ვამბობ იმათ საყურადღებოდ ვინც ამბობს "საჭიროა ასკეზა! საჭიროა ვნების
ჩახშობით გასხივოსნების მიღწევა!"... არავითარი გასხივოსნება კუნდალინის
ჩახშობით არ არსებობს. ნუ მიდიხართ მარაზმამდე. მსოფლიოს ყველა რელიგია
არის დამახინჯებული ეგეთი იდეებით რომლებიც მოდის იალდაბაოთისგან. ვიმეორებ
და ვამბობ რომ პირველსაწყისი რელიგია რომელიც საფუძველია ყველა რელიგიის
ესაა – კაულა ტანტრა, ხოლო კაულას სწავლებაში არავითარი კუნდალინის ჩახშობა
და მარაზმული ასკეზა არაა, კაულა არ ცნობს კუნდალინის რეპრესიულ
ჩახშობას, არამედ პირიქით. ბოდიში, მაგრამ კუნდალინის ჩახშობით ვერაფერს
მიაღწევს გარდა ერთისა; საბოლოოდ დაანგრევ საკუთარ სხეულებს, საფშვინველს
და სულიერ საწყისს. ასკეზა რომელიც ცდილობს "ჩაახშოს" კუნდალინი განწირულია
მარცხისთვის, რადგან სექსუალური ენერგია ესაა ქალური საწყისი ანუ
დედაღმერთის ერთ–ერთი ფორმა. რა არ გჯერათ რომ კუნდალინის დათრგუნვით
დაანგრევთ საკუთარ არსებას?? უკაცრავად მაგრამ თუ ნამყოფი იყავით ინდოეთში
ჩემგან განსხვავებით, ნახავდით იქ როგორი სიფათები აქვთ "დიად ასკეტებს"
რომლებიც "ახშობენ" კუნდალინის, იმის მაგივრად რომ მიიღონ და
განავითარონ... ისინი "ცოცხალ" გვამებს ჰგვანან... აბა როგორ უნდა
გამოიყურებოდეს ადამიანი რომელიც ცდილობს დაანგრიოს საკუთარი სასიცოცხლო
ენერგია? ზუსტად ამას ამბობდა ოშო რაჯნიში, მაგრამ ვინ უსმენდა? ყველასგან
დევნილი 1990 წელს გარდაიცვალა. არ გესმით თქვენ აბრაამულ მონოთეისტებს და
ცრუ ეზოთერიკებს რომ კუნდალინი ესაა სასიცოცხლო ძალა რომლის უარყოფით და
დათრგუნვით ნირვანას კი არ უახლოვდებით, არამედ ანგრევთ საკუთარ არსებას და
შორდებით ღვთაებრივს. აბა დაფიქრდით, კუნდალინი ესაა შაკტის ანუ დედაუფლის
ერთერთი ფორმა და შენ ცდილობ დათრგუნო შაკტის ერთერთი ფორმა? ღმერთს
ებრძვი? და გგონია რომ რაიმე კარგ რეზულტატს მიიღებ?? გააფრინე სულ? ეს
ფიზიკური კოსმოსი სულაც არ არსებობს იმისთვის რომ ჩვენ კუნდალინის
ვებრძოლოთ. ყველაფერი ზუსტად რომ პირიქითაა. და კიდევ, ვისაც ეროტიზმი და
პორნო განრისხებთ, იცოდეთ რომ თქვენში ეზოთერული არაფერი დევს. ადვაიტა
ტანტრას არ აქვს ალერგია შიშველ სხეულზე ან კოიტუსის დანახვაზე. ეტყობა არ
იცით ვამაჩარას, სიდჰანტაჩარას და კაულაჩარას სადჰაკები რა რიტუალებს
ატარებენ და ვინ იყვნენ ბარბელიოტი გნოსტიკოსი ქრისტიანები. გაანძრიეთ
ტვინი. კამასუტრა მაინც გადაათვალიერეთ, იქნებ ჭკუა შეგემატოთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий