მეზიზღება ადამიანები რომლებიც ფიზიკური კოსმოსის რეპრესიული მორალის
სტერეოტიპული კატეგორიებით და შაბლონური კლიშეებით "აზროვნებენ". ვერ ვიტან
გონებაშეზღუდულ შაბლონური აზროვნების ქვეადამიანებს კვადრატში. ვუყურებდი
ანიმეს დღეს და ასეთი სიტუაცია ვნახე: 9 გოგოს უყვარდა ერთი ბიჭი და
ერთმანეთს პუტავდნენ იმ ერთადერთი მამლაყინწასთვის! და თურმე ამ ბიჭმა
"უნდა აირჩიოს ერთი გოგო"! და ეს გოგოები ერთმანეთს ეუბნებოდნენ "მე შენ არ
დაგითმობ ჩემ რჩეულს!" ვერ გავიგე ერთი რამ; თუ ცხრავეს მთელი გულით
უყვარდა ეს ბიჭი და ამ ბიჭსაც უყვარდა ეს დებილი გოგოები, მაშინ რატომ ვერ
მიხვდნენ რომ იყო სხვა გამოსავალიც?! დებილი ბიჭი დაბნეული ცდილობდა
"აერჩია ერთი" და დებილი შაბლონური აზროვნების "გოგოები" კი ერთმანეთს "არ
დაგითმობ–ს" ეუბნებოდნენ! იცით რატომ? იმიტომ რომ შაბლონური მონოგამიური
აზროვნების მიხედვით მხოლოდ 1 ბიჭი + 1 გოგო = "ოჯახი"... და სხვა
ყველაფერი კი "მარაზმია" და "ნორმიდან გადახრა"... რა დონის პრიმიტივი უნდა
იყო და რა დონეზე უნდა იყო ჩამწყვდეული მონოგამიურ ეთნოკულტურულ ჩარჩოებში
რომ ვერ გაიგო ელემენტარული ჭეშმარიტება? რა არის ხალხო რა გჭირთ? მესმის
რომ ფსიქოსოციალური ფონი და პროპაგანდა რეპრესიული "ზნეობით" ძლიერ
ზეგავლენას ახდენს სულებზე და ტვინებზე და გენეტიკაც ყველას ერთნაირი არ
აქვს... ზოგიერთს უბრალოდ გენებში უზის მონოგამია... მაგრამ ნუთუ ასე
ძნელია სულიერი ცნობიერების ამაღლება და ჩარჩოებიდან გასვლა? ნუთუ ასე
ძნელია სტერეოტიპული "მორალის" საზღვრების განგრევა და თავის დაღწევა??! რა
გჭირთ ხალხო?! რატომ ჩხუბობთ არაფრის გამო? რატომ ვერ აზროვნებთ სწორად??
დაამსხვრიეთ შაბლონური მორალი! გაიფართოვეთ ცნობიერება და შეუშვით თავში
რომ მონოგამია არაა ერთადერთი "სწორი" გზა! დევიდ აიკის სიტყვები რომ
მოვიშველიოთ ჩვენ არ ვართ ფიზიკური სხეული! ფიზიკური ცნობიერება და ფორმა
არის მხოლოდ იმიტაცია. ფიზიკური სამყაროს მონოგამიურ მორალს არ აქვს აზრი,
იმ მარტივი მიზეზით რომ ფიზიკური რეალობა საერთოდ არ არსებობს. ფიზიკური
რეალობა არის ილუზია.ფიზიკური რეალობა = პარაბრაჰმანის (მარადიული სულიერი
ცნობიერების) დეფორმაცია–გამრუდება. ფიზიკური რეალობა ესაა არასწორად
გაგებული ბრაჰმანი (მარადიული სული). ბრაჰმანში კი არ არსებობს არავითარი
მონოგამია, პოლიგამია, პოლიტიკა, კაპიტალიზმი, კომუნიზმი, ლიბერალიზმი,
ომი, ეჭვიანობა და ა.შ. სუფთა რეალობაში არ არსებობს არაფერი სამი იდეის
გარდა, ესენია: 1) სუფთა სიყვარული 2) სუფთა ცოდნა 3) სუფთა ჰარმონიის
ნეტარება. ადამიანები რომლებიც დაციკლულნი არიან მატერიალურ ფასეულობებზე
ვერ აცნობიერებენ სუფთა სულიერ რეალობას (ბრაჰმანს). ადამიანები ფიზიკურ
უმეცრებაში არიან ჩაძირულნი. ნუ აზროვნებთ მატერიალური კატეგორიებით და შაბლონებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий