მატერია ესაა დიადი დედა ანუ "მაგნა მატერ"! ესაა ქალღმერთი შაკტი იგივე
დედაუფალი გეა და დედაუფალი რეა (კრონოსის ანუ მარადისობის ცოლი). რა
გგონიათ რატომაა რომ ყველა დედა ღვთაება ესაა ნაყოფიერება და სიამოვნება?
იმიტომ რომ დედა = მატერია, რომელიც შობს ახალ სიცოცხლეს და თან იღებს და
გასცემს სიამოვნებას ფიზიკურ და ასტრალურ დონეზე! ურანოსი ანუ ციური სული
ესაა "პატერ" ანუ "ზეუს მაგნუს პატერ"! "ზეუს" ესაა "დეუს"! ხოლო "დეუს"
ესაა იგივე დევა ან დიოს ანუ ღმერთი მამრობით ფორმაში! დეა ესაა
დედაუფალი ანუ მიწის ენერგია – გეა–რეა–შაკტი! მართალია ეგვიპტელებში მიწა
ეს იყო მამრობითი "გები" და ზეცა მდედრობითი "ნუტი" იგივე "ნეიტი", მაგრამ
ეს არ ნიშნავს იმას რომ ან ბერძნები ცდებოდნენ ან ეგვიპტელები! უბრალოდ ეს
არის მინიშნება დაოსურ მისტიკაზე! დაოსური შავ–თეთრი სიმბოლო ესაა
მამრობითის და მდედრობითის სიმბოლო! და თან ნაჩვენებია რომ ცოტა მამრობითი
არის მდედრში და ცოტა მდედრული არის მამრში! ანუ ურანოსში არის გეას ნაწილი
და გეაში არის ურანოსის ნაწილი!! მიხვდით?!
Комментариев нет:
Отправить комментарий