იცით
რატომ არის შეუძლებელი დედამიწის ყველა რელიგიის გაერთიანება? იმიტომ რომ
რელიგიურ ფილოსოფიური სწავლებები იყოფიან ორ მთავარ ჯგუფად: 1) აბრაამული
მონოთეიზმი და 2) არააბრაამული (არამონოთეისტური) სწავლებები.
ყველა აბრაამულ რელიგიას აქვს ერთი საფუძველი და ესაა – იუდეველთა "ღმერთი" იაჰვე.
თავის
მხრივ ყველა არა აბრაამულ არა მონოთეისტურ რელიგიას ასევე აქვს ერთიანი
საფუძველი და ესაა – უმაღლესი უპიროვნო ზესული; პანთეოსი, ადიბუდა,
პარაბრაჰმანი, ვახიგურუ, დაო, ეინ სოფი, ზურვანი, ნუნი, აპეირონი, როდი,
ქაოსი, კრონოსი, ტე კორე და ა.შ.
არააბრაამული რელიგიები ეთაყვანებიან ერთიან უზენაეს სულს და მის ემანაციებს სხვადასხვა ფორმებში.
აბრაამული
რელიგიები თავის მხრივ ეთაყვანებიან ერთ და იგივე "ღვთაებას" და ეს
"ღვთაება რადიკალურად განსხვავდება იმ ღმერთისგან რომელსაც ეთაყვანებიან
არააბრაამიტები. როგორ? როგორ და აბრაამული "უფალი" ესაა უმდაბლესი
სეფიროტი, უმდაბლესი პიროვნული ელოჰიმი. ის არაა უმაღლესი სული. ხოლო
არააბრაამიტების ღმერთი არის უზენაესი უპიროვნო სული! აქედან გამომდინარე
აბრაამული და ანტიაბრაამული რელიგიების სინთეზი შეუძლებელია პრინციპში.
იმიტომ რომ საფუძველია სრულებით სხვადასხვა.
აბრაამული რელიგიები მოდიან იაჰვედან, ხოლო არააბრაამული რელიგიები უმაღლესი სულიდან და ეს ორი ერთი და იგივე არაა!
Комментариев нет:
Отправить комментарий