ლეგენდები და მითები
მაორის უმდიდრესი კულტურა აქვს, რომელიც, ძირითადად, მათ ტრადიციებსა და ლეგენდებს ეფუძნება. ლეგენდები თაობიდან თაობას ზეპირსიტყვიერების გზით გადაეცემათ. ისინი მოგვითხრობენ როგორც ახალი ზელანდიის კუნძულების შექმნაზე, ასევე სხვა მრავალ თემაზე.მაორის კულტურაში ლეგენდებსა და მითებს ქმნიან შავკანიანი ადამიანები, რომლეთა ფიზიკური მახასიათებლებია: აქვთ სქელი, ამობურცული ტუჩები, ფართო ცხვირი, დიდი ნესტოები და ხვეული თმები.
მაუი თევზაობს ჩრდილოეთის კუნძულებზე
მაორის მითოლოგიაში უმნიშვნელოვანესი ფიგურა - მაუი - არ განიხილება ღმერთად, არამედ გმირად. თუმცა, მის სახელს ხშირად უკავშირებენ დღის, სინათლის, ცისა და მიწის შექმნას.ლეგენდის თანახმად, მაუი-ტიკიტიკი-ა-ტარანგა იყო კადნიერი, თავხედი და ჭკვიანი ნახევარღმერთი, რომელსაც საზღვრების დარღვევა უყვარდა. ერთხელ მისმა ძმებმა გადაწყვიტეს, საზღვაო მოგზაურობა მოეწყოთ და ამ მოგზაურობის დროს უამრავი თევზი დაეჭირათ, მაგრამ მაუის წაყვანა არ სურდათ. მაუიმ გაიგო ეს ამბავი და ნავის წინა ნაწილში მოხერხებულად დაიმალა, თავი კი მაშინ გამოაშკარავა, როცა ნაპირიდან საკმაოდ დაშორებულები იყვნენ. ამ “სათევზაო მოგზაურობაში” მაუიმ დაიჭირა უდიდესი თევზი - ჩრდილოეთის კუნძული.
ჩრდილოეთის კუნძულის აღმოსავლეთ კონცხზე მდებარე ჰიკურანგის მთა მიიჩნევა მაუის პირველ თევზად, რომელიც ზღვიდან ამოტივტივდა. მთა წმინდა, საღმრთო ადგილადაა მიჩნეული ადგილობრივი “ნგატი პოროუს” ტომისათვის, რომლის წევრების თავიანთ თავს მაუის პირდაპირ შთამომავლებად მიიჩნევენ.
ტანე-მაჰუსტა ქმნის ნათელ სამყაროს
ტყის მეფე - ტანე-მაჰუსტა - მაორის კულტტურაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. 6 ძმას შორის ყველაზე უფროსი ტანე-მაჰუსტა გაიზარდა ტყის სიბნელეში, ზეციური მამისა (რანგინუის) და მიწიერი დედის ( პაპა-ტუ-ა-ნუკუ) გარემოცვაში. რომ წამოიზარდა, ტანე-მაჰუსტამ გადაწყვიტა, ხელი ეკრა მათთვის და ახალი, ნათელი სამყარო (ტე აო მარამა) შეექმნა, სამყარო, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ.ახალი ზელანდიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე კუნძულზე არის ერთ-ერთი უდიდესი ტყე, რომლის უძველეს ხეებს, ტყის მეფის პატივსაცემად, ტანე-მაჰუსტას უწოდებენ.
