იცით რას ნიშნავს სიტყვა "მატერიალისტი"? რას ნიშნავს "მატერია"? გგონიათ
ამ სიტყვებს რაიმე კავშირი აქვთ თანამედროვე დარვინისტ ათეისტებთან და მათ
უღვთო რელიგიასთან? არამც და არამც! სიტყვა "მატერია" მომდინარეობს ძველი
ბერძნული და რომაული ეზოთერული მისტერიებიდან და სიტყვიდან "მაგნა მატერ"!
რას ნიშნავს "მაგნა მატერ"? ეს ნიშნავს დიად დედას! რომელ "დიად დედაზეა"
საუბარი? გავიხსენოთ ინდუისტური და ბუდისტური ტანტრა! ვის ეწოდება იქ
"დიადი დედა"? ვის და დედაღმერთს შაკტის! რას ამბობს ტანტრა–შასტრებში
ეს ქალღმერთი? ის ამბობს: "მატერიალური გამოვლენილი კოსმიური სამყარო ვარ
მე! გამოვლენილი სამყაროს მატერია არის ჩემი მისტიკური სხეული! მე ვარ
ყოველ არსებაში!" ეს წერია პრაქტიკულად ყველა ტანტრულ ტექსტში, ზოგან დედა
უფალს ეწოდება ადიშაკტი, ზოგან ადიკალი და ზოგანაც ადიბუდა სამანტაბჰადრი,
საერთოდ დედაუფალს ბევრი სახელი აქვს. მთავარი ისაა რომ იქ დედაუფალს
ეწოდება "მაჰა მატრი" და "დევა მატრი"! რაც ნიშნავს დიად დედას და
ღმერთების დედას! ანუ ინდურ და ტიბეტურ კულტურაში და ელინისტურ სამყაროში
იყო ერთი და იგივე ეზოთერული ცოდნა! რა ცოდნა? ჯერ ერთი, ის რომ ინდური
"მატრი" და ელინური "მატერ" ერთი და იგივეა! და მეორეც; მატერ ანუ მატერია
ნიშნავს დედას ანუ დედაუფალს, კონკრეტულად კი მის მისტიკურ სხეულს!! ანუ
ჭეშმარიტი მატერიალისტი არის ის ვინც ეთაყვანება დედაუფალს და არა ის ვინც
მას უარყოფს!! კოსმიური მატერია ესაა დიადი დედა, კონკრეტულად კი მისი
მისტიკური უხესი ფორმა! აქედან დასკვნა: ანტითეისტებმა (ურწმუნოებმა)
დაამახინჯეს არა მხოლოდ სიტყვა "ლიბერალიზმი" დაკავშირებული უფალ
ლიბერ–დიონისეს მისტიურ ეზოთერულ კულტთან არამედ სიტყვა "მატერიაც"! ანუ
უღმერთოები რომლებიც კალი იუგას ჭაობში ყელამდე ჩაძირულან, ამახინჯებენ
საერთოდ ყველაფერს ყველა დონეზე! ბოლოს ვიტყვი: კოსმიური მატერია არის სამი
სახის 1) ფიზიკური 2) ასტრალური და 3) კაუზიური! და არც ერთი ფორმა
მატერიისა არაა უსულო და უსიცოცხლო მკვდარი ნივთიერება როგორც თანამედროვე
ანტითეისტებს ჰგონიათ!
Комментариев нет:
Отправить комментарий