მთაზე და უჩვენა სამყაროს ყველა სამეფო დროის ერთ წამში. 6. და უთხრა მას ეშმაკმა: მოგცემ შენ ყოველივე ამის ხელმწიფებას და დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული, და ვისაც მინდა, მას მივცემ. 7. თუ დაემხობი და თაყვანს მცემ მე, ყოველივე ეს შენი იქნება. 8. მიუგო იესომ და უთხრა მას: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე. 9. მიიყვანა იერუსალიმში, დააყენა ტაძრის ქიმზე და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, გადავარდი აქედან, 10. ვინაიდან დაწერილია: თავისი ანგელთზებისათვის უბრძანებია შენი დაცვა, 11. და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი. 12. მიუგო იესომ და უთხრა მას: ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.
თავი მეხუთე
36. და უთხრა მათ იგავიც: არავინ ადებს ახალი სამოსიდან ახეულ საკერებელს ძველ სამოსს; თორემ ახალიც დაიხევა და ვერც ძველი მოიხდენს ახალს. 37. არც არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში; თორემ დახეთქავს ახალი ღვინო ტიკებს, თვითონაც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება. 38. არამედ ახალი ღვინო უნდა ჩაისხას ახალ ტიკებში, და ორივე შეინახება. 39. ძველი ღვინის არც ერთი მსმელი არ ისურვებს ახალს: რადგანაც იტყვის: ძველი სჯობსო.
ლუკას სახარება
12. რაკი ელით და ესწრაფით ღვთის მოსვლის დღეს, როცა ალმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო კავშირნი დაიწვებიან და დადნებიან.
13. ხოლო ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მოწას სადაც დამკვიდრებულია სიმართლე.
თავი 3. პეტრეს მეორე ეპისტოლე.
„თქვენ ღვთისგან ხართ, შვილნო და სძლიეთ მათ; რადგან ის ვინც თქვენშია, მეტია იმაზე ვინც წუთისოფელშია“ 4
„ღმერთი არასოდეს არავის უხილავს“ 12
იოანეს პირველი ეპისტოლე. თავი 4.
18. ისინი გეუბნებოდნენ თქვენ, რომ ბოლო ჟამს მოვლენ მკიცხავნი, თავიანთი უღვთო გულისთქმებით მავალნი.
19. ესენი არიან განრიდებულნი, მშვინვიერნი, სულის არამქონენი
იუდას ეპისტოლე
6. ოღონდ სიბრძნეს ვლაპარაკობთ სულიერად მოწიფულთა შორის არა წუთისოფლის სიბრძნეს არც წუთისოფლის მთავართა რომელნიც წარმავალნი არიან
8. რაც ვერავინ შეიცნო წუთისოფლის მთავართაგან ვინაიდან რომ შეეცნოთ ჯვარს არ აცვამდნენ დიდების უფალს
12. ხოლო ჩვენ მივიღეთ არა წუთისოფლის სული არამედ სული ღვთისგან
14. აი მშვინვიერი ადამიანი არ ღებულობს იმას რაც ღვთის სულისგან არის ვინაიდან უგუნურებად მიიჩნევს და არც ძალუძს შეცნობა რადგან სულიერად არის განსასჯელი
1 კორინთელთა. თავი 2.
3. ნუთუ არ იცით რომ ანგელოზებს განვიკითხავთ და მით უმეტეს საერო საქმეებს
1 კორინთელთა. თავი 5.
24. მერე კი დასასრული როცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას მას მერე რაც გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალს
1 კორინთელთა. თავი 15
56. სიკვდილის ნესტარია ცოდვა ხოლო ცოდვის ძალა რჯულია
1 კორინთ. თ. 15
4. ურწმუნოთათვის რომელთაც ამ წუთისოფლის ღმერთმა დაუბრმავა გონება რათა მათთვის არ ებრწყინა სახარებისეულ ნათელს ქრისტეს დიდებისა, იმისა ვინც უხილავი ღვთის ხატია
2 კორინთ. თ. 4
16. ერთადერთი რომელისაც უპყრია უკვდავება მკვიდრობს მიუწვდომელ ნათელში რომელიც არავის უხილავს ადამიანთაგან და არც ძალუძს მისი ხილვა.
1 ტიმოთე. თ. 6
2. რომლებიც ოდესღაც იარებოდით ამ წუთისოფლის წესისამებრ. ჰაერის ძალთა მთავრის იმ სულის ნებით.
15. გააუქმა მტრობა თავისი ხორცით, მცნებათა რჯული მცნებებით.
ეფესელთა მიმართ. თავი 2
12. რადგან ჩვენი ბრძოლა არაა სისხლის და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ წუთისოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ.
ეფესელთა. თ. 6
კომენტარი:
1) არსებობენ სამი ტიპის ადამიანები – სულიერი, მშვინვიერი და ხორციელი ხალხი
2) სულიერი ღმერთისაა, ხოლო მშვინვიერი ბოროტი სულის
3) ქრისტე მოვიდა რათა შეეცვალა მსოფლიო ანუ „გადავა ცა და მიწა“ რაც ნიშნავს იმას რომ როცა ახალი ცა და ახალი მიწა შეიქმნება რჯული გაუქმდება ანუ აღსრულდება. ძველ ცაზე და ძველ მიწაზე არაა ჭეშმარიტება, ხოლო ძველი ცა და ძველი მიწა ეკუთვნის იუდეველთა ცრუღმერთს.
4) ქრისტე არ ებრძვის ხორციელ სურვილებს, ის ებრძვის ბოროტ ძალებს
5) წუთისოფელს მართავენ „მთავრები“ და „ხელმწიფებანი“ ანუ ბოროტი ანგელოზები იგივე არქონტები
6) ქრისტემ გააუქმა ძველი რჯული ახალი რჯულით რათა დამდგარიყო ახალი ცა და ახალი მიწა სადაც სუფევს სიმართლე
7) მშვინვიერი ვერ იგებს სულიერ ცოდნას
8) ქრისტეს სურს გააუქმოს არქონტების მეუფება
9) სულიერი ადამიანები გაასამართლებენ წუთისოფლის (კოსმოსის) ბოროტ ანგელოზებს
10) კოსმოსს მართავს ბოროტი არქონტი რომელიც ცდილობდა ქრისტეს ცდუნებას და დამონებას

Комментариев нет:
Отправить комментарий