ჰინემოასა და ტუტანეკაის ცნობილი სასიყვარულო ისტორია
ჰინემოა და ტუტანეკაი ახალი ზელანდიის რომეო და ჯულიეტაა. ლეგენდა მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ მგრძნობიარე და დაუვიწყარია. ამბავი საკმაოდ დრამატულია, ლეგენდის მთავარი გმირები იძულებულნი არიან, ოჯახის წევრებს დაუმტკიცონ თავიანთი სიყვარულის ძალა. საბოლოოდ, ამბავი მაინც ბედნიერად სრულდება.პაიკეა - ვეშაპის “მატარებელი”
მაორის ლეგენდა მოგვითხრობს ამბავს ვეშაპ ტოჰორას ზურგზე ამხედრებული პაიკეას შესახებ, რომელიც მოგზაურობდა ახალი ზელანდიის გარშემო. ამბავი წარმოაჩენს სულიერ კავშირს ადამიანურ და ბუნებრივ სამყაროებს შორის და გამოხატავს დადებით დამოკიდებულებას იმ ფაქტის მიმართ, რომ ბუნება იყოს არა მარტო გამოყენებული, არამედ პატივცემული.სწორედ ეს ლეგენდა იქცა შთაგონების წყაროდ იჰიმაერას წიგნისათვის - Whale Rider, რომლის მიხედვითაც მოგვიანებით გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი[23]
რელგია და რწმენა
მაორების წარმოდგენით, პირველად ღმერთები ანუ ატუები შეიქმნენ. პირველი ღმერთი იყო ტე კორე, შემდეგი ტე პო (ღამე) და მე აო მარამა (სინათლე). პაპატუანუკუს (მიწის დედა) და რანგინუის (ცის მამა) შვილები იყვნენ ტანე (ტყის ღმერთი), ტანგაროა (ზღვის ღმერთი), რონგო (საჭმლის ღმერღი) და ტუმატაუენგა (ომის ღმერთი). ტანემ შექმნა პირველი ქალი - ჰინეაჰუონე და მასზე დაქორწინდა.ამას გარდა არსებობს სხვა გადმოცემებიც, რომლებიც მოდგმას - რანგისა და პაპას - ანუ ცასა და დედამიწას უკავშირდება. Tane, Tu, Rongo და Tangoaroa-სთან დაკავშირებული მითები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაორის კულტურისათვის. “ტანე” და “რონგო” ყველასათვის ნაცნობი ღვთაებებია. ტანე არის მზის განსახიერება, ხოლო რონგო - მთვარისა. ხშირად გვხვდება ამ სახელების კომბინაციაც - რონგო-მა-ტანე. მასთან დაკავშირებული რიტუალები, ძირითადად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების დროს აღევლინებოდა. მაორთა რწმენით, მზისა და მთვარის ეს წყვილი დადებით გავლენას ახდენდა ბუნებაზე და ადამიანებს მასთან აკავშირებდა.
აღსანიშნავია, რომ მაორის მითის თანახმად, მთვარის ორი განსხვავებული სახე (ქალი და კაცი) არსებობს და, ასევე, მზემაც შეიძლება შეიძინოს განსხვავებული სახელები. “ტანე” მათ შორის ყველაზე გავრცელებულია მზე ერთდროულად შეიძლება იწოდებოდეს ზეცის მამად და მიწის დედად. სფეროს ფორმის მთვარეს “მარამა” ეწოდება, მთვარის ქალღმერთს კი - “ჰინა”. “ჰინა” მთვარის მდედრობითი გამოვლინებაა და “ჰინას”, “ინას” ან “სინას” სახელწოდებებით ფართოდ გავრცელებულია პოლინეზიაში.
რაც შეეხება “რონგოს”, ის მთვარის მამაკაცური გამოვლინებაა და სოფლის მეურნეობის მფარველადაა მიჩნეული. მაორის მითოლოგიის თანახმად, რონგო ტანეს უფროსი ძმაა.
ტოჰუნგები წარმოადგენდნენ ერთგვარ მღვდლებს ან რაიმე სფეროს ექსპერტებს. მაგალითად, ტოჰუნგა ვაკაირო ჩუქურთმების სპეციალისტი იყო. ისინი სპეციალურ განათლებას იღებდნენ, პასუხისმგებელნი იყვნენ ეზოთერულ რიტუალებზე და კარგად იცნობდნენ ტომთა ისტორიასა და გენეალოგიას. მაორების რწმენით, მლოცველებს შეეძლოთ ამინდის კონტროლიც. შამანები ემსახურებოდნენ ოჯახთა ღმერთებს.
ღმერთებსა და სულებთან კომუნიკაცია შეეძლოთ ტოჰუნგას საშუალებით, რომელსაც სხვადასხვა ხმით შეეძლო საუბარი. ტოჰუნგა ამოწმებდა სწორად ატარებდნენ თუ არა ადამიანები რიტუალებს საკვების შეგროვების ან ომის წინ. ტოჰუნგები ღმერთებთან კომუნიკაციას კარაკიას საშუალებით ახერხებდნენ. არსებობდა მრავალი ტიპის კარაკია, მათ შორის ბავშვებისაც.
მატაკიტები იყვნენ ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ მომავლის დანახვა. ზოგი ტოჰუნდა მატაკიტიც იყო.
ადამიანებს ჰქონდათ არამატერიალური ძალა - მანა, რომელსაც სიცოცხლის განმავლობაში იღებდნენ. ჩვილებსა და ტოჰუნგებს უფრო ძლიერი მანა ჰქონდათ სხვებთან შედარებით. ადამიანის სულს ისინი ვაირუას უწოდებდნენ, რომელსაც შეეძლო სხეულის დატოვებაც.
ახალი ზელანდიელების მსგავსად, მაორები დღეს ქრისტიანები არიან (ძირითადად ანგლიკანები და კათოლიკეები). სხვა კულტურებთან კონტაქტამდე მათი წარმოდგენები მანასა და ტაპუს ეფუძნებოდა. ეს უკანასკნელი სიწმინდეს უკავშირდება, რომელსაც დაბადებისას იღებდნენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий