вторник, 13 февраля 2018 г.

7 აჩარა და რეპრესიული მორალი (ლიბერტინიზმი და ანტილიბერტინიზმი)

არსებობს 7 ეტაპი სულიერი ევოლუციის:
1) ვედაჩარა
2) ვაიშნავაჩარა
3) შაივაჩარა
4) დაკშინაჩარა
5) ვამაჩარა
6) სიდჰანტაჩარა
7) კაულაჩარა
ყველაზე პრიმიტიული და დამთრგუნველი არის პირველი ორი ეტაპი; ვედაჩარა და ვაიშნავაჩარა. რატომ? იმიტომ რომ ვედაჩარას და ვაიშნავაჩარას ეტაპებზე არის ძლიერი რეპრესიული მორალი, რეპრესიული რეჟიმი და მონური რეპრესიული ფსიქიკა. ვედაჩარას და ვაიშნავაჩარას დონეებს განეკუთვნება აბრაამული რელიგიები და კონფუციონიზმი. შინტოც ვედაჩარას ეტაპია. დაკშინაჩარას ეტაპზე რეპრესიული მორალიზმი მაქსიმალურად არის შესუსტებული რადგან აქ უკვე ისინი საჭირო აღარაა, ადამიანი დაკშინას ეტაპზე აღწევს მაღალ დონეს სულიერი განვითარებისა. ბოლო სამ ეტაპზე, განსაკუთრებით კი კაულა დჰარმას დონეზე საერთოდ უარყოფილია რეპრესიული მორალი, უარყოფილია რეპრესიული მონური ფსიქიკა. კაულას სკოლაში ანტისექსუალური მორალისტობა უკუგდებულია. დღეისათვის მსოფლიოს მრავალი ქვეყანა გაკვეხებულია ვედაჩარას ან ვაიშნავაჩარას ეტაპზე. ქრისტიანული, არაბული, ვედური და კონფუციანურ–შინტოისტური სამყარო ესაა ვედაჩარას და ვაიშნავაჩარას ზონა. თანამედროვე მსოფლიოში მიდის აქტიური პროპაგანდა კაულას სკოლის წინააღმდეგ. ვედაჩარას და ვაიშნავაჩარას მიმდევრები ცდილობენ გაანადგურონ კაულას მიმდევრები. სხვათაშორის კაულას მიმდევარი ისეც შეიძლება იყო რომ საერთოდ ვერ ხვდებოდე რომ კაულა ხარ და არც კი კითხულობდე ტანტრისტულ ლიტერატურას. ელინისტური ავენტინური ლიბერიზმი (დიონისური), გნოსტიკური ლიბერტინიზმი და სატანისტური ლიბერტინიზმი აგრეთვე კაულას სკოლის იდენტურია. აბრაამიტი ქრისტიანები რომლებიც გნოსტიკურ "ერესს" ებრძოდნენ ადრექრისტიანულ ეპოქაში და შუასაუკუნეებში იყვნენ ვაიშნავაჩარას მიმდევრები. სხვისი დამცირება და შევიწროება "მორალით" ძაან უყვართ ვედაჩარებს და ვაიშნავაჩარებს. იფიქრეთ ამაზე. 
 დედამიწაზე მშვიდობა მანამდე არ იქნება სანამ ადამიანები არ შეწყვეტენ სხვებისთვის აგრესიულად ჭკუის სწავლებას და სხვის პირადულში "მორალისტურად" ცხვირის ჩაყოფას.
გინდათ მშვიდობა? ნუ ტენით ცხვირში სხვას თქვენს "მორალს" და იქნება მშვიდობა.
ინდივიდის პირადული ინტიმური ცხოვრება ხელშეუხებელია. ინდივიდუალიზმი უფრო მაღლა დგას ვიდრე "მორალური" კოლექტივიზმი. გამოფხიზლდით! ნუ აყენებთ ტკივილს სხვებს!

 
 

Комментариев нет:

Отправить комментарий