ვინც არ იცის იმათთვის ვიტყვი; სიტყვა "ერესი" იგივე "ჰაერესის" სულაც არ
ნიშნავს "მწვალებლობას" როგორც კრეტინი ფანატიკოსები განმარტავენ, არამედ
ითარგმნება როგორც "არჩევანი" ან "მიდრეკილება". სიტყვა "ლიბერ" ესაა ძველი
ელინისტური ღმერთის დიონისე–ბახუსის ერთ–ერთი სახელი და იშიფრება ასე:
"თავის–უფალი" ანუ როცა თავად ხარ საკუთარი თავის უფალი ანუ იგივე იშვარა,
როცა არავის ემორჩილები და არ ემონები. გნოსტიკური სწავლება პირდაპირ
გვეუბნება რომ უფალი = თავის–უფლება. ქრისტე იოანეს სახარებაში
პირდაპირ ეუბნება იუდეველებს რომ მისი მამა (უცნობი უფალი) = თავისუფლება!
და ასევე იმას რომ ადამიანები არიან ღმერთები! რაც შეეხება სიტყვას
"ასკეზა", ასკეტიკოს არის ძველი ბერძნული სიტყვა და სულაც არ ნიშნავს
სხეულის გვემას და სექსის უარყოფას! "ასკეზა" ნიშნავს "განსწავლას"! ასეთია
ზუსტი თარგმანი! ასკეზა ესაა სულიერი ჭეშმარიტების შემეცნება ფილოსოფიური
განსწავლით მისტერიების დახმარებით! ახლა გასაგებია? არქონტულმა ძალებმა და
ფსევდომატერიალისტებმა დაამახინჯეს ეზოთერული ტერმინების ჭეშმარიტი
მნიშვნელობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий